დღეს, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, შალვა შავგულიძემ რუსული კანონი, რომელზეც ვეტოს დაძლევასაც პარლამენტი განიხილავს, შეადარა ბოლშევიკურ პრაქტიკას, რომელიც საბჭოთა რეჟიმისთვის მიუღებელ პირებს ჯერ რეპუტაციულად ანადგურებდა, შემდეგ კი – ფიზიკურად. შალვა შავგულიძემ, რომელიც პროფესიით იურისტია, პარლამენტში კიდევ ერთხელ გააჟღერა ის არგუმენტები, რაც რუსულ კანონს საქართველოსთვის მიუღებელს ხდის. „ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად ვისმენთ, თითქოს მათ …
Tag Archives: რუსული კანონი
„თქვენ გაგაფრთხილათ ლარმა, გაგაფრთხილათ ლონდონის ბირჟამ“ – რომან გოცირიძე
საქართველოს პარლამენტის წევრმა ოპოზიციიდან, რომან გოცირიძემ დღეს, 28 მაისს, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოზე დასაძლევად ხმის მიცემამდე უმრავლესობის წევრებს მიმართა. გოცირიძემ ხაზი გაუსვა, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ გარდაუვალი იქნება გავლენა ეკონომიკაზე. „თქვენ დღეს ქვეყნის მიმართულებას ცვლით. დღეს სამართლებრივად გაფორმდება ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტინგზე გაკეთებული განცხადებები, მისი ახალი პროგრამა საქართველოს რუსეთის სივრცეში დაბრუნებასთან დაკავშირებით. თქვენ ებრძვით …
Continue reading “„თქვენ გაგაფრთხილათ ლარმა, გაგაფრთხილათ ლონდონის ბირჟამ“ – რომან გოცირიძე”
ვის მკვდარს ტიროდით ირანში? თქვენ საქართველოს წაართვით ყველა მეგობარი – ეკა ხერხეულიძე
„თუ ვინმეს არ უწერია ნათელი მომავალი ისტორიის ფურცლებზე, სწორედ ამ დარბაზში მსხდომი ის ადამიანები ხართ, ვისაც გამოცხადებული ქვეყნის ღალატის ქრონიკა გაქვთ დაანონსებული თქვენი უკვე სამი კენჭისყრით“ – ასე მიმართა დღეს, 28 მაისს, დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას. დღეს პარლამენტი განიხილავს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს, სხდომაზე გამომსვლელთა განცხადებებიც სწორედ რუსულ კანონს შეეხება, რომელსაც …
28 მაისს ბათუმში სტუდენტებისა და მოსწავლეების მარში გაიმართება – არა რუსულ კანონს
ხვალ, 28 მაისს, 18 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან ბათუმელი სტუდენტები და მოსწავლეები შეიკრიბებიან, რათა კიდევ ერთხელ გააპროტესტონ რუსული კანონი. „ახლა თუ თქვენი სურვილით გაჩუმდებით, შემდეგ სხვა გაგაჩუმებთ“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ავრცელებს. „მოღალატე დეპუტატებმა, შესაძლოა დაძლიონ ვეტო, თუმცა ვერ დაძლევენ ყველაზე დიდ ძალას, ქართველი ხალხის ერთობას. შენი ვალია, შენი …
Continue reading “28 მაისს ბათუმში სტუდენტებისა და მოსწავლეების მარში გაიმართება – არა რუსულ კანონს”
როცა საქართველოს მამაცი ხალხი ქუჩაშია – გამოსვლა ჰამბურგის აქციაზე
გუშინ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართა საქართველოს მხარდამჭერი აქცია, რომელსაც სიტყვით მიმართა კორნელია ბარჩმა [მწვანეთა პარტია]. გთავაზობთ მისი გამოსვლის ტექსტს. ___ ძვირფასო ქართველო, უკრაინელო, ბელარუსო მეგობრებო, ძვირფასო ჰამბურგის მცხოვრებლებო! კვირების განმავლობაში ათასობით ადამიანი გამოდის საქართველოს ქუჩებში კანონის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს გზას ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საქართველოს თითქმის მთელი საზოგადოება ამ კანონის წინააღმდეგია, რადგან ხალხი …
Continue reading “როცა საქართველოს მამაცი ხალხი ქუჩაშია – გამოსვლა ჰამბურგის აქციაზე”
„ეს არის სიკვდილის წინა გაფართხალება და კატასტროფა“ – უფლებადმცველი ლია მუხაშავრია
„ბუნებაში არის რაღაც, რასაც ვერ შეძლებ, რომ მოერიო, მაგალითად, გრავიტაციას. დაახლოებით ასეთი ძალა ამოქმედდა საქართველოში. ამ ძალას ვერც ივანიშვილის ხელისუფლება და ვერც რუსეთი ვერ მოერევა,“ – ოპტიმისტური განწყობით დაგვხვდა უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ლანჩხუთის სოფელ შუხუთში, სადაც ის უკვე ბოლო 7 წელია ცხოვრობს და განაგრძობს ადამიანის უფლებების დაცვას ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. „ჩემი სოფლის, შუხუთის …
ვხვდებით რუსეთის და ირანის გარემოცვაში – პრემიერის ირანში ვიზიტზე ფრანგული უნივერსიტეტის პროფესორი
გუშინ, 22 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში, ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და პრეზიდენტის დაღუპვის გამო ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა. მოგვიანებით კი თეირანში გაფრინდა პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიალზე. ირანული მედიის თანახმად, „ოთხშაბათს ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე დამსწრე უცხოელი მაღალჩინოსანი პირების სიამ ხაზგასმით აჩვენა, რომ თეირანის მცდელობამ შეემსუბუქებინა აშშ-ის სანქციები და გაეუმჯობესებინა …
დღეს ბათუმში რუსული კანონის საწინააღმდეგო პერფორმანსი და მსვლელობა გაიმართება
დღეს, 23 მაისს, ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გაიმართება. საღამოს 18:00 საათზე სახელოვნებო ჯგუფი Art Gen Z ცენტრალური პარკის შესასვლელთან საპროტესტო პერფორმანსს გამართავს, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება. 19:00 საათზე აქციის მონაწილეები დაიწყებენ საპროტესტო მარშს, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. 20:00 საათზე საპროტესტო აქცია გადაინაცვლებს უმაღლესი საბჭოს შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან. 21:00 საათზე დაგეგმილია …
Continue reading “დღეს ბათუმში რუსული კანონის საწინააღმდეგო პერფორმანსი და მსვლელობა გაიმართება”
ბებიას ისე სძულდა სტალინი, დასანახად არ უნდოდა – რეპრესირებულ მუსტაფა ჩახვაძის ისტორია
„ბებიაჩემს ისე სძულდა სტალინი, დასანახად არ უნდოდა, რადგან რეჟიმმა ორი ადამიანი – ქმარი და ძმა დაუხვრიტა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ლევან ფაღავა. მუსტაფა ჩახვაძე, ლევან ხალვაშის ბებიის, ემინე ხალვაშის მეუღლე იყო. ის 1937 წელს დახვრიტეს. ამავე წელს დახვრიტეს ემინეს 25 წლამდე ძმა, ხასან ხალვაშიც. „მუსტაფა ჩახვაძე 1902 წელს იყო დაბადებული. შვიდწლიანი განათლება ჰქონდა მიღებული. თუმცა შემდეგ, …
აქტივისტი გიორგი დუმბაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს
დღეს, 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე, აქტივისტი გიორგი დუმბაძე 5 000 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება 24 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციას, როცა აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. გიორგი დუმბაძის თქმით, მაშინ ადგილზე პოლიციაც იმყოფებოდა, რომლისგანაც არათუ წინააღმდეგობა არ ყოფილა, არამედ, პოლიციამ გზა გაუთავისუფლა აქციის მონაწილეებს. 15 მაისს …
Continue reading “აქტივისტი გიორგი დუმბაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს”
„დასანქცირდეს ჯალათი“ – ფოტოები აშშ-ში, საქართველოს საელჩოსთან
საქართველოს საელჩოსთან აშშ-ში რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს დაკავებული და ნაცემი ადამიანების, გია ჯაფარიძის, დავით ქაცარავას, ლევან ხაბეიშვილისა და დიმა ჩიქოვანის ფოტოები მიიტანეს, წარწერით: „დაისაჯნენ რუსული კანონის გაპროტესტების გამო“. ამავე თემაზე: კასტეტის ფუნქციის ხელთათმანებით მცემეს და შემდეგ ფოტოები გადამიღეს – ქაცარავა საელჩოს კართან ასევე განთავსებულია სპეცრაზმის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იმავე „ხარებას“ ფოტო წარწერით: „დასანქცირდეს ჯალათი“. …
Continue reading “„დასანქცირდეს ჯალათი“ – ფოტოები აშშ-ში, საქართველოს საელჩოსთან”
„ვბრუნდებით აუდიტორიებში, მაგრამ ბრძოლა არ ჩერდება“ – ბათუმის სტუდენტური მოძრაობა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტური მოძრაობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. სტუდენტები აცხადებენ, რომ გაფიცვას წყვეტენ, ბრუნდებიან აუდიტორიებში, მაგრამ ბრძოლას არ აჩერებენ. „ვბრუნდებით აუდიტორიებში, მაგრამ აუდიტორიებში დაბრუნება არ ნიშნავს, რომ გაფიცვამ შედეგებს ვერ მიაღწია, რომ ვნებდებით და ბრძოლა ჩერდება. პირიქით, ჩვენ არა მარტო ქუჩიდან, პირველ რიგში, აუდიტორიებიდან ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ბრძოლა …
Continue reading “„ვბრუნდებით აუდიტორიებში, მაგრამ ბრძოლა არ ჩერდება“ – ბათუმის სტუდენტური მოძრაობა”
1 მილიარდის დაკვეთა „ანაგს“ მთავრობისგან – მფლობელი რუსულ კანონს მხარს უჭერს
„გარემომ, სადაც მნიშვნელოვანი პროცესები გამჭვირვალე არ არის, შესაძლოა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის სტაბილურობაზე და საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს, დასავლურ მომავალს, სადაც სტაბილურობა და გამჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი ფასეულობებია“, – ასე ასრულებს შპს „ანაგის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზაზა გოგოტიშვილი განცხადებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ეს განცხადება ევროპაზე, გამჭვირვალობასა და სტაბილურობაზე ბიზნესმენმა 29 აპრილს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე …
Continue reading “1 მილიარდის დაკვეთა „ანაგს“ მთავრობისგან – მფლობელი რუსულ კანონს მხარს უჭერს”
დააფიქსირონ პოზიცია ოკუპაციაზე – 25 წლის მაგისტრანტი რუსეთის მოქალაქეებზე | ვიდეო
„რუსებს უნდა გაეგოთ, რომ მე ვარ იმ სახელმწიფოს მხარეს, რომელსაც მათი ქვეყანა თავს დაესხა“, – გვიყვება 25 წლის მაგისტრანტი ნათია ასლანოვა. ნათია სამსახურში ყოველდღე უკრაინის დროშის გულსაბნევით მიდიოდა, სადაც ხშირად ხვდებოდა ბათუმში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს. ნათია იმათ შორის არის, ვინც მათ რუსულად არ ელაპარაკება. ურთიერთობისთვის კი საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციაზე პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს: „უნდა თქვან, …
Continue reading “დააფიქსირონ პოზიცია ოკუპაციაზე – 25 წლის მაგისტრანტი რუსეთის მოქალაქეებზე | ვიდეო”
დღეს ბათუმში სტუდენტები დილიდან უნივერსიტეტის კიბეებთან შეიკრიბებიან – „არა რუსულ კანონს“
დღეს, 21 მაისს, დილის 11 საათიდან ბათუმის სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ სტუდენტების გაფიცვას აანონსებს. სტუდენტები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან შეიკრიბებიან. ბათუმში სტუდენტური მოძრაობა რუსული კანონის გამო 13 მაისს გაიფიცა და ამ დრომდე საპროტესტო აქციებს მართავენ ბათუმში. რა ხდება საქართველოში მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა …
ბიოლოგიის მასწავლებელი იმაზე, თუ რა შეიცვალა ამერიკული კუთხის დახმარებით სოფელ ბობოყვათში
დიდი ბრძოლა გველის წინ, მაგრამ ჩვენ არ გავიღვიძებთ რუსეთში – „ჯიუტელი“ აქტივისტი ბათუმიდან
„არ ვიცი, რამდენად სიმბოლურია, მაგრამ რუსულის მასწავლებელთან ერთად უშუალოდ გაკვეთილზე ვსაუბრობდით ოკუპაციაზე. მაშინ ვისაუბრეთ ანწუხელიძეზე. პირველად პროტესტი გამიჩნდა სკოლის პერიოდში, მე-11 თუ მე-10 კლასში ვიყავი…“ – გვპასუხობს მეგი დიასამიძე. ეს აქტივისტია სამოქალაქო მოძრაობა „ჯიუტიდან“, ბარიკადებთან საქართველოს დროშით, ან მეგაფონით ხელში რომ ხშირად შეხვდებით. მეგი დიასამიძეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ვესაუბრებით, ვიდრე მორიგი საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბებოდნენ. …
ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩის მიმართვა მეგობრებს საქართველოში
თარგმანი: ნიკა ბურდული ___ კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში და ამჟამად ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) მკვლევარი, აქვეყნებს მიმართვას თავისი მეგობრებისადმი საქართველოში: „ჩემო ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მსოფლიო თქვენ არ გიცნობთ. შეიძლება, თავადაც არ იცნობთ საკუთარ თავს. საზღვარგარეთ, საქართველოს აქვს განუვითარებელი, ემოციური, ქაოსური, დაყოფილი, სასტიკი და ზოგჯერ კრიმინალური სახელმწიფოს იმიჯი. ეს ბოლომდე მცდარი არაა, მაგრამ …
Continue reading “ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩის მიმართვა მეგობრებს საქართველოში “
„ვისთან გაქვთ სექსი, თქვენი ძმაკაცი ვისთან დადის… არ ეტყვით – დაისჯებით“ – როგორ იმუშავებს რუსული კანონი
„კანონში ის წერია, რის გამოც პაოლო იაშვილმა მწერალთა სახლში ტყვია დაიხალა“ – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაზო კირტავა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადამიანის უფლებების პროგრამის ანალიტიკოსი. იურისტი პოსტში ფეისბუქის მომხმარებლებისთვის მარტივად განმარტავს, რა საფრთხეს შეიცავს რუსული კანონი, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო. „წარმოიდგინეთ, ხვალ დაგადგათ პატივცემული რატი ბრეგაძის უწყების წარმომადგენელი. (არაა აუცილებელი NGO-ში ან მედიაში …
სასამართლოდან მირეკავდნენ, თურმე პროცესი 20 მაისსაა ჩანიშნული – მსახიობი ნატალია ყიფშიძე
მსახიობი ნატალია ყიფშიძე წერს, რომ მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი. მსახიობი წერს: „გახსოვთ რამდენიმე დღის წინ სიცილით რომ მოვყევი ბოტებმა ჩემი ნომერიც გაიგეს-თქო? თურმე სასამართლოდან მირეკავდნენ. 20 მაისს პროცესია დანიშნული: ჩემზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის შედგენილი 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას ითვალისწინებს.წელს 23 წლის ვხდები და ამ წლების …
18 მაისს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება – „გავიმარჯვებთ სახელოვნად“
18 მაისს ბათუმში განახლდება აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ. ახალგაზრდები კვლავ მოუწოდებენ საზოგადოებას გაერთიანებისკენ. „ბათუმი ყოველთვის დგას იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის ისტორია იწერება. ჩვენ ერთად, ჩვენი ერთობით ვწერთ ამ ისტორიას. მარტიანელები გელოდებით ხვალ, 18 მაისს, 19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან, რუსთაველის ქუჩაზე. კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საქართველოს ჩვენი ერთობა. მარტიანელებს გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ სახელოვნად. ჩვენ უარს …
Continue reading “18 მაისს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება – „გავიმარჯვებთ სახელოვნად“”
„გვეძახიან უსამშობლოებს, ურწმუნოებს“ – ვინ არიან ბათუმელი „მარტიანელები“ | ნაწილი პირველი
როგორ გახდა სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ პროტესტის ლიდერი ბათუმში – ნაწილი მეორე
ამავე თემაზე: სტუდენტური მოძრაობა “მარტიანელები” – ნაწილი პირველი
ახალგაზრდებისთვის ბულვარის ამფითეატრთან საჯარო ლექციები და დისკუსია გაიმართება
დღეს, 17 მაისს, სტუდენტური მოძრაობა ბათუმში საპროტესტო აქციას არ გეგმავს. სტუდენტები 18:30 საათზე ახალი ბულვარის ამფითეატრთან საჯარო ლექციებზე დასასწრებად ეპატიჟებიან ერთმანეთს. როგორც განცხადებაშია მითითებული, იქნება დისკუსიაც. ღონისძიების ორგანიზატორია მოძრაობა „ევროპისკენ“. მომხსენებლები არიან და დისკუსიებს გაუძღვებიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. ევროპული ცივილიზაციის ქართული საზომები – ლაშა ბაჟუნაიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. …
Continue reading “ახალგაზრდებისთვის ბულვარის ამფითეატრთან საჯარო ლექციები და დისკუსია გაიმართება”
რა დააშავა ჩემმა შვილმა, სანქცია რომ დაუწესონ? – „ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე
„ეს არის დემოკრატია, რომ უდანაშაულო ადამიანს სანქცია დაუწესოს? რა დააშავა ჩემმა შვილმა? გეკითხებით. ვთქვათ, მე დავაშავე. ეგ არის დემოკრატია? მე ეგეთი დემოკრატია არ მომწონს“, – ასე უპასუხა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტების შეკითხვას მისი და მისი ოჯახის წევრების შესაძლო სანქცირებაზე. ვიქტორ ჯაფარიძე თავდაპირველად ენმ-ის მმართველობის დროს, 2004-08 წლებში იყო მაჟორიტარი დეპუტატი; მოგვიანებით, 2012 წელს „ქართული ოცნების“ …
აქტივისტი ხულოდან აცხადებს, რომ ხულოს მერის დავალებით აქცია ჩაუშალეს – „არა რუსულ კანონს“
ახალგაზრდა აქტივისტი ხულოდან, ლაშა ბოლქვაძე გვიყვება, რომ ხულოში 30-მდე აბიტურიენტი და სტუდენტი რუსული კანონის გაპროტესტებას გეგმავდა, თუმცა დაანონსებული აქცია ხულოს მერის დავალებით ჩაუშალეს. „ახალგაზრდებს რუსული კანონის გაპროტესტება გვინდოდა. უფრო აბიტურიენტებისა და სტუდენტების ინიციატივა იყო. ოცდაათნი ვიყავით. უფრო მეტი არ ეთანხმება რუსულ კანონს, მაგრამ ეშინიათ სხვადასხვა მიზეზით, ძირითადად კი საჯარო სამსახურში დასაქმებული ახლობლების გამო. თუმცა, 30-მა …
საკრებულოებს ბოიკოტს ვუცხადებთ – ენმ-ის გადაწყვეტილება აჭარაში
ვიდრე ქვეყანაში ათასობით მოქალაქე რუსულ კანონს ქუჩაში აპროტესტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციები აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ბოიკოტის რეჟიმზე გადავლენ, ისინი სხდომებს არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას საკრებულოების მუშაობაში – ამის შესახებ ბრიფინგზე ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ- დან ალექსანდრე ვარშალომიძემ დღეს, 16 მაისს, განაცხადა. „პროტესტის ნიშნად ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან“ – ამ გადაწყვეტილების …
Continue reading “საკრებულოებს ბოიკოტს ვუცხადებთ – ენმ-ის გადაწყვეტილება აჭარაში”
„ღმერთი ყოველთვის ჩაგრულების მხარესაა და არა მჩაგვრელების“ – მალხაზ სონღულაშვილი
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. გთავაზობთ მის მოსაზრებას, რომელიც მალხაზ სონღულაშვილმა 15 მაისს გამოაქვეყნა ფეისბუქის გვერდზე. „მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა: „სამყაროს ვექტორი სამართლიანობისკენ არის მიდრეკილი”, რაც იმასა ნიშნავს, რომ ადამიანი სამართლიანობას ესწრაფვის თუ ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად. იმისათვის, რომ ამ სწრაფვამ ხორცი შეისხას, სამართლიანობის შენებაში უკლებლივ ყველა თაობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამის …
Continue reading “„ღმერთი ყოველთვის ჩაგრულების მხარესაა და არა მჩაგვრელების“ – მალხაზ სონღულაშვილი”
დაფიონი: ყოველდღე გვატერორებენ მთავრობის დაქირავებული მოძალადე ზონდერ-კრიმინალები
ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ აცხადებს, რომ მათი გუნდის წევრებს ყოველდღიურად ატერორებენ. ამის შესახებ „დაფიონი“ ფეისბუქზე წერს. „დაფიონის გუნდის წევრებს ყოველდღე გვატერორებენ მთავრობის მიერ დაქირავებული მოძალადე ზონდერ-კრიმინალები! როგორც ჩანს, ჩვენი პატრიოტული მუხტის და შიშველი ხელების ეშინიათ. აღსანიშნავია, რომ დაფიონის გაჩერება ან არ გაჩერება „რუსული ოცნებისთვის“ ვერ შეცვლის ვერაფერს, რადგან ჩვენ უკვე მოვასწარით ერის გაღვიძება და გაერთიანება, დღესდღეობით …
Continue reading “დაფიონი: ყოველდღე გვატერორებენ მთავრობის დაქირავებული მოძალადე ზონდერ-კრიმინალები”
ბათუმის 12 საჯარო და 3 კერძო სკოლის მოსწავლეები რუსულ კანონს გააპროტესტებენ
16 მაისს ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმელი მოსწავლეების მესამე საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელშიც ქალაქის 15 სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. საპროტესტო აქცია 16:00 საათზე ცენტრალური პარკის კოლონადებიდან დაიწყება. აქციის ორგანიზატორი ბათუმელი სკოლის მოსწავლეები არიან. „მომავალი ჩვენია და მას ჩვენვე ვირჩევთ! ქალაქ ბათუმის მოსწავლეების ევროპული გაერთიანება მოგიწოდებთ: ქალაქ ბათუმის საჯარო თუ კერძო სკოლების თითოეულ მოსწავლესა და ჩვენს …
Continue reading “ბათუმის 12 საჯარო და 3 კერძო სკოლის მოსწავლეები რუსულ კანონს გააპროტესტებენ”
ეს კანონი უამრავ მიუსაფარ ცხოველს დახმარების გარეშე დატოვებს – ცხოველთა უფლებადამცველები
საქართველოში მოქმედი ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები ღია წერილით მიმართავენ მთავრობას და მოუწოდებენ, ძალაში არ მიიღონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ორგანიზაციები, ასევე, მოითხოვენ გამჭვირვალობას ყველა მუნიციპალური თუ ეროვნული სახელმწიფო ინსტიტუტისგან, რომელიც ამ სექტორში მუშაობს. „ბოლო ოცი წელია, ვერცერთმა მთავრობამ ვერ შექმნა ჰუმანური და ეფექტური პროგრამები ქვეყანაში მიუსაფარ ცხოველთა უზარმაზარ პოპულაციასთან გასამკლავებლად. მთავრობის მუდმივი მარცხის ფონზე ჩვენ, …
