„გამოძიება თავის გზას ნახავს, ბატონი თორნიკეც – თავისას“ – დავით გაბაიძე

დღეს, 30 მარტს, „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. დავით გაბაიძე აჭარის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ახლობელია. ამიტომ, ბრიფინგზე ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, მისი თანამდებობიდან გადადგომა რამდენად უკავშირდება რიჟვაძის ფაქტორს. „ციხეში არა მაგრამ, რიჟვაძის ყველა საახლობლო სახლშია, ამას როგორ შეაფასებთ?“- ჰკითხეს ბრიფინგზე დავით გაბაიძეს. „ამ საახლობლოში ალბათ მეც მგულისხმობთ, მაგრამ ჯერ სახლში არ ვარ და …

დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

დავით გაბაიძემ დატოვა „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. ამის შესახებ დღეს, 30 მარტს, გამართულ ბრიფინგზე თავად დავით გაბაიძემ განაცხადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დავით გაბაიძის პოსტს ცოტნე ანანიძე დაიკავებს. ის აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. დავით გაბაიძემ დღეს ბრიფინგი მადლობით დაიწყო, მან, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. „დიდი ხანია …

რატომ აფარებენ „დიფსთეიტთან“ მებრძოლები თავს „დიფსთეიტს“ – რა მოუვიდა რიჟვაძეს

„იგლ ჰილსის“ პროექტი ხორციელდება ქართული კანონმდებლობის ქვეშ, საქართველოში. თუ წარმოიშვა დავა ორ მხარეს შორის – საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილსს“ შორის, ამ შემთხვევაში მოქმედებს ბრიტანული სამართალი. კონკრეტულად ციურიხის არბიტრაჟის მიერ განიხილება შესაძლო ნებისმიერი დავა. ეს არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით“, – თქვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას 26 ნოემბერს. ირაკლი კობახიძე, …

„თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში სამკურნალოდ წავიდა“ – ალექსი ახვლედიანი

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. ალექსი ახვლედიანის მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში სამკურნალოდ წავიდა. „თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციის გასაკეთებლად წავიდნენ გერმანიაში. საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემა აქვს ისევ და ამიტომ წავიდნენ სხვა კლინიკაში, გერმანიაში. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს, …

„უახლოეს პერიოდში ჩამოვა და ყველა კითხვას უპასუხებს“ – ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის შესახებ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უახლოეს პერიოდში ჩამოვა. ალექსი ახვლედიანმა ეს განცხადება დღეს, 27 ოქტომბერს გააკეთა თავისი სასამართლო პროცესის დაწყებამდე. „ვინარჩუნებ ჩემს პოზიციას, არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. იქ ბევრი ნიუანსია, რის გამოც არ ვცნობ თავს დამნაშავედ. სასამართლო ყველაფერს დაადგენს“, – თქვა ალექსი ახვლედიანმა. ჟურნალისტების კითხვაზე, …

„თურქეთში თვალზე ოპერაციას გაუკეთებენ“ – ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ალექსი ახვლედიანი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შესახებ პირველ ვრცელ კომენტარს აკეთებს. დღეს, 27 აგვისტოს, ალექსი ახვლედიანმა დეტალურად გაიხსენა 6 ივლისის შემთხვევა ჟურნალისტებთან. ახვლედიანის ვერსიით, 6 ივლისს, საღამოს 5 საათზე დაურეკა თორნიკე რიჟვაძემ და შესთავაზა მასთან სახლში, საგარეჯოში წასულიყვნენ. ახვლედიანი ამბობს, რომ ის და რიჟვაძე ახლო მეგობრები არიან და …

„არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია, მას ტელეფონი არ აქვს“ – კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე

„ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 19 აგვისტოს, „ტვ პირველთან“ თქვა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან არ უსაუბრია, რადგან რიჟვაძეს „ტელეფონი არ აქვს“. „მე არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ამის ტექნიკური საშუალება არ იყო, ტელეფონი მას არ აქვს. თუმცა ჩვენ მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს და გვიხარია, რომ ყველაფერი მიდის ძალიან კარგი …

„ივანიშვილს საქმის გარჩევა რიჟვაძესთან არ დაუსრულებია“ – რას ნიშნავს მდინარაძის განცხადება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეზე საუბრისას განაცხადა, რომ ის არასდროს ყოფილა მისი ახლო მეგობარი. ნიშნავს თუ არა მდინარაძის განცხადება იმას, რომ თორნიკე რიჟვაძე შესაძლოა ისევ იყოს ივანიშვილის მხრიდან ზეწოლის სამიზნე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პარტია „ახლების“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს ესაუბრა, პოლიტიკოსს, რომელიც კარგად იცნობს აჭარაში მიმდინარე პროცესებს. …

„უახლოესი მეგობარი არასდროს არ ყოფილა“- მამუკა მდინარაძე თორნიკე რიჟვაძეზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მისი მეგობარი არასდროს ყოფილა. მისი თქმით, პროკურატურა რიჟვაძის საქმეზე მაშინ გააკეთებს განცხადებას, როცა მყარი მტკიცებულებები ექნება. ამის შესახებ მან 7 აგვისტოს თქვა ჟურნალისტებთან. „შს მინისტრისგან გავიგეთ ის, რომ კამერები იყო (შემთხვევის ადგილზე) და კამერები ამოღებულია და მიდის ყველა სავარაუდო …

დარჩენილ ცხოვრებას სინანულში გაატარებს, მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა – მურმან დუმბაძე

„ის, რომ რიჟვაძეს ამზადებდნენ თურმე უფრო დიდ თანამდებობაზე დასანიშნად, წყლის ნაყვაა. წაგებული თამაშის შემდეგ ხელების ქნევა ჰაერში, რადგან ადამიანი, რომელსაც დიდ ბრიტანეთში ელჩად უშვებდნენ, ფეისბუქით არ შეგატყობინებს, რომ ტოვებს თანამდებობას. ეს არის აბსურდი“, – ამბობს პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე. მას „ბათუმელები“ ამ დღეებში თორნიკე რიჟვაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და „ქართული ოცნების“ განცხადებებზე ესაუბრა, სადაც ითქვა, რომ …

როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – იგი მკურნალობას თურქეთში აგრძელებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის თურქეთში ერთ-ერთ კლინიკაში რჩება და იქ აგრძელებს მკურნალობას. „ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად კლინიკაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები, მათ შორის არის მამა დავით რიჟვაძე. 7 ივლისს შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზე. თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი …

„მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს რიჟვაძესთან“ – კობახიძე

„ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიმართ „არავის არავითარი პრეტენზია არ აქვს“. ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 10 ივლისს თქვა მედიასთან. „არავის თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზია არა აქვს… რაც შეეხება ბრალდებებს, საჯარო მაგალითი გითხარით, ვინ აბრალებდა რიჟვაძეს კანონიერი ქურდების მფარველობას, თუ არა ეს რა იყო… თქვენ ავრცელებდით ათას სამარცხვინო …

„მაფიოზური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი სახეზეა“ – ინტერვიუ

„თამაში მიდის ივანიშვილის კარზე, მასთან სიახლოვის მოსაპოვებლად, ფინანსური ნაკადების ერთი ხელიდან მეორეში გადასვლისთვის. საბოლოო ჯამში, მისი ნაწილი ივანიშვილთან მიდის. მაფიოზური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი სახეზეა, მათ შორის შიდა ბრძოლები გავლენისათვის მეფის კარზე, ანუ ივანიშვილის ირგვლივ პოზიციების გასამყარებლად ერთი კლანი მეორეს ებრძვის“ – მოკლედ ასე აფასებს ეკონომისტი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე საქართველოში ბოლო დროს …

„გასროლა და გადარჩენილი თორნიკე რიჟვაძე არ აწყობდათ, კობახიძეს სახეზე ეწერა ეს“ – ინტერვიუ

„ეს გასროლა და გადარჩენილი თორნიკე რიჟვაძე არ აწყობდათ, კობახიძეს სახეზე ეწერა ეს,“ – ამბობს თინა ხიდაშელი, რომელსაც თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ვესაუბრეთ. რაზე მიუთითებს „ოცნების“ ლიდერების მოქმედებები და განცხადებები მას შემდეგ, როცა თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით დაჭრილი კლინიკაში მოათავსეს? „თორნიკე რიჟვაძე დაიბარეს მოსაკლავად იმ ტიპის „რაზბორკაზე“, რომელიც სიკვდილით მთავრდება, ამიტომაც …

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს უფლებამოსილება შეუწყდა – სამინისტრო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას ხელი 2025 წლის  9 ივლისს მოეწერა. ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა. ალექსი ახვლედიანი  7 ივლისს დააკავეს მას შემდეგ, რაც საგარეჯოში მდებარე მის სახლში, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე …

თორნიკე რიჟვაძე ოჯახის მოთხოვნით თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს – ტურძელაძე

თორნიკე რიჟვაძე, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ განცხადება დღეს კლინიკურმა დირექტორმა გააკეთა. „წუხელ, ღამით, 2 საათზე, თორნიკე რიჟვაძე გადაყვანილ იქნა სტამბოლის საავადმყოფოში, საჰაერო გზით. თვითონ ოჯახის წევრებმა გამოიძახეს რეანომობილი. თორნიკე იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, კონტაქტში შემოდიოდა, გაუმჯობესებული პარამეტრებით, მაგრამ მართვით სუნთქვაზე დავტოვეთ, რადგან არ შეიძლებოდა მართვითი სუნთქვის გარეშე …

„კონტაქტურია, ასრულებს მარტივ დავალებებს“ – ლევან რატიანი თორნიკე რიჟვაძეზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ამ ეტაპზე უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები. „პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი დინამიკით, კლინიკა გაუმჯობესებულია. კლინიკის გაუმჯობესება ნიშნავს, რომ ტრავმულ-ჰემორატიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს, ანუ ალაგებულია, ლიკვიდირებულია. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები, რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ კონტაქტი …

„თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა გვეუბნება, რა არის ახლა მთავარი“ – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

„რეჟიმი უფრო და უფრო მეტი სისასტიკით ცდილობს, თავი გადაირჩინოს, გადაარჩინოს ნაძარცვი და ნაქურდალი,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი, „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი. მას თორნიკე რიჟვაძეზე ვესაუბრეთ, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი და შსს-ს ვერსიით,  თვითმკვლელობა სცადა. „ის, ვინც თითქოს ყველაზე დაცულად გრძნობს თავს, ვინც ამ რეპრესიული სისტემის შემოქმედია, ხვალ შეიძლება …

ალექსი ახვლედიანი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. გამოძიება ალექსი ახვლედიანს კუთვნილი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება, რომელი იარაღითაც, შსს-ს ვერსიით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. პროკურატურამ ახვლედიანს ბრალდება უკვე წარუდგინა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც გულისხმობს …

როგორ სცადა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა – პროკურატურის ვერსია

საქართველოს პროკურატურა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანისადმი წარდგენილ ბრალდებაში წერს თავის ვერსიაზე, თუ როგორ სცადა, სავარაუდოდ თვითმკვლელობა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. პროკურატურა წერს, რომ გამოძიების თანახმად, თორნიკე რიჟვაძე 6 ივლისს, საღამოს საათებიდან სტუმრად იმყოფებოდა ქალაქ საგარეჯოში, თავისი მეგობრის, ალექსის ახვლედიანის სახლში. პროკურატურის ვერსიით, თორნიკე რიჟვაძემ, 7 ივლისს, შუაღამის შემდეგ, დაახლოებით 01:10 საათიდან …

ალექსი ახვლედიანის პატიმრობას პროკურატურა სავარაუდოდ არ ითხოვს – მას ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს, ბრალდება წარუდგინა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თ.რ. სტუმრად იმყოფებოდა ქალაქ საგარეჯოში, თავისი მეგობრის ა. ა.-ს სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, …

თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“. მისი თქმით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება და იგი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 7 ივლისს, შსს-მ გაავრცელა განცხადება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობაზე. თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს …

რას წერენ თორნიკე რიჟვაძეზე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის წევრები – გამოხმაურება ფეისბუქზე

თორნიკე რიჟვაძის ამბავს აჭარის არალეგიტიმურ მთავრობაში არ იმჩნევენ. მინისტრები და დეპუტატები, რომლებიც ყოველდღიურად, ან დღეში რამდენჯერმე დებდნენ საქებარ და მაამებელ პოსტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესახებ და თორნიკე რიჟვაძეს „ბატონ თავმჯდომარედ“ მოიხსენებდნენ, დღეს დუმილს არჩევენ. ან მას რამდენიმე სიტყვით გამოჯანმრთელებას უსურვებენ. თორნიკე რიჟვაძე, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, კლინიკაშია ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით მიყენებული მძიმე ჭრილობით …

„თორნიკე რიჟვაძის ისტორია ყველა ქოცისთვის გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს“ – ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ფეისბუქზე ეხმიანება დღეს, 7 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. „თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია (თვითმკვლელობის ვერსია აშკარად შეთხზულია) ყველა ქოცისთვის გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს – მინისტრისთვის თუ პროკურორისთვის, პროპაგანდისტისთვის თუ ბიზნესმენისთვის – ყველა ივანიშვილის მოღალატეობრივი სისტემის ჭანჭიკი ხართ და ეს …

ყველაფერი რაც ხდება, რეჟიმის სისუსტის ნიშანიცაა – თამთა მიქელაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას და „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესს ფეისბუქზე ეხმიანება. მისი შეფასებით ის რაც „ქართული ოცნების“ ირგვლივ ხდება რეჟიმის სისუსტის ნიშანიცაა. „ვერ შეძლებ თან ოლიგარქიული ავტოკრატია აშენო და თან მხოლოდ შენ ჭამო“-წერს თამთა მიქელაძე. „როგორი ლინზით შეიძლება დავინახოთ, რაც ახლა „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების …

„თუკი ვინმე რიჟვაძეზე ზეწოლას ახორციელებდა, ეს იყო ივანიშვილი“ – კირთაძე

„მცირეწლოვანი შვილების პატრონმა, ახალგაზრდა კაცმა თავის მოკვლა რომ გადაწყვიტა, ეს არის უმძიმესი ამბავი და კარგად აჩვენებს სად ვცხოვრობთ. ამიტომ, თუკი ვინმე რიჟვაძეზე ზეწოლას ახორციელებდა, ეს იყო რეჟიმი და პირადად ბიძინა ივანიშვილი“- ამბობს „ახლების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე „ბათუმელებთან“. დღეს, 7 ივლისს, შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია აჭარის  მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზე. ოფიციალური ინფორმაციის …

კლინიკა უარყოფს რიჟვაძის წერილის ჟურნალისტებისთვის მიწოდებას – პირველი კომენტარი საავადმყოფოდან

პროსახელისუფლებო მედია ირწმუნება, რომ ექიმებმა კლინიკაში მიყვანილ დაჭრილ პაციენტს, თორნიკე რიჟვაძეს, თვითმკვლელობის მცდელობის წინ დაწერილი წერილი უპოვეს და ჟურნალისტებს გადასცეს. რაიმე სახის წერილის მედიისთვის გადაცემის ფაქტს არ ადასტურებენ არც საგარეჯოს საავადმყოფოში და არც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ამ ეტაპისთვის (7 ივლისი, 14:00 საათი) არ არსებობს არავითარი დოკუმენტური მტკიცებულება, რომ …

პროსამთავრობო მედია რიჟვაძის დაწერილი წერილის ფოტოს კი არ აქვეყნებს, არამედ ტექსტს -კომენტარი

იურისტი გურო იმნაძე ფეისბუქზე ეხმიანება პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ წერილს, რომელიც, ამ მედიების მტკიცებით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაწერა თვითმკვლელობის მცდელობის წინ. „მოკლედ, იმედი და პოს-ტვ იმას ამტკიცებენ, რომ სტუმრად მყოფმა რიჟვაძემ უცებ, მოულოდნელად მიაგნო მასპინძლის იარაღს და იქიდან გასროლით სცადა თვითმკვლელობა. ოღონდ, სანამ ამ სპონტანურ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მანამდე წერილიც დაწერა, სადაც იარაღის …

