იცის თუ არა მეპატრონემ, რომ მიწა არქეოლოგიური დაცვის ზონაში იყიდა – „ბათომის“ მიმართვა მთავრობას

საზოგადოება „ბათომი“ მაღალი თანამდებობის პირებს მიმართავს. ორგანიზაციას აინტერესებს, რას უპირებს ახალი მესაკუთრე ციხისძირში, „პეტრას“ ციხის მიმდებარე მიწის ნაკვეთს, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიძინა. ასევე თუ გააფრთხილეს ქონების შემძენი, რომ გაყიდული ტერიტორია მდებარეობს არქეოლოგიური დაცვის ზონაში. „ბათომის“ წერილის ადრესატები არიან: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურ დირექტორი, ნიკოლოზ …

თორნიკე რიჟვაძე: „ოცნების ქალაქში“ მშენებლობაზე ტენდერი მალე გამოცხადდება

დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ „ოცნების ქალაქში“ დაანსონსებულ კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პროექტირება დასრულებულია და მშენებლობაზე ტენდერი მალე გამოცხადდება. „მინდა გამოვეხმაურო გუშინ გამართულ შეკრებას ე.წ. ოცნების ქალაქში და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველა ის დაპირება, რომელსაც ჩვენ გავცემთ, მათ შორის „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით, რომ ეს დასახლება გადაიქცევა ნამდვილ …

ბათუმის მერია „იაფი სახლის“ მსურველთა განცხადებების მიღება-გადარჩევას იწყებს

ბათუმის მერია ე.წ. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება-გადარჩევის დაწყებას გეგმავს. პროგრამის ფარგლებში ოჯახები, რომლებიც წინასწარ დამტკიცებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, მერიამ ხელმისაწვდომი საცხოვრისით უნდა უზრუნველყოს. პროგრამა ბინების გადაცემას 15 წლის ვადით, გამოსყიდვის უფლებით ითვალისწინებს. გამოსყიდვის ფასი კი გადაცემული ფართობის თვითღირებულება იქნება. გამოსყიდვის შემდეგ მუნიციპალიტეტმა გადაცემული საცხოვრებელი ბინა ოჯახებს საკუთრებაში უნდა დაურეგისტრიროს. თუმცა პრობლემას ქმნის ის, რომ …

რა ელით ოცნების ქალაქში დაჯარიმებულებს – მთავრობის თავმჯდომარის განმარტება

„ჩემი ინფორმაციით ეს არის ძველი ადმინისტრაციული წარმოებები და, რა თქმა უნდა, როგორც შიდა ადმინისტრაციული მოკვლევით, ასევე, სასამართლო წესით მოხდება ამ ყველაფრის გადახედვა. კონკრეტული თანამდებობის პირის ჩარევა მიზანშეწონილი არაა,“ – ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „ოცნების ქალაქში“ დაჯარიმებული მოქალაქეების საკითხს. გასულ კვირას „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მათზე დაკისრებული ჯარიმები გააპროტესტეს. …

რატომ შემცირდა უცხოური ინვესტიციები აჭარაში – თორნიკე რიჟვაძის განმარტება

აჭარაში 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27,4 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. “ბათუმელებმა” აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ჰკითხა, რა არის ინვესტიციების შემცირების მიზეზი. “2018 წლის პირველი კვარტალიდან დაწყებული ჩვენ გვქონდა კლების ტენდენცია და შემდეგ უკვე 2019 წლის პირველ კვარტალში გვქონდა 209 %-იანი ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების.  რაც შეეხება …

რიჟვაძე: მოვემზადებით, რომ რეგიონი სამუდამოდ გავწმინდოთ ნაცმოძრაობის ნარჩენებისგან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორინკე რიჟვაძემ, აჭარის ტელევიზიასთან შესაძლო საკადრო ცვლილებებზე საუბრისას თქვა, რომ მათი წლევანდელი და მომავალი წლის გეგმებში რეგიონის „ნაციონალური მოძრაობისგან“ გაწმენდა შედის. „ნუ აყვებით ჭორებს. რა თქმა უნდა, ჩვენ, ვინც ამ ჭორებს გვივრცელებს, ბუნებრივია, საქმით დავუმტკიცებთ, რომ ჩვენი გეგმა, როგორც წელს, ასევე მომავალ წელს, გახლავთ ის, რომ მოვემაზდოთ არჩევნებისთვის და ერთხელ და სამუდამოდ …

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქობულეთში, ხალხთან და ხალხის გარეშე

დღეს, 29 აგვისტოს, აჭარის მთავრობა ქობულეთში, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას სასტუმროში [„ჯორჯია პალასი“] სხდომას გამართავს. დღის წესრიგში ოთხი საკითხია და რამდენიმე საინვესტიციო პროექტის ხელშეწყობის ღონისძიებების დამტკიცებას გულისხმობს. გარდა ამისა, როგორც მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რამდენიმე მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. სავარაუდოდ, ამ განცხადებებს მოვისმენთ, შემდეგ კი სხდომა ჟურნალისტებისთვის დაიხურება და მთავრობის თავმჯდომარე ოთხ მინისტრთან …

„პარაზიტები“ – რიჟვაძე ოპოზიციის შესახებ, რომელმაც დღეს ბეშუმში აქცია მოაწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბეშუმში გამართული შუამთობის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებს „უპასუხისმგებლო პარაზიტები“ უწოდა. „დღეს ოპონენტები შეეცადნენ ეს საზეიმო სახალხო განწყობა გაეფუჭებინათ. მე ამ ადამიანების მიმართ ვერც პოლიტიკოსებს, ვერც ლიდერებს ვერ გამოვიყენებ, ვინაიდან ამასაც დამსახურება უნდა. ჩვეულებრივი უპასუხისმგებლო პარაზიტები, რომლებიც ცდილობენ, როგორც სახალხო ზეიმი ჩაშალონ, ასევე გააფუჭონ განწყობა და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ამყოფონ უარყოფით დღის …

ვინ დგას კომპანიის უკან, რომელიც ხელვაჩაურში ქარხნის აშენებას აპირებს

„რამდენიმე კვირაში ხელვაჩაურში, მეჯინისწყალის დასახლებაში დავიწყებთ ახალ საინვესტიციო პროექტს „ქართული წყლის კომპანიასთან“ ერთად, რომლის საფუძველზეც დაახლოებით 30 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება და დასაქმდება ასზე მეტი ადამიანი“, – განაცხადა 31 ივლისს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. „ქართული წყლის კომპანია“, რომელიც საინვესტივიო პროექტს გეგმავს ხელვაჩაურში, ერთი თვის წინ, 28 ივნისსაა დაფუძნებული. მისი დირექტორი აკაკი ადამიაა, …

მთავრობა ტურიზმის სექტორში დაზარალებულების ბიუჯეტიდან დახმარებას განიხილავს

მთავრობა ტურიზმის სექტორში დაფიქსირებული კლების ტენდენციის გამო დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება – ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებსაც ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო სასტუმრო ნომრების ჯავშნები გაუუქმდა ან სხვა მხრივ დაზარალდა, მთავრობა, როგორც ბიუჯეტიდან სუფსიდირებით, ასევე სხვა გზებით დახმარებას განიხილავს. „ჩვენ გვექნება ძალიან პრაქტიკული კრიტერიუმები, რომ მაქსიმალურად დავფაროთ …

რიჟვაძე ტურისტების კლებაში ნაციონალებს ადანაშაულებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმის სექტორში კლების ტენდენციის დაფიქსირების გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მაისსა და ივნისში აჭარაში დაფიქსირდა პიკი ტურიზმის მიმართულებით და  ამას მოწმობს როგორც დინამიკა საზღვრის კვეთის მიმართულებით, ასევე აეროპორტის მონაცემები, ამიტომაც მთავრობა უპრეცედენტო სეზონს ელოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. „…შემდეგ უკვე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ჩარევამ, პირველ რიგში, ნაცმოძრაობის …

რიჟვაძე აგვისტოში ტურიზმის ხელშესაწყობად ღონისძიებებს აანონსებს, მაგრამ არ აკონკრეტებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომა ტურისტულ სეზონზე საუბრით დაიწყო. მან განაცხადა, რომ მთავრობა გვერდით დაუდგება დაზარალებულ ოჯახებს და აგვისტოში ტურისტული სეზონისთვის ღონისძიებები იგეგმება, თუმცა კონკრეტულად რას გეგმავს მთავრობა – ამის შესახებ რიჟვაძეს არ უსაუბრია. „მაისში და ივნისში აჭარაში პრაქტიკულად გვქონდა პიკი ტურისტული სეზონის და ამას მოწმობს ტურისტული ნაკადების დინამიკა. …

თორნიკე რიჟვაძე „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელად წარადგინეს

დღეს, 17 ივლისს,  მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ იმყოფებოდა, სადაც  „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს. აქამდე „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაცია არ არსებობდა. პარტიის აჭარის რეგიონულ ხელმძღვანელად თორნიკე რიჟვაძე ივანიშვილმა წარადგინა. ივანიშვილის „ჰილტონში“ სტუმრობა ენმ-სა და სხვა აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. აქციაზე გამოჩნდა ტრანსპარანტები: „STOP …

მიიღებს თუ არა აჭარა სპორტის რეგიონის სტატუსს

აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარას შესაძლოა ევროპის სპორტის რეგიონის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაციის გენერალური მდივანი ჰუგო ალონსო ესწრებოდნენ. ჰუგო ალონსოს თქმით, აჭარას აქვს პოტენციალი, რომ მიიღოს ევროპის სპორტის რეგიონის წოდება. ასოციაცია მზად არის განიხილოს საკითხი და ბათუმის შემდეგ …

მერიის მაღალჩინოსნისა და ბიზნესმენის ქუჩაში ჩხუბზე მოკვლევა არავის დაუწყია

„ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, პირველად მესმის“, – გვითხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერიის მაღალჩინოსნის და ბიზნესმენის დაპირისპირებაზე. მშენებელი მუხრან ელიაძე აცხადებს, რომ მას მერიის მაღალჩინოსანი – ჯემალ დიასამიძე ქრთამის სახით 10 ათას ლარს და ძვირადღირებულ მანქანას სთხოვს. მათ შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას გუშინ, 27 ივნისს, „ბათუმელების“ ჟურნალისტი შეესწრო. მათ სასამართლოს შენობის …

თორნიკე რიჟვაძე 20 ივნისის მოვლენებს 28 ივნისს გამოეხმაურა

“ქვეყანას ავარიდეთ საფრთხე,”- მიიჩნევს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. მან დღეს, 28 ივნისს, მთავრობის სხდომა 20 ივნისის მოვლენების შეფასებით დაიწყო. თორნიკე რიჟვაძის თქმით, იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად გაიზიარა. “გადადგა ირაკლი კობახიძე,”- აღნიშნა მან. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა საპროტესტო აქციებზეც. “ახალგაზრდების გულწრფელი ემოციები დესტრუქციულმა ძალებმა გამოიყენეს… არ დავუშვებთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას,”- განაცხადა თორნიკე …

დავით გაბაიძე გაძევებულ დეპუტატს: სინანული გვიანია

“ვერ დასვამთ შეკითხვას, გაძევებული ხართ უკვე. სინანული გვიანია,” – ამ სიტყვებით სცადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონის შეჩერება შესვენების შემდეგ განახლებულ სხდომაზე. დღეს, 19 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ანგარიში აჭარის უმაღლეს საბჭოს ჩააბარა. სხდომაზე შესვენება ენმ-ის წევრ ელგუჯა ბაგრატიონსა და თორნიკე რიჟვაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ გამოცხადდა. გაფრთხილების მიუხედავად, ელგუჯა ბაგრატიონს სხდომათა დარბაზი …

“უპრეცედენტო” სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში

“უპრეცედენტო”- ეს სიტყვა უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჯერ საბჭოს თავმჯდომარემ ახსენა, შემდეგ – თორნიკე რიჟვაძემ და ოპოზიციამ. დღეს, 19 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშს დეპუტატებს აბარებს. დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, რომ თანამშრომლობის ეს ფორმატია უპრეცედენტოა, რადგან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აქამდე ვალდებული არ იყო, ანგარიში ჩაებარებია უმაღლესი საბჭოსთვის. თორნიკე …

