ირაკლი დარცმელიძე
ბათუმში ახლადშექმნილი საინიციატივო ჯგუფის სახელწოდება თავად მეტყველებს იმ მიზანზე, რაც ამ ჯგუფის დამფუძნებლებს აქვთ. დეღს, 6 თებერვალს სწორედ მათი ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ბათუმელ გულშემატკივრებთან, ასევე ვეტერან ფეხბურთელებთან. საინიციატივო ჯგუფის სურვილია ძველი ტრადიციები დაუბრუნონ გუნდს, რომელიც ამჟამად ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.
„დინამოს“ არ გააჩნია სტადიონი, არა აქვს სავარჯიშო ბაზა, ფაქტობრივად, ჩამკვდარია ბავშვთა ფეხბურთი, – ეს და მრავალი სხვა საკითხი გახდა განხილვის საგანი. ჯგუფის თავმჯდომარემ ოთარ ფედიჩკინმა პირველ რიგში კლუბში არსებულ არასწორ მენეჯმენტზე გააკეთა აქცენტი.
<!** Image 1 align="middle" width="400" height="1944" >