21 წლამდე ვაჟთა შორის 60 კგ. წონით კატეგორიაში ლევან პოღოსიანმა პირველი ადგილი დაიკავა (მარჯვენა), მარცხენა ხელით ასპარეზობისას კი – მესამე იყო. გოგიტა ხიმშიაშვილმა (70 კგ.) როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელით გაიმარჯვა. დანარჩენი მედლები კი – აჭარის ქალთა ნაკრების ანგარიშზეა.
65 კგ. (მარჯვენა): 1 – ნინო მახარაძე, 2 – ქრისტინა კუპრაძე, 3 – სტელა ჯიჯავაძე;
65 კგ. (მარცხენა): 1 – მარინა ფუტკარაძე, 2) მანონ კუპრაძე;
+65 კგ. (მარჯვენა): 1 – დარინა ცეცხლაძე, 2 – ნინო აბაშიძე, 3 – ნონა ბასილაძე;
+65 კგ. (მარცხენა) 1 – ლია გვიანიძე, 2 – ლამზირა ლეონიძე, 3 – ლარისა ლეონიძე.
აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის გოჩა შავაძის განცხადებით, უკვე კომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელშიც ბათუმელი სპორტსმენების კანდიდატურებიც განიხილებიან, უმეტესწილად გოგონების. ისინი მონაწილეობას მიიღებენ მაისში ბალტიისპირეთში, კერძოდ კი – ლიტვაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე. ამჟამად აჭარის ნაკრები წვრთნას ჩვეულ რეჟიმში ბათუმში გადის თემურ ლიპარტაშვილის ხელმძღვანელობით, – დასძინა გოჩა შავაძემ.