ეს არის ჟურნალისტების რუსული დევნის დასაწყისი – ეთერ თურაძე

დღეს, 20 იანვარს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ შიმშილობს. მან თქვა, რომ მზია ამაღლობელი საკვებს არ იღებს, იღებს მხოლოდ წყალს და ეს მისი პროტესტის ფორმაა. ბრიფინგზე ისაუბრა „ბათუმელების” მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემაც. „მე არ მახსოვს, რომ საქართველოში გვყოლოდეს ქალი პოლიტპატიმარი, შეიძლება მეშლება, მაგრამ …

სილის გაწვნა არც პოლიციელზე თავდასხმაა და არც პატიმრობის საფუძველი — ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი უფროსის, არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის” დირექტორ ლონდა თოლორაიას შეფასებით, მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნა არც პოლიციელზე თავდასხმაა და არც პატიმრობის გამოყენების საფუძველი იყო სახეზე. ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების საქმეზე, რაც ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაში …

რას ამბობს HRW-ის წარმომადგენელი მზია ამაღლობელის პატიმრობაზე

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგია განმარტავს, რატომ არღვევს „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორისთვის, მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს. „პროკურორმა უბრალოდ ჩამოთვალა საქართველოს კანონმდებლობაში გირაოს უარყოფის მიზეზები. წინასწარი პატიმრობის ასეთი უნივერსალური გამოყენება არასწორია. ხელისუფლებამ უნდა გადახედოს ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის მოთხოვნას და გაათავისუფლოს იგი სანდო გამოძიების …

მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში – მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი რეჟიმის უკანონო პატიმარია. ვრცელ პოსტში, სადაც ნათია მეზვრიშვილი მზია ამაღლობელის საქმის გარემოებებს განიხილავს, ამბობს, რომ მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში. გთავაზობთ ნათია მეზვრიშვილის პოსტს უცვლელად. „კანონში წერია, რომ დანაშაულია პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ …

ევროსაბჭოს გენმდივნის თქმით, მან “ოცნებისგან” მიიღო დაპირება რუსული კანონის შინაარსის შეცვლაზე

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეხვედრებისას მან მიიღო დაპირება რუსულ კანონში ცვლილებების შეტანაზე. „მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შინაარსს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომელიც უნდა განხორციელდეს …

რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაშავებული ჟურნალისტების სარჩელი სასამართლომ მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2023 წელს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქებისას დაზარალებული 18 ჟურნალისტისა და ოპერატორის სარჩელი. საქმეს სასამართლოში “მედიაომბუდსმენი” უძღვება. „მედიაომბუდსმენის“ დახმარებით, მოსარჩელეები ითხოვენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს აუნაზღაუროს მიყენებული მორალური ზიანი. „აქციების გადაღების დროს ჟურნალისტები და ოპერატორები ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის სამიზნე გახდნენ. სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა და აგრესია, …

რეესტრმა შშმ აქტივისტის მონაცემები გამოაქვეყნა – „გვატყუებენ, რომ რუსული კანონი არ შეგვეხება“

შშმ აქტივისტი, მოქალაქე დეა ერემაშვილი ამბობს, რომ საჯარო რეესტრმა მისი პერსონალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რითაც დაარღვია კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, რომელთანაც ვთანამშრომლობდი, დარეგისტრირდა ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის რეესტრში, რის საფუძველზეც მან იუსტიციის სამინისტროს კანონით განსაზღვრული ყველა ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაარღვია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი და ჩემი …

რას წერენ საკონსტიტუციოს მოსამართლეები რუსულ კანონზე – განსხვავებული აზრი

ორი მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძისა და თემურ ტუღუშის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს რუსული კანონი უნდა შეეჩერებინა. ამ მოსამართლეებმა „რუსული კანონის საქმეს“ განსხავებული აზრი დაურთეს. ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს სარჩელს რუსული კანონის წინააღმდეგ, მას ამ კანონის შეჩერება შეეძლო, თუმცა 2024 წლის 9 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებაზე უარი თქვა. რუსული კანონი ძალაში დატოვეს შემდეგმა მოსამართლეებმა: …

„გადაწყვეტილება აკვარიუმშია“ – აქცია მოსამართლეებს, რომლებმაც რუსული კანონი არ შეაჩერეს

„გადაწყვეტილება აკვარიუმშია“ – სტუდენტებმა ამ და სხვა ლოზუნგებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია დღეს, 10 ოქტომბერს გამართეს. საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა რუსული კანონის მოქმედების შეჩერებაზე. სტუდენტების აზრით, მოსამართლეებმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულეს.  მათ მოსამართლეებს დაუტოვეს აქციაზე გამოტანილი პლაკატები. საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს სარჩელს რუსული კანონის წინააღმდეგ. არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ვიდრე სასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას …

საკონსტიტუციო სასამართლო დაადგა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას – თამარ კორძაია

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაადგა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას,“ – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თამარ კორძაია საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას რუსული კანონის არ შეჩერებასთან დაკავშირებით. დღეს, 9 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არ შეაჩერა რუსული კანონის მოქმედება. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა გაიზიარეს იმ 84 დეპუტატის ბედი, რომლებმაც მოღალატეობრივად რუსეთის დავალებით მიიღეს ე.წ. რუსული კანონი, როგორც …

„საკონსტიტუციო სასამართლო ბეცია, უარეს შემთხვევაში – საკუთარი ხალხისა და კონსტიტუციის მოღალატე“

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა რუსული კანონის მოქმედება. ამასთან არსებით განხილვაში მიიღო ოთხივე საკონსტიტუციო სარჩელი. იურისტი საბა ბრაჭველი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონის არ შეჩერებასთან დაკავშირებით, კრიტიკულად აფასებს და მუხლობრივად გამოყოფს ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რომლებიც საკონსტიტუციოს ამ გადაწყვეტილებამ გამოკვეთა. გთავაზობთ იურისტის მოსაზრებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. საბა ბრაჭველი: „საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა რუსული კანონის შეჩერებაზე. სასამართლოს …

საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა

დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არ შეაჩერა რუსული კანონის მოქმედება. „არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარეების შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“, – წერია სასამართლოს დადგენილებაში. ამავე გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად  მიიღო ოთხივე კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც სასამართლოში იყო შესული. რუსულ კანონზე საკონსტიტუციოში დავობს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის …

ხელისუფლება დავიქირავეთ და აკეთებს საქმეს, არასამთავრობო რისთვის ხარ? – პედაგოგი ღორჯომიდან

„ბათუმელები“ ხულოში, სოფელ დიდაჭარაში ესაუბრა მოსახლეობას მიმდინარე პროცესებზე და არჩევნებზე, რომელიც წელს, 26 ოქტომბერს, გაიმართება. გვინდოდა მოგვესმინა მოსახლეობის აზრი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ „ბოდიშზე“, რუსულ კანონსა და ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც მაღალმთიან სოფლებში აქვს მოსახლეობას. დიდაჭარაში ვესაუბრეთ თინათინ იაკობაძესაც, რომელმაც გვითხრა, რომ ის ღორჯომის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. შესაბამისად, დავინტერესდით, თუ რას ფიქრობდა პედაგოგი …

„მერია შენობის დაცლას გვთხოვს“ – როგორ აისახა რუსული კანონი ახალგაზრდულ ცენტრზე

„თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი საფრთხის წინაშეა“ – ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ცენტრის დამფუძნებელმა, ლუსინე დოსტიბეგიანმა ფეისბუქზე. ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ერთადერთი განვითარების კერაა თეთრიწყაროს ახალგაზრდებისთვის, შესაძლოა გაუქმდეს. შენობა, სადაც ახალგაზრდული ცენტრი წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა, ადგილობრივი თვითმმართველობისგან უზუფრუქტის წესით ჰქონდათ სარგებლობაში, თუმცა რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, მერია სავარაუდოდ აღარ აპირებს ცენტრისთვის შენობის დათმობას. რუსული …

„ნუ გვიმალავთ სამართალს“ – საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

„ნუ გვიმალავთ სამართალს“ – ამ მოწოდებით შეიკრიბნენ დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ახალგაზრდები. აქციის ორგანიზატორი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაცია იყო. „მოვითხოვთ, საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად გამოიტანოს გადაწყვეტილება რუსული კანონის შესახებ, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს ევროინტეგრაციის გზასთან. ეს პროცესები იწვევს მუდმივ დაძაბულობას და საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციას. მარტივი გადაწყვეტილებაა მისაღები – გაიწვიონ ეს კანონი …

რა შეცვალა რუსული კანონის აღსრულების წესში იუსტიციის მინისტრმა

რუსულ კანონთან დაკავშირებული რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ცვლილებები შეიტანა. რუსული კანონი, რომელიც საზოგადოების პროტესტის მიუხედავად „ოცნების“ ხელისუფლებამ მაინც მიიღო, საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, თუმცა სასამართლო 21-ე დღეა გადაწყვეტილებას არ იღებს. საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესი, მინისტრის ბრძანებით, 2024 წლის პირველ აგვისტოს შევიდა ძალაში, ცვლილებები კი – 20 სექტემბერს. …

18 დღე საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას არ იღებს

„ისევ სამუშაო პროცესია“, – გვიპასუხეს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრში, სადაც უკვე 18 დღე „რუსულ კანონზე“ გადაწყვეტილება არ მიიღეს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა განმწესრიგებელ სხდომაზე 2024 წლის 31 აგვისტოს დაასრულა. სასამართლოს პრესცენტრში ვერ გვითხრეს, როდის მიიღებენ მოსამართლეები გადაწყვეტილებას რუსულ კანონზე. საუბარია შუამდგომლობაზე, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციოს სასამართლოს შეუძლია რუსული კანონი შეაჩეროს, ვიდრე ის ამ საქმეზე …

დასავლეთის დახმარება თითოეულ ქართველამდე მივიდა და აი, როგორ – ინტერვიუ

„მაშინ როდესაც რუსეთი ოჯახის წევრებს გვიხოცავდა, ჩვენს ფიზიკურ გადარჩენაზე ამერიკელი ხალხი ზრუნავდა. ვგულისხმობ დახმარებას, რომელიც მოდიოდა USAID-იდან, ამერიკის განვითარების საერთაშორისო ფონდიდან. საქართველოს ბოლო 30-წლიან ისტორიაში ჩვენი ღირსება და ჩვენი მშვიდობა დაარღვია მხოლოდ რუსეთმა. მე პირადად ოჯახის წევრები მყავს დაღუპული სოხუმში. რუსეთის წყალობით სახლიდან ვარ გამოგდებული 33 წელია. არ ვიცი საფლავები ჩემი ოჯახის წევრების. ეს ყველაფერი …

ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ – კვირის შეჯამება

მოამზადა ნათია კაპანაძემ ___ თუ კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამება გსურთ, მაშინ ჩვენი ახალი დაიჯესტი ზუსტად თქვენთვისაა. გასული კვირის განმავლობაში, 2-6 სექტემბერს, „ბათუმელები/ნეტგაზეთი“ აქტიურად განიხილავდა საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის: – რუსული კანონის საფრთხეებს, რომლებიც ძირს უთხრის სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას. – ევროკავშირთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ მხარდაჭერას, რაც მიანიშნებს ქვეყნის ევროპულ მომავალზე. – რუსულ საფრთხეს და …

“გუშინაც, გუშინწინაც და სხდომამდეც უნდა მიეღო საკონსტიტუციოს შეჩერების გადაწყვეტილება” – გიორგი დავითური

ზუსტად 5 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა განმწესრიგებელი სხდომა, სადაც ოთხი საკონსტიტუციო სარჩელის დასაშვებობაზე მსჯელობდა. საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლე სამი დღის განმავლობაში, 29-31 აგვისტოს, უსმენდა მოსარჩელეებს, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარსდგენ და სცადეს მისი დარწმუნება იმაში, რომ რუსული კანონი, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო, შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან და ანადგურებს საქართველოს ევროპულ მომავალს. ოთხივე მოსარჩელე …

არასდროს დავრეგისტრირდებით რუსული კანონის რეესტრში – ასოციაცია „ფლორა და ფაუნა“

ასოციაცია „ფლორა და ფაუნა“ უცხადებს, რომ არ დარეგისტრირდება რუსული კანონის რეესტრში. „ასოციაცია „ფლორა და ფაუნა“, არც ახლა და არც არასდროს არ დარეგისტრირდება რუსული კანონის რეესტრში. ეს ჩვენთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად მიუღებელი. შესაბამისად, ვაჩერებთ საქმიანობას ფინანსური კუთხით (რადგან დაგვაჯარიმებენ და დაგვაყადაღებენ), თუმცა თემატურად ისევ აქტიურები ვიქნებით“, – აცხადებს ორგანიზაცია და განცხადებას ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს. …

გვიკრძალავენ ქალებისა და ბავშვების დახმარებას, ამას არ შევეგუებით – „საფარი“

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს, რომ არ აპირებს დარეგისტრირდეს რეესტრში, რომელიც რუსული კანონის საფუძველზე შექმნა სახელმწიფომ. დღეს, 2 სექტემბერს, ორგანიზაციამ ამის თაობაზე განცხადებაც გაავრცელა ფეისბუქში. „საფარი“ რუსულ კანონს დაუმორჩილებლობას უცხადებს. ჩვენ, სხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების აბსოლუტურ უმრავლესობასთან ერთად, ვაგრძელებთ სამართლიანობისთვის ბრძოლას. ჩვენ არ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ გვიკრძალავენ ქალებისა და ბავშვების დახმარებას. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას …

„რუსული კანონი კლავს თავისუფალ მედიას“ – ჟურნალისტები საკონსტიტუციო სასამართლოში

„რუსული კანონი კლავს თავისუფალ მედიას“ – მაისურზე ამ წარწერით ესწრებიან დღეს, 31 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას ჟურნალისტები თავისუფალი მედიიდან. მესამე დღეა ბათუმში მდებარე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელების განხილვა. სასამართლოში კანონის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მასშტაბური პროტესტის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მიიღო, რამდენიმე სარჩელი შევიდა. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს საქართველოს პრეზიდენტი, …

რა გადაწყვიტა 2014 წელს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე – ამონარიდები

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო აგენტების შესახებ კანონის შეჩერებაზე [რომლის ანალოგიც არის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რუსული კანონი] 2014 წელს მიმართეს რუსეთის მოქალაქეებმა. რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელეების მხოლოდ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა – ადმინისტრაციული ჯარიმების ნაწილში: სასამართლოს დასაბუთებით, ადმინისტრაციული ჯარიმები არ შეესაბამება კონსტიტუციის მე-17 მუხლს, რამდენადაც – მოქმედი საკანონმდებლო რეგულირება არ იძლევა შესაძლებლობას, კანონით განსაზღვრულ სანქციით დადგენილ ქვედა …

„ქუჩაში რაც ხდება, თუ სცენაზე არ გადმოვა, თეატრი მოკვდება“ – საუბარი დათა თავაძესთან

ავტორი: ბუთა ორჯონიკიძე ____________________ „როგორც იქნა თეატრში გაისმა მაყურებლის ხმა“, – ამბობს რეჟისორი დათა თავაძე თეატრში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტზე საუბრისას. დათა თავაძე „სამეფო უბნის თეატრთან“ ერთად „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. კანონის ინიცირების და განხილვის პერიოდში „სამეფო უბნის თეატრის“ სცენაზე ფაქტობრივად გაუქმდა ტაშის ნაწილი და იქცა პატარა აქციად, სადაც მსახიობები სცენიდან …

„როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა? – წავიდეთ არჩევნებზე“

ავტორი: ნათია როყვა თამარ შელია პროფესიით მეან-გინეკოლოგია, განათლება რუსეთში მიიღო, საქართველოში კი ექიმად 23 წელი იმუშავა. თამარი მარტოხელა დედაა და ნიუ- იორკში ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, 5 წლის წინ, ამერიკაში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, გიოს გამო მიიღო – გიორგი, თამარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილია. თამარ, რა საფრთხეებს ხედავთ რუსულ კანონში, რომელიც უკვე ძალაში შევიდა? …

საკონსტიტუციომ თუ არ შეაჩერა რუსული კანონი, ეს გაანადგურებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას – კორძაია

„ამ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, საქართველო წავა დასავლეთის მიმართულებით, თუ საქართველო იცხოვრებს რუსული წესებით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უახლეს ისტორიაში,“ – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია 29 აგვისტოს ჩანიშნულ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელების განმწესრიგებელ სხდომას. რუსული კანონის შეჩერების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანილი აქვს საქართველოს პრეზიდენტს, 44 ოპოზიციონერ დეპუტატს, 121 …

საკონსტიტუციო რუსული კანონის შეჩერებას განიხილავს – 4 სარჩელი პარლამენტის წინააღმდე

საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვას იწყებს. 29-30 აგვისტოს განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყდება, შეტანილი 4 სარჩელიდან რამდენს დაუშვებენ არსებით განხილვაზე. რუსული კანონის შეჩერების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანილი აქვს საქართველოს პრეზიდენტს, 38 ოპოზიციონერ დეპუტატს, 122 მედია და არასამთავრობო ორგანიზაციას. ასევე, სასამართლოში სარჩელი დამოუკიდებლად შეიტანეს „მთის ამბებმა“ და სტუდია „მონიტორმა“ [კონსტიტუციური სარჩელები №1828, №1829, …

თანამდებობის პირები, რომლებიც დასავლეთს აშავებენ, მაგრამ ევროპულ სიკეთეებზე უარს არ ამბობენ

ეს თანამდებობის პირები – პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველი პარტიის დეპუტატები, წლების განმავლობაში იღებდნენ დასავლურ დაფინანსებას, ბევრი მათგანი სწავლობდა დასავლეთში, ბევრი მათგანის ყველაზე ახლობელი ადამიანები – ოჯახის წევრები დღემდე ევროპის ქვეყნებში ცხოვრობენ, ზოგიერთი მათგანის შვილი ევროპაში დაიბადა კიდეც, მაგრამ ამ ადამიანების ძალისხმევით და უშუალო მონაწილეობით ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაიკეტა. მათ მიიღეს რუსული კანონი – ევროკავშირმა კი …

დეპუტატები, რომლებმაც თავიანთ შვილებს ევროპული განათლება მისცეს, სხვის შვილებს კი – რუსული კანონი

სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა შვილები დასავლეთის ქვეყნებში სწავლობენ, ზოგიერთ მათგანს კი თავადაც ევროპაში აქვს განათლება მიღებული. ეს ის დეპუტატები არიან, რომლებმაც მიიღეს რუსული კანონი, ქვეყანას ჩაუკეტეს ევროპული პერსპექტივა, სხვისი შვილების ევროპული განათლება კი დიდი დარტყმის ქვეშ დააყენეს. სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ანალიტიკოსის, სალომე ბრეგვაძის შეფასებით, „ევროპული განათლება „რუსული კანონის“ …

მაღალი თანამდებობის 9 პირი, რომლებიც უცხოურ ორგანიზაციებსა და NGO-ებში მუშაობდნენ

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში 2003 წელს ხელისუფლება გარე ძალების [უკვე საჯაროდაც ამბობენ, რომ ეს გარე ძალა აშშ-ია] ჩარევით შეიცვალა. „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიის თანახმად, ამ მიზნებს გარე ძალები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით აღწევდნენ. იმ პერიოდში, როდესაც დასავლეთმა საქართველოში, როგორც „ოცნებაში“ აცხადებენ, „თავისი მარიონეტი ხელისუფლება“ მოიყვანა, რომელმაც შემდეგში – 2008 …

ანტიდასავლელი დეპუტატები, ვისი შვილებიც ევროპასა და აშშ-ი დაიბადნენ

სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვეა ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევიან, მაგრამ დასავლეთის სიკეთეებით აქამდეც რომ სარგებლობდნენ და მას შემდეგაც, რაც მათ მიერ მიღებულმა რუსულმა კანონმა და ანტიდასავლურმა პროპაგანდამ საქართველოს ევროინტეგრაციას გზა გადაუკეტა. ეს დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები დღემდე აგრძელებენ დასავლური სიკეთეებით სარგებლობას. კვლევის ავტორი, სალომე ბრეგვაძე წერს: …

„ეთიკის ქარტია რუსული კანონის მოთხოვნებს არ შეასრულებს“ – გაერთიანება 300-ზე მეტი ჟურნალისტით

2024 წლის 14 აგვისტოს ჩატარდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა რიგგარეშე კრება, სადაც გადაწყდა, რომ ქარტია არ აპირებს დარეგისტრირდეს რუსული კანონის შედეგად ამოქმედებულ „აგენტების რეესტრში“. ქარტიაში 300-ზე მეტი ჟურნალისტია გაწევრიანებული. ქარტიამ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს, 16 აგვისტოს განცხადება გაავრცელა: „კრებამ ერთხმად გაიზიარა ქარტიის საბჭოს მიერ 8 აგვისტოს სხდომაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება, ორგანიზაცია არ დაემორჩილოს „უცხოური …

რა ვერ გაკეთდება აჭარაში ევროპის ფინანსური დახმარების დაკარგვით

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ძირითადად უცხო ქვეყნებისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით ხორციელდება. ეს დახმარება არის როგორც შეღავათიანი სესხი, ასევე საჩუქარი – გრანტი. რომ არა უცხოური მილიონები, მაგალითად ბათუმში, დღესაც არ იქნებოდა გამართული წყალმომარაგება, ცენტრალური და თანამედროვე საკანალიზაციო თუ სანიაღვრე სისტემა, არ იქნებოდა ბათუმის [ჯერ დაუმთავრებელი] და ქობულეთის შემოვლითი გზები. შეღავათიანი სესხით უნდა …

„ეს საქმე კეთდება უცხო ორგანიზაციის მიერ“ – ზურაბიშვილი აფხაზეთში დაღუპულების გადმოსვენებაზე

ეს დიდი საქმე, აფხაზეთის ომში უგო-უკვლოდ დაკარგული პირების გადმოსვენება, კეთდება უცხოური ორგანიზაციის მხარდაჭერით და დაფინანსებით – განაცხადა დღეს, 6 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობის დახმარების შეჩერებას. „ასეთი მნიშვნელოვანი რამ ხდება, იმ ადამიანების გადმოსვენება, რომლებიც ამდენი წლის მანძილზე არ იყვნენ დაბრუნებულნი თავიანთი ოჯახებისთვის და არ იცოდნენ სად მისულიყვნენ, …

„ყველანაირი გრანტი მაქვს მიღებული“ – საკონსტიტუციოს თავმჯდომარე რუსულ კანონზე

„ყველანაირი გრანტი მაქვს მინაღები, ყველანაირი დაფინანსება და მხარდაჭერა…“ – გვითხრა მერაბ ტურავამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რუსულ კანონზე, რომლის წინააღმდეგაც დღეს, 29 ივლისს, უკვე მესამე სარჩელი საკონსტიტუციოში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეიტანეს. პოლიტიკოსები რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვენ მანამ, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ გზავნილი გაგვიმეორა. „სხვა ქვეყნის კარგი ინტერესების გატარება საქართველოში …

Exit mobile version