რეპრესიული კანონების გამო, „სინერგია“ მოქალაქეებს უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებას ვეღარ გაუწევს

„კლუბი სინერგია“, რომელიც 14-25 წლის ახალგაზრდებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა, მიმდინარე წლის ივნისიდან უფასო მომსახურებას წყვეტს. „სინერგია“ უფასო მომსახურების შეწყვეტას, იმ რეპრესიულ კანონმდებლობას უკავშირებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიიღო. „სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული მიზეზების გამო, 2026 წლის ივნისიდან „კლუბი სინერგია“ ვეღარ შეძლებს  უფასო მომსახურების გაგრძელებას. ეს ძალიან მძიმე და გულდასაწყვეტი რეალობაა მთელი …

სოფლიდან ქალაქში სიარული წამლისთვის, ახლა უკვე კვირაში ორჯერ – როგორ გაურთულეს პაციენტებს ცხოვრება

პირველი აპრილიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის წესი შეიცვალა. ამ ცვლილების მიხედვით, ზრდასრული ადამიანი ყოველ მე-14 დღეს უნდა გამოცხადდეს დისპანსერში ახალი რეცეპტის ასაღებად. ეს რეგიონში მცხოვრებ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. „ვინც ცხოვრობს რეგიონებში, თუნდაც პატარა ქალაქებში ან ისეთ ქალაქებში, სადაც არ არის ავტორიზებული აფთიაქები და დისპანსერი, თვეში ორჯერ მოუწევთ შორს, სხვა ქალაქში წასვლა იმისათვის, …

„პრობლემაა ის, რომ შსს ითხოვს ადამიანების დიაგნოზებს“ – ფსიქიატრი „ოცნების“ რეესტრზე

„რატომ არის რუსეთში, რატომ არის ჩინეთში, ბელარუსში და ახლა, რატომ იღებენ საქართველოში? იმიტომ, რომ ტოტალიტარულია ეს ქვეყნები და სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც ცდილობს აამუშაოს ყველა მექანიზმი, რომელიც კონტროლს გაზრდის მოსახლეობაზე“, – ამბობს ეკა ჭყონია, ფსიქიატრი, „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ ხელმძღვანელი, ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრზე, რომლის შექმნასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვს. რა საფრთხეებს უქმნის ამ ტიპის რეესტრი …

რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი, რასაც „ოცნება“ ქმნის – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„ქართული ოცნება“ ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს ქმნის, რაც სპეციალისტების განცხადებით კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემისთვის. რეესტრის შექმნის ინიციატორი შს სამინისტროა, რაც ბევრ კითხვას აჩენს. კანონში ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, შემოდის სადავო ტერმინებიც, მაგალითად – „პროცესუუნარო პირი“. რატომ არის საფრთხე ამ რეესტრის შექმნა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფსიქოლოგსა და კლინიკურ სუპერვიზორს, მაია ცირამუას ესაუბრა. ქალბატონო მაია, …

„ფაქტია, რომ მიჰყვებიან პუტინის გზას“ – საბჭოთა ინსტრუმენტები სინდისის პატიმრების წინააღმდეგ

„იცით რა გააკეთეთ? საბჭოთა კოშმარი გაუღვიძეთ ხალხს და სტიგმა გააძლიერეთ“, – ამ სიტყვებით მიმართა მასწავლებელმა ნინო დათაშვილმა მის ბრალმდებლებს სასამართლო პროცესზე, სადაც მას მანდატურზე ძალადობის მოტივით „ქართული ოცნების“ რეჟიმი ასამართლებს. ამავე სასამართლოზე ნინო მოუყვა ხალხს, თუ როგორ აპირებს ივანიშვილის რეჟიმი სინდისის პატიმრის წინააღმდეგ გამოიყენოს საბჭოთა რეპრესიული ინსტრუმენტი – პატიმრის ფსიქიატრიულ შემოწმება იძულების წესით. როგორ გააცოცხლა …

„ადგილი აქვს პაციენტების დაშინებას და ინექციებით მუქარას“ – ომბუდსმენი ფსიქიატრიულ ცენტრებზე

საქართველოში 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის განხორციელების/შესრულების პროცესი, გასული წლების ანალოგიურად, მნიშვნელოვანი შეფერხებებით წარიმართა – ამას საქართველოს სახალხო დამცველის უახლესი ანგარიშიც მოწმობს, რომელიც გასული წლის პერიოდში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას მიმოიხილავს. „არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და უგულებელყოფილია მათი სამართლებრივი დაცვის გარანტიები. მიუხედავად კანონმდებლობით მკაფიოდ …

რისი იმედი (არ) აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში – „ან ადამიანის უფლებები უნდა დავარღვიოთ, ან კანონი“

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის დასაწყისში დაამტკიცა „საქართველოს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია“, რომელზეც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მუშაობდნენ ფრანგი ექსპერტებიც. სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ჯანმოს მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს, ცხოვრების მანძილზე, სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობა უვითარდება. ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დიაგნოზები დეპრესიული (10.4%) და შფოთვითი აშლილობებია (7.9%). სტრატეგიაზე მუშაობის პერიოდში კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის სულ მცირე 5%-ს აღენიშნება …

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებზე კვლავ ძალადობენ – სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში

დღეს, 10 ოქტომბერს, მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. წლევანდელი კამპანიის თემაა სტიგმა და დისკრიმინაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ. თუმცა საქართველოში, ამ პრობლემაზე მწვავედ დგას წლების განმავლობაში მოუგვარებელი სისტემური პრობლემები. სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, სწორედ სისტემური პრობლემებია, რაც არ იძლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას საქართველოში: „ამ დრომდე მწვავედ დგას …

პროგრამაში ჩართული კლინიკებიდან მხოლოდ 6-ს აქვს პროტოკოლები – აუდიტი ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროზე

9 წელია ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგია, მაგრამ დასახული მიზნების შესრულება კვლავ გამოწვევად რჩება, ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის უახლეს ანგარიშში ვკითხულობთ.  მაგალითად, ანგარიშში წერია, რომ 2015-2020 და 2022-2030 წლების სტრატეგიებში ერთი და იგივე მიმართულებები რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, ესენია: ადამიანური რესურსის ნაკლებობა, ამბულატორიული მომსახურების გაძლიერება და შესაბამისი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა, მომსახურების ხარისხის ამაღლება, …

იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობა და არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა ექიმის მიერ – დავა საკონსტიტუციოში

უნდა შეეძლოს თუ არა პაციენტს იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უარის თქმა? – ამ საკითხზე სახალხო დამცველის მიერ მომზადებული სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დაიწყო. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ექიმს აღარ ექნება უფლებამოსილება, უსაფრთხოების მოტივით პაციენტს იძულებით დაუწყოს მკურნალობა, ასევე მას კონკრეტული უფლებები შეუზღუდოს, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მოსარჩელე განმარტავს, რომ ექიმს მართლაც უნდა …

რატომ არის აუცილებელი ჩვენს პრობლემებზე საუბარი – ფსიქოლოგის რჩევები

ადამიანებს საკუთარ პრობლემებზე საუბარი გვიჭირს და ხშირად ამის მიზეზი ის ძლიერი ემოციებია, რასაც პრობლემასთან დაკავშირებით განვიცდით. ეს შეიძლება იყოს მომხდართან დაკავშირებული დანაშაულის გრძნობა, სირცხვილის გრძნობა – თუ როგორ გამოვჩნდებით ჩვენი გაჭირვების გაზიარების შემდეგ, რომელიც ხშირად მხოლოდ ჩვენი, უნიკალური გამოცდილება გვგონია. ზოგჯერ მიზეზი ოჯახია, რომელიც სხვის თვალში რეპუტაციის შერყევას უფრთხილდება. ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი ამბობს რომ მიზეზია …

წარმოიდგინე, რომ გაფუჭდი. როგორ იზრუნებდა ქვეყანა შენზე?

ავტორი: ნინუკა ქოიავა __________________ დღეს საქართველოში ყოველდღიური შრომა ასე ფასდება – შენ მუშაობ იმისთვის, რომ იყიდო საჭმელი და წამალი. გადაიხადო გადასახადები. შენ, საშუალოსტატისტიკური ადამიანი, იცავ წესრიგს და წარმოადგენ საზოგადოების თვინიერ ნაწილს. სახელმწიფო შენზე იმით ზრუნავს, რომ ჩამოაქვს ახალი ავტობუსები ან ხსნის სკვერებს საბავშვო მოედნებით. კარგი სახელმწიფო ჯანდაცვით, განათლებით და ბევრი სხვა ამბითაც გამოხატავს საკუთარი ქვეყნის …

„კლუბი სინერგია“ – ეს არის ცოცხალი სამსახური, ბევრი ახალგაზრდით, მოტივირებული ადამიანებით“

გთავაზობთ ინტერვიუს ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ დირექტორთან ნინო მახაშვილთან რა არის „კლუბი სინერგია“? ნინო მახაშვილი: „კლუბი სინერგია“ – ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური დახმარების სერვისი, რომელიც დაახლოებით ოთხ წელიწად-ნახევრის წინ შეიქმნა ევროკავშირის დახმარებით. ამჯერადაც კლუბი ისევ ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ფუნქციონირებს. პროექტი, რომელსაც ახლა ვახორციელებთ, მიმართულია დანაშაულისა და ადიქციის პრევენციისკენ. აი, ამ ფარგლებში …

14-25 წლის ახალგაზრდებს „კლუბი სინერგია“ უფასო ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებას სთავაზობს

„კლუბი სინერგია“ არის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის სერვისი, რომელიც უფასოდ ემსახურება 14-დან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს. სერვისის მიზანია ფსიქოაქტიური საშუალებების ავადმოხმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია. კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სერვისი გახსნილია თბილისსა და ბათუმში. „კლუბი სინერგია“ ფუნქციონირებს ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ბაზაზე, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის – „სამოქალაქო …

როცა პაციენტი ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უარს ვერ ამბობს – დავა საკონსტიტუციოში

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს რამდენიმე სამართლებრივ ნორმას, რაც ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტებს ეხება. განმწესრიგებელ სხდომაზე, რომელიც 31 მარტს დასრულდება, მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, განიხილავენ თუ არა არსებითად საქმეს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველმა 2022 წლის თებერვალში მიმართა. სადავო ნორმების მიხედვით, ექიმს აქვს უფლება, უკიდურესი აუცილებლობის დროს და უსაფრთხოების მიზნით, ფსიქიკური დაავადების მქონე …

რა ხდება, როცა ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანი არ მკურნალობს

„მარტო რჩები, როცა შენი ოჯახის წევრს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს, საჭირო მედიკამენტების მიღებაზე უარს გეუბნება და პერიოდულად აგრესიული ხდება. გიჩნდება კითხვა: ვინ არის ამ დროს პასუხისმგებელი, ვინ დაგიცავს?“ – ამბობს ნანა გ. ნანა გ. მეუღლეზე საუბრობს. მან გვიამბო, რა გზის გავლა მოუწიათ, ექიმამდე რომ მისულიყვნენ. „დაახლოებით 13 წელია აქვს ეს პრობლემა გიორგის [სახელი შეცვლილია]. ბოლოს, …

„ამოიგდე თავიდან, რომ შეიძლება შვილი გააჩინო“ – ცხოვრება ფსიქიკური დაავადების დიაგნოზით

რუსო 23 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა და სრულიად მარტო დარჩა. მერე ჰალუცინაციები დაეწყო. ერთხელ განსაკუთრებულად გამოეწყო, დედის სამკაულები გაიკეთა და შუაღამისას ქუჩაში გავიდა. წარმოედგინა, რომ ქალაქის დიდ მოედანზე თვითმფრინავით მისი შეყვარებული უნდა დაშვებულიყო და ელოდებოდა. რუსო მეზობლებმა იპოვეს და სახლში დააბრუნეს, მის ნათესავებს დაურეკეს. მისი თქმით, მოვიდნენ ნათესავები და არწმუნებდნენ, რომ აუცილებელი იყო ასათიანის …

5 ათასი ლარით დააჯარიმეს ფსიქიატრიული კლინიკა, რომელმაც ქალი უკანონოდ განათავსა – PHR

არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] სასამართლო დავა მოუგო ფსიქიატრიულ დაწესებულებას, რომელმაც ქალი უკანონოდ განათავსა კლინიკაში. PHR-ის ცნობით, სასამართლომ კლინიკას მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5000 ლარი დააკისრა. „2019 წლის 31 აგვისტოს ნინო საკვები პროდუქტის შესაძენად გავიდა სახლიდან. დაბრუნებიდან რამდენიმე საათში კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ნინომ კარი გააღო. მასთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების …

„თუ ფსიქიკური პრობლემები გაქვთ, უნდა მოგათავსონ საავადმყოფოში? – ინტერვიუ 

„თუ ადამიანს ფსიქიკური პრობლემები აქვს, უნდა მოათავსონ საავადმყოფოში“, – დღემდე ასე არც თუ ისე ცოტა ადამიანი ამბობს სხვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრისას. რამდენად გვაქვს უფლება, სხვა მოვათავსოთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების წინაშე? – გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის წევრ თამარ კორძაიასთან, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი კანონის შემუშავებაზე პირადად მუშაობდა. მეშვიდე …

როგორ მკურნალობენ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანებს – „მაღალი ხარისხის წამლები არ შემოდის“

„ის ხშირად მიმეორებს: შენ რომ მოგკლავ, მაშინ მოვრჩებიო… არადა, კარგი ადამიანია. ზოგჯერ ასეა. მართლაც რომ დამარტყას? მერე დაიწყებენ გამოძიებას, არა? რა მნიშვნელობა აქვს, რა მუხლით დაიწყება გამოძიება, ან საერთოდ გამოიძიებენ თუ არა რამეს?“- კითხულობს ნანა გ. მის ქმარს დაახლოებით 15 წელია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს. ნანამ არ იცის, როგორ იმოქმედოს ისე, რომ მას და გარშემომყოფებს …

კაცი, რომელმაც ცოლ-შვილი მოკლა და თავი მოიკლა – მარტო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან

9 დეკემბერს სოფელ ჭარნალში კაცმა ცოლ და 20 წლის შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ოჯახის წევრებისა და ნათესავების თქმით, კაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა ჯანდაცვის შესაბამის სერვისებს ვერ იღებდა. ოჯახის წევრები საუბრობენ დილემაზე, რომელსაც სახელმწიფო ვერ წყვეტს, პრობლემებს ვერც პაციენტის ოჯახის წევრები უმკლავდებიან. იმ საავადმყოფოს ბრალია, რა წამალი მისცეს არავინ იცის ალექსანდრე საგინაძე …

ცხოვრება პანიკურ შეტევებთან ერთად

ავტორი: მარი თავბერიძე „გვიანი ღამე იყო, დაახლოებით პირველი საათი. ძალიან შემეშინდა და დედას დავუძახე. ვერ დავმშვიდდი და სასწრაფო გამოვიძახე“ – ასე იხსენებს 19 წლის ანა პირველ პანიკურ შეტევას მის ცხოვრებაში. თებერვლის იმ ღამეს ანამ ჯერ არ იცოდა, რა ერქვა იმ მდგომარეობას, რომელმაც მასში ემოციური დაძაბულობა, განგაში, კანკალი და გულის არეში ჩხვლეტის შეგრძნება გამოიწვია. „მეგონა, ვკვდებოდი, …

მამუკას ცეკვა დედისთვის, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდება

მარტვილის ცენტრში ხალხი კანტი-კუნტად მიდი-მოდის. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ჯერ კიდევ უშლის ხელს ქალაქს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. აქ ყველაფერი ხელისგულივით პატარა მოედანზეა თავმოყრილი: მერია, ბანკი, სავაჭრო ცენტრი, მომცრო ღია კაფე, ძელსკამებიანი ბაღი და ბაზრობა. გაზაფხულის შუადღე დგას. მზის გულზე ბიჭი დგას და ცეკვავს. იქვე დიდი დინამიკია ჩართული. თურქული, ქართული და ინგლისური სიმღერები ენაცვლება ერთმანეთს. ბიჭი …

რამდენი ლარი იხარჯება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. „იუნისეფის“ ინფორმაციით, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ქვეყნები თავიანთი ჯანდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 2 პროცენტს ხარჯავენ, რაც საკმარისი არ არის. „COVID-19-ით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ შედეგებს ოჯახები მომავალ წლებშიც იგრძნობენ. ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქოსოციალურ სერვისებში ინვესტირება ასე მნიშვნელოვანი ჯერ არ ყოფილა“-ამბობს „იუნისეფი“. მაგალითად საქართველოში, მთავრობის 2 მარტის დადგენილებით, სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისის თვის ბიუჯეტი მიმწოდებლის …

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები პანდემიის დროს – ონლაინკვლევა საქართველოში

ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლონდონის ტროპიკული მედიცინის სკოლის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იწყებენ კვლევას COVID19-ის პანდემიის სტრესის ზეგავლენის შესახებ მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. კვლევაში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს. კვლევა ტარდება ონლაინ და გამოკითხვის ხანგრძლივობა 15 წუთია. ფონდის დირექტორი, ნინო მახაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, …

სექსუალურად მოძალადე პაციენტს ფსიქიატრიულში ჯაჭვით აბამდნენ – ომბუდსმენის ანგარიში

„…მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი პაციენტი სექსუალურად ძალადობდა სხვა პაციენტებზე, რასაც ხშირად თან ახლდა კონფლიქტი პაციენტებს შორის. დაწესებულებაში არსებული მძიმე პირობების და სივიწროვის გამო, პაციენტის განცალკევება ვერ ხერხდებოდა, რის შედეგადაც ზარალდებოდნენ როგორც სხვა პაციენტები, ისე სავარაუდო მოძალადე პაციენტიც, რადგან სამედიცინო პერსონალი მას ხანგრძლივი დროით აჯაჭვავდა რკინის საწოლზე,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ დღეს, 11 …

როგორ ვიზრუნოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე COVID-19-ის პირობებში – ჯანმოს რჩევები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონა ვირუსის პირობებში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თაობაზე რეკომენდაციებს ავრცელებს. რჩევები  მოსახლეობისთვის: თავი აარიდეთ იმგვარი ახალი ამბებისა თუ გადაცემების ყურებას, რომელიც თქვენში შფოთვას მაღლა წევს. ინფორმაცია, ძირითადად, მოიძიეთ იმ მიზნით, რომ განახორციელოთ პრაქტიკული ნაბიჯები თქვენი და თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების თავდაცვის თვალსაზრისით. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ ან ორჯერ. უეცარი და თითქმის უწყვეტი …

სუიციდზე ფიქრები, ანუ როგორ შევნიშნოთ მოზარდებში სახიფათო სიგნალები 

მე-12 კლასელმა ბიჭმა სკოლაში სიარული მოულოდნელად შეწყვიტა. დამამთავრებელი კლასის ათოსანი მოსწავლე ოთხი თვის განმავლობაში კლასში არ გამოჩენილა. „როცა სახლში მივაკითხეთ, არც კი შეგვიპატიჟა, კარებიდან მალევე გამოგვისტუმრა. როცა ვეკითხებოდით, თუ რა ხდებოდა მის თავს, დუმდა. მიზეზს არ გვეუბნებოდა,“- ყვება მოზარდის მეგობარი. საკუთარ თავსა და ოთახში განმარტოებული მოზარდით, სკოლა პირველ ეტაპზე დაინტერესდა, თუმცა ეს ინტერესი დღეების მატებასთან …

გარბენი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებებზე ცნობიერების ასამაღლებლად

29 სექტემბერს ბათუმის ბულვარში ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“  მართავს გარბენს, რომლის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. აქციაში მონაწილე სხვადასხვა ასაკის, შესაძლებლობისა და პროფესიის ადამიანები სიმბოლურად იმ ბარიერებს გადალახავენ, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. გარბენი სტარტს აიღებს რესტორან „ახალი გემის“ მიმდებარე მოედანზე, კორტების ბოლოს შემობრუნდება და …

„მე მინდა ვჩანდე“ – შეხვედრა უნივერსიტეტში სოციალური საწარმოს მზარეულებთან

„მე მინდა ვჩანდე,“ – ამბობენ სოციალურ საწარმოში მომუშავე ქალები, რომლებმაც ტკბილეულის გამოფენა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოაწყვეს. სოციალური საწარმო ბათუმის სამედიცინო ცენტრში გასული წლის შემოდგომაზე მოეწყო. ეს ცენტრი მრავალპროფილურია და იქ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებიც მკურნალობენ. „ჩვენი ტკბილეული ყველას მოსწონს… სხვებსაც უნდათ მუშაობა. დღეში სულ ოთხი საათი გვიწევს მუშაობა. ნამცხვრებს ვამზადებთ, კრუასანსაც,“ – ამბობს ლეილა ლამპარაძე, რომელიც …

ბინაზე მომსახურება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისათვის – ახალი პროგრამა

ბათუმში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ზოგიერთ პაციენტს ბინაზე მისვლით ემსახურებიან. პროგრამა მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზეა გათვლილი, რომლებიც სტაციონარიდან გაწერის შემდეგ ამბულატორიას აღარ აკითხავენ, მედიკამენტებს სხვადასხვა მიზეზით აღარ იღებენ და მკურნალობას წყვეტენ. ბათუმში ამ დროისთვის მობილური ჯგუფი ბინაზე 65 ადამიანს აკითხავს. რიგშია დაახლოებით 80 ადამიანი. ბათუმის სამედიცინო ცენტრის მონაცემებით, ამ სერვისის მიღება ასობით ადამიანს სჭირდება. …

მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა და სახელმწიფო

„პირველად პრობლემა ათი წლის ასაკში შეექმნა. თანაკლასელებთან ვეღარ ურთიერთობდა. ერთი მასწავლებელი ამოიჩემა და სთხოვდა, ჩემი დედა იყავიო, ჩემთან ურთიერთობა არ უნდოდა. სახლიდან გაიქცა და ჰქონდა სუიციდის მცდელობები,“ –  გვეუბნება 14 წლის გოგონას დედა, რომელიც გამოსავალს ეძებს. სისტემა, რომელიც მოზარდის ფსიქიკურ პრობლემებზე სრულფასოვნად იმუშავებს, ქვეყანას არ გააჩნია.  „ხავსს ვარ ჩაჭიდებული, იქნებ ჩემი შვილი გადავარჩინო, მაგრამ გადავარჩენ …

Exit mobile version