სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ ვიზრუნოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე COVID-19-ის პირობებში – ჯანმოს რჩევები

18.03.2020 • 1387
როგორ ვიზრუნოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე COVID-19-ის პირობებში – ჯანმოს რჩევები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონა ვირუსის პირობებში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თაობაზე რეკომენდაციებს ავრცელებს.

რჩევები  მოსახლეობისთვის:

თავი აარიდეთ იმგვარი ახალი ამბებისა თუ გადაცემების ყურებას, რომელიც თქვენში შფოთვას მაღლა წევს. ინფორმაცია, ძირითადად, მოიძიეთ იმ მიზნით, რომ განახორციელოთ პრაქტიკული ნაბიჯები თქვენი და თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების თავდაცვის თვალსაზრისით. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ ან ორჯერ. უეცარი და თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადი ვირუსის გავრცელებაზე ნებისმიერს შეაშფოთებს. გაამახვილეთ ყურადღება ფაქტებზე. შეაგროვეთ ინფორმაცია რეგულარული ინტერვალებით, ჯანმოს ვებგვერდიდან და სხვა ავტორიტეტული და სანდო პლატფორმებიდან იმისთვის, რომ ფაქტები ჭორებისგან განასხვავოთ.

თავი დაიცავით და სხვებსაც გაუფრთხილდით. სხვისი დახმარება ამგვარი კრიზისის დროს ეხმარება როგორც იმას, ვისაც ეხმარებიან, ასევე თავად დამხმარეს.
ეცადეთ, გააზიაროთ პოზიტიური ამბები (მაგალითად, გამოჯანმრთელების თაობაზე) და პოზიტიური იმიჯები ადგილობრივი ადამიანებისა, რომლებმაც გამოიარეს დაავადება და გამოჯანმრთელდნენ, ან მათი, ვინც თავის ახლობლებს თანადგომას უწევს.
აღნიშნეთ იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც ეხმარება დაინფიცირებულ ადამიანებს და ზრუნავს თემის/საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე.

 

რჩევები მათთვის, ვინც იზოლაციაშია:

დარჩით დაკავშირებული თქვენს სოციალურ გარემოსთან. იზოლაციაშიც კი, შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ თქვენი პირადი საყოველდღეო ჩვეული რუტინა. რახან ფიზიკური კონტაქტი შეზღუდული გაქვთ ადამიანებთან, ეკონტაქტეთ ადამიანებს სოციალური ქსელების, იმეილის, ვიდეოკონფერენციებისა და ტელეფონის საშუალებით.

სტრესის დროს მიაქციეთ ყურადღება თქვენს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს. ჩაერთეთ ჯანსაღ აქტივობებში, რომლებიც გსიამოვნებთ და გამშვიდებთ. ივარჯიშეთ, შეინარჩუნეთ ძილის ჩვეული რუტინა, იკვებეთ ჯანსაღად. შეხედეთ მოვლენებს პერსპექტივაში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოები და ექსპერტები მუშაობენ, რათა უზრუნველყონ საუკეთესო ზრუნვის ხელმისაწვდომობა მათთვის, ვინც ინფიცირებულია.

თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადმა ინფექციის გავრცელების შესახებ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აგრძნობინოს შფოთვა და სტრესი. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დროის კონკრეტულ/გარკვეულ პერიოდებში ჯანდაცვის პროფესიონალებისგან და ჯანმოს ვებგვერდზე, თავი აარიდეთ ჭორების მოსმენას, რაც დისკომფორტს იწვევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: