შეჩერდება თუ არა ნგრევა ძველ ბათუმში – ინტერვიუ ბათუმის მერთან

ბათუმის მერია ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონის დამტკიცებას გეგმავს. დოკუმენტი მერიის დაკვეთით „გეოგრაფიკმა“ 2007 წელს მოამზადა, ხოლო მისი ნაწილი 2017 წელს განაახლა. ლაშა კომახიძესთან შეხვედრაზე დღეს „ბათომმა“ დოკუმენტის თავდაპირველი ვერსიის იმ ორ თავზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც განახლებული ვარიანტიდან ამოღებულია. რა ცვლილებები იგეგმება განაშენიანების კუთხით ბათუმში? – ამ და სხვა საკითხებს ლაშა კომახიძე „ბათუმელებთან“ დამატებით განმარტავს. ბატონო …

ბათუმის მერის იდეა: 10 000 ლარი ძველი ბათუმის ეზოებში კომერციული პროექტებისთვის

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ,  არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან შეხვედრისას ახალი იდეის შესახებ განაცხადა.  მერის თქმით, პროექტის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი ძველ ბათუმში მდებარე ეზოების კომერციულ დატვირთვაზე. კონკურსში გამარჯვებული კი 10 000 ლარით დაფინანსდება. მერმა ასეთ წარმატებულ მაგალითად „დელირია“ დაასახელა, ისტორიული სახლი ძველ ბათუმში, რომლის მეპატრონემაც სახლში კაფე-რესტორანი გახსნა. პროექტის შესახებ სხვა დეტალები ბათუმის მერს არ დაუზუსტებია. …

ბათუმის მერის გეგმა ძველი ბათუმის გადასარჩენად

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მერმა აჭარის მთავრობასთან მუშაობის შედეგად შემუშავებული პროექტი წარმოადგინა ქალაქის ისტორიული განაშენიანების სპეციალურ ზონაში. კერძოდ: • პროექტის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე 12 მეტრი; • დახვეწილი არქიტექტურა შესაბამისი ვიზუალური სტანდარტით; • მუნიციპალური პროგრამა ისტორიული ზონის განაშენიანების სპეციალური ზონის მცხოვრებლებისთვის.  როგორც მერმა განაცხადა, მუნიციპალიტეტი იწყებს ისტორიულ ბათუმში …

ლაშა კომახიძე მერიის მანქანების გადაადგილებას გააკონტროლებს

დღეიდან ბათუმის მერიის „საქმეზე გასული“ მოადგილეები და სამსახურების უფროსები გზიდან გადახვევას ვეღარ შეძლებენ და თუ ასე მოხდება, ამას აუცილებლად გაიგებს მერი. ბათუმის ახალარჩეული მერი, ლაშა კომახიძე, მერიის ბალანსზე რიცხული მანქანების გადაადგილების გაკონტროლებას საკუთარი მობილური ტელეფონითაც კი შეძლებს. ამაში მას ახალი სპეციალური მოწყობილობა GPS-ი დაეხმარება. GPS მომსახურება ბათუმის მერიამ 2018 წლის 15 იანვარს გამარტივებული წესით 3 …

ვოლიერებში დაღუპული ცხოველები – ბათუმის მერი ზოოკუთხის მომავალზე

ბოლო ცხოველი, რომელიც ორი კვირის წინ ბათუმის ზოოკუთხეში მოკვდა, ირემი აქსისი იყო. ჯამში კი, 6 მაისის პარკში მდებარე ზოოკუთხეში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 40-მდე ცხოველი დაიღუპა. რა პერიოდულობით და რამდენი ცხოველი – ამის თაობაზე ადმინისტრაციაში არ საუბრობენ. ზოოკუთხის ადმინისტრაცია ამ დრომდე პრობლემებზე არ საუბრობდა და ამბობდა, რომ ცხოველთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგანგაშო არ იყო. ზოოკუთხე „ტურისტული ობიექტების …

ვინ აძლევს ბათუმს მილიონებს ძეგლების გადასარჩენად – ლაშა კომახიძის განმარტება

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, არ ასახელებს ორგანიზაციას, რომელთანაც, მისივე თქმით, მოლაპარაკებები აქვს რამდენიმე მილიონის გამოყოფასთან დაკავშირებით, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ძეგლის დაცვის ზონაში მდებარე ისტორიული სახლების გადასარჩენად. ამ ორგანიზაციაზე მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, სადაც პასუხი გასცა „ბათომს “ ღია წერილზე. „ბათუმელებმა“ ლაშა კომახიძეს კიდევ რამდენიმე საკითხის დაზუსტება სთხოვა. ბატონო ლაშა, მინდა გთხოვოთ …

შოთა გუჯაბიძე: „მერმა გადაწყვიტა, საკონტროლო გასროლით მოვეთავებინეთ“

„რატომ ცდილობთ შექმნათ აგრესიული ფონი?“, „თანამშრომლობისთვის გამოწვდილ ხელს კბენთ და ღრღნით?!“, „მე თქვენზე ჯერ ხელი არ ჩამიქნევია“, – ეს არის ის ციტატები ფეისბუქზე დაწერილი ვრცელი პოსტიდან, რითაც ბათუმის არჩეულმა მერმა საზოგადოება „ბათომის“ წევრების მიმართ. ამის მიუხედავად ლაშა კომახიძე წერს, რომ „ეს იყოს პროლოგი მომავალი შეხვედრისთვის“. ლაშა კომახიძემ პოსტი კულტურული მემკვიდრეობის დამცველ ორგანიზაციას მას შემდეგ მიუძღვნა, რაც …

„მე თქვენზე ჯერ ხელი არ ჩამიქნევია“ – ლაშა კომახიძე „ბათომს“ პასუხობს

ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში საზოგადოება „ბათომს“ პასუხობს. „ბათომმა“ დღეს ღია წერილი გაავრცელა და ლაშა კომახიძეს მოუწოდა გაიღოს ძალისხმევა ისტორიული თუ კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. ბათუმის მერი სოციალურ ქსელში სწორედ ამ მიმართვას გამოეხმაურა. მერის მიერ გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „მინდა გამოვეხმაურო ორგანიზაცია „ბათომის“ და მისი ცალკეული წევრების მიერ სოციალურ ქსელში წარმოებულ კამპანიას ბათუმის …

ისტორიულ ქალაქს მხოლოდ ძეგლის სტატუსის მქონე შენობები არ ქმნიან – „ბათომის“ ღია წერილი მერს

ორგანიზაცია „ბათომი“ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, ღია წერილით მიმართავს და ძველი ბათუმის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობების, ეგრეთ წოდებული ფონური ნაგებობების, ისტორიული სახლების დემონტაჟის გაცემული ნებართვების გადახედვას და ძველი ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის დამტკიცებას სთხოვს.  „ბათუმელები“ ორგანიზაციის ღია წერილს სრულად გთავაზობთ. „ბატონო ლაშა! 2018 წელს, თქვენი მერად არჩევის შემდეგ, ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონაში  ისტორიული სახლების დემონტაჟი ინტენსიურად …

ბათუმის მერის ხელფასი 4500 ლარი იქნება

ბათუმის მერის თანამდებობრივი სარგო 2750 ლარის ნაცვლად 4500 ლარი იქნება, ვიცე-მერი 3600 ლარს აიღებს, მერის მოადგილე – 3400 ლარს. თანამდებობრივი სარგოების პროექტს ხვალ, 18 იანვარს უნდა უყაროს კენჭი ბათუმის საკრებულომ. აქამდე ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობრივი სარგო თვეში 2150 ლარს შეადგენდა, მერის მოადგილის – 2050 ლარს. მერიაში თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება იზრდება, თუმცა ისინი დანამატებს აღარ მიიღებენ. …

ბათუმის მერი: ბაღების დაფინანსების სისტემა შეიცვლება

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე მიიჩნევს, რომ ბაღების დაფინანსების საკითხი გადასახედია. როგორც მერი ამბობს, „გადახედვაში“ გულისხმობს დაფინანსების სისტემაში ცვლილებას. „ჩვენ რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ვარიანტზე, ვაუჩერიზაციაზე, ასევე, იმაზე, დავტოვოთ თუ არა ბაღები სრულიად უფასო ან თანადაფინანსებით მშობლების მხრიდან. სამივე ვარიანტი განხილვაშია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ლაშა კომახიძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია პირადად მერის …

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე აინთო (ვიდეო)

დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარი ნაძვის ხე  21:00 საათზე აინთო. ნაძვის ხის ანთებამდე ბათუმელებს ქალაქის მერი ლაშა კომახიძე მიესალმა. საახალწლო ნაძვის ხე ბათუმში ბავშვებმა აანთეს. მერის თქმით, 2017 წელი იყო ბევრი წარმატებისა და ასევე ტკივილის წელიც. ქალაქის მერის თხოვნით, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპული  ადამიანების ხსოვნას წუთიერი პატივი მიაგეს. ნაძვის ხის ანთებამდე ევროპის …

შევინარჩუნებ ინტრიგას – ბათუმის მერი ქალაქის საახალწლო სამზადისზე

როგორი საახალწლო განათება ექნება წელს ბათუმს – ამ საკითხით დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაინტერესდა. მან სთხოვა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ინფორმაცია საახალწლო განათებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ბათუმის მერის ინფორმაციით, საახალწლო განათებასთან დაკავშირებული სამონტაჟო სამუშაოები 25 დეკემბერს უნდა დასრულდეს. საერთო ჯამში 37 ქუჩაზე დაამონტაჟებენ საახალწლო განათებებს. აქედან 111 ახალი კონსტრუქცია იქნება, …

ბათუმის მერი: დაზარალებულ ოჯახებს დღესვე გავიყვანთ

ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე, სამსართულიან სახლში ძლიერი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია. აფეთქებამ სახლი დააზიანა და მიმდებარე კორპუსებში ფანჯრები ჩაამსხვრია. შემთხვევის ადგილზე ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე იმყოფებოდა, რომლის თქმითაც, დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარებიან: „სამსართულიანი სახლია, დაახლოებით ცხრა ოჯახი გვეყოლება გასაყვანი, უკვე მომზადებულია სასტუმროები, რომ დღესვე გავიყვანოთ ოჯახები. ხუთი ადამიანია დაშავებული, რამდენადაც ვიცით, ყველანი …

ლაშა კომახიძე მერიის ანსამბლის რუსეთში გასტროლების დაფინანსებაზე

გასულ წელს ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის შესაძლო გასტროლზე რუსეთის ქალაქებში საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა. მერიაში განმარტეს, რომ ღონისძიების შესახებ, რომელიც საკრებულოსთვის განსახილველად გადაგზავნილ ბიუჯეტის პროექტში  იყო ჩაწერილი, მერთან შეთანხმებული არ ყოფილა. ვიზიტი ჩაიშალა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რას გადაწყვეტს ბათუმის ახალარჩეული მერი თუ მერიის რომელიმე ორგანიზაცია რუსეთში მიწვევას ისევ მიიღებს: დააფინანსებთ თუ არა მუნიციპალური ანსამბლების რუსეთში …

ლაშა კომახიძის ხედვა მერიის ბიუჯეტიდან ვახშმების დაფინანსებაზე

რა დამოკიდებულება აქვს ბათუმის ახალარჩეულ მერს ისეთი ღონისძიებების დაფინანსებაზე, როცა ღონისძიების მთავარი ნაწილი ვახშამია, როგორიც იყო, მაგალითად, „პაემანი ბათუმთან“. ან ისეთი კომერციული ღონისძიებების დაფინანსებაზე, როგორიც იყო „აჭარა ფეშენ ვიკი“ და „მისტერ პლანეტა“.  ამ თემებზე ლაშა კომახიძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ამ ღონისძიებების ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილებას წინა წლებში არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ და არამიზნობრივ ხარჯად აფასებდნენ. ბატონო ლაშა, იყო …

ბათუმის ახალი მერის პირველი სამუშაო დღე

ბათუმის ახალი მერი, ლაშა კომახიძე უფლებამოსილების შესრულებას დღეს, 13 ნოემბერს შეუდგა. სამუშაო კაბინეტში მას ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი დახვდა, რომელმაც მიმდინარე პროექტები გააცნო. „ჟურნალისტებისთვის ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება,“ – აღნიშნა ახალმა მერმა.

ბათუმის ახალ მერს ყოფილმა მერმა ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა

„გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა ეს ლამაზი ტრადიცია, მოქმედი მერის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი მერის უფლებამოსილების შედგომა. ეს ახალი ტრადიციაა და იმედია მას ბათუმის ახალი მერი, ლაშა კომახიძე გააგრძელებს. მე მინდა მას გადავცე სიმბოლური გასაღები, რომელსაც აწერია ქალაქი ბათუმი და რომელზეც გამოსახულია ლოგო. მინდა მას ვუსურვო ქალაქის საკეთილდღეოდ ბევრი საქმის კეთება თავის გუნდთან ერთად“ – განაცხადა ბათუმის უკვე …

ბათუმის მომავალი მერი საკადრო პოლიტიკაზე: „ძალიან გაბედული ვარ გადაწყვეტილებებში“

შესთავაზებს თუ არა თანამშრომლობის გაგრძელებას ბათუმის ახალი მერი მოქმედი მერის – გიორგი ერმაკოვის მოადგილეებს, ამაზე ლაშა კომახიძე ჯერ არ საუბრობს. „მოადგილეებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კონკრეტული პასუხისგან, იმიტომ, რომ  არის გარკვეული საკითხები, რომლებშიც უფრო ღრმად მჭირდება ჩახედვა,“ – ამბობს ლაშა კომახიძე. რაც შეეხება სამსახურების უფროსებს, უკვე ცნობილია, რომ ბათუმის ახალ მერს სამსახურში ჯერ კიდევ …

როდის დაიწყებენ ახალი მერი და საკრებულო მოვალეობის შესრულებას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტის, მირზა მამულაძის განმარტებით, ახლად არჩეული მერი და საკრებულო, კანონის მიხედვით, უფლებამოსილების განხორციელებას ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ერთ თვეში დაიწყებს. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამების შემდეგ, 30 დღის ვადაში. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია დაადასტურებს …

როგორ შეხვდა „ქართული ოცნება“ ბათუმში ეგზიტპოლის შედეგებს [ფოტო]

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში მეორე ტური არ გაიმართება და ქალაქის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ლაშა კომახიძე იქნება. წინასწარი მონაცემებით, ლაშა კომახიძემ არჩევნებში ამომრჩეველის ხმათა უმრავლესობა, 54,86 პროცენტი მიიღო. 21 ოქტომბრის საღამოს, ბათუმის მერობის კანდიდატი თავის მხარდამჭერთა კლუბში, ეგზიტპოლების შედეგებს რეგიონის პირველ პირებთან ერთად ელოდა. 20:00 საათზე, როცა საარჩევნო უბნები დაიკეტა, „ლაშას მხარდამჭერთა კლუბში“ დიდ ეკრანზე …

რას უპირებს ლაშა კომახიძე პარკირებას და გამწვანებას

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე ბათუმში პარკირების შენობების მოწყობას აპირებს. ამბობს, რომ ამ საკითხზე უკვე ესაუბრა მშენებლებს და დაინტერესება არსებობს. ვერ ამბობს, რატომ არ გამოხატავდნენ აქამდე მშენებლები ამის სურვილს, თუკი პარკირების შენობა საინტერესოა, როგორც ბიზნესი – „ბათუმელები“ ლაშა კომახიძეს ბათუმში პარკირების და გამწვანების პრობლემაზე ესაუბრა. ბატონო ლაშა, რას აპირებთ ქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარების …

ლაშა კომახიძის საარჩევნო პროგრამა ზეპირად

„მე მაქვს ყველაზე დეტალური და კონკრეტული საარჩევნო პროგრამა,“ – რამდენჯერმე გაგვიმეორა ეს ფრაზა ინტერვიუს დროს „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ. ინტერვიუს დროს მისგან რამდენიმე კითხვაზე მივიღეთ პასუხი: „ახლა ამისგან თავს შევიკავებ,“, „კონკრეტიკა საჭირო არ არის“, „გაირკვევა სტრატეგიული დოკუმენტის შექმნის შემდეგ“… ის, რასაც ლაშა კომახიძე „დეტალურ პროგრამას“ ეძახის, ვერ ნახავთ ვერსად, ყოველ შემთხვევაში, საჯარო …

ლაშა კომახიძე კულტურულ მემკვიდრეობაზე: უნდა მაინტერესებდეს, რას ამბობდა ერმაკოვი?

„მერია და მისი ორგანიზაციები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობით იზრუნებენ კულტურის ძეგლების რეაბილიტაციაზე“, – „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის, ლაშა კომახიძის წინასაარჩევნო პროგრამაში მხოლოდ ამ ჩანაწერს იპოვით კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში. ლაშა კომახიძეს ვკითხეთ, რას მოიაზრებს „ზრუნვა“ და რით იქნება იგი განსხვავებული არსებული პოლიტიკისგან, როცა ასევე „ქართული ოცნების“ სახელით მოსული გიორგი ერმაკოვი ძეგლების დაცვას …

რატომ მალავს „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი საარჩევნო პროგრამას

არჩევნებამდე 12 დღე დარჩა. მერობის კანდიდატები ამომრჩევლებს ხვდებიან, თუმცა შეხვედრის შემდეგ ამომრჩეველს ხელში არ რჩება წერილობითი პროგრამა, რითაც შეუძლია ფინალში გასულ მერს პასუხი მოსთხოვს. მერობის კანდიდატების უმრავლესობამ წინასაარჩევნო ბუკლეტების გამოცემა ამჯობინა. საარჩევნო პროგრამა საერთოდ უცნობია „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის შემთხვევაში. ლაშა კომახიძე თვლის, რომ იდეებს პარავენ და საარჩევნო პროგრამის გასაჯაროვება ამ ეტაპზე საჭირო არ …

გადადგება თუ არა ლაშა კომახიძე თუ ვერ შეასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს? 

ურბანული განვითარების კუთხით, აიღებთ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თქვენს წინასაარჩევნო დაპირებებზე და თუ ვერ შეასრულებთ, დატოვებთ თუ არა თანამდებობას? – ეს კითხვა „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატს ლაშა კომახიძეს, დღეს 9 ოქტომბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე დაუსვეს. ლაშა კომახიძემ კითხვას ასე უპასუხა. „კი ბატონო, არ უნდა შენდებოდეს სახლი, რომელიც შეჭამს ტროტუარს, არ უნდა შენდებოდეს …

კომახიძე: არგუმენტირებულია მერიის პოზიცია, რომ არ გასცა მეჩეთის აშენების ნებართვა

დღეს, 9 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“  ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“  თავის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია მისი როგორც მერობის კანდიდატის პოზიცია, ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე და იცნობს თუ არა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მეჩეთის პროექტს, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მეჩეთის პროექტს არ იცნობს. „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიური ტიპის დაწესებულება  რა ფულით …

მერია „იაფი სახლის“ კრიტერიუმების შესახებ პროექტს არ ასაჯაროებს

მზად არის, მაგრამ არ არის მზად – დაახლოებით ასე ჟღერს ბათუმის მერიის პასუხი ე.წ. იაფი სახლის კრიტერიუმების პროექტთან დაკავშირებით. მერიამ „ბათუმელებს“  ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ის „არაკონკრეტულია“, „დასამუშავებელია“, „პროექტის სახე აქვს“, „საკრებულოს არ დაუმტკიცებია“ და მასში შეიძლება ჯერ კიდევ შეიტანონ ცვლილებები. ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „მ“ ქვეთავი, რომელზეც მერიამ მიუთითა, …

ლაშა კომახიძე „იაფ სახლთან“ დაკავშირებით მის მიერ ეთერში ნათქვამ უზუსტობაზე

გუშინ, 19 სექტემბერს, გადაცემა „არჩევანში“ „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ „იაფი სახლის“ პროექტის კრიტერიუმები ბათუმის მერიაში უკვე დაამუშავეს და საკრებულოს გადაუგზავნეს განსახილველად. „ბათუმელებმა“ ინფორმაცია საკრებულოში გადაამოწმა. საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარის, ნინო ბერაძის ინფორმაციით, „იაფი სახლის“ კრიტერიუმების შესახებ პროექტი საკრებულოში მერიას ამ დროისთვის შეტანილი არ აქვს. შესაბამისად, ლაშა კომახიძეს ვთხოვეთ განემარტა, რაზე …

როგორ აფასებს საკუთარ მინისტრობას „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატობამდე, ერთი წლის განმავლობაში, ლაშა კომახიძე აჭარის სოფლის მეურნების სამინისტროს ხელმძღვანელობდა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ აფასებს მერობის კანდიდატი საკუთარ მინისტრობას და რა შეცვალა რიგითი ფერმერებისთვის. ბატონო ლაშა, თქვენი შეფასებით, რისი შეცვლა მოახერხა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებისთვის?  ერთი წლის განმავლობაში წამოვიწყეთ და განვახორციელეთ მთელი რიგი სისტემური და ინსტიტუციური ცვლილებები. პირველად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ …

აპირებს თუ არა ლაშა კომახიძე ბათუმის მერიაში კადრების შეცვლას

მერად არჩევის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე კადრების შეცვლას არ აპირებს. ელის, რომ ბათუმის მერიაში დასაქმებული ადამიანები დაგეგმილი პროგრამების განხორციელებაში დაეხმარებიან. „ახლოს არ ვიცნობ ამ კადრებს. ყოველ შემთხვევაში არ იქნება ასე, რომ მივედი და შევცვალე კადრები. ეს იქნება იმედი და მოთხოვნა რომ ამყვებიან არსებული კადრები ჩემი მერობის შემთხვევაში ჩემი პროგრამის შესრულებაში,“ – …

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე

მერობის შემთხვევაში აპირებს თუ არა „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას, გიორგი ერმაკოვისგან გასხვავებით?  – ლაშა კომახიძემ „ბათუმელების“ შეკითხვას ასე უპასუხა: „მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მთავრობასთან ერთად ამ საკითხზე აქტიური კონსულტაცია მიმდინარეობს და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ის, რაც ჩვენს მუსლიმ მრევლს ახარებს და მათთვის იქნება …

ლაშა კომახიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი

ბათუმისა და ბათუმის უბნებისთვის ფუნქციების მინიჭება, ბევრი ინოვაციური პროექტი, ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ამ პროცესებში თითოეული მოქალაქის ჩართულობა – ერთ-ერთი მთავარია ლაშა კომახიძისთვის. იგი „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატია. ბავშვობა ძველ ბათუმში, დღევანდელი თავისუფლების მოედნის (ყოფილი ლენინის მოედანი) მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარა. სიყვარულისა და მეგობრობის ქალაქში ბავშვობის დროინდელ მრავალეთნიკურ ბათუმურ ეზოებს ღიმილით იხსენებს და ამბობს, რომ საკმაოდ გვიან …

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ასლან აბაშიძესთან მუშაობაზე

„ჯერ საზოგადოების არც ერთი წევრისგან მსგავსი ტიპის კრიტიკა არ შემინიშნავს. მიკვირს, როცა ასე აყენებთ საკითხს,“ – უთხრა ლაშა კომახიძემ „ბათუმელებს“ ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში მის საქმიანობაზე, კონკრეტულად კი იმაზე, რომ იგი ასლან აბაშიძის თანაშემწედ, ასევე აჭარის ხაზინის უფროსად მუშაობდა. – „ამ თემას მხოლოდ ოპოზიცია ააქტიურებს, რომელსაც თავისი მიზნები აქვს. როცა ადამიანი ევროპული განათლებით ჩამოდის [ლაშა კომახიძეს დამთავრებული …

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. კომახიძე ბათუმის მერის არჩევნებისთვის ემზადება, იგი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება. ლაშა კომახიძის განცხადებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ უნდა მოაწეროს ხელი. ლაშა კომახიძემ 2016 წლის ივლისში, ზურაბ პატარაძის მთავრობაში დაიკავა მინისტრის სავარძელი. მანამდე, 2008 წლიდან, იგი გაეროს …

ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ლაშა კომახიძე იქნება

„დაველოდოთ მოვლენებს“ – ასე უპასუხა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ „ბათუმელების“ შეკითხვას ბათუმის მერობის კანდიდატობაზე. მინისტრმა გვითხრა, რომ მერობის კანდიდატის ოფიციალურ დასახელებამდე არ არის ბევრი დრო დარჩენილი და „მერე ყველა ყველაფერს გაიგებს“. მერობის კანდიდატის ვინაობას არ ამხელენ პარტია „ქართულ ოცნებაში“. პარტიის პრესსამსახურმა გვითხრა, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება კანდიდატების წარდგენა და ამ დღეს უნდა დაველოდოთ. …

Exit mobile version