„სისხლიანი გარჩევები ხალხისთვის მოპარული ფულის განაწილებისთვის“ – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ფეისბუქზე „სისხლიან გარჩევას“ უწოდებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გახარია, სავარაუდოდ, გულისხმობს დღეს, 7 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. „უმართავი ქაოსი და განუკითხაობა შეგვეხება ყველას. სისხლიანი გარჩევები – ხალხისთვის მოპარული ფულის განაწილებისთვის. მხოლოდ გონიერი მოქმედებით და სიმართლით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს“ – წერს გიორგი გახარია. …

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – შსს

7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. „თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას …

არის თუ არა დავით რიჟვაძე დაკავებული? – რას ამბობს შსს-ს წარმომადგენელი

დღეს, 7 მაისს, „ბათუმელებმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის შესახებ ჰკითხა შს სამინისტროს წარმომადგენელს, იურისტს თეა ლაღაძეს. დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსი იყო. მას შემდეგ, რაც თორნიკე რიჟვაძემ დატოვა თანამდებობა, გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა დავით რიჟვაძემაც და მეტიც, თითქოს ის დააკავეს. შს …

„მე ვიცი თუ არ ვიცი, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს“ – დავით გაბაიძე თორნიკე რიჟვაძის გადადგომაზე

„მე რომც ვიცოდე, არ მაქვს იმის უფლება, ვისაუბრო სხვის მაგივრად,“ – უპასუხა დღეს, 6 აპრილს, ჟურნალისტებს დავით გაბაიძემ თორნიკე რიჟვაძის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ. დავით გაბაიძე ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ეს არალეგიტიმური ორგანო, ხვალ, 7 აპრილს აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს. თორნიკე რიჟვაძემ 2025 წლის 4 აპრილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ფეისბუქპოსტით დატოვა. …

რით დაგამახსოვრდათ თორნიკე რიჟვაძე – „დავაი, დაახვიეთ“, „ლაჩრულად წაგებული ომი“ და სხვა

„ვერავის გადაუღუნოთ“, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, „დავაი, დაახვიეთ“, „ლაჩრულად წაგებული ომი“, „პირადად ვიძიებ შურს“ – ძირითადად ამ ფრაზებით დაამახსოვრა თავი მოსახლეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, რომელმაც 7-წლიანი უწყვეტი თავმჯდომარეობის შემდეგ დღეს, 4 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. რიჟვაძეს ბრიფინგი არ გაუმართავს. მან ფეისბუქზე, საკუთარ გვერდზე დადო განცხადება, რომ პოსტს ტოვებდა, მადლობა პირველ რიგში …

თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ფეისბუქგვერდზე დაწერა. „მივიღე გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ. მეშვიდე წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს. მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შესაძლებლობისთვის მემსახურა ჩემი კუთხისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ …

უსაფრთხოების ღობე „ოცნების ქალაქში“ კობახიძის დასაცავად, მხოლოდ ერთი დღით იყო

„ჩანს რამე, ღობე არის? ღობე როდის არის იცით? როცა მთავრობის წარმომადგენლები მოდიან, მაშინ აკეთებენ ღობეს,“ – ეს „ოცნების დასახლებაში“ მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ გვითხრა 2025 წლის 15 თებერვალს, როცა ამ დასახლებაში 4 და 6 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და დაიღუპნენ. ბავშვები დღეს, 17 თებერვალს დაკრძალეს. რატომ არ იყო მოწყობილი უსაფრთხოების ღობე, როცა „ოცნების ქალაქის“ …

აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს გაუგზავნეს დასასანქცირებელთა სია, მათ შორისაა რიჟვაძეც – „რადიო თავისუფლება“

რადიო „თავისუფლება“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ. „თავისუფლების“ ცნობით,  სიაშია „ოცნებასთან“ დაკავშირებული 25 პირი, რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, …

Exit mobile version