მთავარი,სიახლეები

ქალი პოლიტიკოსები შშმ შვილის დედის, ევა შაშიაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ

26.12.2025
ქალი პოლიტიკოსები შშმ შვილის დედის, ევა შაშიაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ

დღეს, 26 დეკემბერს, თბილისში პოლიტიკოსმა ქალებმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართეს პროკურატურას.

„ჩვენ, ქალი პოლიტიკოსები, ვდგავართ ერთად და მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ წინასწარ პატიმრობაში მყოფ ქალს, ევა შაშიაშვილს, ქვრივს, მარტოხელა დედას, რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი. მას დედის გარდა სხვა მზრუნველი არ გააჩნია.

ჩვენ, როგორც ქალები, დედები და პოლიტიკოსები, ვიაზრებთ დედა-შვილის მდგომარეობას და მოვითხოვთ ევა შაშიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი.

ამიტომ მოვითხოვთ გენერალურ პროკურორთან გიორგი გვარაკიძესთან და მის მოადგილეებთან ზურაბ ბელთაძესთან, გიგა ძნელაძესთან, ავთანდილ კოჭლამაზაშვილთან და ამირან გულუაშვილთან შეხვედრას.

ჩვენ ვრჩებით დღეს 18 საათამდე პროკურატურაში და ველოდებით პასუხს.

აქვე მოვუწოდებთ ევას და მისი შვილის გულშემატკივრებს, მოვიდნენ საქართველოს პროკურატურასთან ორთაჭალაში და გამოხატონ სოლიდარობა და მხარდაჭერა, შეუერთდნენ ჩვენს მოთხოვნას“  – აცხადებენ პოლიტიკოსი ქალები.

ისინი დღეს, 26 დეკემბრის დილიდან პროკურატურაში იმყოფებიან და ითხოვენ შეხვედრას გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

ევა შაშიაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზეა დაკავებული და მის გათავისუფლებას ასევე მოითხოვს შშმ პირთა ალიანსიც.

ევა შაშიაშვილი მეორე თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. არის ონკოლოგიური პაციენტი და ერთადერთი პირი, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის მეურვეობასა და მხარდაჭერას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: