“გასაოცარი ფაქტია – ციხე დავითანხმეთ, რომ ლექციები მოეწოდებინათ და საკუთარი უნივერსიტეტი ვერა”, – სინდისის პატიმარი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს აგზავნის და იმ სირთულეების შესახებ წერს, რომელიც სწავლის პროცესში ექმნება. საზოგადოებისადმი ზვიად ცეცხლაძის მიმართვას მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ : „ჩვენი საზოგადოება უაღრესად მძიმე მდგომარეობაშია – ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა …
Tag Archives: სინდისის პატიმრები
ზურაბ მენთეშაშვილმა 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა – ის „გზის მეორედ გადაკეტვის“ გამო იყო დაკავებული
დღეს, 31 ივლისს, გლდანის ციხე დატოვა სინდისის პატიმარმა, ზურაბ მენთეშაშვილმა, რომელსაც 9-თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი საპროტესტო აქციის დროს გადაკეტილ გზაზე განმეორებით დგომისთვის, რაც, „ოცნების“ რეპრესიული რეგულაციებით, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილი აქციაზე გზის „ხელოვნურად“ გადაკეტვის საბაბით პირველად 24 ოქტომბერს დააკავეს ადმინისტრაციული წესით და 25 ოქტომბერს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ფოთის იზოლატორის დატოვების შემდეგ, …
„ყოველი დღე ჩვენი გამარჯვებით სრულდება, სანამ არ დავნებებულვართ“ – ზუგდიდელი აქტივისტის წერილი ციხიდან
პატიმრობაში მყოფი ზუგდიდელი აქტივისტი, ალექსანდრე ჩილაჩავა ციხიდან წერილს ავრცელებს. მის წერილში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა, ალექსანდრე ჩილაჩავა პროტესტის მონაწილეებს და ოპოზიციას მიმართავს. „გამარჯობა მეგობრებო, თანამებრძოლებო, ყველას მაგრად გაფასებთ… ყველაფერში ვგრძნობ თქვენ თანადგომას, რაც მთავარია – საერთო ბრძოლაში. მაბედნიერებს თქვენი არსებობა. არ არსებობს დიდი და პატარა ბრძოლა, როცა ერთ ნავში ვსხედვართ, ერთი იდეისთვის ვიბრძვით. მე ვიცი როგორია …
როცა გამცილებელი პატრულს იძახებს სინდისის პატიმრების პლაკატების დანახვისას – ინტერვიუ
რასთან გვაქვს საქმე, როცა მატარებლის გამცილებელი სინდისის პატიმრების მშობლების დანახვაზე პატრულს იძახებს? როცა პატრული მატარებლის გასვლას აყოვნებს 20 წუთით? სწორედ ასეთი ინცინდენტი მოხდა 19 ივლისს, გუშინ – სინდისის პატიმრების მშობლები თბილისიდან ბათუმში მოდიოდნენ მატარებლით, მშობლებს თან ჰქონდათ თავიანთი პატიმარი შვილების ფოტოები და პლაკატები, რის გამოც რკინიგზის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა და მატარებელი 20 წუთის დაგვიანებით გავიდა …
შუახეველი პოლიტპატიმარი ციხიდან – „ჩემი აქ ყოფნა კი არა, სანერვიულო ქვეყნის ევროპული მომავალია“
მანუჩარ მიქელაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს. ის „4 ოქტომბრის საქმეზე“ ერთ-ერთი მსჯავრდებულია, რომელმაც საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა. მას 2026 წლის 24 ივნისს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „მოგესალმები ჩემო უცნობო მეგობარო. მე კარგად ვარ, იმედი მაქვს თქვენც კარგად ხართ. მხნედ ვარ, ძლიერად ვარ, მჯერა გამარჯვების, მჯერა სიმართლის, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი შვილების მომავლისთვის მზად ვარ ყველაფრისთვის. ჩემი …
„დამხვდა სრულიად სხვა ელენე, ხელჯოხით,“ – ეკა ბესელია ელენე ხოშტარიას საქმეზე
„ნებისმიერ სიმძიმეზე, რომელიც ამ საქმეს ახლავს – ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამართლეს, რომელმაც ელენე ხოშტარია უსამართლოდ გამოამწყვდია ციხეში. ელენე უკანონო სასჯელს იხდის. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე ნაწილდება და სახელმწიფოს როცა ვამბობ, იგულისხმება მისი ინსტიტუტები,“ – ამბობს ეკა ბესელია, პარლამენტის ყოფილი წევრი და „მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი. მას სინდისის პატიმრის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის …
Continue reading “„დამხვდა სრულიად სხვა ელენე, ხელჯოხით,“ – ეკა ბესელია ელენე ხოშტარიას საქმეზე”
24 ივნისს ბათუმში პოლიტპატიმრებზე ფილმებს აჩვენებენ
24 ივნისს, ოთხშაბათს, საღამოს 9 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, პოლიტიკური პატიმრების შესახებ გადაღებულ 11 მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ. ეს ის ადგილია, სადაც ყოველდღიურად იმართება პროევროპული საპროტესტო აქცია. ფილმებს ბათუმში საქართველოს კინოინსტიტუტთან თანამშრომლობით აჩვენებენ. ჩვენების დაწყებამდე რეჟისორ ნუცა ალექსი-მესხიშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა იქნება, იგი პოლიტიკური პატიმრების კინოისტორიების პროექტის თანაავტორია.
„ქოცებმა კუნთები მანახეს და ისე მეცინება“ – ნანუკა ჟორჟოლიანის წერილი ციხიდან
ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, მარიამ გუგეჩაძე ნანუკა ჟორჟოლიანის ციხეში დაწერილ წერილს ავრცელებს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ წერილს. „2018 წელს, მე და მარიამი ინდოეთში ვიყავით, კლინიკური დეპრესია მქონდა, მარიამი გამომყვა. მეგობრებმა გვირჩიეს აიურვედას პანსიონი. ინდოელების მკურნალობის ფილოსოფია დგას ასკეტურ ცხოვრებაზე და პაციენტის მაქსიმალურად გაყვანაზე კომფორტის ზონიდან. გართმევენ ყველაფერს: ტელეფონს, კავშირს გარესამყაროსთან. ჩვენი მასპინძლები და …
Continue reading “„ქოცებმა კუნთები მანახეს და ისე მეცინება“ – ნანუკა ჟორჟოლიანის წერილი ციხიდან”
„ეს იყო ტიტუშკების ქცევა“ – ხელვაჩაურში ჟურნალისტების ხელშეშლაზე გამოძიება არ დაიწყო
„ეთიკურ, სამართლებრივ და ყველანაირ ჩარჩოს გასცდნენ საჯარო მოხელეები, მათი ქმედება შეიძლება ჩვეულებრივად დავაკვალიფიციროთ, როგორც „ტიტუშკების“ ქმედება, რომელიც იყო წახალისებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. ადმინისტრაციული ორგანო უნდა იყოს მიუკერძოებელი, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში, ხელვაჩაურის მერიისგან განსხვავებულ განცხადებას ნამდვილად არ ველოდი,“ – ამბობს ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა. მას ხელვაჩაურში 7 მაისს მომხდარ შემთხვევაზე ვესაუბრეთ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე …
ვინ არიან ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები, რომლებიც დაუპირისპირდნენ სინდისის პატიმრების მშობლებს და ჟურნალისტებს
დღეს, 7 მაისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სინდისის პატიმრების მშობლებს საჯარო მოხელეები დაუპირისპირდნენ და „ბათუმელებისა“ და „აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტებს შეუშალეს ხელი პროფესიულ საქმიანობაში. სინდისის პატიმრების მშობლები ხელვაჩაურის მერიის მიმდებარედ სინდისის პატიმრების შესახებ გაზეთებს არიგებდნენ, რასაც იქ მყოფი საჯარო მოხელეებისგან აგრესია მოჰყვა. საჯარო მოხელეებს შორის, რომლებიც სინდისის პატიმრების მშობლებსა და ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ, ხელვაჩაურის მერიის …
ბათუმში 8 მაისს მარში გაიმართება – „თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“
8 მაისს ბათუმში, 19:00 საათზე, მოქალაქეები მარშს აანონსებენ – „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის!“ მარში დაიწყება ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებიდან. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ სინდისის პატიმრების დედებიც. „ქართული სახელმწიფოსთვის კრიტიკულ პერიოდში თითოეული ჩვენგანის სამოქალაქო პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას და სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად საზოგადოებრივ კონსოლიდირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გავაგონოთ ხმა რეჟიმის მიერ დატყვევებულ ჩვენს თანამებრძოლებს, საქართველოს ქალაქებში ვერავინ ჩაახშობს ხალხის …
Continue reading “ბათუმში 8 მაისს მარში გაიმართება – „თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“”
„5 წლის შვილი საკვების გარეშე დამიტოვეს, ანგარიშები დამიყადაღეს“ – სინდისის პატიმრის მეუღლე
სინდისის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის მეუღლე, თამთა ჩხეიძე 25 ათასი ლარით დააჯარიმეს და ანგარიშები დაუყადაღეს. თამთას 5 წლის შვილი ჰყავს და ოჯახში სხვა შემომტანი მის გარდა არავინაა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო აჯარიმებს და აპატიმრებს კიდეც ადამიანებს, არც მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობას ითვალისწინებს. თამთას გარდა, ამ კვირაში კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედის ანგარიშებიც …
ექიმები ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერისთვის კვლევების დაუყოვნებლივ ჩატარებას ითხოვენ
დღეს, 23 იანვარს, 70-მა ექიმმა განცხადებით მიმართა პენიტენციურ სამსახურს და პოლიტიკური პატიმრების – ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერსისთვის სრულყოფილი სამედიცინო კვლევების ჩატარება მოითხოვა. განცხადებაში, რომელიც დღეს ანი ქავთარაძემ და გიორგი ახობაძემ შეიტანეს პენიტენციურ სამსახურში, წერია: „სპეციალური პენიტენციური სამსახური თვეებია უგულებელყოფს პატიმარ ანასტასია ზინოვკინასა და პატიმარ ნანა სანდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. არაერთი, ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მოთხოვნები …
რა შემთხვევაში შეიძლება შეეხოს უდო, ვადამდე გათავისუფლება სინდისის პატიმრებს? – ინტერვიუ
რა შემთხვევაში შეიძლება შეეხოს კანონით გათვალისწინებული „ვადამდე გათავისუფლება“, ე.წ. უდოს მექანიზმი სინდისის პატიმრებს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ერთ-ერთი სინდისის პატიმრის, სტუდენტ ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურაბ ცეცხლაძეს ესაუბრა, რომელიც პროფესიით ადვოკატია. ზურაბ ცეცხლაძე განმარტავს, რით განსხვავდება ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი შეწყალებისგან და ვინ როგორ განიხილავს პატიმრების საქმეებს. ბატონო ზურაბ, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმზე რას ფიქრობთ? დაახლოებით თვე-ნახევარში …
თბილისში გაიმართება აქცია ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერსის მხარდასაჭერად
„ქალთა მოძრაობა“, პოლიტიკოსი ქალები, ექიმები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და პატიმარი ქალების მხარდასაჭერ აქციას აანონსებენ სამშაბათს, 27 იანვარს, 18:00 საათზე, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან. განცხადებაში ვკითხულობთ: „სპეციალური პენიტენციური სამსახური თვეებია უგულებელყოფს ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. არაერთი ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მოთხოვნები …
Continue reading “თბილისში გაიმართება აქცია ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერსის მხარდასაჭერად”
„უნდა გვესმოდეს, რომ ოცნებას არ სურს სიტუაციის ნორმალიზება“ – სინდისის პატიმარი საბა სხვიტარიძე
სინდისის პატიმარი საბა სხვიტარიძე შეწყალების თემას ციხიდან გამოეხმაურა. დღეს, 20 იანვარს, მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში საბა სხვიტარიძე წერს, რომ „ოცნების“ პრეზიდენტისგან შეწყალებას არც ელოდა და არც სჭირდება. „მე არავისთვის მითხოვია შეწყალება და არც ველოდი, რომ ყაველაშვილი შემიწყალებდა, არც მჭირდება არავის შეწყალება. ვის გაუგია ქოცი და ჰუმანურობა – ეს იგივეა, პუტინი და მშვიდობა. როგორც ბრძოლა იქნება …
ზურაბ ცეცხლაძე ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე წერს
სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე პატიმრობაში მყოფ ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობაზე წერს. ფეისბუქზე 18 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში ზურაბ ცეცხლაძე წერს, რომ ანასტასია პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა რამდენიმე დღის წინ. მისი თქმით, ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „ანასტასია ვინახულე პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ და გაოგნებული დავრჩი მისი მდგომარეობით, მისი ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობით. რამდენიმე საათი …
Continue reading “ზურაბ ცეცხლაძე ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე წერს”
„სისტემამ სამართალი პოლიტიკის დანამატად გადააქცია“ – თორნიკე თოშხუას წერილი ციხიდან
„სისტემამ დიდი ხანია დატოვა დემოკრატიული მოქმედების ზონა, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, დანერგა უკანონო რეპრესიები და სამართალი პოლიტიკის დანამატად გადააქცია, ანუ სახეზეა ანტიდემოკრატიული რეჟიმი, რომლის მთავარი მოვალეობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების და უსაფრთხოების დაცვაა,“ – წერს ციხიდან გამოგზავნილი წერილში პატიმარი, თორნიკე თოშხუა. თორნიკე თოშხუა საჯარო მოხელეა და შემოსავლების სამსახურში მუშაობდა აუდიტორად. …
ზურაბ ჭავჭანიძე ციხეში შიმშილობას აგრძელებს პროტესტის ნიშნად
სინდისის პატიმარი ზურაბ ჭავჭანიძე 45-ე დღეა ციხეში, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. „ბათუმელები“ დღეს, 30 დეკემბერს, ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლეს, მარინა გორჯელაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ზურაბი, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ მაინც მხნედ გრძნობს თავს. „როცა მესაუბრება, ამბობს, მხნედ ვარო. სვამს მხოლოდ წყალს და იღებს გლუკოზას. როგორც მითხრა, ექიმი დღეში ორჯერ ნახულობს, დილით და საღამოს …
Continue reading “ზურაბ ჭავჭანიძე ციხეში შიმშილობას აგრძელებს პროტესტის ნიშნად”
ქალი პოლიტიკოსები შშმ შვილის დედის, ევა შაშიაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ
დღეს, 26 დეკემბერს, თბილისში პოლიტიკოსმა ქალებმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართეს პროკურატურას. „ჩვენ, ქალი პოლიტიკოსები, ვდგავართ ერთად და მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ წინასწარ პატიმრობაში მყოფ ქალს, ევა შაშიაშვილს, ქვრივს, მარტოხელა დედას, რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი. მას დედის გარდა სხვა მზრუნველი არ გააჩნია. ჩვენ, როგორც ქალები, დედები და პოლიტიკოსები, ვიაზრებთ …
Continue reading “ქალი პოლიტიკოსები შშმ შვილის დედის, ევა შაშიაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ”
„მიყვარდით, სანამ პილატესავით ხელებს არ დაიბანდით“ – რეზო კიკნაძის მიმართვა ნაკრებს
სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან ეხმიანება საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის პოსტს, რომელშიც მან დაწერა, რომ დამარცხების შემდეგ „ყველაზე კარგად იგრძნობა, რა ბევრს ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა“. ეროვნული ნაკრების გულშემატკივარია სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ: „გიორგი მამარდაშვილს ტაშს ჯერ კიდევ როდის ვუკრავდი იცით ტრიბუნიდან? მაშინ, როდესაც თითქმის არავინ იცოდა მასზე, დინამო …
სააპელაციო სასამართლომ სინდისის 2 პატიმრის სასჯელი ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ სინდისის პატიმრების, დანიელ მუმლაძისა და გურამ ხუტაშვილის საქმე განიხილა. მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ მათი სასჯელი 3-3-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. დაცვის მხარე მსჯავრებულებთან მიმართებით მოითხოვდა სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას. მარტივად რომ ვთქვათ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძეს შეეძლო სასჯელის ერთი მესამედი პირობით მსჯავრად ჩაეთვალა. საამისოდ ყველა პირობას აკმაყოფილებდა სინდისის ორივე პატიმარი. …
Continue reading “სააპელაციო სასამართლომ სინდისის 2 პატიმრის სასჯელი ძალაში დატოვა”
„ნინო დღეს მოიყვანეს ეტლით, სადაც იჯდა გაცრეცილი, გაშეშებული კისრით“
გოდი ფრუიძე ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 28 ოქტომბერს, რუსთავის ქალთა კოლონიაში მან მოინახულა პატიმრობაში მყოფი ნინო დათაშვილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია. „დღეს ნინო დათაშვილი, ჩემი მეუღლე, ვნახე (ქალთა) მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მისივე მოთხოვნით (დილით დამირეკა), რათა მენახა მისი კიდევ უფრო გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამბავი მომეტანა ხალხთან. ეს ბოლო სამი პაემანია, ნინო ვერ ამოდის …
Continue reading “„ნინო დღეს მოიყვანეს ეტლით, სადაც იჯდა გაცრეცილი, გაშეშებული კისრით“”
„მარჯვენა ხელ-ფეხს ფაქტობრივად ვერ ამოძრავებს“ – აქტივისტი ნინო დათაშვილზე
პროევროპული აქციების მონაწილე, ნინო კალანდია ფეისბუქზე წერს, რომ ესაუბრა პატიმრობაში მყოფ მასწავლებელს, ნინო დათაშვილს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვნად დამძიმდა. „ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. 24 ოქტომბერს „ვივამედში“ ჩაუტარდა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. დასკვნაში წერია, რომ გამოვლენილია დიაგნოზი, რაც არ იყო დაფიქსირებული ორი თვის წინ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტში. კერძოდ M50.2. კისრის სეგმენტის მალთაშუა დისკების ცდომები.C5 C6 …
Continue reading “„მარჯვენა ხელ-ფეხს ფაქტობრივად ვერ ამოძრავებს“ – აქტივისტი ნინო დათაშვილზე”
„ნინო დათაშვილის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა“ – PHR
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), რომელიც სინდისის პატიმრის, ნინო დათაშვილის უფლებებს იცავს სასამართლოში, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც დღეს, 28 ოქტომბერს, გავრცელდა, PHR-ი წერს: „პენიტენციურ დაწესებულებაში ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ხვალინდელ პროცესზე PHR სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 29 ოქტომბერს, 12:00 …
Continue reading “„ნინო დათაშვილის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა“ – PHR”
„დასავლეთში სასწავლებლად წასვლა გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი“ – ზურაბ ჯაფარიძე
პატიმრობაში მყოფი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილში, რომელიც ფეისბუქზე, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ზურაბ ჯაფარიძე წერს: „ძალიან არასერიოზულია შეწუხებული სახეებით არგუმენტირებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ქართული სირცხვილის მიერ დაანონსებული ე.წ განათლების რეფორმა თურმე არ გააუმჯობესებს განათლების ხარისხს ქვეყანაში, თურმე პირიქით, გააუარესებს ამიტომ და ამიტომ. ამ დისკუსიაში შესვლა …
Continue reading “„დასავლეთში სასწავლებლად წასვლა გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი“ – ზურაბ ჯაფარიძე”
ზვიად ცეცხლაძემ მამის განაჩენის გამოცხადების შემდეგ შიმშილობა დაიწყო – „დაფიონი“
სინდისის პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ, მამის – ზურაბ ცეცხლაძის განაჩენის გამოცხადების შემდგომ შიმშილობა დაიწყო – ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. 20 წლის სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე 24 ოქტომბერს დააკავა პოლიციამ „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონის თანახმად, რომელიც გზის გადაკეტვის საბაბით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. 25 ოქტომბერს, გამთენიისას თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე ლელა …
Continue reading “ზვიად ცეცხლაძემ მამის განაჩენის გამოცხადების შემდეგ შიმშილობა დაიწყო – „დაფიონი“”
დააკავეს ზურაბ ცეცხლაძე, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა
დღეს, 24 ოქტომბერს, პოლიციამ დააკავა 20 წლის სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე. ზურაბ ცეცხლაძე დაკავებულია, სავარაუდოდ, „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონის თანახმად, რომელიც გზის გადაკეტვის საბაბით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. დღეს პოლიციამ თბილისში საპროტესტო აქციის მინიმუმ 10 მონაწილე დააკავა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს უერთდებიან. ზურაბ ცეცხლაძე შვილის, ზვიად ცეცხლაძის დაკავებამდეც …
Continue reading “დააკავეს ზურაბ ცეცხლაძე, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა”
„ჩაგვრა არავის შერჩება” – ლევან ჯობავას წერილი იზოლატორიდან
ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ლევან ჯობავა, რომელსაც 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, იზოლატორიდან წერილს აგზავნის. „სალამი, ხალხო. მერიდება კიდეც, პატიმრის ამპლუაში ვიყო და ვწერდე მაშინ, როცა მესამე დღეა, იზოლატორში ვარ. თან იმ ფონზე, როცა ადამიანები თვეობით ჰყავს ტყვეობაში რეჟიმს. ამ კამერაში სულ აქციის ხალხი ვართ, მხნედ ვართ. ტელევიზორის ყურების ერთ საათს საინფორმაციოების გადახვევაში ვატარებთ. მადლობა ყველას ჩემი ოჯახის …
Continue reading “„ჩაგვრა არავის შერჩება” – ლევან ჯობავას წერილი იზოლატორიდან”
ვინ არის ალექსანდრე ჩილაჩავა ზუგდიდიდან, რომელიც „4 ოქტომბრის საქმეზე“ დააკავეს
ზუგდიდის უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილე ალექსანდრე ჩილაჩავა პოლიციამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო, 8 ოქტომბერს დააკავა. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ვინ არის ალექსანდრე ჩილაჩავა და როგორ დაიწყო მისი პროტესტი „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ? – „ბათუმელები“ მის მეგობრებსა და ოჯახის წევრს ესაუბრა. როგორც ალექსანდრეს ახლობლები გვეუბნებიან, იგი ზუგდიდში ცხოვრობს, ოჯახში ხანდაზმული მშობლები ჰყავს …
Continue reading “ვინ არის ალექსანდრე ჩილაჩავა ზუგდიდიდან, რომელიც „4 ოქტომბრის საქმეზე“ დააკავეს”
„თავს მივიჩნევ ტყვედ“ – ტელეფონების ხელოსანმა გორიდან დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო
„ბაღიდან ბავშვი უნდა გამოეყვანა. პოლიციელებს შეეხვეწა თურმე – ბავშვს გამოვიყვან, სახლში დავტოვებ და ჩემი ფეხით მოვალ პოლიციაშიო, მაგრამ არ გაითვალისწინეს, დააკავეს და პირდაპირ თბილისში წაიყვანეს გორიდან“, – „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებული ვახო ფიცხელაურის მეუღლე თეო ბზიშვილი „ბათუმელებთან“ მისი მეუღლის დაკავების დეტალებს იხსენებს. 33 წლის ვახო ფიცხელაური ტელეფონების ხელოსანია. გორში, ნაქირავებ ფართში მაღაზია ჰქონდა გახსნილი და …
ალექსანდრე გოგოლაძეს სიმსივნე აქვს, ამის მიუხედავად, პატიმრობაში დატოვეს – ადვოკატი
64 წლის ალექსანდრე გოგოლაძე 6 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იმ დღეს კიდევ 12 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც „ქართული ოცნების“ პროკურატურა სისხლის სამართლის ორი მუხლით ედავება – სახელმწიფო ობიექტის ხელში ჩაგდება, ჯგუფური ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება. ალექსანდრე გოგოლაძე და სხვა პირებიც, 4 ოქტომბერს, თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს. ალექსანდრე გოგოლაძე ბრალს არ აღიარებს. მას …
„ყველა ჩვენი გამოსვლა ნანახი ჰქონდა“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხის ყოფილ უფროსზე
სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან წერილით ეხმიანება N8 პენიტენციური დაწესებულების, გლდანის ციხის ყოფილი უფროსის, დავით გოგობერიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობას. რეზო კიკნაძე, სინდისის სხვა პატიმრებთან ერთად, გლდანის ციხეში იხდის სასჯელს და შესაბამისად, პირადად იცნობდა ციხის უფროსს. „რა უცნაური ყოფილა, როცა ადამიანი რამდენიმე თვის წინ გყავს ნანახი და იგებ, რომ ცოცხალი აღარაა. არ აქვს მნიშვნელობა მოკლეს თუ თავი …
Continue reading “„ყველა ჩვენი გამოსვლა ნანახი ჰქონდა“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხის ყოფილ უფროსზე”
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდზე სინდისის პატიმრები იქნებიან
საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელს პირველად წარადგენს ახლად დაარსებული საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია. წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 15-19 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს სტენდზე სინდისის პატიმრების ფოტოები იქნება წარმოდგენილი. „2025 წლის ოქტომბერში ერთი წელი შესრულდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან, რომლის გამოცხადებულმა შედეგებმა ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. გაყალბებულ არჩევნებად მიჩნეული შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის …
Continue reading “ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდზე სინდისის პატიმრები იქნებიან”
პოეტი კალმის და ფურცლის გარეშე ციხეში – „ზვიადის მეუღლეს დღესაც არ მისცეს ამ ნივთების შეგზავნის უფლება“
„მესამე კვირაა ციხეში არც კუთვნილ პაემანს მინიშნავენ. არც ბლოკნოტი და კალამი შემოდის, ვერც ციხის მაღაზიაში ვყიდულობ. საეჭვოდ დაემთხვა ახალი დირექტორის დანიშვნას“- განაცხადა თავის სასამართლო პროცესზე 2 ოქტომბერს პოეტმა, სინდისის პატიმარმა, ზვიად რატიანმა. რატომ დატოვეს პოეტი კალმისა და ფურცლის გარეშე ციხეში და ხომ არ არის ეს ზვიად რატიანის მიმართ ერთგვარი ანგარიშსწორება? – ამ თემაზე ზვიად რატიანის …
„გაშიშვლება დაკავებულის კიდევ უფრო მეტად დამცირებას ემსახურებოდა“ – SJC გელა ხასაიას შესახებ
სამოქალაქო აქტივისტის და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრის გელა ხასაიას დაკავებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება. „გელა ხასაიას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე, ერთი მხრივ, ოპოზიციურად განწყობილი პირების დევნისა და მათ მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების, მეორე მხრივ, კი რეპრესიული საპოლიციო პრაქტიკის მკაფიო გამოვლინებაა,“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი და იქვე განმარტავს, რომ სამართალდამცავი უწყებები პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორების ინსტრუმენტად …