ბათუმის მერი: ბათუმის პორტში საშიში ნივთიერებების ადგილი არ არის

დღეს, 14 იანვარს, სასტუმრო „ჰილტონში“ ხელი მოეწერა შეთანხმებას ამერიკულ კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის, რომლის საფუძველზეც, ბათუმის პორტში მინერალური სასუქების გადამზიდი ტერმინალი უნდა აშენდეს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევენ, რომ ის ეკოლოგიურად საფრთხის შემცველია. ხელმოწერის ცერემონიაზე „ჰილტონში“ იმყოფებოდა ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც. შესაძლო ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით მან კომენტარი „ბათუმელებთან“ გააკეთა. ლაშა კომახიძე ამბობს, …

ბათუმის მერის ანგარიშის გამო ლუკა ასათიანის ქუჩა 21:00 საათამდე გადაიკეტება

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დღეს, 26 ნოემბერს, წლის ანგარიშს წარადგენს. ანგარიში ღია ცის ქვეშ გაიმართება, რის გამოც, დღეს დილიდან  მერიის შენობის წინ, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა. როგორც მერიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს,, ქუჩა საღამოს 21:00 საათამდე იქნება გადაკეტილი. კითხვაზე – რატომ გადაწყვიტა ლაშა კომახიძემ წლის ანგარიშის ღია სივრცეში წარდგენა და ხომ არ შეუშლის სიცივე …

14 წელი და მეხუთე მერი – ბათუმი გენერალური განვითარების გეგმის გარეშე

„ბათუმი – ქალაქი, რომელიც გენგეგმის გარეშე შენდება“, – ამ სათაურით „ბათუმელებმა“ სტატია 4 წლის წინ, 2014 წელს გამოაქვეყნა. იგივე სათაური შეიძლებოდა დაგვერქვა სტატიისთვის ახლაც – ბათუმს გენგეგმა დღესაც არ აქვს. 3 ოქტომბერს საზოგადოებმა „ბათომმა“ საპროტესტო აქცია დააანონსა ქალაქის ჩაბეტონების წინააღმდეგ. ორგანიზაცია სასამართლო დავასაც აპირებს მერიის წინააღმდეგ. ლაშა კომახიძის მერობის პირობებშიც გაურკვეველია, როდის ექნება ქალაქს განაშენიანების …

აქცია მწვანე კონცხის ჩაბეტონების წინააღმდეგ – „ბათომი“ მერიას სასამართლოში უჩივლებს

საზოგადოება „ბათომი“ ქალაქის მერს ლაშა კომახიძეს საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ პრესრელიზის ტექსტს, რომელიც „ბათომმა“ გაავრცელა: „მერმა ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები, რომელიც ძველ უბანს ცათამბჯენებისგან დაიცავდა, საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა, მოგვიანებით თვითნებურად შეცვალა. დაცვის ზონიდან გაქრა ქალაქისთვის ორი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სივრცე, ბათუმის რივიერა და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიები. სწორედ იქ, სადაც …

თორნიკე რიჟვაძემ ექიმებთან შეხვედრაც დახურა – რაზე ისაუბრეს „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“

აჭარის მთავრობაში სხდომების დახურვის შემდეგ თორნიკე რიჟვაძე „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმებს მედიის გარეშე შეხვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ექიმებთან სალაპარაკოდ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და ბათუმის მერთან ერთად მივიდა. დახურული შეხვედრის შემდეგ ექიმმა გია კიკაბიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მშენებლობის დასრულების თარიღი ისევ უცნობია. ექიმებს ასევე სურდათ გაეგოთ, არის თუ არა ბიუჯეტში საკმარისი თანხა სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. …

ბათუმის მერი: ცათამბჯენებში არაფერია ცუდი, ჩვენ არ უნდა დავკომპლექსდეთ

„მე ვფიქრობ, ჩვენ, საზოგადოებაში ჩამოგვიყალიბდა გარკვეული კომპლექსი მრავალსართულიანებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა 27 სექტემბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „მთავარში“ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.  ჟურნალისტმა მას ჰკითხა, მოსწონს თუ არა კონკრეტული ცათამჯენების პროექტები ბათუმში. „მე ვფიქრობ, რომ ცათამბჯენებში არაფერი ცუდი არ არის, თუ მათ აქვთ შესაბამისი ვიზუალური და არქიტექტურული ღირსება. ის, რომ იმ სასტუმროში, რომელზეც თქვენ …

ბათუმის მერი: დატვირთულ ქუჩებზე უნდა იყოს საათობრივი პარკირება და მაღალი გადასახადი

ძველ ბათუმში პარკინგისა ავტომანქანების მოძრაობის შეზღუდვის გარდა მერია ნაკადის დასარეგულირებლად ცენტრალურ ქუჩებში საათობრივი პარკინგის დაწესებას გეგმავს, რომლის გადასახადიც, როგორც მერი ამბობს „ძვირი იქნება“. კიდევ რა გეგმები აქვთ და როგორ წარმოუდგენიათ მერიაში პრობლემის მოგვარება მაშინ, როცა პროტესტი პირველივე ცვლილებას მოჰყვა? – ამ თემაზე „ბათუმელებს“ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ესაუბრა. ბატონო ლაშა, ბათუმში მოიწონეს ძველი ბათუმის ქუჩებში პარკინგისა …

დღეს „ბათუმობაა“ – ქალაქის მერი და მუნიციპალური სამსახურები ევროპის მოედანზე

„ბათუმობა 2018“ დილის ათი საათიდან დაიწყო. ევროპის მოედანზე ქალაქის მერიის მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები შეიკრიბნენ და მათ ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ „ბათუმობა“ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქალაქზე ზრუნვისთვის. ბათუმის მერიას 23 მუნიციპალური ორგანიზაცია აქვს. „ბათუმობა“ დღეს, პირველ სექტემბერს უკვე დღის ორი საათიდან გაგრძელდება ძველი ბათუმის ქუჩებში –  14:00-დან 19:00 საათამდე ზვიად გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, ვახტანგ გორგასლის, …

„ბათომი“ ახალ პროექტს იწყებს – მერია თანამშრომლობისთვის მზადაა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“, რომელიც უკვე წლებია კულტურული მემკვიდრეობისა და ქალაქმშენებლობის საკითხებზე მუშაობს, ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობა. „ბათომის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების ჩართულობით, ბათუმის მერიისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად, სახელმწიფო უწყებების ერთიანი და მდგრადი ურბანული პოლიტიკა შემუშავდება. პროექტი „აღმოსავლეთ-დასავლეთის  მართვის ინტიტუტის“ ხელშეწყობით განხორციელდება და 14 …

როდის გამოაცხადებს მერია ტენდერს სივრცით-ტერიტორიული სქემის მომზადებაზე

სივრცით-ტერიტორიული სქემის მომზადებაზე ბათუმის მერიას ელეტრონული ტენდერი ივლისის დასაწყისში უნდა გამოეცხადებინა, ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“  მერმა ლაშა კომახიძემ მიაწოდა: „ფაქტობრივად, უკვე გვაქვს სივრცითი მოწყობის გეგმარებითი ტექნიკური დავალება, ეს დოკუმენტი დასრულებულია. მომზადდა ჩვენი სამსახურის და კონტრაქტით აყვანილი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც საბოლოოდ იქნება განმაპირობებელი იმ გეგმარებითი დავალების, რაც ჩამოაყალიბებს თუ რა …

ზურაბ პატარაძის და ლაშა კომახიძის ვიზიტი ნახიჩევანში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე ვასიფ თალიბოვთან და რეგიონის სხვა ხელმძღვანელ პირებთან. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აზერბაიჯანულ მედიასთან განაცხადა, ნახიჩევანის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები სტრატეგიული პარტნიორები და დამეგობრებული რეგიონებია, ვიზიტის მიზანი კი არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო …

ბათუმის მერი ქალაქში მიტაცებულ ტროტუარებზე: ხშირ შემთხვევაში ჯარიმა არაადეკვატურია

„ძალიან მალე, ვფიქრობ არაუგვიანეს ამ თვის ბოლოს, ავამოქმედებთ ახალ ვებ ინსტრუმენტს ჩვენს ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება შევიდეს და ნახოს, კონკრეტულ ადგილზე რა სავაჭრო ნებართვებია გაცემული – იქნება ეს ღია კაფეები, სხვა ტიპის ვაჭრობა, წერტილოვანი ვაჭრობა – ვთქვათ, წვენის აპარატები, ნაყინის დახლები თუ სხვა. აქვე, პირველ ეტაპზე თუ არა, უმოკლეს ხანში მაინც იქნება ატვირთული შესაბამისი …

როგორ აპირებს ბათუმის მერი უნებართვო მშენებლობების აღკვეთას

ბათუმის მერიამ აჭარის უმაღლეს საბჭოს კანონმდებლობაში ცვლილებასთან დაკავშირებული პროექტების მომზადება სთხოვა და დასახელებულ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემის გადაჭრის საკუთარი ხედვა შესთავაზა. მერიაში მიიჩნევენ,  რომ ცვლილებები ბათუმში რამდენიმე მწვავე პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს. მერიის მიერ დასახელებული პრობლემების ჩამონათვალშია უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული მშენებლობები, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ მერიის დადგენილების აღსრულება, …

ბათუმის მერის სათათბირო საბჭოს განახლებული შემადგენლობა

ბათუმის მერმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი სათათბირო საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა. საბჭო 12 წევრს აერთიანებს. მერის მრჩეველთა საბჭოს შექმნას არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ითვალისწინებს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ამხანაგობები და  ბათუმის მოსახლეობის წარმომადგენლები. ეს არის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება ათი წევრისგან, სადაც ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ …

ბათუმის მერი პლაჟზე დაგეგმილ რესტორანზე: „იქ არ არის არავითარი ჩიხირთმა და ჩახოხბილი“

პლაჟზე დაგეგმილი სარესტორნო ინფრასტრუქტურა ბათუმში განსჯის საგანი ბევრჯერ გახდა. ამ თემას სოციალურ ქსელშიც ხშირად ეხმაურებიან. „ამ აჟიოტაჟის შესახებ“, როგორც თვითონ ამბობს, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემაც იცის. ის მიიჩნევს, რომ კითხვებს არასწორი მისამართიდან სვამენ: „ბათუმის მერია განიხილავს კონკრეტულ არქიტექტურულ პროექტს. პროექტზე ნებართვის მიცემა ერთია და იმ კონცეფციის მიღება ან არ მიღება, თუ რამდენად მისაღებია მისთვის ზღვის …

კომახიძე გარემოვაჭრეებს: დღეში ერთ საათს მოვალ და დაგიდგებით დახლთან გამყიდველად

„ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე გეტყვით აქ. დღეში ერთ საათს მოვალ და დაგიდგებით დახლთან გამყიდველად იმისთვის, რომ ეს იყოს რეკლამა, მოვიდეს ხალხი და იყიდოს თქვენგან. მეტი ვერაფრით ვეღარ დაგიდგებით გვერდით… ან უნდა გადახვიდეთ, ან უკვე ჩვენ მივმართავთ იმ ზომებს, რა ზომებითაც აღვკვეთთ იქ ყველაფერს“, – ამ სიტყვებით ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ იმ გარემოვაჭრეებს მიმართა, რომლებიც დღეს, 29 …

ბათუმის საკრებულოს წევრი: მერიის ორგანიზაციები საჯარო ინფორმაციას არ გვაწვდიან

ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაციას ვერ იღებს. ეს განცხადება მან დღეს, 7 მაისს, ჟურნალისტებთან გააკეთა. „ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“  შესყიდვების გეგმასთან დაკავშირებით, მან მოგვაწოდა ინფორმაცია კოდებით, რაზეც ჩვენ წვდომა არ გვაქვს და, ბუნებრივია, ვერ მივიღეთ ის ინფორმაცია, რაც გვაინტერესებდა. ასეთივე დაშიფრული ინფორმაცია …

ფონდი „ქართუს“ საჩუქარი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს

[checklist] ვიზიტორთა ცენტრი და ახალი ავტოსადგომები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში [/checklist] აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთად, ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ახალი ინფრასტრუქტურული სამუშაოები  დაათვალიერა. სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ რამდენიმე თვეა აწარმოებს. ბაღის სხვადასხვა ზონაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები რეგიონის ხელმძღვანელს ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ დეტალურად გააცნო. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მაშინ როდესაც საუბარია …

