სპორტი

10 წლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა

08.04.2013
10 წლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა

, ბიძიკო, ამის მერე, არაფერი შეცვლილა!

მწვრთნელი მოვიკითხე, საზღვაო აკადემიის სპორტის სექციის ხელმძღვანელი თემურ ქავზინაძე აღმოჩნდა, რომელიც ამასთანავე აჭარის მძლეოსანთა ნაკრების მწვრთნელიცაა. ინტერვიუზე მომდევნო დღისთვის შევთანხმდით. დათქმულ დროზე მისულს, ბატონი ზაური ძველი გაზეთებით დამხვდა. „აი, წაიკითხე“, – მითხრა. დავხედე და მაშინვე ვიცანი დაახლოებით 8-10 წლის წინათ „გაზეთ ბათუმელებში“ ჩემს მიერ გამოქვეყნებული სტატიები. „ა, ბიძიკო, შეგიძლია პირდაპირ გადაიწერო აქედან, ამის მერე არაფერი შეცვლილა ერთის გარდა. თუ ადრე ბულვარში დავრბოდით, ახლა პარკში გადმოვინაცვლეთ, დანარჩენი კი აქ წერია“, _ ალალად მითხრა. მაშინაც პირობების არქონას უჩიოდნენ მძლეოსნები. მართლა არაფერი შეცვლილა.

და მაინც ბრუნავს!

„ამ ბიჭებს და გოგონებს რომ უყურებთ, საქართველოსა და აჭარის ჩემპიონები, ასევე, სტუდენტური უნივერსიადების გამარჯვებულები და პრიზიორები არიან“, – მითხრა ბატონმა ზაურმა და თან ყველა გამაცნო, – ბექა კურტანიძე, დიმიტრი ფიფია, სერგო პეტრიძე, გიორგი ლაკვეხველიანი, დაჩი ჯაფარიძე, თემურ მახარაძე, ნინო პაქსაძე… სხვებიც არიან, ოცზე მეტი მოზარდი ვარჯიშობს. თავად ზაურ ქავზინაძე წარსულში საკმაოდ ტიტულოვანი მძლეოსანი ყოფილა. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, რეკორდსმენი, სპორტსაზოგადოებების „ცსკა-ს“, „სპარტაკის“, „დინამოს“, სსრკ-ს ჩემპიონი. დღეს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს ახალგაზრდებს, ისინიც უსმენენ, სწავლობენ დარბიან, ვარჯიშობენ იმედოვნებენ, რომ ადრე თუ გვიან…

ოცნებას კაცი არ მოუკლავს

ოლიმპიური სტადიონი თავისი სარბენი ბილიკებით – ფიქრი ამგვარ სპორტულ არენაზე კარგა ხანია გასცილდა რეალობის ზღვარს და ოცნებადქცეული, ჩვენებური, მადლიანი „ჩაკრულოს“ არ იყოს, კოსმოსს შეუერთდა. დაპირებები ბევრი მოვისმინეთ, ყველასგან. ერთმა გაარემონტა, ევროსტანდარტებს მიამსგავსა, მეორემ დაანგრია და მერე გაყიდა, მესამე დუმს, ჯერ დაპირებებსაც ვერ ვისმენთ… ხომ მიხვდით, ვისაც ვგულისხმობ?! – ხელისუფლებას!

„ბავშვებმა არ იციან რა არის გასახდელი და საშხაპე, არაფერს ვამბობ სარბენ ბილიკებზე. იქ საფარი სულ სხვაა, ჩვენ კი, პრაქტიკულად, ბეტონზე დავრბივართ. რა შედეგზე უნდა ვილაპარაკოთ?! არც ინვენტარი გვაქვს და არც ფორმები. აქვე, პარკში, ხეებს ამოფარებულები ვიცვლით. ეს არის ჩვენი „გასახდელიც“ და „საშხაპეც“, – დანანებით ამბობს ბატონი ზაური და დასძენს, რომ სპორტსმენები, რასაც აღწევენ, მხოლოდ საკუთარი გარჯისა და ენთუზიაზმის ხარჯზე.

დამშვიდებისას მითხრა, – „რამდენიც არ უნდა დაწერო, აზრი არა ქვს, მაინც არაფერი შეიცვლებაო“, – ვერაფერს ეტყვი, მართალია! 10 წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: