„ირანს იმედი აქვს, რომ ამერიკა ვერ გაბედავს სახმელეთო ოპერაციის დაწყებას“ – ინტერვიუ

„კონფლიქტი ირანს და აშშ-ს შორის ყველა მიმართულებით ფართოვდება,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი, რომელიც არც იმას გამორიცხავს, კონფლიქტი შავ ზღვასაც შეეხოს. „ირანს აქვს იმის იმედი, რომ ამერიკა ვერ გაბედავს სახმელეთო ოპერაციის დაწყება ირანში. რეალურად ირანს რა ოდენობით აქვს გამდიდრებული ურანი და სად ინახავს, არავინ იცის. მთათა სისტემაშია ჩამალული – სიღრმეებში. მე ირანში ვსწავლობდი და ბევრჯერ …

„უკრაინელებს ხელში ჩაუვარდათ საიდუმლო ბრძანება… ქერჩის ხიდი დაუტოვეს რუსებს გასაქცევად“ – ინტერვიუ

„რუსეთის ტერიტორიული სიდიდე გახდა მისი სუსტი წერტილი. ვერ ახდენენ საჰაერო თავდაცვის ორგანიზებას – ამხელა ტერიტორიის დაცვას. აღარ ჰყოფნით თავდაცვის საშუალებები და ამის გამო ჩნდება ე.წ. ღრიჭოები, რომელსაც კარგად იყენებენ უკრაინელები,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. იგი ისევ აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომს. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთს ამჯერად უკვე ხორბლის ექსპორტის პრობლემა შეექმნა. გადამდგარი …

„ირანი გადავიდა გლობალურ შანტაჟზე, სანამ გასდის და ვიდრე ტრამპი გაჭედილია“ – ინტერვიუ ირანისტთან

„ამერიკელები ამბობენ, ჩვენ იმიტომ განვაახლეთ საომარი მოქმედებები, რომ ირანმა კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავი გემები დაბომბეს ჰორმუზის გასასვლელის მიდამოებშიო. ირანელებმა კი, თავის მხრივ თქვეს, რომ კვიპროსული გემი დადიოდა გაურკვეველი მარშრუტით და პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა მისი მოძრაობაო, მოვთხოვეთ კონტაქტი და კონტაქტზე არ გამოვიდნენ, ჰოდა, იძულებული გავხდითო, რომ საომარი ცეცხლი გაგვეხსნაო,“ – გვიყვება ირანისტი ვასილ ღლონტი. მას ირანში …

„ჩვენ მონსტრის შექმნაში წვლილი შევიტანეთ“: ირანთან ომის რეალური ფასი – დისკუსია ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ პრეზიდენტმა ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის განხორციელებული ორმხრივი თავდასხმების შემდეგ, მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. აღნიშნული ესკალაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ომის დასრულების შესახებ არსებულ ხელშეკრულებას – ტრამპმა ასევე დასძინა, რომ შესაძლოა ირანზე ახალი დარტყმები დღესვე განხორციელდეს. „ვფიქრობ, ყველაფერი დასრულდა. მათთან საქმის დაიჭერა აღარ მსურს. ისინი არამზადები არიან“, …

რუსეთიდან აიათოლა ალი ხამეინის დაკრძალვას მედვედევი დაესწრება

ირანის მოკლული ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას რუსეთიდან ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაესწრება. ამის შესახებ დღეს, 2 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა,  დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. რამდენიმე დღის წინ რუსულმა გამოცემა „მედუზამ“ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ მედვედევი ისევ ვერ მოხვდა პუტინის პარტიის, „ედინაია რასიას“ საარჩევნო სიაში, იმის მიუხედავად, რომ მედვედევი …

რა სურს ირანს საქართველოში? – ირანისტის შეფასება

„როცა თბილისში საელჩო გააკეთა, მაშინვე დაიწყო აქტიურობა, რომ ბათუმშიც ჰქონოდა გენერალური საკონსულო. წარმოიდგინეთ, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ირანი აჭარის რეგიონს და შავიზღვისპირეთს. ამიტომ, თუ ირანმა აქტიურობა დაიწყო, რა თქმა უნდა, შეეცდება აჭარის რეგიონშიც შემოჰყოს თავი“, – ამბობს ირანისტი, აღმოსავლეთმცოდნე, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი ვასილ ღლონტი „ბათუმელებთან“. მას ასევე ვესაუბრეთ შიიტურ რიტუალებზე, რომელიც ბოლო დროს თვალშისაცემი გახდა და …

ირანის რეჟიმი დარჩება ხელისუფლებაში და გაძლიერდება, თუ ძირითად პაკეტზე შეთანხმდნენ – ინტერვიუ

„თუ ამერიკამ და მით უმეტეს ისრაელმა შეატყო, რომ ირანელები ისევ ირანულ, აღმოსავლურ პოლიტიკას ატარებენ – ეშმაკური პოლიტიკა – არ არის გამორიცხული, რომ ისრაელმა დაარტყას ირანს,“ – მიიჩნევს ირანისტი ვასილ ღლონტი. მას იმ შეთანხმებაზე ვესაუბრეთ, რომელსაც აშშ-მ და ირანმა რამდენიმე დღეში შესაძლოა ხელი მოაწერონ. თუმცა ირანისტი ფიქრობს, რომ „ირანი ურანის გამდიდრების პროცესს მაინც არ გააჩერებს, რაც …

რა იცვლება ტრამპის ჩინეთში ვიზიტით? – ინტერვიუ

„ამერიკელები ყოველთვის ცდილობდნენ რუსეთი რაღაცნაირად თავის მხარეს გადაეყვანათ, რომ შემდეგ ამით ჩინეთს მორეოდნენ. საქმე ისე წავიდა, რომ დღეს ჩინეთთან ლაპარაკი უფრო მარტივი გამოდის… ამერიკელებმა სცადეს ნაბიჯის გადადგმა რუსეთთან, მაგრამ ეს მხოლოდ წყლის ნაყვა გამოვიდა. ჩინეთი კი ძალიან საინტერესო მოთამაშეა – შეუძლია, ვთქვათ, დაპატიჟოს ამერიკელები პეკინში. ამერიკელებიც ჩავიდნენ,“ – ამბობს ამერიკისმცოდნე გიორგი ლაბაძე. მას ტრამპის ჩინეთში …

„აშშ-ს არ აქვს ირანის წინააღმდეგ ომის დასრულების სტრატეგია“ – მერცი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, აშშ-ს არ გააჩნია სტრატეგია ირანის წინააღმდეგ ომისთვის, მათ შორის, თუ როგორ უნდა დასრულდეს ის. „ამ ეტაპზე, მე არ მესმის, რა სტრატეგიულ ვარიანტს აირჩევენ ამერიკელები, მით უმეტეს, რომ ირანელები აშკარად ძალიან ოსტატურად ახერხებენ მოლაპარაკებებს – ან, უფრო სწორად, ძალიან ოსტატურად არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა 27 აპრილს დასავლეთ გერმანიაში …

გაგრძელდება ომი? ანუ რა იცვლება ჰორმუზის სრუტის გახსნით – ინტერვიუ ირანისტთან

„ის, რომ ჰორმუზის გასასვლელი ირანმა გახსნა, არ ნიშნავს, ჩემი აზრით, იმას, რომ ომი დასრულდა. პირიქით, ამერიკა და ისრაელი ძალიან სერიოზულად არიან განწყობილი, რომ ირანის პრობლემა ძალიან დიდი ხნით მოაგვარონ, ან საბოლოოდ გადაჭრან. ასეთი შანსი ამერიკას და ისრაელს, რომ ირანის ხელისუფლება წელში გადატეხონ, მომავალში აღარ ექნებათ. ირანი კი, ცდილობს აღმოსავლური დიპლომატიის მეთოდებით ფონს გასვლას,“ – მიიჩნევს …

როგორ აისახა ირანის ომი ტურიზმზე – „ოცნება“ ამბობს, რომ გვაქვს „რეკორდული მაჩვენებელი“

როგორ აისახა ირანის ომის საქართველოში ტურიზმზე? – ბათუმის სასტუმროებსა თუ ტურისტულ სააგენტოებში ამ შეკითხვის პასუხად გვითხრეს, რომ ყველაფერს საქართველოს აეროპორტების დაფაზე გაუქმებული ფრენების ჩამონათვალი აჩვენებს, მათ შორის, ისრაელიდან, საიდანაც შემოსული ტურისტები სოლიდურ ფულს ხარჯავდნენ საქართველოში. „ჯავშნები შემცირებულია“, – გვითხრეს, მაგალითად, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“. ერთ-ერთი ტუროპერატორი, ლაშა ბერეკაშვილი კი გვესაუბრა, ასეთი რთული პერიოდი კორონას პერიოდს მახსენებს, …

ორკვირიანი შესვენება ტრამპს სჭირდება იმისთვის, რომ სტრატეგია და ტაქტიკა გადააწყოს – ინტერვიუ ირანისტთან 

„ირანი ძალიან დიდი ყურადღებით ამზადებს დელეგაციას ისლამაბადში, ამბობენ, ყალიბაფის გაგზავნა უნდათო. ყალიბაფი არის ირანის „გუშაგთა კორპუსის“ გენერალი, ანუ ირანის პარლამენტის, მეჯლისის თავმჯდომარე და ძალიან გავლენიანი პიროვნება. ამ მოლაპარაკებების შემდეგ საბოლოო დასკვნა გაკეთდება, საითკენ წავა მოვლენები,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი, რომელსაც დღეს, 8 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე შეტევას …

„ოცნებას მოუწევს დათმობაზე წასვლა“ – რა გამოჩნდა რუბიოს და კობახიძის სატელეფონო საუბრით

„რუბიოს რეალურად რომ შეეთავაზებინა გადატვირთვა კობახიძისთვის, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნებოდა ნახსენები აბსოლუტურად კონკრეტული საკითხები. ეს საკითხები შეიძლება ყოფილიყო ანაკლიის პორტი, ეს შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული ირანთან, ან საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან, ბევრ სხვა თემასთან, რომელიც საერთოდ არ იყო ნახსენები. ეს სიმშრალე, როგორც ამერიკელების განცხადებაში, ასევე „ქართული ოცნების“ აშკარად პროპაგანდისტული განცხადება, პირდაპირ გვაძლევს ვარაუდის შესაძლებლობას, რომ …

„ჩვენთან პირველ პირად რომ დანიშნონ „ხარება“, ისე მოხდა ირანში“ – ინტერვიუ ირანისტთან

„აიათოლა ხამენეის მოკვლის შემდეგ ირანში დამთავრდა დიდი აიათოლების ეპოქა – მოჯთაბა ხამენეი უკვე არის ფაქტობრივად „გუშაგთა კორპუსის“  კადრი. გამოდის, როლები გაცვალეს „გუშაგთა კორპუსმა“ და აიათოლებმა,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი. მას ვესაუბრეთ პროტესტზე, რომელმაც სასტიკი რეჟიმის და ხალხის ხოცვა-ჟლეტის მიუხედავად, მაინც იფეთქა ირანში. რა ბედი ეწია ფართომასშტაბიან პროტესტს ირანში? „ისინი ვეღარ გამოდიან ქუჩაში, რადგან ხოცავენ. …

კრემლი არ აკეთებს კომენტარს მოჯთაბა ხამენეის მოსკოვში გადაყვანაზე – რუსული მედია

კრემლი არ აკეთებს კომენტარს ქუვეითური გამოცემა Al Jarida-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ირანის ახალი ლიდერი მოსკოვში მკურნალობს. გუშინ ქუვეითურმა გამოცემა Al Jarida-მ, ირანის მთავრობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი 12 მარტს რუსული სამხედრო თვითმფრინავით საიდუმლოდ გადაიყვანეს მოსკოვში. სავარაუდოდ, ხამენეის მოსკოვში „წარმატებული ოპერაცია“ ჩაუტარეს რუსმა და ირანელმა ექიმებმა ერთობლივად და …

ირანის ახალი ლიდერი მოსკოვშია, მას ოპერაცია ჩაუტარეს და პუტინის რეზიდენციაში მკურნალობს – მედია

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი ამჟამად მოსკოვში იმყოფება, სადაც მკურნალობის კურსს გადის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ რეზიდენციაში. ამის შესახებ AJ Jariba იუწყება ირანის ახალ უზენაეს ლიდერთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად დაჭრილ ხამენეის ოპერაცია დასჭირდა. იგი მოსკოვში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავით გადაიყვანეს მკაცრად გასაიდუმლოებული პირობებით. წყაროს თქმით, ხამენეიმ ოპერაცია …

ITF-ის რეკომენდაციები საომარ ზონაში მყოფ მეზღვაურებს – კომპენსაცია და ბონუსები

საომარ ზონაში მოხვედრილ მეზღვაურებისთვის, ავტორიტეტულმა საზღვაო ორგანიზაციებმა ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს. ირანში მიმდინარე მოვლენების გამო საომარი მოქმედებების ზონად (WOA) განისაზღვრა ჰორმუზის სრუტე, ომანის ყურე და სპარსეთის ყურე. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის განცხადებით, დაახლოებით 20 000 მეზღვაური და საკრუიზო გემის 15 000 მგზავრია ჩარჩენილი ყურეში საომარი მოქმედებების გამო. მეზღვაურებს, რომლებიც საომარი მოქმედებების ზონაში მყოფ გემებზე მუშაობენ, შეუძლიათ უარი …

„დღეს იქნება ირანზე დარტყმების ყველაზე ინტენსიური დღე“ – აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა დღეს, 10 მარტს, პენტაგონში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირანზე განხორციელდება აშშ-ის „ყველაზე ინტენსიური“ თავდასხმა. „დღეს იქნება ირანზე დარტყმების ყველაზე ინტენსიური დღე. ყველაზე მეტი გამანადგურებელი, ყველაზე მეტი ბომბდამშენი, ყველაზე მეტი დარტყმა“, — განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ (Epic Fury) მიზნები უცვლელი რჩება — ირანის რაკეტების მარაგების, მისი …

ნავთობის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 დოლარს ბარელზე 2022 წლის შემდეგ

აშშ-ისრაელის ირანთან ომისა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივად დაკეტვის პარალელურად, ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 100 დოლარს ბარელზე – წერს დასავლური მედია. „ბიბისის“ ცნობით, 9 მარტს, დილით, აზიაში Brent-ის ნავთობის ფასი დაახლოებით 15.5%-ით გაიზარდა და ბარელზე 107.16 დოლარს მიაღწია, ხოლო აშშ-ის Nymex Light Sweet-ის ნავთობის ფასი 17%-ზე მეტით გაიზარდა და 106.77 დოლარს მიაღწია. ჰორმუზის …

სასამართლოში თინა ხიდაშელის და გიორგი კანდელაკის გამოკითხვა დაიწყო

დღეს, 8 მარტს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „სოვლაბის“ მკვლევარი გიორგი კანდელაკი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე აძლევენ ჩვენებას. უცნობია, რა თემაზე მოითხოვა სუსმა თინა ხიდაშელის, გიორგი კანდელაკის გამოკითხვა. მათ მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე თანხმობა განაცხადეს. სუსმა გამოკითხვაზე ასევე დაიბარა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გუბაზ სანიკიძე და გივი თარგამაძე. „ტვ პირველის“ ცნობით, გივი თარგამაძე საზღვარგარეთ იმყოფება …

საქართველო საერთო ნავში რუსეთ-ირანთან, რომელიც მალე ჩაიძირება – ინტერვიუ

„ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებების შედეგად საქართველო მუდმივად ხვდება რუსეთთან და ირანთან საერთო ნავში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს გამორიცხულად იმისა, დათმო თუ არა „ოცნებამ“ ჩვენი ქვეყნის რეალური საგარეო პოლიტიკური სუვერენიტეტი, თუ ეს მათი არაადეკვატური პოლიტიკის შედეგია… რუსეთთან ერთად და ჩვენ ვხვდებით ნავში, რომელიც ძალიან მალე ჩაიძირება,“ – მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი. …

ტრამპი ამბობს, რომ ირანისთვის „კარგი ლიდერის“ კანდიდატები ჰყავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს ირანის ხელისუფლების შეცვლა და ჰყავს ირანის ლიდერობის კარგი კანდიდატები. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ გვინდა მივიდეთ და ყველაფერი გავასუფთაოთ. ჩვენ გვინდა, რომ მათ ჰყავდეთ კარგი ლიდერი. ჩვენ გვყავს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, ვფიქრობ, კარგად გაართმევენ თავს ამ ამოცანას“ – თქვა ტრამპმა. მას არ …

ისრაელმა თეირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის დედაქალაქ თეირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ განაცხადეს. მედიის ცნობით, თეირანში აფეთქებებია და, ასევე, დარტყმების სამიზნეა ირანში არსებული რაკეტების გამშვები და საჰაერო თავდაცვის სისტემები და ლოჯისტიკური ცენტრები. ამავე დროს, დღეს, 4 მარტს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ თეირანის თავზე ირანის საჰაერო ძალების კუთვნილი, რუსული გამანადგურებელი, Як-130 ჩამოაგდეს. „როიტერსი“ წერს, რომ ომის …

„ხამენეის დატირება იგივეა, კობახიძე ამჯერადაც ჩასულიყო ირანში, მაგრამ ფრენები არ არის“ – ინტერვიუ

„თუ ვინმე „ოცნებას“ ჰკითხავს, რატომ ასეთი განცხადება და იტყვიან, რომ აი, მეზობლები არიან და ნეიტრალური პოზიცია უნდა დავიკავოთო – ეს არ არის ნეიტრალური პოზიცია. ეს არის მხარის არჩევა. მათთვის სულიერი ლიდერია ეტყობა ხამენეი. ეს არის წუხილი იმაზე, რომ ხამენეი აღარ არის დღეს ცოცხალი. არაფერი საქართველოს საწუხარი ამის გამო არ აქვს,“ – ამბობს თინა ხიდაშელი, საქართველოს …

რატომ იწვევს ჰორმუზის სრუტეში ტანკერების შეფერხება ნავთობის ფასის ზრდას

„ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, ნავთობის ფასი გაიზარდა ორშაბათს, 2 მარტს, მას შემდეგ რაც ირანში მიმდინარე მოვლენებმა ჰორმუზის სრუტეში ტანკერების გადაადგილება შეაფერხა. ამ შეფერხებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს ნავთობის მომარაგებისთვის. ჰორმუზის სრუტე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო „ენერგეტიკული კარიბჭე“, სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს შორის მდებარე სტრატეგიული საზღვაო გასასვლელი. ამ სრუტის გავლით …

ისრაელმა საგზაო კამერებით დადგინა ალი ხამენეის ადგილსამყოფელი – მედია

ორმა წყარომ Financial Times-ს განუცხადა, რომ ისრაელი ხამენეის თვალყურს ადევნებდა დაჰაკული საგზაო კამერების საშუალებით. იმავე წყაროებს ცნობით, თეირანში თითქმის ყველა საგზაო კამერა რამდენიმე წლის წინ დაჰაკეს. ამ კამერების ფოტოები კი დაშიფრული სახით გადაეცემოდა თელ-ავივსა და სამხრეთ ისრაელში არსებულ სერვერებს. ამ ინფორმაციაზე წვდომა მრავალწლიანი სადაზვერვო კამპანიის ნაწილი იყო, რომელმაც ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობის ოპერაციის …

რა ხდება ირანში – ფოტორეპორტაჟი თეირანიდან

უკვე მეოთხე დღეა ისრაელი და აშშ განაგრძობენ საჰაერო დარტყმებს ირანზე. ასე გამოიყურება ირანის დედაქალაქი, თეირანი დღეს, 3 მარტს – ფოტოებს ევროპის პრესფოტო სააგენტო, „ეპა“ ავრცელებს. 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებული შტატებმა დაბომბეს თეირანი – მოკლულია ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. მისი სიკვდილი ირანმა 1 მარტს დაადასტურა. ისრაელის ცნობით, ირანის საპასუხო ბალისტიკური დარტმის შედეგად, დაიბომბა …

„ხან ამერიკას ელაქუცებიან, ხან ირანს“ – ინტერვიუ

11 თებერვალს, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი (რევოლუციის წლისთავისადმი) მიძღვნილ მიღება, სადაც სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია. ფაქტს კრიტიკულად გამოეხმაურა ისრაელის საელჩო საქართველოში. „მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი, ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს …

„რუსებს აძლევენ დავალებას – შეიპარონ, ჩაარჭონ დროშა და სურათი გადაიღონ“ – ინტერვიუ

„ძალიან გახშირდა ე.წ. დროშის ჩამრჭობების ვიზიტები რუსების მხრიდან. ეს არის რუსების 3-5 კაციანი ჯგუფი, რომელსაც აძლევენ დავალებას – რაღაცნაირად შეიპარონ კუპიანსკში ან კუპიანსკ-უზლოვაიას რომელიმე დასახლებულ პუნქტში, ჩაარჭონ დროშა, გადაიღონ სურათი da შემდეგ ეს მიაჩეჩონ პროპაგანდისტულ არხებს, რომ თითქოს ეს რაიონი ექვემდებარება რუსების კონტროლს…,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზს. …

„კობახიძე გულგახეთქილი უყურებს ალბათ ირანის მოვლენებს“ – ინტერვიუ თინა ხიდაშელთან

„ჩიხად ქცევის საფრთხე შეგვაძლებინებს, გადავლახოთ პარტიული, კორუფციულ-ელიტისტური ამბიციები და ცოტა ქვეყანაზეც ვიფიქროთ… ჯერჯერობით კიდევ გვაქვს შანსი… რაღაც მომენტში გავერკვევით, რომ შიდა პოლიტიკური ამბების გარდა, უზარმაზარი პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო ასპარეზზე და შეიძლება ჩიხად ვიქცეთ,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. მას ინტერვიუს დროს რუბიოს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შესახებაც ვკითხეთ: როცა ტრამპი …

რა ხდება ირანში – გარე ჩარევის გარეშე გამარჯვება დემონსტრანტებს არ შეუძლიათ – ინტერვიუ

ორ კვირაზე მეტია ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გასული წლის 28 დეკემბერს დაწყებული საპროტესტო აქციები ფართომასშტაბიან პროტესტში გადაიზარდა და დღემდე გრძელდება. ირანის ხელისუფლება სასტიკი რეპრესიებით ცდილობს სახალხო პროტესტის ჩახშობას. 8 იანვრის მერე ირანში გათიშულია ინტერნეტი, როიტერსის თანახმად, უკვე დაღუპულია 2 500-ზე მეტი ადამიანი და დაკავებულია 18 ათასზე მეტი აქციის მონაწილე. დღეს, 14 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ …

„დატოვეთ ირანი ახლავე“ – აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ-ის ვირტუალური საელჩო ირანში მოუწოდებს ირანში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, სასწრაფოდ დატოვონ ირანი. „დატოვეთ ირანი ახლავე. შეადგინეთ ირანიდან გასვლის გეგმა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული აშშ-ის მთავრობის დახმარებაზე. თუ წასვლას ვერ ახერხებთ, იპოვეთ უსაფრთხო ადგილი თქვენს საცხოვრებელში ან სხვა უსაფრთხო შენობაში. იქონიეთ საკვების, წყლის, მედიკამენტების და სხვა აუცილებელი ნივთების მარაგი“ – ნათქვამია ვირტუალური საელჩოს განცხადებაში. ამავე ტექსტში …

ირანში 5 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით და ასობით დააკავეს ისრაელთან ჯაშუშობის ბრალდებით – მედია

ირანის ხელისუფლებამ ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ასობით ადამიანი დააკავა, ხუთი დაკავებული უკვე სიკვდილით დასაჯეს – წერს „ბიბისი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით. მედიის ცნობით, ხუთი ადამიანი ჩამოახრჩვეს, მათგან სამი – დღეს, 25 ივნისს.  ირანის ხელისუფლება მათ „მოსადის აგენტებს“ უწოდებს. „ბიბისი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ  ყველა მათგანი „სიონისტური რეჟიმის სასარგებლოდ თანამშრომლობაში“ გაასამართლეს, კერძოდ, აღჭურვილობის კონტრაბანდისთვის, რომელიც …

ირანში 901 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით – გაიზარდა ქალების სიკვდილით დასჯის შემთხვევები

გაეროს ცნობით, 2024 წელს ირანში სულ მცირე 901 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, მათ შორის 40 ადამიანი – მხოლოდ დეკემბრის ერთ კვირაში. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების უმრავლესობა უკავშირდება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებს, მაგრამ ასევე, სიკვდილით დასაჯეს დისიდენტები და 2022 წლის საპროტესტო აქციებში მონაწილე პირები. გაერო აღნიშნავს, რომ ირანში გაიზარდა ქალების სიკვდილით …

ზოგიერთი პარტნიორის თხოვნის მიუხედავად, ირანმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არაერთხელ დაუჭირა მხარი

გუშინ, 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ თავი შეიკავა „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან და, შესაბამისად, მას მხარი არ დაუჭირა. რატომ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა ირანმა? – „ნეტგაზეთმა“ ამ კითხვით მიმართა ირანის საელჩოს საქართვლოში. ირანის საელჩოს პრესსამსახურის წერილობითი …

ჩინეთის მსგავსად არც ირანმა დაუჭირა გაეროში აფხაზეთსა და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციას 

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, სადაც საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი ბოლო ვიზიტით იმყოფებოდა ამ ქვეყნის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე, გაეროში მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნებას ეხება. ირანმაც, ჩინეთის მსგავსად, რომელიც საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორია, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან [სამხრეთ ოსეთი], საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ …

Exit mobile version