ირანელმა ნობელის პრემიის ლაურეატმა ციხეში შიმშილობა დაიწყო

მედიის ცნობით, პატიმრობაში მყოფმა ირანელმა უფლებადამცველმა, ნობელის პრემიის წლევანდელმა ლაურეატმა მშვიდობის დარში, ნარგეს მოჰამადიმ შიმშილობა დაიწყო. BBC-ის ინფორმაციით, 51 წლის მოჰამადი მისთვის და სხვა ირანელი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმასა და ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონს აპროტესტებს. მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ნარგეს მოჰამადის გულისა და ფილტვების დაავადების გამო გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება, პროკურატურა მის საავადმყოფოში გადაყვანაზე …

რუსეთისა და ირანის ურთიერთობა ძლიერდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური დღეს, 9 ოქტომბერს, რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობაზე წერს. ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ბოლო წლებში რუსეთის პარტნიორობა ირანთან გაძლიერდა და დაჩქარდა რუსეთის უკრაინაში შეჭრით. „საერთაშორისო იზოლაციამ აიძულა რუსეთი გადაეტანა თავისი საგარეო პოლიტიკური ძალისხმევა ადრე ნაკლებად სასურველი პარტნიორობისკენ დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის მოსაპოვებლად“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა. ანალიტიკოსები წერენ, რომ …

ირანში კამერებს ამონტაჟებენ ქალების გამოსავლენად, რომლებიც თავსაბურავს არ ატარებენ

ირანში ხელისუფლება საზოგადოებრივ ადგილებში ვიდეო კამერებს ამონტაჟებს იმ ქალების გამოსავლენად და დასასჯელად, რომლებიც უარს ამბობენ თავსაბურავის ტარებაზე. ხელისუფლება ასე აპირებს აღკვეთოს წინააღმდეგობა ჰიჯაბის ტარების კანონის წინააღმდეგ, რომელიც ირანში მასობრივი გახდა 22 წლის ქურთი ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ, რომელიც ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავეს 2022 წლის სექტემბერში. უფლებადამცველთა ცნობით, 22 წლის ქალი პოლიციაში ცემის შედეგად …

საპატრიარქოში ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებთან „სულიერ გამოწვევებზე“ ისაუბრეს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საპატრიარქო ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა. „შეხვედრაზე საუბარი მეგობრულ ვითარებაში წარიმართა და თანამედროვე მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებს შეეხო“, – წერს საპატრიარქო. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის გენერალური მდივანი, აიათოლა რეზა რამეზანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მაჰმუდ აბიდი და …

„ფერეიდანში დიდ სირცხვილად ითვლება, თუ ოჯახში სასაუბრო ენა ქართული არაა“

„მე ბებიამ გამზარდა, დედის დედამ. მიყვებოდა ძველ ამბებს საქართველოზე, ჩვენს გადმოსახლებაზე, ჩვენს მძიმე გზაზე ირანში. სულ გონებაში მქონდა ეს ისტორიები და ბებიას ნაამბობმა, ჩემი ისტორიული ენის უკეთ შესწავლის სურვილმა ჩამომიყვანა საქართველომდე. ჩვენ არ დაგვრჩა არაფერი. ყველაფერი წაგვართვეს: ქვეყანა, ნათესავები, რელიგია, კულტურა, დაგვავიწყეს სიმღერა და ცეკვა, სამზარეულო, კერძები… მაგრამ ენა ვერ წაგვართვეს. ენით გადავრჩით. არაფერი გვქონდა: …

ცისარტყელას ჩამოვყევი და სამშობლოს მოვაგენი – საიდის გზა ფერეიდნიდან საქართველომდე

„როცა წვიმის შემდეგ ცისარტყელა ჩნდება, იცოდე, რომ მისი მეორე ბოლო საქართველოშია. თუ ამ გზას გაჰყვები, ჩვენს ქვეყანას მიაგნებ. ამას და საქართველოზე ამბებს ზეპირად გადასცემდნენ ქართველები შვილებს ფერეიდანში 4 საუკუნის განმავლობაში, საქართველოში დაბრუნების სურვილი და იმედი, რომ არ გაჰქრობოდათ შაჰ-აბასის მიერ სპარსეთში გადმოსახლებულებს. სანამ სამყაროა, წვიმაა და ცისარტყელა, ფერეიდანში ყოველთვის ეტყვიან შვილებს ამ სიტყვებს“, – ამბობს …

ირანელი რეჟისორი ცენზურასა და ქალებზე – „ფრონტის ხაზი კინოზე გადის“

„მე ვარ იმ ქვეყნიდან, სადაც ცენზურა კინოში ყველაზე თვალსაჩინოა. მაგალითად, ჩვენ არ შეგვიძლია ვაჩვენოთ ქალები ფილმში თავსაბურავის გარეშე“, – ასე წარუდგინა ირანელმა რეჟისორმა მოჰამედ ყაფარმა საკუთარი თავი აუდიტორიას. მოჰამედ ყაფარი წელს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალ „ლიმონის“ ჟიურის წევრია. ირანელმა რეჟისორმა სტუდენტებისთვის დღეს, 25 ნოემბერს, მასტერკლასი გამართა თემაზე – „ცენზურა და ქალები კინოში“ „ჩემი აზრით, ყველა ქვეყანაში …

საუდის არაბეთმა აშშ გააფრთხილა, რომ ირანი მასსა და ერაყზე თავდასხმას ამზადებს – WSJ

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გააფრთხილა შეერთებული შტატები, რომ „უახლოეს მომავალში“ ირანი ერაყსა და საუდის არაბეთზე თავდასხმას ამზადებს, რათა თავისი მოსახლეობის ყურადღება შიდა ანტისამთავრობო პროტესტებისგან სხვა პრობლემაზე გადაიტანოს. სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ამის შესახებ The Wall Street Journal საუდის არაბეთისა და შეერთებული შტატების თანამდებობის პირებზე დაყრდნობით წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, საუდის არაბეთის სამეფომ შეერთებულ შტატებს თავისივე დაზვერვის მიერ მოპოვებულ …

ცემით მოკლეს ირანელი სკოლის მოსწავლე, რომელმაც არ იმღერა ხამენეის მადიდებელი ჰიმნი

ირანის უსაფრთხოების სამსახურმა, კიდევ ერთი სკოლის მოსწავლე მოკლა ქალაქ არდებილში. გოგონას საკლასო ოთახში სცემეს იმის გამო, რომ მან უარი თქვა რეჟიმის მადიდებელი ჰიმნის სიმღერაზე. მისი სკოლა გასულ კვირას შეამოწმეს, მას შემდეგ მთელი ირანის მასშტაბით, ახალი საპროტესტო ტალღა წამოვიდა. ირანელ მასწავლებელთა სავაჭრო ასოციაციების საკოორდინაციო საბჭოს თანახმად, 16 წლის ასრა პანაჰი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალებმა …

ირანი რუსეთს დრონებისა და რაკეტების მიწოდებაზე შეუთანხმდა – REUTERS

ბრიტანული გამოცემა „როიტერსი“ ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა ორი მაღალი რანგის ირანელ ოფიციალურ პირსა და ორ ირანელ დიპლომატზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანი რუსეთს, დამატებით დრონებთან ერთად, „მიწა-მიწა“ კლასის რაკეტების მიწოდებას დაჰპირდა. აღნიშნული ნაბიჯი სავარაუდოდ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ძალების აღშფოთებას გამოიწვევს. „როიტერსის“ თანახმად,  შეთანხმება 6 ოქტომბერს შედგა, როდესაც მოსკოვში რუსეთთან იარაღის მიწოდების განსახილველად ჩავიდნენ …

უკრაინა ირანთან დიპლომატიურ კავშირს წყვეტს, ისრაელს კი საჰაერო თავდაცვას სთხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. დმიტრო კულებას მტკიცებით, უკრაინის ქალაქებში ბოლო დღეებში განხორციელებულ დაბომბვებზე პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება, რამდენადაც მან მიაწოდა იარაღი რუსეთს. როგორც The Guardian-ი წერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ კიევი მალე ოფიციალურად მიმართავს …

კულებამ ევროკავშირის მინისტრებს თავშესაფრიდან მიმართა და ირანის სანქცირებისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ევროკავშირს ირანის სანქცირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ირანმა რუსეთი კამიკაძე-დრონებით მოამარაგა, რომლებიც ბოლო დღეებში უკრაინის ქალაქების დასაბომბად გამოიყენება. კულებამ ასევე მოითხოვა, რომ შემდეგი სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ იყოს უფრო მკაცრი. დღეს, 17 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ტრანსლაციით ისაუბრა, კამიკაძე-დრონებით კიევსა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქში განხორციელებულ …

ბათუმში აქციის გამართვის გამო ირანის საკონსულო გვემუქრება – მოქალაქე

ბათუმში მცხოვრები ირანელები ამბობენ, რომ საფრთხეში არიან ირანის საკონსულოს ქმედებების გამო. უკვე მეორე კვირაა, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოქალაქეები, რომელთა შორის ირანელებიც არიან, სოლიდარობის აქციას მართავენ ირანის ქალაქებში მიმდინარე პროტესტის გამო. როგორც „ბათუმელებს“ მოქალაქეები უყვებიან, ირანის საკონსულო აქციაში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციას აგროვებს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას საკონსულოსთან მჭიდრო კავშირის მქონე ადამიანმა დაურეკა …

ირანელი კაცებიც ქალების გვერდით ვართ, ერთად ვიბრძვით უფლებებისთვის – აქცია ბათუმში

დღეს, პირველ ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ირანელი ქალების მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა. აქციაზე როგორც ირანის, ასევე საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. „ირანელი ქალების უფლებებისთვის ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. ქალი და კაცი უნდა იყოს თანაბარი, პირველ რიგში, ეს არის ყველაზე მთავარი. ირანში ქალებს წართმეული აქვთ ბევრი უფლება, განქორწინების დროს, მემკვიდრეობის მიღების თუ სხვა მხრივ, ქალის უფლებები დარღვეულია. ეს არ …

„ნახეთ მისი მშვენიერი ღიმილი, მას ორჯერ ესროლეს“ – ირანში დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა

ირანელი აქტივისტების ცნობით, პროტესტის 11 დღის განმავლობაში ირანის უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 76 მომიტინგე მოკლეს, ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიაში დაფუძნებული უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “ირანის ადამიანის უფლებები” (IHR) ავრცელებს. მასიური საპროტესტო გამოსვლები ირანის ქალაქებში გამოიწვია 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილმა, რომელიც იქამდე მორალის პოლიციამ სავალდებულო თავსაფრის არასათანადოდ ტარებისთვის დააპატიმრა და სცემა. IHR-ი ირანის ხელისუფლებას ადანაშაულებს არაპროპორციული …

თბილისის თეატრალურ ფესტივალზე ირანელი ქალების სპექტაკლი გაუქმდა

„ქალი ვარ, გესმის ჩემი?“ ასე ქვია ირანული თეატრალური ჯგუფის, „პრაქისის“ ერთსაათან წარმოდგენას, რომლის რეჟისორიც ქამელია ღაზალია. სპექტაკლი თბილისის თეატრალურ ფესტივალზე უნდა ეჩვენებინათ, თუმცა ირანში განვითარებული მოვლენების გამო სპექტაკლი გაუქმდა, მსახიობები ირანიდან ვერ ჩამოდიან. სპექტაკლი – „ქალი ვარ, გესმის ჩემი?“ თეატრის კრიტიკოსის, დავით ბუხრიკიძის წერილის მიხედვით დიდი წარმატებით უჩვენეს ევროპის კულტურის დღეებზე გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეში. „2019 წელს …

ხანდახან ხალხი მზადაა საკუთარი უფლებებისთვის მოკვდეს – ბათუმში მცხოვრები ირანელი

ორი დღეა ბათუმში ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია იმართება. 24 სექტემბერს, ევროპის მოედანზე აქციას ფარზინ ვალიპური მეგობრებთან ერთად მართავდა. ფარზინი 11 წელია საქართველოში ცხოვრობს, თუმცა მისი ოჯახი ირანშია. მშობლიურ ქვეყანაზე საუბრისას ფარზინი ამბობს, რომ ირანს დიდი ისტორია აქვს, ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციაა, მაგრამ ახლა „სამწუხაროდ, თავისუფალი ქვეყანა არაა“ – პირველ რიგში ქალებისთვის. ფარზინ ვალიპური: …

