სპორტი

შავფაროსნებს რომში დღესაც გველოდებიან

08.05.2013 • 1289
შავფაროსნებს რომში დღესაც გველოდებიან

ზვიად ჯაფარიძე: მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ტურნირი არეულ კრივში, პირველად ჩატარდა აჭარაში. თავად არეული კრივი ქართული ორთაბრძოლის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. მასში გამოყენებულია როგორც კრივის, ასევე ჭიდაობისა და სხვადასხვა ორთაბრძოლის ილეთები. გამოიყენებ ფეხით დარტყმაც და მახრჩობელა ილეთები, მარტივად რომ ვთქვათ, სხვადასხვა სახის ორთაბრძოლის სინთეზია, თუმცა საფუძვლად ქართული საბრძოლო ხელოვნება უდევს. დაახლოებით ორი წლის მანძილზე საგანგებოდ ვმუშაობდი ამ თემაზე, რათა არეული კრივი ნაკლებტრავმიანი ყოფილიყო და მისთვის სპორტული ხასიათი მიმეცა. გარკვეული წესებიც შევიმუშავეთ. საერთო ჯამში, კარგი ნაზავი გამოვიდა, დაინტერესებაც გამოიწვია როგორც სპორტსმენთა, ასევე გულშემატკივართა შორისაც. საქართველოს ყველა რეგიონიდან, სადაც კი ფუნქციონირებს ქართული ორთაბრძოლების შემსწავლელი ჯგუფები, იყო მონაწილე ჩამოსული. საერთო ჯამში მათმა რიცხვა 50-ს გადააჭარბა. ასაკობრივი კატეგორიაც განსაზღვრული გვქონდა. 7-დან 17 წლამდე მოზარდებში 7 წონითი კატეგორია გავაკეთეთ. წარმატებით იასპარეზეს ჩვენმა ბიჭებმა საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ როგორც ტურნირის ორგანიზებით, ასევე მებრძოლთა მომზადების დონითაც.

 

 

 

იყო დრო, როდესაც თქვენს წამოწყებას ბევრი არასერიოზულად აღიქვამდა, თუმცა, თანდათან დამოკიდებულება შეეცვალა. ეს კი განსაკუთრებით, შავფაროსნების მიერ რომის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ფესტივალზე გამოჩნდა

 

 

– მართალია, გასული საუკუნის 1990-იან წლებში, არავინ სერიოზულად არ აღვიქვამდა. ჩვენ კი ვცდილობდით, ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი ნაწილის, ქართული საბრძოლო ხელოვნების გადარჩენას, რათა დავიწყებას არ მოსცემოდა. დიდი სამუშაო გავწიეთ საქართველოში არსებულმა ყველა ორგანიზაციამ და ჩვენი წარმატება შარშან, იტალიაში, რომის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ფესტივალზე დაგვირგვინდა. ისე მოეწონათ ქართველი `შავფაროსნების~ გამოსვლა, რომ სხვებს აღარც უყურებდნენ. სამწუხაროდ, შარშან პირადად მე ვერ მოვახერხე გამგზავრება, წელსაც მიწვეულები ვიყავით, თუმცა წელს საერთოდ ვერ ჩავედით რომში. არ მინდა მიზეზებზე დავკონკრეტდე. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მომავალში აუცილებლად გავემგზავრებით.

 

 

ბათუმში დავბრუნდეთ

 

 

– ბათუმში ამჟამად ორი ჯგუფი ფუნქციონირებს, ერთი სპორტსკოლაში, ჭიდაობის დარბაზში. მოჭიდავეებს მინდა მადლობა გადავუხადო, რომ გამოგვიყვეს სავარჯიშოდ საათები და ვარჯიშის ნება დაგვრთეს. ასევე მეორე ჯგუფი ფუნქციონირებს ბათუმში არსებული კავკასიის ბიზნესის სკოლაში, სადაც ზურა ლაზარიშვილი წვრთნის. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე ბათუმში 50-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს. აქვე აღვნიშნავ, რომ ქართული საბრძოლო ხელოვნების შესწავლისას ბავშვები არა მარტო ჩხუბს სწავლობენ, არამედ საართველოს ისტორიას, უფროსისადმი პატივისცემას, კაცობას, ადამიანობას. დიდი ყურადღება ექცევა მათ სულიერ აღზრდასაც. ასე რომ, ვფიქრობ, კარგ საქმეს ვემსახურებით.

 

 

თანადგომა როგორი გაქვთ?

 

 

– აჭარის სპორტის დეპარტამენტმა წელს დაფინანსება გაგვიზარდა, რისთვისაც მადლობას მოხასენებთ. ერთი ტურნირი ჩავატარეთ, მეორე, ანალოგიური ხასიათის ტურნირს ოქტომბერში ვგეგმავთ, ოღონდ მასში უფროსი ასაკის მებრძოლები მიიღებენ მონაწილეობას. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ საკუთარი დარბაზი არ გაგვაჩნია. ცოტა სპეციფიკურია ჩვენი სახეობა, იარაღებთან მუშაობა გვჭირდება, ბავშვებს ვაჩვევთ სხვადასხვა სახის იარაღთან მუშაობას, ხმალი, მშვილდი, ნაჯახი და ასე შემდეგ. შესაძლოა მალე ზოგი მათგანი რომის ანალოგიურ ფესტივალებზე ვიხილოთ.

 

 

საქართველოს სხვადასხვა კუთხე, განსაკუთრებით კი მთიანი საქართველო, გამოირჩევა საბრძოლო ხელოვნებების მრავალფეროვნებით. აქვს თუ არა აჭარას მისი კუთხისთვის დამახასიათებელი ორთაბრძოლის სახეობანი?

 

 

– მართალია, ქართული ორთაბრძოლის სახეობები მთიანეთში დღესაც შემორჩენილია, განსაკუთრებით კი ხევსურეთში. აჭარას რაც შეეხება, ჩვენ ერთ-ერთი ექსპედიციის დროს, სარფში, ერთ-ერთ სოფელში, შევხვდით ლაზ (სახელ და გვარს მოგვიანებით ჩავამატებ), რომელმაც გვითხრა, რომ აჭარაში, უძველესი დროიდან განვითარებული იყო შუბოსნობა, მშვილდისა და შურდულის ტყორცნა, ასევე ნაოსნობა, ანუ მებრძოლებ ძირითადად ბრძოლისას იყენებდნენ მშვილდსა და შურდულს, ასევე კარგად ხმარობდნენ შუბს. ბევრი რჩევაც მოგვცა, რაც გავითვალისწინეთ. კიდევ ბევრი რამ ჩვენ თვითონ სასწავლი გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ ერთ კარგ საქმეს ჩვენს ვაკეთებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: