მთავარი,სიახლეები

თურქეთის საელჩომ და TIKA-მ ხულოსა და ქედაში სოციალურად დაუცველებს საკვები მიუტანეს

29.04.2020 • 1538
თურქეთის საელჩომ და TIKA-მ ხულოსა და ქედაში სოციალურად დაუცველებს საკვები მიუტანეს

ხულოსა და ქედაში მცხოვრებ 100 ოჯახს თურქეთის საელჩომ, ასევე თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტო TIKA-მ საკვები პროდუქტები გადასცეს.

საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორების თქმით, მათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს პროდუქტი. ეს ოჯახები ხულოსა და ქედის მერიის წარმომადგენლებმა შეარჩიეს.

თურქეთის საელჩოსა და ორგანიზაცია TIKA-ს მსგავსი საქველმოქმედო აქცია ჰქონდათ გურიასა და სამეგრელოში. შემდეგ ჯერზე საკვები პროდუქტების გაცემა ბათუმში იგეგმება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: