ბათუმის უნივერსიტეტთან აქცია საღამოს 7 საათზე განახლდება – სტუდენტების გაფიცვა გრძელდება

დღეს, 15 მაისს მოძრაობა „მარტიანელები“ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას ბათუმში 19:00 საათიდან აანონსებენ. „პროტესტი და გაფიცვები გრძელდება! 19:00 შევიკრიბოთ ბსუ-ს კიბეებთან, წამოვიყვანოთ მეგობრები, ოჯახის წევრები, მეზობლები – დღეს ყველას ვალია იდგეს ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე, დუმილი დანაშაულია! გამოდი და დაგმე ქვეყნის შეცვლილი საგარეო კურსი, ძალადობა, სადარბაზოებთან ჩასაფრებული ზონდერები, მუქარის ზარები და ის, რამაც ამ …

მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ რუსული კანონი შეაფერხებს ევროკავშირში გაწევრიანებას – Edison Research

ტელეკომპანია „ფორმულა“ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში, შეასუსტებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს, ხოლო 27%-ის აზრით, კანონი გააძლიერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს. ამავე გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, თქვენი აზრით, [რუსული] კანონი უფრო სავარაუდოა რომ დაიცავს საქართველოს გარე გავლენისგან თუ გააძლიერებს რუსეთის …

ვწუხვართ კანონის მიღების გამო – გაეროს საქართველოს წარმომადგენლობა

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში წუხილს გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო. „კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება. აუცილებლად მიგვაჩნია ძალადობისა და დაშინების ყველა შემთხვევის …

„შემოგვიშვით“ – ბათუმის უნივერსიტეტის ჩაკეტილ კართან სტუდენტები სკანდირებენ

დღეს, 14 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დილას დაწყებულმა აქციამ ჯერ ქუჩებში გადაინაცვლა და მსვლელობით გაგრძელდა, 13 საათის შემდეგ კი სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებიც დღეს შეუერთდნენ აქციას, ისევ უნივერსიტეტთან მივიდნენ. ამჯერად ბსუ-ს კარები ჩაკეტილი აღმოჩნდა. „შეგვიშვით“ – სკანდირებენ სტუდენტები უნივერსიტეტის კარებთან. მოგვიანებით სტუდენტებმა უნივერსიტეტის მეორე მხარეს, რუსთაველის ქუჩაზე გადაინაცვლეს და კიბეებზე ჩამოსხდნენ. ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების …

N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები – სტუდენტების გაფიცვის პარალელურად ვუერთდებით პროტესტს

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა აპროტესტებს რუსულ კანონს და დღეს ბათუმში დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდება. „ჩვენ, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის #1 საჯარო სკოლის თვითმმართველობა, სოლიდარობას ვუცხადებთ რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს. როგორც ჩვენი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის თვითმმართველობა, ვაღიარებთ სუვერენიტეტის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას. ილია ჭავჭავაძე, რომელიც საქართველოს ევროპულ ღირებულებებთან ინტეგრაციის გულმხურვალე ქომაგი იყო, …

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროტესტს უერთდებიან – დღეს დუმილი სირცხვილია

დღეს, 10:30 საათიდან, ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები გაკვეთილებზე დასწრების ნაცვლად უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად რუსულ კანონს გააპროტესტებენ. „შევიკრიბოთ 6 მაისის პარკის კოლონადებთან ბათუმის სკოლების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მშვიდობიან აქციაზე და ერთიანი ძალისხმევით შევაჩეროთ და გავანადგუროთ ის ილუზია, რომელიც განსაზღვრავს ევროპულ მომავალს და გვიშენებს უტოპიურ „ოცნებებს“!“ – დაწერეს წუხელ, გვიან ღამით საჯარო სკოლის თვითმმართველობის გვერდზე. მოსწავლეების …

„სინდისმა შეგვაწუხა“ – ბათუმში სკოლის მოსწავლეები აქციას მართავენ რუსული კანონის წინააღმდეგ

დღეს, 14 მაისს, ბათუმი ოთხი სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ ბათუმის ცენტრალური პარკთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად. აქციაზე არიან პირველი, მეორე და მეოთხე საჯარო სკოლის და „ევრო2000“-ის მოსწავლეები. „გამოვდივართ, რომ გავაპროტესტოთ რუსული კანონი. ჩვენი სლოგანია სწავლა – ხალისით გზა ევროპისკენ და არა გზა მოსკოვისკენ. სინდისმა შეგვაწუხა, სირცხვილია ამ დროს სახლში რომ იყო“ – უთხრა ერთ-ერთმა მოსწავლემ „ბათუმელებს“. ბათუმის №1 …

გერმანიის საგარეო მინისტრი – ევროპის გულისცემა თბილისის ქუჩებში ისმის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალინა ბერბოკი თბილისში მიმდინარე უწყვეტ ანტირუსულ პროტესტს ეხმიანება. გერმანელი მინისტრის თქმით, „ახლა მთავრობის პასუხისმგებლობაა, შეისმინოს ხალხის ხმა“.„შეიძლება ახალ ამბებში უკვე ნახეთ. საქართველოში ათობით ათას ადამიანს საქართველოში საპროტესტო გამოსვლები აქვს უკვე კვირებია და საკუთარი ქვეყნის ევროკავშირისკენ გეზს იცავს: სტუდენტები, მათი მშობლები, ბებია-ბაბუები შვილიშვილებთან ერთად გარეთ დგანან. ყველა მათგანი მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს …

„გაყინული 2 მლრდ დოლარი გლობალური ომის პარტიის ხელშია“ – რატომ არ ხვდება ივანიშვილი ობრაიანს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ასისტენტს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენს, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 14 მაისს ეწვევა, შეხვედრაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ავრცელებს. „იყო ბიძინა ივანიშვილთან თხოვნა, ობრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. გარდა ამისა, გასული თვეების განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ …

„დიახ, შვილის სიცოცხლით დამემუქრნენ“ – 18 წლის ბათუმელი აქტივისტის, ზვიად ცეცხლაძის მამა 

ანტირუსული მოძრაობის აქტივისტის, ზვიად ცეცხლაძის მამა აცხადებს, რომ მას და მის მეუღლეს ემუქრებიან, რომ მათ შვილს საფრთხე ემუქრება. ზვიად ცეცხლაძე მოძრაობა „დაფიონის“ თანადამფუძნებელი და თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ზვიად ცეცხლაძის მამა ზურა ცეცხლაძე წერს, რომ გუშინ, 12 მაისს მას და მის მეუღლეს ღამის საათებში დაურეკეს და შვილის უსაფრთხოებით დაემუქრნენ: „არაორაზროვნად მითხრა, რომ …

„პროტესტი გრძელდება, ხვალ გაფიცულ სტუდენტებს გელოდებით ბსუ-ში“ – განცხადება

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ აცხადებს, რომ პროტესტი გრძელდება და ხვალ, 14 მაისს, ბსუ-ში ელოდებიან გაფიცულ სტუდენტებს. „ხვალ, დილის 10 საათიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში გელოდებით გაფიცულ სტუდენტებს: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საზღვაო აკადემიიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტიდან ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან ბათუმის საზღვაო ნავიგაციის …

„დუმილი დანაშაულია“ – პროტესტს უერთდებიან ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები

ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის [BAU] ქართველი სტუდენტები აცხადებენ, რომ სტუდენტების საყოველთაო პროტესტს უერთდებიან და განცხადებას ავრცელებენ. „ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები ვუერთდებით საყოველთაო პროტესტს. მაშინ, როდესაც ჩვენს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება, დუმილი დანაშაულია. ჩვენ სასტიკად ვგმობთ ხელისუფლების მიერ ჩადენილ ქმედებებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. როგორც მომავალ ექიმებს, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პასიურები მაშინ როცა გვართმევენ სიტყვის თავისუფლებას, …

„გაიფიცე რეჟიმის წინააღმდეგ” – საქართველოს 3 ქალაქში საპროტესტო ბანერები გამოფინეს

დღეს, 13 მაისს, საქართველოს სამ ქალაქში – ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში მოქალაქეებმა „რუსული პოლიციური რეჟიმის“ საწინააღმდეგო პლაკატები გამოფინეს.  „ყველგან პოლიცია, არსად – სამართალი! გაიფიცე, პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ! ჩვენ ვაცხადებთ: გაიზრდება წნეხი – გაიზრდება სამოქალაქო რეგიონული წინააღმდეგობა!  სახელმწიფოს მხრიდან პოლიციური მუშტით გვისწორდებიან სამართლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს იმ უღირსი, მჩაგვრელი, სოციალური უთანასწორობის გაპროტესტების გამო, რომელშიც გვაცხოვრებს მმართველი კლასი! …

ბსუ-ს და საზღვაო აკადემიის სტუდენტები ლექტორებს სთხოვენ ისინიც გაიფიცონ

ბათუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის და საზღვაო აკადემიის სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში აქციას მართავენ. მანამდე უნივერსიტეტის სტუდენტები შენობის ფოიეში მოძრაობდნენ და სკანდირებენ – გამოდით, გამოდით, გამოდით… ამ ფორმით სტუდენტები მოუწოდებენ ლექტორებს, რომ ისინიც გაიფიცონ და მათ გვერდით დადგნენ. დღეს, 13 აპრილს, თბილისში პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების ფონზე, სადაც აქციის მონაწილეები პოლიციამ სცემა და დააკავა 20 პირი, ბათუმის საზღვაო …

ნაბუქოდონოსორმა დასასჯელად 3 ახალგაზრდა ღუმელში ჩაყარა, ისინი უვნებელნი დარჩნენ – ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მრევლს მიმართავს, ილოცონ “ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა“, რომლებიც ბაბილონის მეფემ დასჯის მიზნით ღუმელში ჩაყარა, ისინი კი სრულიან უვნებლები გადარჩნენ. „ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, …

ათამდე უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვას აანონსებენ

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ იწყებენ გაფიცვას რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით და აღარ გამოცხადდებიან აუდიტორიებში. 12 მაისი მონაცემებით, სტუდენტურ გაფიცვას ერთდებიან: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები კავკასიის …

„ვისოლის“ მარკეტინგის გუნდმა სამსახური დატოვა

კომპანია „ვისოლის“ მარკეტინგის გუნდმა სამსახური დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა სალომე გველესიანმა გაავრცელა. „ბოლოდროინდელი მოვლენების რთული განვითარების გამო, ვემშვიდობები ვისოლს, კომპანიას და ბრენდს, რომლის ხელახლა დაბადებისთვისაც ბოლო წლებია ძალიან ბევრს ვშრომობ. ვისოლის ლოგო შემთხვევით არ ქცეულა გზამკვლევ ვარსკვლავად. გვჯეროდა, რომ მომხმარებლებისთვის ის გახდებოდა გზებზე სიმშვიდის და უსაფრთხოების მთავარი სიმბოლო, ხოლო ჩვენი …

„არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში“ – ბსუ-ს სტუდენტური მოძრაობის განცხადება

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ უერთდებიან სტუდენტების გაფიცვას და არ გამოცხადდებიან აუდიტორიებში. განცხადებას ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ავრცელებს, რომელიც ბოლო კვირებია ხალხმრავალ ანტირუსულ აქციებს მართავს ბათუმში. „მიგვაჩნია, რომ ახლა ყველაზე დიდი გაკვეთილი რუსთაველის გამზირზე ტარდება. არ შეიძლება მშვიდად ვუყურებდეთ სახელმწიფოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას, კრიტიკულ …

„მხარდაჭერას ვუცხადებთ თსუ-ს სტუდენტებს“ – კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ფეისბუქზე წერს, რომ მხარდაჭერას უცხადებენ თსუ-ს სტუდენტებს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროტესტის ნიშნად, ორშაბათიდან უნივერსიტეტის აუდიტორიებს დატოვებენ და დილის 9 საათიდან პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები მხარდაჭერას ვუცხადებთ თსუ-ს სტუდენტებს, რადგან ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ის ევროპული ღირებულებები და მომავალია, რომლის დაკარგვის პირასაც ვიმყოფებით ახლა“ – ვკითხულობთ სტუდენტური …

რას ჰყვება მოქალაქე, რომელიც პოლიციამ სასტიკად სცემა – „ამ კანონს ვერ გაიტანენ“

ირაკლი წიგნაძე, რომელიც სპეცრაზმის წევრებმა 11 მაისს ღამით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მანქანიდან გადმოიყვანეს და სასტიკად სცემა, სოციალურ ქსელში წერს, რომ კარგადაა და საშიში არაფერი სჭირს. ის მომხდარ ამბავს ასე აღწერს: „ლეონიძეზე ავდიოდი და წინ მომადგა ამათი ავტობუსი. მე გავჩერდი რო გაეარათ. ყოველგვარი გაწევ-გამოწევის გარეშე თავისუფლად შეეძლოთ გაეარათ გვერდიდან, მაგრამ აიჩემეს შენ გაიწიეო. ანუ მე უნდა …

რას ნიშნავს ქართული ჯარისთვის აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვა – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„2025 წლისთვის რუსეთს დაეწყება შიმშილი აღჭურვილობაში,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, რუსეთს უკრაინელები ბრძოლის ველზე გაცილებით მეტ აღჭურვილობას უნადგურებენ, ვიდრე რუსეთი აწარმოებს. გადამდგარ გენერალს ასევე ვკითხეთ: რამდენად რეალურია მუქარა, რომ საყოველთაო პროტესტის ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ დასახმარებლად რუსეთს მიმართოს და რუსეთმაც საქართველოსთან ომი განაახლოს? ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ პროვოკაციის დაწყება რუსეთს შეუძლია, თუმცა …

ლაიქებსა და კომენტარებს რუსეთშიც აკონტროლებენ „ექსტრემისტების“ რეესტრით

საქართველოს მთავრობამ სპეციალური მონაცემთა ბაზის შექმნა დააანონსა, რომელშიც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით „ძალადობაში,  სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა  და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“. პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ სია საჯარო იქნება და მასში მოხვედრილი ადამიანების წინააღმდეგ „საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის  ფარგლებში მიღებული იქნება …

„აქციაზე არ დაგინახოთ… შენ დას გადაეცი, აქტივისტობას თავი დაანებოს“ – მუქარის ზარი ოჯახის წევრთან

9 მაისს მუქარის შემცველი ზარები განხორციელდა რუსული კანონის აქციების მონაწილე ერთ-ერთი აქტივისტის ოჯახის წევრის ტელეფონზე. ვიდეოჩანაწერში, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, უცნობი პირი აქტივისტის ოჯახს ემუქრება, თუკი მისი ოჯახის წვერი არ შეწყვეტს აქტივიზმს და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობას. „…მომისმინე კარგად, რასაც გეტყვი, შენ დას გადაეცი, აქტივისტობას თავი დაანებოს, გაიგე?! და ვისი მხარდამჭერიც ხართ მთელი ოჯახი, მაგას …

„საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას“ – სალომე ზურაბიშვილი

„დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენც მოგვცეს მაგალითი. საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას. ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის და არანაირი, არცერთი პარტიის ერთგული არ უნდა იყო ბოლომდე. ასეთი საქართველო, ერთგული საქართველო, სინდისით და ღირსებით აღსავსე ნამდვილად შევა ევროპაში“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა …

არა რუსულ კანონს – დღეს აქცია ქობულეთის მერიასთან 18 საათზე დაიწყება

ანტირუსული აქცია ახალგაზრდებმა დღეს, 9 მაისს, ქობულეთშიც დააანონსეს. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია ქობულეთის მერიასთან 18:00 საათზე დაიწყება, იქნება მსვლელობაც. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი კაკალაძის ინფორმაციით, „ეს ახალგაზრდების ორგანიზებული აქციაა. ასევე, შემოგვიერთდება ყველა, ვინც ეთანხმება ჩვენს მოთხოვნებს.“ აქცია დაგეგმილია ბათუმშიც. დღეს, 9 მაისს, ევროპის დღეს, ევროპული მარში გაიმართება. მარშის გზავნილია: „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“. ევროპული მარში …

„არა რუსულ კანონს“ – 10 მაისს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

10 მაისს, პარასკევს, 19 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე, მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება სლოგანით – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“ უკვე სამი კვირაა საქართველოს ქალაქებში, მათ შორის ბათუმში, მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება რუსული კანონის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პარლამენტში ხელახლა ინიციირებულ რუსულ კანონს და ქვეყნის კურსის ცვლილებას. გუშინ, 7 მაისს, აქცია გაიმართა კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში. …

„ძალადობა არის ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი პოლიტიკური დასასრულის წინ“ – ცუცქირიძე „ოცნებაზე“

„საზოგადოება არ შეიკეტება სახლში, ხალხს არ შეეშინდება. ასლან აბაშიძესაც ეხმარებოდა კრემლი, მაგრამ რა გააწყო?!“ – ამბობს მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ცუცქირიძე. მას „ბათუმელები“ სახალხო პროტესტსა და „ოცნების“ ძალადობრივ პოლიტიკაზე ესაუბრა. ბატონო ლევან, თქვენი ხედვით, როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა, რუსული კანონი რომ ვერ მიიღოს ხელისუფლებამ? წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს ყველა იმ ფორმით, რის შესაძლებლობასაც …

რატომ აღადგინეს „რუსული კანონი“ მკვდრეთით, ანუ გძულდეს მოყვასი შენი!

ავტორი: გიორგი ლებანიძე, ფილოსოფიის და რელიგიის ფაკულტეტი, მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი __ „რუსული კანონის“ ხელახალი ინიციირებით ივანიშვილის რეჟიმი რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობს. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური მედიასაშუალებების შევიწროება, დასავლეთისთვის სხვა არჩევანის არდატოვება, გარდა იმისა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩეროს, რუსი ფაშისტ-იმპერიალისტების გულის მოსაგებად (თუ საქმე მათი პირდაპირი მითითების შესრულებასთან არ გვაქვს). რეჟიმის თითოეულ ამ …

ანონიმუსი კობახიძეს აფრთხილებს: უფრო ველური კიბერშეტევებით გიპასუხებთ

ანონიმურ ჰაკერთა ჯგუფი ანონიმუსი, რომელმაც ბოლო პერიოდში 30-მდე სამთავრობო ვებგვერდი დაჰაკა, კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ კობახიძეს მიმართავს: „თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს პოლიციის გამოყენების იმავე სტანდარტს მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმისთვის, ჩვენ გიპასუხებთ სამთავრობო ვებგვერდებზე უფრო დაუნდობელი კიბერშეტევებით! ამ პერიოდის განმავლობაში, ანონიმუსმა განახორციელა კიბერშეტევები საქართველოს სამთავრობო ვებგვერდებზე, ზეგავლენა მოახდინა 30-ზე მეტ ვებგვერდზე… გარდა ამისა, სამიზნე …

Tiger Lillies მხარს უჭერს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში

ცნობილი ბრიტანული ტრიო Tiger Lilies საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუქ გევრდზე წერს: “ჩვენ ვიცით, რის გაკეთებას ცდილობს პუტინი. ცდილობს ააშენოს ახალი იმპერია ევროპის იმ ნაწილებისგან, რომელთა ხელში ჩაგდებსაც მოახერხებს. დემოკრატია სამართლიანი არჩევნები, გამოხატვის თავისუფლება, ლგბტ უფლებები – მისთვის ყველა მტერია. მას სურს ახალი რუსული იმპერიის შექმნა მარიონეტული მთავრობებით მთელ ევროპაში და ჩვენ ყველამ …

„დაიტოვე“ – ფეისბუქ ჯგუფის ისტორია, რომელიც რომანივით იწერება

„დაიტოვე“ – ანუ სახლში დაიტოვე ის, ვისაც რეგიონიდან თბილისში ანტირუსულ აქციაზე უნდა ჩამოსვლა და ღამის გასათევი არ აქვს. ამ მიზნით შეიქმნა ჯგუფი „დაიტოვე“ ფეისბუქში, რომელიც მოქალაქეებს ეხმარება ადგილის პოვნაში, რამდენიმე საათით დასაძინებლად – აქციის შემდეგ ძალების აღდგენა რომ შეძლონ. შექმნიდან მალევე ამ ჯგუფმა, ახალ-ახალი ფუნქციები დაემატა და ერთმანეთზე ზრუნვის ადგილად იქცა. „დაიტოვეში“ ეძებენ და მალევე …

არა რუსულ კანონს – აქციის მონაწილეები ბათუმში წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან შეიკრიბებიან

დღეს, 4 მაისს რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები ბათუმში, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან  შეიკრიბებიან. ერთ-ერთი ორგანიზატორის ინფორმაციით ისინი ამ ფორმით ეხმაურებიან თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას. თბილისში ახალგაზრდები დღეს 19:00 საათიდან ქაშვეთის ეკლესიასთან გეგმავენ შეკრებას. „ერთი რამ იცოდეს ხელისუფლებამ, რომ ყველა დიდი ხუთშაბათისა და პარასკევის შემდეგ მოდის აღდგომა. რეზინის ტყვიების შემდეგაც ქართველი ერი აღდგება და უფრო ძლიერი და …

თბილისში აქციის მონაწილეები ქაშვეთის ეკლესიასთან მივიდნენ | ფოტო

3 მაისს, დაახლოებით 22 საათზე, საპროტესტო აქციის – „არა  რუსულ კანონს“ – მონაწილეები ქაშვეთის ეკლესიასთან მივიდნენ და ერთმანეთს სანთლებს ურიგებენ: „როგორც ჩვენმა წინაპრებმა 9 აპრილის დაანთეს სანთლები და ილოცეს, ასე უნდა დავანთოთ ჩვენც, რომ ვაჩვენოთ რანი ვართ“ – ამბობენ აქციის მონაწილეები. ორი კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს …

საჯარო მოხელე ამბობს, რომ აქციებზე ყოფნის გამო სამსახური დაკარგა, ხელმძღვანელი არ ადასტურებს

მოქალაქე პავლე ნიავაძე ამბობს, რომ რუსული კანონის გაპროტესტების გამო სამსახური დაკარგა. მისი თქმით, იგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ა(ა)იპის მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომელია. „აქციაზე ვიყავი პირველი დღიდან. პირველი მოსმენის შემდეგ გავედი და მას შემდეგ აქციებზე ვარ. გუშინწინ, სამშაბათს ჩემი დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი არევაძემ მითხრა, ტელევიზორში დაგინახეთ აქციაზე ყოფილხარ და ნორმალურად მოიქეციო. ასევე მითხრა, …

Massive Attack თბილისის საპროტესტო აქციაზე: „სოლიდარობა სტუდენტებს“

ტრიპ-ჰოპ ჯგუფი Massive Attack-ი სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს თბილისში, ანტირუსულ აქციებზე გადაღებულ ფოტოს და და სოლიდარობის მესიჯს წერს: „სოლიდარობა სტუდენტებს – თბილისიდან აშშ-ს კამპუსებამდე – რომლებიც ეწინააღმდეგებიან ძალადობრივ სახელმწიფო რეპრესიებს“. შეგახსენებთ, რომ Black Sea Arena-ზე ბრიტანული კოლექტივის, Massive Attack-ის კონცერტი 28 ივლისსაა დაანონსებული. #solidarity with students – from Tbilisi to the US campuses – resisting …

„არა რუსულ რეჟიმს“ – დუბლინში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა მეოთხედ გამართეს აქცია

ირლანდიაში, დუბლინში, მეოთხედ გაიმართა ანტირუსული საპროტესტო აქცია – „არა რუსულ რეჟიმს“. 2 მაისს დუბლინში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საქართველოს საელჩოსთან შეიკრიბნენ, მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ევროპულ მომავალს და დაგმეს რუსული კანონის ორი მოსმენით მიღება, საქართველოს პარლამენტის მიერ. ემიგრანტებმა შეშფოთება გამოხატეს თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალისა და მოუწოდეს ხელისუფლებას შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დარბევა და …

Exit mobile version