ლაშა კომახიძემ ბათუმის მერიის ორ სამსახურში ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ჯუმბერ კობალაძე უხელმძღვანელებს. ჯუმბერ კობალაძე 2010-2014 წლების მოწვევის ბათუმის საკრებულოს წევრი იყო.  2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი ჯუმბერ კობალაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მეათე ნომერი იყო, თუმცა საკრებულოში შესვლა ვერ შეძლო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სერვისების სააგენტო ზედამხედველობას გაუწევს სერივისცენტრებს, რომელთა შექმნასაც მერია ტერიტორიულ ორგანოებში გეგმავს და ასევე, მშენებლობაზე ზედამხედველობის …

ბათუმის მერია ბიზნესცენტრის დაპროექტებაში 50 ათას ლარს გადაიხდის

ბათუმის მერია ინდუსტრიულ ზონაში, მდინარე ჭოროხისპირას, 5 ჰექტარზე, ბიზნესცენტრის შექმნას გეგმავს. ბიზნესცენტრის შექმნის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში მერია 50 ათასამდე ლარს გადაიხდის. სწორედ დაპროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის  შედგენის შემდეგ გაირკვევა, თუ რამდენი დაუჯდება ქალაქის ბიუჯეტს ბიზნესცენტრის მოწყობა. „ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნა იმ პროგრამის ნაწილია, რომლის განხორციელებასაც მერია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გეგმავს“, – განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ …

„ოცნებას“ ბათუმში ლაშა კომახიძე უხელმძღვანელებს

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციას უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება დღეს, 23 აპრილს, „ქართული ოცნების“ რეგიონალურ კონფერენციაზე იქნა მიღებული. ამ დრომდე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირაკლი ჭეიშვილი იყო. მას უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა.

ბათუმში „ქართული ოცნების“ ახალი ხელმძღვანელი ლაშა კომახიძე იქნება

ორშაბათს, 23 აპრილს ბათუმში „ქართული ოცნების“ ახალი ხელმძღვანელი უნდა აირჩიონ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში ქართულ ოცნებას“ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე უხელმძღვანელებს. მმართველი პარტიის ყრილობას, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება. შეხვედრა სასტუმრო „შერატონშია“ დაგეგმილი. ამ დრომდე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჭეიშვილი იყო. მას უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა.    

ტარიელ ნაკაიძე: მერის შემოთავაზება დისკრიმინაციულია და აშკარა ლუსტრაცია იყო

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერის მიერ ინიცირებული მოლაპარაკების პროცესს აფასებს. განცხადებაში, რომელიც დღეს, 20 აპრილს, საინიციატივო ჯგუფმა გაავრცელა, ნათქვამია: „ჩვენ დასაწყისშივე მივესალმებით ახლადარჩეული მერის მიერ გამოხატულ პოლიტიკურ ნებას და ინიციატივას ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით დაწყებული სასამართლო დავის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის თაობაზე. მუსლიმი მრევლის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის …

ბათუმის მერი: უკანონო მშენებლობის „გაპრავება“ აღარ მოხდება

უკანონოდ აშენება-მიშენების ფაქტები ბათუმში ისევ ხშირია. ასეთი მშენებლობები მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაფრთხილებისა და დაჯარიმების მიუხედავად მაინც გრძელდება. ბათუმში ამ დრომდე არსებული პრაქტიკით კანონდამრღვევი მოქალაქეები და სამშენებლო კომპანიებიც იმედოვნებენ, რომ უკანონოდ აშენებულ ფართობებს მერია მოგვიანებით დააკანონებს. მსგავსი ფართობების დაკანონების შესაძლებლობას კანონმდებლობა მერიას აძლევს, შესაბამისი პროექტის წარდგენის შემთხვევაში. ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე არ უარყოფს, რომ პრობლემა …

ბათუმის მერი ზოოკუთხის გადატანას ჩაქვში გეგმავს

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, ფეისბუქში ბათუმის ზოოკუთხის გადატანის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ბათუმის ზოოკუთხე ბოტანიკურ ბაღთან ახლოს უნდა გადავიდეს. მერის მიერ ფეისბუქში გავრცელებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ქალაქ ბათუმში ახალი ზოოპარკის მშენებლობის ტერიტორიის განსაზღვრისა და ზოოპარკის მშენებლობასთან დაკავშირებით, დაგეგმილია პროექტის წარდგენა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ცენტრალური …

ბათუმში ელექტროავტობუსების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება

აჭარის მთავრობის ვიზიტი ჩინეთის ქალაქ სიანიანში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად, 25-26 მარტს სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ზურაბ პატარაძე და ლაშა კომახიძე ჰუბეის პროვინციის ქალაქ სიანიანის მუნიციპალური მთავრობის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას სიანიანის მუნიციპალური მთავრობის მერი, მუნიციპალური პარტიის კომიტეტის მდივანი, მერის მოადგილე, მთავრობის მდივანი, სიანიანის საგარეო …

მერია ძველი ბათუმის ეზოების ეკონომიკურ პოტენციალს შეისწავლის

ძველ ბათუმში ეზოების განვითარების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ბათუმის მერია ეკონომიკური პოტენციალის კვლევას შეისყიდის. კვლევისთვის ბიუჯეტში 20 000 ლარს გაითვალისწინებენ. მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, კვლევის ჩატარების მიზნით ორგანიზაციის შესარჩევად  მერია ტენდერს გამოაცხადებს. კვლევის მიზანი იქნება სახასიათო ეზოების შერჩევა, დაინტერესებული მოსახლეობის დახმარება ბიზნესის დასაწყებად საჭირო უნარ-ჩვევების შესაძენად, ბიზნესგეგმების შედგენა და მათი განხორციელებისათვის ინფრასტრუქტურული …

ლაშა კომახიძე „ქართულ მარშზე“: ეს ადამიანები არ იყვნენ მოსული პოლიტიკური განცხადებებით

„ეს იყო ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იყო მოსული კომუნიკაციის გარკვეული პრობლემის გამო, ძალიან ნორმალური და მშვენიერი მოთხოვნით, რომელიც ეხებოდა ქალაქ ბათუმში აღმაშენებლის ძეგლის დადგმის პერსპექტივას,“ – აცხადებს ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე. ბათუმის მერი ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის ბრიფინგს გამოეხმაურა. მირდატ ქამადაძემ თქვა, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და მერი უნდა გაემიჯნონ „ქართულ მარშს“ და …

ბათუმის მერი: ველოსისტემების მოწყობა 2018 წელს ჩვენი პრიორიტეტი არ არის

დღეს, პირველ მარტს, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, თავისი ასდღიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის მოსმენა ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მერს კითხვებიც დაუსვეს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთმა მოქალაქემ მერს ქალაქში ველოსისტემის  პრობლემაზე ჰკითხა. მოქალაქემ აღნიშნა, რომ წინა წლებში ქალაქში ველოსისტემა ბევრად უფრო გამართული იყო, დღეს კი, ფაქტობრივად, მწყობრიდან არის გამოსული როგორც ველოსიპედები, …

ბათუმის მერი ამბობს, რომ იაფი სახლის აშენება მისი პირადი ღირსების საკითხი გახდა

„იაფი სახლის სატენდერო დოკუმენტაცია წესრიგდება და შევძლებთ ამ პროექტის ბოლომდე მიყვანას. ბენეფიციარების შერჩევაც მალე დაიწყება,“ – თქვა ლაშა კომახიძემ დღეს, თავისი 100 დღის ანგარიშის წარდგენისას. ბათუმის მერია უკვე რამდენიმე წელია პირობას დებს, რომ იაფ სახლს ააშენებს. მერიამ რამდენჯერმე გამოაცხადა ტენდერი და გამარჯვებულიც კი გამოავლინა. ერთ-ერთი ბოლო ტენდერი 2018 წლის თებერვალში ჩაიშალა. მთელ ამ პროცესში უპრეცედენტო ფაქტიც …

ლაშა კომახიძე: K2-ის დარღვევაზე ჯარიმები უნდა გაიზარდოს

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, K2-ის დარღვევაზე [მშენებლობის სიმაღლეში განსაზღვრულზე მეტით ზრდა]  ჯარიმების გაზრდის ინიციატივით გამოდის. მერს დღეს არ უთქვამს, თუ რამდენით აპირებენ ჯარიმების გაზრდას. “ზედმეტად დაშენებული სართულები ყველასთვის პრობლემაა. არის დეველოპერების კატეგორია, ვინც ყველა შესაძლო მეთოდს იყენებს, რომ როგორმე დაამატოს სართული. უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ ამ კომპანიებამ ვერასოდეს ვერ დაიკანონონ ასეთი შენობები სერიოზული ჯარიმების გარეშე. ეს უნდა …

