რატომ არ თანხმდება თორნიკე რიჟვაძე ღია შეხვედრებს

„ეს არის კომუნიკაციის პრობლემა, რაც აზარალებს პროცესს,“ – მიიჩნევენ მესამე სექტორის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიდგომაზე, როცა ის მოქალაქეებს არ ხვდება, ან ამბობს, რომ შეხვდება, ოღონდ მედიის გარეშე. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ დახურულ კარს მიღმა შეხვედრების ტენდენცია ძლიერდება, რაც პრობლემას ვერ აგვარებს. „10 დღეში უფრო მეტნი ვიქნებით და ისევ მოვალთ“, – ამ განცხადებით …

აჭარის მთავრობა: საპროტესტო აქციას არ აქვს ხალხის ნდობა

„2 თვეზე მეტია აჭარის მთავრობის სახლთან იმართება აქცია, რომელსაც არ აქვს ხალხის ნდობა და საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად, აქციის მონაწილეები სხვადასხვა ხერხით, პერიოდულად მიმართავენ დესტრუქციულ ქმედებებს…“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღეს, 4 თებერვალს, საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლის უკანა მხარეს გადავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ თორნიკე რიჟვაძეს დისკომფორტს შეუქმნიან და გადაადგილებას შეუზღუდავენ. აჭარის …

ბათუმში ოპოზიცია რიჟვაძის გადადგომას ითხოვს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, ოპოზიციამ დღეს, 4 თებერვალს, ახალი მოთხოვნა გააჟღერა. ოპოზიციის მომხრეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომასაც ითხოვენ. დღეს დაპირისპირება მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეების მთავრობის სახლის მეორე შესასვლელთან გადანაცვლებას მოჰყვა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ თორნიკე რიჟვაძეს და მთავრობის სხვა წევრებს გადაადგილების საშუალებას. დღესვე თორნიკე რიჟვაძე შეხვდა ელგუჯა ბაგრატიონს „ერთიანი ნაციონალური …

ღია წერილი გახარიას და სხვებს – ბულვარში 16-სართულიანი შენობის აშენება დაუშვებელია!

ღია წერილის ადრესატები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ___ წერილის შინაარს უცვლელად გთავაზობთ: საზოგადოება ბათომი და საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმი“ ეწინააღმდეგება და უკანონოდ მიიჩნევს ქ. ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დაგეგმილი 16 სართულიანი შენობის მშენებლობას, სადაც პროექტის თანახმად ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრისა და სასტუმროს განთავსება იგეგმება. პროექტს კომპანია …

თორნიკე რიჟვაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრად აირჩიეს

დღეს, 16 იანვარს გამართულ ყრილობაზე, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეც აირჩიეს. პარტიის ახალ პოლიტსაბჭოში სულ 21 წევრი აირჩა, განსხვავებით 15-სა, როგორც აქამდე იყო. თორნიკე რიჟვაძე 2018 წლის 21 ივლისს დანიშნეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ. მას შემდეგ ის ამ თანამდებობაზე მუშაობს. დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. მანამდე …

ინვესტორებს 6 თვით გადაუვადდებათ ვალდებულებები – რიჟვაძე

„ვინაიდან პანდემიის ეფექტი და მისი გავლენა გრძელდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით 6 თვით ყველა ინვესტორს, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები აქვს, აჭარის მთავრობა დამატებით 6 თვეს განუსაზღვრავს საშეღავათო პერიოდს და დამატებით გადაუვადდებათ მათ ვალდებულებები ყოველგვარი სანქცირების გარეშე,“- აღნიშნა აჭარის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თორნიკე რიჟვაძე ინვესტორებზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, ეს ნაბიჯი ბიზნესის ხელშესაწყობად გადაიდგა, “ახალი სამუშაო …

„არ იყიდება, მთავრობის ხალხმა პირი მაინც გაისველოს“ – მოქალაქემ რიჟვაძეს მანდარინი მიუტანა

“თორნიკე რიჟვაძეს მოვუტანე მანდარინი. არ იყიდება. მთავრობის ხალხმა პირი მაინც გაისველოს,” – ამბობს რომან ღაღაიშვილი. მან დღეს მანდარინით სავსე ყუთი აჭარის მთავრობის შესასვლელთან დადგა. აქცია-პერფორმანსს დაპირისპირება მოჰყვა. “ეს ყუთი უნდა იყოს შესასვლელთან, რატომ გადადგით გვერდზე?” – ჰკითხა სამთავრობო დაცვის თანამშრომლებს ენმ-ს წევრმა ბონდო თედორაძემ და მანდარინები შესასვლელთან გადმოდგა. ამ ქმედების შემდეგ სამთავრობო დაცვის თანამშრომლები ენმ-ს …

უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა დაამტკიცა – „ნაახალწლევს მეტი ვიქნებით“ 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძეს დაუჭირა მხარი. პლენარული სხდომა დღეს, 25 დეკემბერს, გაიმართა. უმაღლესმა საბჭომ თორნიკე რიჟვაძის მიერ წარმოდგენილი მინისტრობის კანდიდატებიც დაამტკიცა: ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე იქნება, ჯანდაცვის – ნინო ნიჟარაძე, სოფლის მეურნეობის – გიორგი სურმანიძე, განათლების – მაია ხაჯიშვილი. აჭარის მთავრობას უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ 14-ვე წევრმა დაუჭირა მხარი. …

ხვნა-თესვის “რეკორდული ათვისება” – თემა უფლებების კომიტეტის სხდომაზე

არაფერ შუაშია, მაგრამ ხვნა-თესვა ადამიანის უფლებების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავარ თემად იქცა. დღეს, 24 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ამ ორი კომიტეტის წევრებს თორნიკე რიჟვაძე ცალკე შეხვდა. ხვნა-თესვაზე ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ გაამახვილა. არაერთი უფლებრივი პრობლემის არსებობის მიუხედავად, …

ვინ იქნება მოდარაჯე, ვის გაახსენდა სტალინი და კოლექტივი – უმაღლეს საბჭოში რიჟვაძეს უსმენენ

დღეს, 24 დეკემბერს, აჭარის უმაღლეს საბჭოში კომიტეტები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. კითხვები დეპუტატებმა თორნიკე რიჟვაძესაც დაუსვეს და მინისტრობის კანდიდატებსაც, თუმცა არა კრიტიკული. ერთპარტიულ უმაღლეს საბჭოში დეპუტატები კითხვის დასმამდე ძირითადად მადლობას უხდიდნენ თორნიკე რიჟვაძეს. კითხვები ძირითადად იმ პროგრამებს ეხებოდა, რაც ბიუჯეტში უკვე გაწერილია და რის ამოქმედებასაც რიჟვაძის მთავრობა აპირებს. დღევანდელ …

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის არჩევა შესთავაზა აჭარის უმაღლეს საბჭოს. განკარგულება პრეზიდენტმა დღეს, 23 დეკემბერს, გამოსცა. პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა უყაროს კენჭი. თუ პრეზიდენტის კანდიდატს ზედიზედ ორჯერ უმაღლესი საბჭო მხარს არ დაუჭერს, პრეზიდენტს ამ ორგანოს დათხოვნის უფლება აქვს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევასთან ერთად უმაღლესმა საბჭომ უნდა …

უკავშირდება თუ არა პროტესტის გამწვავება ვარშალომიძის შეურაცხყოფას – რას ამბობს რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 3 დეკემბერს, მთავრობაში ბრიფინგი გამართა, სადაც განცხადების შემდეგ  მან ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. „ბათუმელების“ კითხვას – როგორ ფიქრობთ, რატომ გადმოინაცვლა თქვენი აზრით, აქციების ეპიცენტრმა თბილისიდან ბათუმში და ხომ არ უკავშირდება ეს თქვენი მხრიდან ლევან ვარშალომიძის მისამართით გამოყენებულ ფრაზას –  „ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა“, რომელიც შესაძლოა აღქმულიყო პიროვნულ შეურაცხყოფად,  თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა, რომ …

ექთნებისა და სანიტრების ფინანსური წახალისება იგეგმება – რიჟვაძე

დღეს, პირველ დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო პერსონალის ფინანსურ წახალისებაზე ისაუბრა. „იგეგმება მედპერსონალის, რიგითი სანიტრების, ექთნების წახალისება და მათი მატერიალური უზრუნველყოფა, რომლებმაც განსაკუთრებული შრომა გასწიეს და ეწევიან პანდემიის დროს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობის სხდომას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც ესწრებოდა, თუმცა არც მინისტრს და არც …

რიჟვაძემ აქციის მონაწილეებს 20-კაციანი „ბანდა“ უწოდა და „უკადრებელს ნუ იკადრებთო“ მოუწოდა

დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში მთავრობის სხდომა საყვირების ფონზე დაიწყო. ოპოზიციონერი აქტივისტები უკვე 20 დღეზე მეტია მთავრობასთან აქციას მართავენ. თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ აქციის მონაწილეებს „ბანდა“ უწოდა და მოუწოდა, რომ „უკადრებელს ნუ იკადრებენ“. „ალბათ არ ღირდა ამ საკითხით შეწუხება, თუმცა ვინაიდან გუშინ ერთი რიგითი, წესიერი ბათუმელი შეწუხდა ეგრეთ წოდებული მარგინალების ზღვარგადასული ეგრეთ წოდებული …

რიჟვაძე შავაძის საქმის შეხსენებაზე – საარჩევნო დღის შეჯამება არ დავუთმოთ ცალკეულ ქეისებს

დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს 2008 წელს მოკლული „სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე“, რაზეც ევროსასამართლომ ორი დღის წინ დაადგინა, რომ დაირღვა მისი სიცოცხლის უფლება. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, [მიუხედავად იმისა, რომ როინ შავაძის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა], არჩევნების დღეს …

რიჟვაძემ „ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა“ უწოდა ლევან ვარშალომიძეს

დღეს, 20 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის წინ ერთგვარად გააფრთხილა აჭარაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხვალ, არჩევნების მეორე ტურზე, ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავს. „ვიწრო არ დარჩეს ეს დერეფანი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. „რაც შეეხება განცხადებას ნაცმოძრაობის მხრიდან, რომ სირცხვილის დერეფნები შეეხებოდა მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, დეპუტატებს, ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ …

რა თქვა რიჟვაძემ ბათუმის მე-19 უბნის შესახებ, რომელიც საჩვენებლად გადათვალეს

„ქართული ოცნების“ ხმები მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა არანაირად არ შეცვლილა ოპოზიციის და, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები…“ – განაცხადა დღეს, 6 ნოემბერს მოწყობილ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ. მან დღევანდელი ბრიფინგზე ბათუმის მე-19 საარჩევნო უბანზე ისაუბრა. ეს ის უბანია, რომლის ხელახლა გადათვლასაც ბათუმის საოლქო კომისია დათანხმდა. 75 საჩივრიდან ბათუმის საოლქო კომისიამ ხმები გადათვალა მხოლოდ  იმ უბანზე, სადაც „ნაციონალურმა …

თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციაზე: დაძრწიან და დახეტიალობენ სოფლებში

„რაც შეეხება აქციებს, ეს არის ქუჩის აქციები… ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ამ ყველაფერზე, დაძრწიან და დახეტიალობენ მათ შორის სოფლებში. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ მათ, რომ ნუ დააყენებენ მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ. ჩვენ არანაირი კონსულტაციის გამართვას „ნაცმოძრაობასთან“ არ ვაპირებთ,“ – აღნიშნა დღეს, 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და „ქართული …

თორნიკე რიჟვაძე: იქნება უმკაცრესი რეაგირება ნებისმიერ კანონგარეშე ქმედებაზე

დღეს, 4 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა ბათუმში, საოლქო საარჩევნო კომისიის წინ გამართულ ოპოზიციის საპროტესტო აქციას, რომელზეც ინციდენტის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ. „არაერთი ანალოგი კეთდება სხვადასხვა რევოლუციურ სცენართან, რაც ღიმილისმომგვრელია. ამავე დროს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც სამართალდაცველებმა, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა როგორც გასულ დღეებში, ასევე დღესაც, თავისი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი ამ …

თორნიკე რიჟვაძე: წაბლანაში არჩევნები არ ჩავარდნილა

„ყველამ უნდა იცოდეთ, რომ გუშინ იქ არჩევნები არ ჩავარდნილა. გაიხსნა საარჩევნო უბნები და ყველას ჰქონდა საშუალება, თავისუფალ გარემოში მიეღო მონაწილეობა ამ არჩევნებში,“- აღნიშნა დღეს, პირველ ნოემბერს, თორნიკე რიჟვაძემ წაბლანაში არჩევნების ბოიკოტის შესახებ. საუბარია ხულოს ორ საარჩევნო უბანზე, სადაც არცერთი ამომრჩეველი არ მივიდა. „რაც შეეხება ზოგადად გარკვეული ჯგუფის, თუ კონკრეტული სოფლის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მე …

ვფიქრობთ აჭარის მთავრობის ერთპიროვნულ ფორმირებაზე – თორნიკე რიჟვაძე

„უკვე შეგვიძლია წინასწარი მონაცემებით დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს უმრავლესობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დღეის მდგომარეობით, ვიფიქროთ ერთპიროვნულად მთავრობის ფორმირებაზე… მოსალოდნელი მეორე ტურები, რომელიც გაიმართება სხვადასხვა ოლქში, კიდევ უფრო გაამყარებს უმრავლეობას აჭარის უმაღლეს საბჭოში,“ – აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ. ის ასევე „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველი ნომერია. დღეს, პირველ …

„სიამოვნებას ვიღებ, როცა ნაცკლასტერი კაკანებს“ – რიჟვაძე დიდაჭარის ინციდენტზე

„ნაცმოძრაობის ანგაჟირებული 4-5 ჟულიკი მე გადაადგილებას ვერ შემიზღუდავს“ – ასე გამოეხმაურა დღეს, 29 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გუშინ სოფელ დიდაჭარაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც თორნიკე რიჟვაძეს წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს. რიჟვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას არ დაუტოვებია ტერიტორია და ინციდენტის მიუხედავად დიდაჭარაში შეხვდა მოქალაქეებს. „მიჰას და მთავარ არხს არ ვეკითხები გადაადგილებას, …

„სახით რომ მათრევდი, ის ფორმა იყო?“ – თორნიკე რიჟვაძე სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და „ქართული ოცნების“ უმაღლეს საბჭოს საარჩევნო სიის პირველ ნომერს – თორნიკე რიჟვაძეს დღეს, 28 ოქტომბერს, სოფელ დიდაჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქლაივში გადაიცა. ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მისულ თორნიკე რიჟვაძეს თავდაპირველად ფირუზ წულუკიძემ მიმართა, რომ სოფელი დაეტოვებინა. სოფლის დატოვების მოთხოვნა სხვებმაც გაიმეორეს: „წავიდეს“. ფირუზ წულუკიძე მსოფლიო ჩემპიონია და …

თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში სტიქიით დაღუპულ ოჯახზე: წერილი არ არის მოძებნილი

„ამ კონკრეტული ოჯახის წერილი არ არის მოძებნილი, მაგრამ ეს არანაირად არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან,“ – აღნიშნა დღეს, 17 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. საუბარია პირველ ოქტომბერს ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში განვითარებულ მეწყერზე, რომელმაც სახლი მოიყოლა და ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. ამავე სტიქიას იმსხვერპლა სახლთან ახლოს მყოფი ავტომობილის ორი მგზავრი. ხელვაჩაურის მერიაში ირწმუნებიან, რომ ოჯახს მერიისთვის …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხი უმუშევრად დარჩენილებს, რომლებიც მეორე დღეა შიმშილობენ

„ვწუხვარ და ყოველდღე, როცა შემოვდივარ, მართლა ძალიან მაწუხებს. ეს ახალგაზრდები აგრძელებენ სხვადასხვა ფორმით პროტესტის გამოხატვას,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს, 17 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე. აჭარის მთავრობის სახლთან გრძელდება პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების საპროტესტო აქცია. მეორე დღეა შიმშილობს 8 ადამიანი. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ამ დღეებში ჯამში 954 უმუშევრად დარჩენილი ადამიანის განაცხადი შევიდა …

„პარტიაში იყო გარჩევა“ – თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის მერის მიერ ჟურნალისტის გინებაზე

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ნუ სთხოვთ ახლა ამ კონტექსტში თვითმმართველობის საქმეებში ჩარევას“, – აღნიშნა დღეს, 17 ოქტომბერს, ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მას ჟურნალისტებმა ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ „ბათუმელების“ ჟურნალისტის გინების ფაქტზე ჰკითხეს. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ  ეს საკითხი „პარტიის შიგნით გაარჩიეს“. „როცა წინა შემთხვევებში თვითმმართველობებში ყოფილა კონკრეტული გადაადგილებები, ბრალს მდებდით თვითმმართველობის საქმეებში ჩარევაში, …

“ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში”- რიჟვაძე ხელვაჩაურის მერის მიერ ჟურნალისტის გინებაზე

“ერთმნიშვნელოვნად შეეშალა აღნიშნულ თანამდებობის პირს და ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში. ეს არის ჩემი პასუხი,” – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის შესახებ დასმულ კითხვას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა. Batumelebi.ge-ზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია – „მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის …

პირველ რიგში, აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – რიჟვაძე შეზღუდვების მოხსნას აანონსებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შემდეგ კვირაში მთავრობა საზოგადოებას გააცნობს აჭარაში შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივ გეგმას. „პირველი რაც აღდგება, იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს საკითხი უკვე განიხილება და დგას ჩვენს დღის წესრიგში. შემდეგ კვირაში უკვე საზოგადოებას გავაცნობთ დეტალურ გეგმას შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ უამრავი მშობელი ელოდება სკოლების, ბაღების განახლებას და ამ მიმართულებითაც შეზღუდვების მოხსნის …

თორნიკე რიჟვაძე ბათუმში გამართული აქციის მონაწილეთა ჯგუფებს ხვდება

თურქეთში დასაქმებული ქალები, კაზინოების თანამშრომლები, კაფე-რესტორნებში დასაქმებულები, მათ შორის მუსიკოსები და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მეორე დღეა ითხოვენ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას. ისინი აცხადებენ, რომ პანდემიის გამო ვეღარ მუშაობენ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მეორე დღეა პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ: [checklist] საბანკო და მიკროსაფინანსო სესხების გადავადებას 0% -ით; სახელმწიფოს საკომპენსაციო თანხის მომატებასა და გაგრძელებას; წინა გადავადებულ სესხებზე დაკისრებული პროცენტების …

ბათუმში თერმოსკრინინგის პუნქტები მოეწყობა – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში თერმოსკრინინგის პუნქტები მოეწყობა. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო პროაქტიულად მოვახდინოთ თერმოსკრინინგი მთლიანად ქალაქში, შესაბამისად მოეწყობა თერმოსკრინინგის პუნქტები, ისე როგორც ეს აქამდე ხდებოდა, თუმცა ეს არ ნიშნავს არანაირ დამატებით საკარანტინო ღონისძიებების შემოღებას ქალაქში, ანუ ბათუმი და აჭარა არ იკეტება და არ განიხილება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ღონისძიებების ან თუნდაც …

სწავლა საკლასო ოთახებში ხელვაჩაურშიც პირველ ოქტომბრამდე გადაიდო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სწავლა ბათუმისა და ქობულეთის მსგავსად ხელვაჩაურშიც პირველ ოქტომბერს განახლდება საკლასო ოთახებში, 15 სექტემბრიდან კი სასწავლო პროცესი ხელვაჩაურში ონლაინ, დისტანციურად დაიწყება. „ქობულეთსა და ბათუმს დაემატება ხელვაჩაურიც და იქ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება პირველი ოქტომბრიდან, მანამდე დისტანციურად მოხდება ამ სამ მუნიციპალიტეტში სწავლა. მაღალმთიან აჭარაში საკლასო ოთახებში შეძლებენ მოსწავლეები 15 სექტემბრიდან …

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე რიჟვაძის რეაქცია – „ადგილობრივი კანტორა“

“ეს ის ორგანიზაციაა ხომ, ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი აქ და ოფის-მენეჯერები რომ იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ. ალბათ მაგათზე მეკითხებით ხომ?” – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 2019 წელს აჭარის მთავრობის მიერ გაყიდულ ქონებას ეხებოდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დღეს, 14 აგვისტოს, გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

რის მოყოლა სურს აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელს თორნიკე რიჟვაძისთვის

დღეს, 4 აგვისტოს, აჭარის მთავრობის წინ ავთანდილ ბოლქვაძემ, აჭარის მთავრობის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა, აპარატის რამდენიმე თანამშრომლისა და დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ფოტოები გამოიტანა და განაცხადა, რომ მას აჭარის მთავრობაში დევნიან. „ძალიან დიდი სურვილი მქონდა ის დაპირისპირება, რაც წლების წინ ამ კედლებში წარმოიშვა, კედლებს გარეთ არ გამოსულიყო, მაგრამ არანაირი გამოსავალი არ …

წელს ხალხმრავალი ბეშუმობა არ გვექნება – რიჟვაძე

დღეს, 27 ივლისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ წელს სახალხო დღესასწაული ბეშუმობა ფართომასშტაბით არ აღინიშნება. „მომეტებული რისკებიდან გამომდინარე, წელს არ გვექნება ხალხმრავალი ბეშუმობა, სამწუხაროდ. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარის მცხოვრებლები, გაგებით მოეკიდებიან და მაქსიმალურად დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც გვაქვს შესაბამისი უწყებებიდან. თუმცა, აუცილებლად მივულოცავთ,“ – …

რიჟვაძე ქობულეთის მერის შესაძლო გადადგომაზე

დღეს, 27 ივლისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ჰკითხეს ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის შესაძლო გადადგომის შესახებ. „პარასკევს ქობულეთის მერთან ერთად მქონდა ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა და ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ აღნიშნულ ინფორმაციას“, – განაცხადა რიჟვაძემ. ქობულეთის მერის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც თანამდებობა დატოვა ბათუმის არჩეულმა მერმა, ლაშა კომახიძემ.

თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის მიწვევით იქნება შესაძლებელი – მთავრობა

„თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის ოფიციალური მიწვევის საფუძველზეა შესაძლებელი“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 27 ივლისს, საქართველოს მთავრობის ბრიფინგზე. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლიდან მიიღებენ სამთვიან ოფიციალურ მიწვევას, შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას. თუმცა უკან დაბრუნებისას ისინი ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ საკარანტინო რეჟიმი. „მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, …

Exit mobile version