თორნიკე რიჟვაძე: ახალგაზრდული მიმართულებით ბიუჯეტს ექვსჯერ გავზრდით

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 31 მაისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აჭარის მთავრობა ახალგაზრდული მიმართულებით ბიუჯეტს ექვსჯერ გაზრდის და ბევრ საერთაშორისო პროექტს დაიწყებს. დღესვე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარაში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი იქმნება, რომლის მიზანი ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტების განხორციელებაში ხელშეწყობაა. ახალგაზრდული პროექტების კურატორი ალექსანდრე დავითაძე იქნება, რომელიც ამჟამად აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობას ასრულებს. ალექსანდრე …

აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობას ალექსანდრე დავითაძე შეასრულებს

დღეს, 31 მაისს, აჭარის მთავრობის სხდომას აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დავითაძეც ესწრებოდა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ ის შეასრულებს აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობას და ასევე, იქნება აჭარაში დაანონსებული ახალგაზრდული პროექტების კურატორი. ყოფილი განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი, რიჟვაძემ 26 მაისს გაათავისუფლა თანამდებობიდან რუსული დროშების სკანდალის გამო. განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბაგრატ მანველიძე კი გუშინ, 30 მაისს, დააკავეს …

არც სხვა უწყებაშია გამორიცხული ცვლილებები – რიჟვაძე მუზეუმის დირექტორის გათავისუფლებაზე

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მუზეუმის დირექტორის თამარ ორაგველიძის სამსახურიდან გათავისუფლებაზე განაცხადა, რომ დირექტორი სამსახურიდან აჭარის განათლების სამინისტროს შუამდგომლობით გაუშვა. ჟურნალისტების კითხვაზე, რა არგუმენტები ჰქონდა სამინისტროს, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ განხორციელდა მენეჯმენტის ცვლილება. „არსებობდა გარკვეული ხარვეზები და მნიშვნელოვანია, რომ ყველა უწყება იყოს გაჯანსაღებული“. აქვს თუ არა დირექტორის გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივი? „ვერსიებს ვერ ავყვები, ეს იყო კონკრეტული მენეჯმენტის …

აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობას ბაგრატ მანველიძე შეასრულებს

აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი გუშინ, 26 მაისს, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მინისტრის მოვალეობას დღეიდან პირველი მოადგილე, ბაგრატ მანველიძე შეასრულებს. როგორც ბაგრატ მანველიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პირველი მოადგილე მინისტრის მოვალეობას კანონმდებლობის მიხედვით ასრულებს. ახალი მინისტრი კი ორი კვირის განმავლობაში უნდა დაინიშნოს. „ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ არის საუბარი იმაზე, რომ პირველი მოადგილე გახდეს მინისტრი, ბაგრატ მანველიძე ამბობს, რომ …

აჭარის მთავრობა „დინამო ბათუმს“ ასხვისებს

აჭარის მთავრობა მერიას სთხოვს, კლუბ  „დინამო ბათუმის“ ასპროცენტიანი წილი საკუთრებაში გადასცეს, მთავრობა კლუბის გასხვისებას გეგმავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერიას წერილობით უკვე მიმართა. კლუბს, პირდაპირი წესით, შპს „ლამინი ჯგუფს“ 49-წლიანი  მართვის უფლებით გადასცემენ. სანაცვლოდ მმართველს ყოველწლიურად 100 000 ლარის გადახდა მოუწევს ბიუჯეტის სასარგებლოდ. მერიაში ამ თემაზე უკვე იმსჯელეს და თანხმობისთვის ბათუმის საკრებულოს …

„ჩაო“ – თორნიკე რიჟვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ აჭარის ტელევიზიის ეთერიდან დაემშვიდობა

„ხულოში, შემოსასვლელში, არის ძალიან ლამაზი სოფელი, ჩაო. ჩაო ნიშნავს როგორც გამარჯობას, ისე დამშვიდობებას და იმ დესანტს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ აქ გადმოასხა და გარკვეული ილუზიები შეუქმნეს, მათ შორის მათ პარტიულ ხელმძღვანელებსაც, რომ აქ ნდობის მოპოვებას შეძლებდნენ, ეხლა ის დროა  ჩაიარონ ამ სოფელში ბოლოს, ახლა უკვე დამშვიდობების დრო არის და მინდა მათ დავპირდე, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ისინი ვერასდროს ვერ …

ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქი 7 ჰექტარზე გაშენდება – განათლების სამინისტრო

ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობისთვის ადგილი გამოიყო. ტექნოლოგიური ქალაქი თამარის დასახლებაში (ე.წ. ბნზ-ს ტერიტორია) შვიდ ჰექტარზე გაშენდება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეს ადგილი ამჟამად ცარიელია და სახელმწიფოს საკუთრებაშია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტექნოლოგიური ქალაქი რამდენიმე ჰექტარზე გაშენდება, სადაც იქნება ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა და კომაროვის სკოლა თავისი კამპუსებით. აჭარის განათლების მინისტრის თქმით, ქალაქის მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ახალი …

რიჟვაძე: ბრძოლას კორუფციასთან საკადრო გადაწყვეტილებებით ვაპირებ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 30 აპრილს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში საკადრო ცვლილებებით აპირებს კორუფციასთან ბრძოლას: „არ მინდა მოვდუნდეთ ანტიკორუფციული ხაზის თვალსაზრისით, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ამ მიმართულებით კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ანტიკორუფციული პოლიტიკა და კონტროლი, ასე რომ, ყველას მოგიწოდებთ, კიდევ უფრო გაძლიერდეს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურები. მეც, ასევე, ვაპირებ, რომ უახლოეს …

აჭარის მთავრობის შეთავაზება კვადროციკლების მეპატრონეებს

კვადროციკლების მეპატრონეები დღეს, 24 აპრილს, აჭარის მთავრობს თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კვადროციკლების მფლობელებმა მთავრობის თავმჯდომარის შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. „შეთავაზება იყო, რომ მათ მუშაობა გაეგრძელებინათ აეროპორტის ტერიტორიაზე, თუმცა მათ უარი განაცხადეს. მაშინ ითქვა, რომ თვითონ მეპატრონეებმა მოიფიქრონ ალტერნატიული ადგილი და წარმოადგინონ წინადადება“, – …

„ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, არის ავთენტური“- ინტერვიუ თორნიკე რიჟვაძესთან

„პირადად ვიძიებ შურს“, „ეს სფერო ნარკობიზნესად აქციეს პრაქტიკულად“, „სახაშეები“, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“… – ამ ფრაზების საჯაროდ თქმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის დროს უკვე მოასწრო. იგი გასული წლის ივლისიდან არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მასთან ინტერვიუს ჩაწერის დროს „ბათუმელების“ ერთ-ერთი კითხვა საჯარო განცხადებებსაც შეეხო: რატომ არჩია მან ეს აგრესიული რიტორიკა, ეს მისი სტილია, …

დაითვალა თუ არა თორნიკე რიჟვაძემ რა დაჯდება კორპუსების აშენება „ოცნების ქალაქში“

10 მილიონი ლარი – ეს ის თანხაა, რომელიც აჭარის მთავრობამ გააჟღერა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის ახალი კორპუსების ასაშენებლად. მთავრობას ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია, რა დაჯდება მთლიანობაში „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების უზრუნველყოფა – „ბათუმელები“ თორნიკე რიჟვაძესთან ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, სადაც იგი „ოცნების ქალაქის“ ხარჯებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ საუბრობს. ბატონო თორნიკე, „ოცნების ქალაქის“ დასახლებიდან რამდენი …

„მარტივად არ ვბულინგდები“ – თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ახალი მეჩეთის აგებაზე

კონსენსუსი – ამ სიტყვას ისევ აქტიურად იყენებს თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის თემაზე საუბრის დროს. რატომ უნდა იყოს დამოკიდებული მუსლიმი თემი კონსენსუსზე, თუკი რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებულია? – „ბათუმელები“ თორნიკე რიჟვაძესთან ინტერვიუს იმ მონაკვეთს გთავაზობთ, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეჩეთის აგების თემაზე საუბრობს. ბატონო თორნიკე, ბათუმის მეჩეთზე თქვენი თავდაპირველი განცხადების გამო …

თორნიკე რიჟვაძე ინვესტიციების კლებაზე, რივიერასა და ქაოტურ მშენებლობებზე

„ეკონომიკის განვითარებასაც სჭირდება შესაბამისი, საპირწონე გადაწყვეტილებები“, – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ ინვესტიციების კლების მიზეზებზე საუბრის დროს. არის თუ არა „საპირწონე“ თავისუფალი სივრცეების და მწვანე საფარის დაკარგვა, ისტორიული შენობების განადგურება? – თორნიკე რიჟვაძემ ამ ნაწილში გვიპასუხა, რომ „თვითმმართველობის საქმეში ვერ ჩაერევა“ და „პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“ ვერ მიიღებს. რას ნიშნავს პოლიტიკური თანამდებობა და რაში გამოიხატება პოლიტიკური პასუხისმგებლობა? – გთავაზობთ აჭარის …

თორნიკე რიჟვაძე ბათუმში „ნარკობიზნესადქცეულ სფეროზე“

„თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს ეს სფერო წლებია ნარკობიზნესად ჰქონდათ ქცეული პრაქტიკულად“, – ეს ფრაზა კულტურული მემკვიდრეობის დამცველებზე საუბრის დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2019 წლის თებერვალში გამოიყენა. თორნიკე რიჟვაძემ მაშინ არ დააკონკრეტა, ვინ იგულისხმა ნარკობიზნესში ჩართულ პირებში. რა ინფორმაცია აქვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და კონკრეტულად ვის დასდო ბრალი კულტურული მემკვიდრეობის დამცველებიდან „ნარკობიზნესში“ ჩართულობაზე? – ეს ერთ-ერთი თემა …

„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ზღვის პირას, კიდევ ორ ნაკვეთს რიჟვაძის შუამდგომლობით ითხოვს

შპს „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ზღვის პირას, ბათუმის ქუჩის მიმდებარედ კიდევ ორ ნაკვეთს [ჯამში 12 598 კვ. მ.] ნორმატიულ ფასად ითხოვს. როგორც ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმშია ნათქვამი, ამ საკითხზე ქობულეთის მერიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2019 წლის 19 თებერვალს ოფიციალურად, წერილობით აცნობა და მოთხოვნილი ნაკვეთების აჭარის მთავრობისთვის გადაცემა მოითხოვა სწორედ იმ მიზნით, რომ მომავალში …

სად აშენდება კომაროვის სკოლა და განათლების ახალი ცენტრი ბათუმში – მთავრობის განმარტება

დღეს, 29 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, პრემიერის განცხადება, რომ ბათუმში განათლების ახალი ცენტრი უნდა აშენდეს, გაიმეორა. მისი თქმით, განათლების ახალი ცენტრი იქნება „ქალაქი ქალაქში“, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეცნიერებაზე იქნება ორიენტირებული. „იქნება ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა და კომაროვის სკოლა თავისი კამპუსებით,“ – განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე. რიჟვაძემ სხდომაზე აჭარის განათლების მინისტრს დაავალა, უახლოეს დღეებში შეარჩიონ …

რიჟვაძე ამბობს, რომ „შარლატანებს“ ორ წელიწადში 2 მილიარდი ლარის მოზიდვით უპასუხებენ 

დღეს, 29 მარტს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მთავრობა ორი მილიარდი ლარის ინვესტიციის მოზიდვას აპირებს. „ბოლო რვა თვის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით და ყოველ მომდევნო თვეში იქნება ამ მუშაობის შედეგი. გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები რეპუტაციულ ინვესტორთა ჯგუფებთან და შემდეგი ორი წლის განმავლობაში უნდა გავაოთხმაგოთ საინვესტიციო პორტფელი აჭარაში და …

„დაიცავი ძველი ბათუმის“ მიმართვა პრემიერს: კორუფციის ჭაობი ანადგურებს ყველა ღირებულებას

საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ბათუმის“ წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ღია წერილით მიმართავენ და მოითხოვენ, ბათუმის მერმა დაუყონებლივ გააგზავნოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების  დამტკიცებასთან დაკავშირებული დოკუმენტები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს: „ბატონებო, თქვენ ჩვენზე უკეთ იცით, რომ ბათუმი რამდენიმე წელია სამშენებლო კოლაფსის ერთგვარი ცენტრია. იმას, რაც …

Exit mobile version