აქცია ბათუმში ირანელი ქალების მხარდასაჭერად

ბათუმში ირანელი ქალების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი ბათუმში, ირანის საკონსულოსთან გადაინაცვლეს. „აქ შეკრებილი ადამიანები მხარს ვუჭერთ ირანელ ქალებს და მათ პროტესტს. ჰიჯაბი არის არჩევანი – თუ სურვილი აქვთ, რა თქმა უნდა, უნდა ატარონ. ჩვენ აქ არ შევკრებილვართ იმიტომ, რომ ჰიჯაბს ვეწინააღმდეგებით. უბრალოდ, ვისაც სურს განთავისუფლდეს ჰიჯაბისგან, მას რელიგია …

ირანი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება უკრაინაში რუსეთის ომს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ირანელ კოლეგასთან ამირ აბდოლლაჰიანთან. კულებას თქმით, ირანმა უარყო ბრალდებები, თითქოს რუსეთს იარაღი ირანული კომპანიების დახმარებით გადააქვს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ირანი ეწინააღმდეგება უკრაინაში რუსეთის ომს და მხარს უჭერს დიპლომატიურ გადაწყვეტას. „მქონდა ზარი საგარეო საქმეთა მინისტრთან, ამირ აბდოლლაჰიანთან. ირანი ეწინააღმდეგება რუსეთის ომს …

უკრაინის საგარეო ავიაკატასტროფის მიზეზებიდან ტერაქტსა და რაკეტით ჩამოგდებას გამორიცხავს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის დედაქალაქ თეირანში მომხდარი ავაიაკტასტროფის მიზეზებიდან გამორიცხა ავიაკატასტროფა ან რაკეთით ჩამოგდების ვერსია. როგორც საგარეო უწყება აცხადებს, გამოძიების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ავიაკატასტროფა ძრავის პრობლემამ გამოიწვია. “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” ბოინგ 737-800 დღეს დილით თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ზუსტდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, რეისზე 168 ბილეთი იყო გაყიდული, ასევე, ბორტზე …

ირანში სამი გოგო ცეკვისთვის დააპატიმრეს

სამი ქალი ირანში ცეკვის გამო დააპატიმრეს, მათ თავიანთი ცეკვის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ატვირთეს. თითოეულ მათგანს ქსელში ათასობით მიმდევარი ჰყავს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირანში ცეკვა ქალების დაპატიმრების მიზეზი გახდა. ინსტაგრამზე მოცეკვავეების მხოლოდ ინიციალები იყო მითითებული, თუმცა ირანის ხელისუფლებამ მათი ვინაობა გაარკვია, სამივე ქალი: სარა აფშარინი, სარა შარიათმადარი და ნილუფარ მოტიე “shuffle dance” …

სირიის, რუსეთისა და ირანის ახალი სამიზნე იდლიბის პროვინცია ხდება – ტრამპი მათ აფრთხილებს

სირიის არმიის შემდეგი სამიზნე არის ოპოზიციური ძალების უკანასკნელი დიდი დასახლება იდლიბი, რომელიც მდებარეობს თურქეთის მეზობლად. იდლიბს სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რეგიონის ბევრი ქვეყნისთვის. იდლიბში სამხედრო ოპერაციების საკითხი განიხილება 7 სექტემბერს ირანში ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით დაგეგმილ სამიტზე. როგორც თურქული მედია …

 ირანელი ქალები დაკავებული მოზარდის მხარდასაჭერად აცეკვდნენ

ირანელმა ქალები სოციალურ ქსელებში ვიდეოებს აქვეყნებენ, სადაც მათი ცეკვაა ასახული. ამით ისინი დაკავებული არასრულწლოვანი გოგონას, მაედე ჰოჯაბრის მიმართ გამოხატავენ სოლიდარობას. „ვის შეუძლია იცეკვოს ჩემთან ერთად?“ – ამ სახელწოდების ვიდეოს საშუალებით, რომელშიც გოგონა ცეკვავს, მაედე ჰოჯაბრიმ 600.000 მიმდევარი შეკრიბა ინსტაგრამზე. ირანის პოლიციამ გოგონა დააკავა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. چیو باید اعتراف کرد؟ بابت لرزوندن …

Exit mobile version