რატომ მიდიან მერები? – ინტერვიუ

ბათუმის არჩეული მერი, არჩილ ჩიქოვანი დღეს, 13 მაისს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტით გადადგა. უკვე ყოფილ მერს არც თანამდებობაზე ყოფნის დროს გაწეული მუშაობის ანგარიში ჩაუბარებია საზოგადოებისთვის და არც წასვლის მიზეზებზე უსაუბრია. არჩილ ჩიქოვანი მხოლოდ ზოგადი მადლობით შემოიფარგლა და დაწერა, რომ რჩება „ქართული ოცნების“ დიდი ოჯახის ერთგულ წევრად“. არჩილ ჩიქოვანის გადადგომამდე 4 აპრილს ასევე ფეისბუქზე დაწერილი პოსტით დატოვა …

ბათუმის ყოფილი მერის პოსტი ფეისბუქში: გთხოვთ არ ენდოთ თაღლითებს

ბათუმის ყოფილი მერი, ლაშა კომახიძე ფეისბუქზე წერს, რომ მისი სახელით ფეისბუქის ერთ-ერთი გვერდიდან, რომელზეც მისი ფოტოა გამოქვეყნებული, ადამიანებს თანხის მოთხოვნით უკავშირდებიან. „გთხოვთ არ ენდოთ თაღლითებს და არ მოტყუვდეთ!“ – წერს ლაშა კომახიძე და გვერდის დარეპორტებისკენ მოუწოდებს ფეისბუქის მომხმარებლებს. See more  

ასლან ჭანიძე მერის გადადგომაზე: თუ ზეწოლის ქვეშ იყო, გადადგომამდე უნდა ეთქვა

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა. კომახიძე ირწმუნება, რომ მან ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიიღო. გადადგომის მიზეზებზე მან არსებითი განმარტება არ გააკეთა, თუმცა დღეს გამართულ ბრიფინგზე რამდენჯერმე ახსენა „მნიშვნელოვანი პროექტები“, რომლებიც მისი წასვლის შემდეგ უნდა გაგრძელდეს ქალაქში. რაზე მეტყველებს ქალაქის არჩეული მერის გადადგომა და რა შეიძლებოდა ყოფილიყო არჩეულ მერზე ზეწოლის …

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გადადგა

დღე, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე გადადგა. ამის შესახებ მერიასთან მყოფ ჟურნალისტებს მერიის თანამშრომლებმა დაუდასტურეს. გადადგა ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც. ლაშა კომახიძე თანამდებობიდან ისე წავიდა, არც ამომრჩევლისთვის და არც მედიისთვის არაფერი აუხსნია. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მას თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს, რის სანაცვლოდაც ის „ოცნების“ პარტიულ სიაში მოხვედრას ითხოვდა. ლაშა კომახიძეს უარი უთხრეს როგორც …

არჩილ ჩიქოვანს დღეს ვიცე-მერად ნიშნავენ, ბათუმის მერის მოვალეობას ის შეასრულებს

შვებულებაში მყოფი ბათუმის მერი დღეს, 12 საათზე, მერიაში მივა და თანამშრომლებს შეხვდება. ამის შესახებ მერიის თანამშრომლებმა გვითხრეს. სამთავრობო პირების ინფორმაციით, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დღეს ოფიციალურად გადადგება. შესაძლოა, ის არც დღეს შეხვდეს ჟურნალისტებს. ლაშა კომახიძე მერის რანგში დღეს, 16 ივლისს, ბოლო ორ ბრძანებას მოაწერს ხელს: რამდენიმე ინფორმირებული პირის თქმით, ის თანამდებობიდან გაათავისუფლებს ვიცე-მერს, ჯაბა ტუღუშს …

ბათუმის მერის ნაცვლად ამერიკის ელჩი ვიცე-მერს შეხვდება – პრესსამსახური

14 ივლისს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს უნდა შეხვედროდა. შეხვედრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა, მედიისთვის დახურული იყო. „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში უთხრეს, რომ ქალაქის არჩეული მერი ამერიკის ელჩს აღარ შეხვდება. კომახიძის ნაცვლად დაგეგმილი შეხვედრა კელი დეგნანსა და ბათუმის ვიცე-მერს, ჯაბა ტუღუშს შორის გაიმართება. ჯაბა ტუღუში ამჟამად მერის მოვალეობას ასრულებს. 11 ივლისს …

ვის აწყობს ლაშა კომახიძის ჩამოშორება – ინტერვიუ

„ეს არის კიდევ ერთი მერის თანამდებობიდან გადაყენება, რითაც თვითმმართველობის ხარისხი უარესდება…“ – ასე აფასებს ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის შვებულებაში წასვლას ირაკლი მელაშვილი. ის ექსპერტია თვითმმართველობის საკითხებში და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო სამზადისის ფარგლებში თავიდან იშორებს მერებს, რომლებსაც ან არ ენდობა, ან პოპულარულები არ არიან. დღეს, 13 ივლისს ფეისბუქში პოსტი დაწერა და თანამდებობა დატოვა ხარაგაულის მერმაც. …

„ნუ ჩაჰყვები რიჟვაძეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ფსკერზე“ – ენმ ლაშა კომახიძეს

„ამ შენობაში, მეორე სართულზე, ახალგაზრდა ბიჭი ზის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რეგიონის მართვა შეიძლება ისე, როგორც სახლობანას თამაში და ხულოს მერის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ბათუმის მერი გაუშვას სახლში, ოღონდ ისე, რომ ბათუმელებს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება წაგვართვას, რომ გვყავდეს ქალაქში არჩეული მერი,“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ, დღეს, 13 ივლისს, აჭარის მთავრობის …

ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს გადადგომას სთხოვენ

ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, გადადგომას სთხოვენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ რამდენიმე ინფორმირებულმა პირმა დაუდასტურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლაშა კომახიძეს არ სურს ამ მოთხოვნის უპირობოდ შესრულება და გადადგომის სანაცვლოდ ის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის სიაში ჩასმას ითხოვს. მას ამ პირობაზე უარს ეუბნებიან. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რომელიც ასევე ინფორმირებულმა პირმა დაგვიდასტურა, ლაშა კომახიძესთან  მოსალაპარაკებლად აზერბაიჯანიდან მოქმედი ელჩი, ზურაბ პატარაძე გამოიძახეს …

ბათუმის მერი უკანონო მშენებლობებზე: მინდა, ძალიან გავამკაცრო ამ ნაწილში კონტროლი

უნებართვოდ დაშენება, აშენება ან მიშენება ბათუმში კვლავაც აქტუალურია. არჩევის დღიდან ბათუმის მერი ლაშა კომახიძე აცხადებდა, რომ მშენებლებში გააქრობდა განცდას: „მაინც შეგვრჩება“. მისივე განმარტებით, ამის მისაღწევად ჯერ ზედამხედველობის სამსახური დაუქვემდებარა არქიტექტურას, შემდეგ კი, „მეტი კონტროლისთვის“, მუნიციპალური ინსპექცია შექმნა, ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად გაზარდა ადამიანური რესურსები და ბიუჯეტი. თუმცა შედეგი მაინც არ დადგა, ბათუმში ისევ გვხვდება უნებართვო მშენებლობები. რატომ? …

„ბათუმის მერს შესაძლოა აქვს კორუფციული ინტერესი“ – საია ლაშა კომახიძის SMS-ზე

„ეს შემთხვევა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უნდობლობის გამოცხადების საფუძველი. ბათუმის მერს შესაძლოა აქვს კორუფციული ინტერესი…“ –  ამბობს სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. მისი შეფასებით, შესასწავლია, რის გამო მისწერა ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს, ბათუმის მერმა: „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“. დღეს, 29 მაისს, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა დათანხმდა ბათუმის ბულვარის ცენტრში „ამბასადორი …

მერის განმარტება საკუთარ SMS-ზე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის ტელეფონში გადაიღეს

„არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“, – წერია SMS-ში, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს, 29 მაისს, სხდომის მიმდინარეობის დროს მიიღო. კადრებში ნათლად ჩანს, რომ SMS ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ კომპანია „ამბასადორი ბათუმს“ ბათუმის ბულვარში 4-სართულიან მშენებლობის უფლება უკვე აქვს, თუმცა ამ შენობის საძირკველი მოაწყო უფრო მასშტაბური შენობის ასაშენებლად და გასული წლის ბოლოს ბულვარში …

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ამბასადორი“

დღეს, 29 მაისს, ბათუმის საკრებულომ შპს „ამბასადორი ბათუმს“ ბულვარის ცენტრში მიწა გადასცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად. დღევანდელ სხდომაზე ტელეკომპანია TV 25-მა გადაიღო კადრი, როგორ მიიღო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ SMS შეტყობინებით მითითება ბათუმის მერისგან, ლაშა კომახიძისგან „ამბასადორი ბათუმის“ შესახებ. „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“ – წერია SMS-ში, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო. კადრებში ნათლად …

როცა მერი დარბაზში იყო და მას მაინც მონიტორზე მოუსმინეს

დღეს ბათუმის მერიამ  2019 წლის ბიუჯეტის ანგარიში წარუდგინა საკრებულოს. მერი ლაშა კომახიძე თავად იყო საკრებულოში მისული, თუმცა ეს ანგარიში საკრებულოს წევრებმა მაინც ვირტუალურად, მონიტორიდან მოისმინეს. მერმა სხდომაზე ვიდეო მიიტანა, სადაც ის თავად არის გადაღებული. ვიდეოში ლაშა კომახიძე ჰყვება, რა პროექტები განახორციელა მერიამ 2019 წელს, ნაჩვენებია ასევე კადრები, თუ როგორ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორ ეცნობიან მერი …

„თუ იქნება მითითება, ჩავერთვებით“ – ბათუმის მერი პროგრამაზე, რომელიც მოზარდებს სჭირდებათ

„ამ კატეგორიის ბავშვებთან მუშაობა ყველაზე ნაკლები კომპეტენციაა თვითმმართველობის“, – გვიპასუხა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. მას კანონთან კონფლიქტში მყოფი, ასევე რთული ქცევის მქონე ბავშვების შესახებ ვკითხეთ – ხედავს თუ არა ადგილობრივი მთავრობა საკუთარ როლს, შეისწავლოს და შესთავაზოს მოზარდებს სპეციალურ პროგრამებში ჩართვა? ბოლოს, ერთ-ერთი ასეთი მოზარდის შესახებ „ბათუმელები“ რამდენიმე დღის წინ წერდა – 13 წლის გოგოზე, რომელიც …

„ეს იქნება კუპატას პროგრამა“ – ბათუმის მერია უპატრონო ძაღლების საპილოტე პროგრამას იწყებს

პირი, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანს და მათ შესაბამის პირობებში მოუვლის [აღურიცხავობის შემთხვევაში მისი აღრიცხვისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ] მერიისგან დაფინანსების სახით ერთ წელში 720 ლარს მიიღებს, რაც თვეში 60 ლარია – მერია ამ პროგრამით  ქალაქში უპატრონო ძაღლების პრობლემის გადაჭრას შეეცდება. ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თქმით, პროგრამა საპილოტეა და მომავალში მოთხოვნის შესაბამისად გადაწყვეტენ, …

ბათუმის მერი: პლაჟებს არ შემოღობავენ, დამრღვევი დაჯარიმდება

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ბათუმის მერიის მიერ ზღვისპირა პლაჟის კონკრეტული მონაკვეთის გარკვეული ვადით გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტირება მოჰყვა. „ვხედავ ცალკეული პირების მხრიდან არასწორ ინტერპრეტაციას, თითქოს ეს შემოიღობება და ასე შემდეგ“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ დღეს, 24 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე. საკითხი ეხება ბათუმის ძველ ბულვარში, ნინოშვილისა და ჟღენტის ქუჩების კვეთის …

ბათუმელი ჩინოვნიკები პარიზში გამოფენაზე ბიუჯეტის ხარჯით

აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საფრანგეთში, პარიზში არტ-კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში, ცხრა ქართველი მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა. გამოფენა 11 თებერვალს გაიხსნა და ერთ კვირას გაგრძელდება. აჭარიდან “არტ კაპიტალზე” გამოფენილია მხატვრების – აკაკი ძნელაძის, ბექა ბოლქვაძის, ბესო ბესელიას, ირინა ტორონჯაძის, სპარტაკ კუდბას, მაია ჭყონიას და კახა ნიჟარაძის ნამუშევრები. ქართველი მხატვრების გამოფენაზე იმყოფება ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საკრებულოს წევრი, ასევე …

როგორ იქცა რამდენიმე უნებართვო მშენებლობიდან მხოლოდ ერთი „მერიის პრესტიჟის“ საქმედ

„ეს არის თავხედობა, უნდა მოხდეს დემონტაჟი, ეს მერიის პრესტიჟის საქმეა“ – ასე გამოეხმაურა ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში რვასართულიანი შენობის უნებართვო მშენებლობას. ამ დრომდე არც მირიან მეტრეველს და არც მერიის სხვა თანამდებობის პირს ასე ცალსახად არ უთქვამს, რომ უკანონოდ აშენებული კორპუსი უნდა დაინგრეს. ბათუმში უკანონო მშენებლობის დაწყებისთვის გაფრთხილება-დაჯარიმების მიუხედავად, …

ბატონო პრემიერო, ეს არის ჩვენი ბოლო მომართვა – აქტივისტები რივიერას დასაცავად

საზოგადოება „ბათომი“, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ ბათუმის კონცხზე ხუთი კოშკის დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართავენ. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: მოგმართავთ ისევ „რივიერა ბათუმის“ პროექტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს დასაბუთებული არგუმენტები პროექტის მიზანშეწონილობას და რისკებთან დაკავშირებით და, …

კომახიძე გაეროს კვლევაზე, რომელიც ბათუმის კონცხზე მშენებლობას სახიფათოდ მიიჩნევს – ეს თეორიული ნაშრომია“

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ კვლევაში ნაკლებად ეყრდნობოდა პრაქტიკულ გეოლოგიურ და გეოდეზიურ კვლევებს, რისი გაკეთებაც ახლა არის კომპანიისთვის დავალებული. ასე რომ, გვაქვს 2013 წლის თეორიული ნაშრომი და, მეორე მხრივ, ჩვენ გვექნება პრაქტიკული კვლევები. ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად სანდო იქნება,“ – გვიპასუხა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მომზადებულ კვლევაზე, სადაც წერია, რომ ბათუმის კონცხზე …

ლაშა კომახიძე რივიერაზე დაგეგმილი მშენებლობების შესახებ: ქალაქს ეს სჭირდება

„ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ ქალაქს არ უნდა. ქალაქს ეს სჭირდება,“ – მიმართა დღეს, 16 ივლისს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეკრებილ ადამიანებს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ. ბათუმის საკრებულო „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების საკითხს განიხილავს. ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თქმით, ამ პროექტის განხორციელებით რეკრეაციული ზონა არ შემცირდება. მან ასევე თქვა, რომ ჰქონდა შეხვედრები კომპანიასთან და მიაღწია იმას, რომ ექვსი …

სიტყვა მომეცით, რატომ მოიყვანეთ დაცვა და არტილერია – გუჯაბიძე

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში გამოსვლა დაასრულა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. მან თქვა, რომ მხარს უჭერს ბათუმში „რივიერას“ ტერიტორიაზე მაღლივი კოშკების მშენებლობის პროექტს.  როგორც მან განაცხადა, ამაყია, რომ ეს პროექტი მისი მერობის პირობებში დაიწყება. ლაშა კომახიძემ ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ ბათუმში ამ მშენებლობით ერთმილიარდიანი ინვესტიცია შემოვა. მერის გამოსვლის შემდეგ ტრიბუნასთან მივიდა რეჟისორი შოთა გუჯაბიძე, რომელიც საზოგადოება …

ბათუმის მერი მუსლიმებთან შეხვედრის შემდეგ: დღეს მივიღეთ წინადადების უარყოფა

დღეს, 9 ივნისს, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. ბათუმის მერის კომენტარი შეხვედრის შესახებ პრესსამსახურმა წერილობით მოგვაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „პირველ რიგში, მკაფიოდ და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვერ დავეთანხმები იმ განცხადებებს, რომლებიც პრესით მოვისმინე, თითქოს შეურაცხმყოფელ შეთავაზებებს ვაკეთებდეთ. პირიქით, მინდა ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა და …

გახდა თუ არა 5-მილიონიანი ტენდერების შეწყვეტის მიზეზი უარი „ატკატზე“ – მოპასუხე ბათუმის მერია 

ინდმეწარმე დავით სიჭინავას ბათუმის მერიამ ორი მაღალბიუჯეტიანი ხელშეკრულება ისე შეუწყვიტა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილი გადაუხადა. მერიაში ამის მიზეზად უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და პროექტის პირობების დარღვევა დაასახელეს. დაკვეთის მიმღები კი მერიის მაღალჩინოსნების მხრიდან ფინანსური სარგებლის მიღების მოლოდინზე საუბრობს. არაოფიციალურად ე.წ. ატკატის ოდენობაც დაასახელეს, რაც სოლიდური თანხაა: ჯამში ორი შეკვეთის 5-მილიონიანი ბიუჯეტიდან 10 პროცენტი, …

უკანონო მშენებლობა ბათუმის მერის ბინის წინ

ბათუმში, გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების გადაკვეთაზე, საცხოვრებელი კორპუსების ეზოში, უკანონო მშენებლობა გრძელდება. აქვე მცხოვრები ადამიანების თქმით, ტაძრის გვერდით კელია შენდება, ზოგიერთი კი ამბობს, რომ საპატრიარქო მხოლოდ დამხმარე ნაგებობას აშენებს. ამ ეზოში ბათუმის მერი – ლაშა კომახიძე და ბათუმის მთავარი არქიტექტორი – მირიან მეტრეველი ცხოვრობენ, თუმცა ეზოში მერიის მიერ გაჩერებული მშენებლობა დღესაც მიმდინარეობს. ბათუმის მერიის პრესცენტრის …

მოსამართლე ახალ მეჩეთზე დავის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ: წყენა უნდა დაივიწყოთ

“სასამართლო ფიქრობს, რომ შეუძლებელია მხარეები ვერ შეთანხმდეთ. უფრო წარმოუდგენელია შეუთანხმებლობა… წარმატებებს გისურვებთ. წყენა და რამე თუ გქონდათ, უნდა დაივიწყოთ…” – მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მერიის წარმომადგენელსაც და მუსლიმი თემის დამცველ იურისტებსაც. მოსამართლემ ახალი მეჩეთის საქმის განხილვა ისევ გადადო. სასამართლო დაელოდება, რას იტყვის მუსლიმი თემი მერთან შეხვედრის შემდეგ. ბათუმის მერის ხელმოწერილი განცხადება მერიის იურისტმა გადასცა მოსამართლე …

ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ

ბათუმის მერიის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ – საუბარია კიდევ ერთ ტენდერზე, რომელიც ასევე 2015 წელს ჩატარდა. ამ ტენდერში გამარჯვებული “აჭარგანათებაა” და ბიუჯეტიდან 470 ათასი ლარი დაიხარჯა. “აჭარგანეთება” პროკურორმა რამაზ შავაძემ დღეს ახსენა, როცა ის დაკავებული მაღალჩინოსნებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობას ასაბუთებდა. პროკურორმა აღნიშნა, რომ დამატებით ახალი საქმე მიმალვის რისკს ზრდის. “დეტალებს ვერ …

მერი მუსლიმებს არ შეხვედრია, მაგრამ ამბობს, რომ დიალოგი არ ამოწურულა – რას ფიქრობენ მუსლიმები

„ჩვენთვის ბუნდოვანია ბათუმის მერის გაცხადება. მუსლიმი თემი სასამართლო პროცესის დაჩქარებას და გააქტიურებას ითხოვს. თემის პოზიცია სკეპტიკურია ბათუმის მერის მორიგ დაპირებაზე,“ – ამბობს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია „ტოლერანტობის ინსტიტუტთან“ ერთად მუსლიმი თემის ინტერესს იცავს სასამართლოში. სასამართლოში ხვალ განახლდება დავა ახალი მეჩეთის მშენებლობაზე. „ყველა მხარე ვიბრძვით იმისათვის, რომ საბოლოოდ მიღებული იყოს …

რა თქვა ლაშა კომახიძემ რივიერას ზონიდან ამოღებაზე – კმდს სხდომის ოქმის ჩანაწერი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს [კმდს] საბჭოს გაფართოებული სხდომა 2019 წლის 15 თებერვალს თბილისში გაიმართა. სხდომაზე „ქალაქ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტზე“ იმსჯელა. ამ დოკუმენტში, ბათუმის „რივიერას“ ტერიტორია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონიდან ამოღებულია, თუმცა ტერიტორიის ისტორიული ზონის საზღვრებიდან ამოღებას ეროვნული სააგენტოს 15-წევრიანი საბჭოს 13-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა. სხდომის ოქმის ჩანაწერის მიხედვით, „რივიერას“ ტერიტორიის …

„სილქ როუდ ჯგუფი“ 6 კოშკს სავარაუდოდ ვერ ააშენებს – ტერიტორია ისტორიულ ზონაში რჩება

„სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ექვსი თაუერის მშენებლობის ნებართვას სავარაუდოდ ვერ მიიღებს. მერია გეგმავს ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრები იმ შენიშვნების გათვალისწინებით წარადგინოს დასამტკიცებლად, რომელიც ცოტა ხნის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან მიიღო. ამ შენიშვნების თანახმად ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც კომპანია მშენებლობას გეგმავდა, ისტორიული დაცვის ზონაში დარჩება. დაცვის ზონაში კი …

ლაშა კომახიძე: მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემს

ბათუმის მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემს – ამის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ დღეს, 12 მარტს, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ახალი ტერმინალი უსაფრთხოების მაღალ სტანდარტზე აიყვანს ბათუმის პორტს“. ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით  გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი …

„გასაგებია, რომ ვერ ხართ ლუკა ასათიანი“ – პასუხის პასუხი ბათუმის მერს

ბათუმის მერიამ მოქალაქეების განცხადებას, რომლითაც ისინი ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, სთხოვდნენ, თავი შეეკავებინა ბათუმის ნავსადგურში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან უსაფრთხოების სრული გარანტიების მიღებამდე, ზეპირი და წერილობითი სახით ურჩია მოსაზრებების წარდგენა. ამ თემაზე: მოქალაქეები ბათუმის მერს: თავი შეიკავეთ ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან მოქალაქეების ჯგუფმა ლაშა კომახიძეს 5 თებერვალს მიმართა ოფიციალური წერილით, თუმცა მათ წერილი არა ბათუმის …

ბათუმის მერი: „სახალხო დამცველის რეკომენდაციას ვერ გავიზიარებ“

ბათუმის მერი ამბობს, რომ ვერ გაზიარებს მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, კონკრეტულ ნაკვეთზე სახალხო დამცველის რეკომენდაციას ზონის სტატუსის შეცვლის თაობაზე. ლაშა კომახიძეს სახალხო დამცველისთვის ამის შესახებ წერილობით უცნობებია  კიდეც. სახალხო დამცველმა უკანონოდ მიიჩნია ბათუმის საკრებულოს დადგენილება, რომლითაც მწვანე კონცხზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობისთვის განაშენიანების გენერალური გეგმა დამტკიცდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბათუმის საკრებულომ ეს გადაწყვეტილება მიიღო საკითხის გამოკვლევის …

როგორ გადავრჩე? – გარემოვაჭრეების ყოველდღიური საზრუნავი

ვაჭრობა ქუჩაში მათი უმრავლესობისთვის ფიზიკური გადარჩენის გზაა, ისინი დღეში 12 საათზე მეტს მუშაობენ ოჯახების სარჩენად. მათ სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ. ისინი გარემოვაჭრეები არიან და მათ ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე შეხვდებით. ბათუმის მერიაში კი მიიჩნევენ, რომ გარევაჭრობა ბათუმის იერსახეს ამახინჯებს. ბათუმელმა გარემოვაჭრეებმა, რომლებიც წერეთლის, ბერიძის და ესენინის ქუჩაზე წლების მანძილზე ვაჭრობდნენ, 28 იანვრის დილას აღმოაჩინეს, რომ სამსახურის …

ლაშა კომახიძე: ხანძრისგან მიყენებულ ზარალს უკვე ვითვლით

„ხანძარი, ფაქტობრივად, უკვე ლოკალიზებულია. ჩვენ დავაკვირდებით და დავითვლით ზარალს. ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლები დაკავებული არიან უკვე ამით,“ – განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ბერიძის ქუჩაზე. ხანძარი ამ ქუჩაზე მდებარე რამდენიმე სახლს გაუჩნდა. ბათუმის მერის თქმით, ვიზუალური დათვალიერებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 4-5 სახლი დაზიანდა. ლაშა კომახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ ეს …

Exit mobile version