ნეტგაზეთი • RU

ბათუმიდან რომში

ბათუმის საპლაჟო ფეხბურთის ფედერაცია მალე ქალაქის ჩემპიონატის ჩატარებას გეგმავს, რის შემდეგაც ქალაქის ნაკრებ გუნდს დააკომპლექტებს და მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატზე. ამ და სხვა საკითხებზე ბათუმელებს ფედერაციის პრეზიდენტი ჯაბა ჭანტურია ესაუბრა.


ჯაბა ჭანტურია: ქალაქის პირველობაზე იმ ფეხბურთელებს შევარჩევთ, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ, ეროვნული პირველობის შემდეგ კი ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირზე მივიღებთ მონაწილეობას. თუმცა, მთავარი სიახლე ისაა, რომ ამ სამი ტურნირის შემდეგ, ზაფხულში, რომში გავემგზავრებით, სადაც გაცილებით დიდი მასშტაბის ტურნირზე ვითამაშებთ. ჩვენი მეტოქეები იქნებიან „ლაციო“, „რომა“, „ინტერი“, ასევე, მოსკოვის „სპარტაკი“, კანადური „მონრეალი“ და პორტუგალიის „ბრაგა“. საკმაოდ ძლიერი ტურნირია. მართალია, გარკვეულ ფინანსურ სიძნელეებს კი წავაწყდით, დაახლოებით 3500 ლარი გვაკლდება, მაგრამ იმედია, ამ პრობლემას აუცილებლად მოევლება, ტურნირზე გავემგზავრებით და ღირსეულადაც წარვსდგებით.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირაკლი დარცმელიძე