მერიამ შპს საკუთრების შემოღობვისთვის დააჯარიმა – კომპანიის საჩივარი

კომპანია „ავრასია ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტი“ [ყოფილი „სტარ“] ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის იმ წერილის გაუქმებას ითხოვს, რომელიც კომპანიის განცხადებით, „არ არის მართებული“. მერის უარი კომპანიამ ბათუმში, გოგებაშვილის 62-ში, მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის შემოღობვის ნებართვაზე მიიღო. კომპანიაში  აცხადებენ, რომ მერის უარი დაუსაბუთებელია. გოგებაშვილის ქუჩაზე, 62-ში მდებარე 6200 კვ/მ ტერიტორია [კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ, პორტის ადმინისტრაციული შენობის წინ] 2017 …

ლაშა კომახიძე ახალი მეჩეთის მშენებლობაზე: შესაძლოა, პროცესი სასამართლოს გარეშე დასრულდეს

ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, მოლოდინი აქვს, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი სასამართლოს გარეშე გადაწყდება. მეჩეთის მშენებლობის საკითხის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს იმ მოტივით გადადო, რომ ბათუმის მერმა მუსლიმ თემთან მოლაპარაკების გამართვის სურვილი გამოხატა. „სასამართლო პროცესი არის მოცემულობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა. მთავრობის თავმჯდომარეს არაერთხელ განუცხადებია და მეც მითქვამს, რომ შეიძლება ეს პროცესი დასრულდეს ყოველგვარი …

„ბათუმობა“ შესაძლოა 28 აპრილს აღინიშნოს

ბათუმის მერია აპირებს საკრებულოს მიმართოს ბათუმობის დღესასწაულის თარიღის შეცვლის ინიციატივით. თუ საკრებულო ინიციატივას მხარს დაუჭერს, ბათუმობა არა სექტემბრის დასაწყისში, არამედ 28 აპრილს აღინიშნება. „იმ შემთხვევაში, როცა 28 აპრილი არ დაემთხვევა შაბათ-კვირას, ქალაქის დღესასწაული აპრილის ბოლო შაბათს ან კვირას აღინიშნება, დასვენების დღეებში,“ – განმარტავენ ბათუმის მერიის პრესსამსახურში. 28 აპრილს ბათუმობის აღნიშვნა ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინიციატივაა …

სარეკრეაციო ზონაში სასტუმროები და საეკლესიო ობიექტები არ უნდა აშენდეს – პეტიცია საკრებულოს

მოქალაქეები ბათუმში სარეკრეაციო ზონაში დასაშვები სახეობებიდან რესტორნების, კაფეების, სასტუმროებისა და საეკლესიო ნაგებობების ამოღებას პეტიციით ითხოვენ. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მათ მოსაზრებას ნაწილობრივ, იმ შემთხვევაში იზიარებს, თუ ასეთი მშენებლობა მწვანე ნარგავების ხარჯზე იგეგმება. საკრებულო ამ საკითხის კენჭისყრას ხვალ, 15 თებერვლის სხდომაზე გეგმავს. ბათუმის საკრებულოს 50-ე მოქმედი დადგენილებით განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ, სარეკრეაციო ზონაში პარკების, სკვერების, ბულვარებისა …

ბათუმის მერი: როდის უნდა აღინიშნოს ,,ბათუმობის” დღესასწაული?

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, სახალხო დღესასწაულის „ბათუმობის“ აპრილში ჩატარების ინიციატივა სოციალურ ქსელში გააჟღერა. იდეის შეფასებას ის საზოგადოებას სოციალურ ქსელშივე სთხოვს: „ბათუმობა ყოველი სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას აღინიშნება. თარიღი დაკავშირებულია ბათუმში 1888 წლის 25 აგვისტოსა და 2 სექტემბერს ჩატარებულ ხმოსანთა პირველ არჩევნებთან. აღსანიშნავია, რომ 1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს ბათუმისათვის ქალაქის …

Exit mobile version