ნეტგაზეთი • RU

ლეონიძის მეხუთე და 60 ქულა

სამსუნში გამართულ ძიუდოისტთა „დიდ პრიზზე“ ბათუმელმა ირინე ლეონიძემ, რომელიც საქართველოს ქალთა ნაკრების ერთადერთი წარმომადგენელი იყო, მეხუთე ადგილი დაიკავა და სარეიტინგო 60 ქულაც ჩაიწერა აქტივში.


ლეონიძე ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და პირველად რუსეთის სახელით მოასპარეზე ანაიდ მხითარიანს იუკოთი აჯობა, თუმცა, ნახევარფინალში გერმანელ კაროლინა ვაისთან ვაზარზე დაეცა, მეტოქემ კი – შებოჭა. მიუხედავად ამისა, ბათუმელ ძიუდოისტს ბრინჯაოს მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა, ამისათვის რეპეშაჟის (სანუგეშო) ფინალში ასევე გერმანელი ჟასმინ კუელბსის ძლევა იყო საჭირო. ირინა თავიდან ვაზარით იგებდა, თუმცა, საბოლოოდ ორჯერ დაეცა იუკოზე, შემდეგ კი კვლავ შებოჭვაზე მოჰყვა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირაკლი დარცმელიძე