16 მაისს ბათუმში დედების აქცია გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ
ბათუმში ხვალ, 16 მაისს, დედების აქცია გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ. აქცია, რომლის სლოგანია – „არა რუსულ კანონს“, 17 საათზე, ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან დაიწყება. ბოლო ორი დღეა ბათუმში, სტუდენტების გარდა, სკოლის მოსწავლეებიც მართავენ აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ. მოსწავლეების აქცია დღესაც, 15 მაისს გაიმართა. რუსული კანონის წინააღმდეგ მოსწავლეებმა მსვლელობა გამართეს ქალაქის ქუჩებში. უკვე თვეზე მეტია ბათუმში …
Continue reading “16 მაისს ბათუმში დედების აქცია გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ”
ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამსახური დატოვა და სტუდენტურ მოძრაობას უერთდება
„არა ანტიდემოკრატიულ კანონს, რომელმაც კიდევ ერთხელ გახლიჩა ქართული საზოგადოება“ – წერს გოჩა სურგულაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მან „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში დაუდასტურა. გოჩა სურგულაძის თქმით, ის დღეიდან აქციებზე სტუდენტებთან ერთად იქნება. „სტუდენტების გაფიცვა არის ლეგიტიმური! კრიზისულ სიტუაციებში, მაშინ როცა საზოგადოებას პოლიტიკური …
ვგმობთ ბსუ-ს რექტორის სამარცხვინო ქმედებას – ბათუმის სტუდენტური მოძრაობა
„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვგმობთ ჩვენი რექტორის მიერ ჩადენილ სამარცხვინო ქმედებას, რექტორთა სამარცხვინო განცხადებაზე ხელმოწერასა და უნივერსიტეტის კარის დახურვას სტუდენტებისთვის“ – წერს ბათუმში არსებული სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ფეისბუქის გვერდზე. საკითხი ეხება 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე. რექტორების განცხადების …
Continue reading “ვგმობთ ბსუ-ს რექტორის სამარცხვინო ქმედებას – ბათუმის სტუდენტური მოძრაობა”
არა რუსულ მომავალს – სკოლის მოსწავლეები ბათუმში აქციას გამართავენ
„მომავალი ჩვენია და მას ჩვენვე ვირჩევთ“, „არა რუსულ მომავალს“ – ბათუმის სკოლის მოსწავლეები დღეს, 15 მაისს 14:00 საათზე ცენტრალური პარკის შესასვლელთან აქციას გეგმავენ. აქციას ბათუმის რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები უერთდებიან. ამ დროისთვის არ ვიცით იქნებიან თუ არა მათთან ერთად მასწავლებლები. სკოლის მოსწავლეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარკის კოლონადებთან გუშინ, 14 მაისსაც შეიკრიბნენ. „სინდისმა შეგვაწუხა“ …
Continue reading “არა რუსულ მომავალს – სკოლის მოსწავლეები ბათუმში აქციას გამართავენ”
ვწყვეტთ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან – აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია
„პროტესტის ნიშნად ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან“ – ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს, 15 მაისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმზე გადადის. „პირველ რიგში გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პატრიოტ, დაუღალავ და სამაგალითო ახალგაზრდა თაობას, რომელიც ითხოვს თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, ევროპისკენ სვლას – რისთვისაც დგანან ქუჩაში, სამშობლოს სადარაჯოზე წვიმაში თუ …