რიჟვაძემ შვილები საჯარო სკოლიდან ამერიკულ სკოლაში გადაიყვანა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ორივე შვილი ბათუმის მე-8 საჯარო სკოლიდან კერძო, ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“ გადაიყვანა. ინფორმაცია თავდაპირველად „აჭარა-თაიმსმა“ გაავრცელა, თუმცა სკოლის ადმინისტრაციამ ინფორმაცია „ბათუმელებსაც“ დაუდასტურა. სკოლის ინფორმაციით, რიჟვაძემ შვილები კერძო სკოლაში ახლახან გადაიყვანა. ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლის წლიური საფასური 2025-2026 სასწავლო წლისთვის 8 000 ლარია. თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით ინ­გლი­სუ­რი ენის მასწავლებელია და …

„ვითხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას“ – უსახლკაროების აქცია ბათუმში გრძელდება

„ვითხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას, ორივე შესასვლელთან ველოდებით,“ – ამბობენ უსახლკაროები, რომლებიც წუხელ, 30 ოქტომბერს, შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და მთელი ღამე ქუჩაში დარჩნენ. მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში ბოლო 2 წელია მართავენ აქციებს, თუმცა მათი პრობლემები მთავრობამ არათუ გადაჭრა, არამედ  ოჯახური მდგომარეობაც კი არ შეისწავლა. მათი დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია, მარტოხელა დედაა ან …

უსახლკარო, რომელიც მთავრობასთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა: „ოცნება“ 12 წელია გვატყუებს, აღარ მოვტყუვდებით

„თავიდან უნდა დაგვეწყო ბრძოლა, ერთი რომ მოგვატყუა, მეორეზე არ უნდა დავთანხმებოდით,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე, უსახლკარო ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თორნიკე რიჟვაძის სამუშაო ოფისის შესასვლელთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა. უსახლკაროები ბათუმში აქციებს პერიოდულად, ბოლო ორი წელია მართავენ, თუმცა ხელისუფლება ასობით ადამიანს არ იმჩნევს. დღემდე არ არსებობს პროგრამა, რომლითაც სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედები ისარგებლებენ.  მაგული ფუტკარაძე …

როგორ აპირებს რიჟვაძე ბათუმში პარკირების პრობლემის მოგვარებას, ოღონდ სექტემბრის ბოლომდე

ბათუმში არსებული პარკინგის მწვავე პრობლემის დროებით, ნაწილობრივ გადაჭრის გზა წარმოადგინა დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ბათუმს ახალი, უფასო, 1000 საპარკინგე ექნება, ოღონდ სექტემბრის ბოლომდე. „იცით, რომ განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა ახალ საპარკინგე სივრცეებზე. მივიღეთ გადაწყვეტილება და ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე ათასზე მეტი ავტომანქანისთვის იქნება უფასოდ დათმობილი …

უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა

დღეს, 19 აპრილს, ბათუმში უსახლკაროებმა მორიგი აქცია გამართეს, რაც ერთი პირის დაკავებით დასრულდა. აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან ითხოვდნენ შეხვედრას. მას შემდეგ, რაც მათ ამ შეხვედრაზე უარი უთხრეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს. მოქალაქეებს ქუჩის გადაკეტვის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რა დროსაც ერთი ადამიანი დააკავეს – დაკავებულია უსახლკარო შშმ პირი. პოლიციის მეექვსე განყოფილებაში შესვლა სცადა …

„რა ვქნა, რიჟვაძე, პენსიით ვერ ვიყიდი ბინას?“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„მე 30 წლის შვილს ხელმოკიდებული ვატარებ, ახლაც სახლში ჩავკეტე და ისე წამოვედი აქციაზე. რა ვქნა, რიჟვაძე, მე პენსიის ფულით ხომ ვერ ვიყიდი ბინას? ერთი კუთხე მომცენ, როცა ამდენი ცათამბჯენია ბათუმში და ამდენი უსახლკარო ადამიანი,“ – მეგაფონიდან მიმართა უსახლკარო მაგული ფუტკარაძემ თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ დღეს, 15 მარტს გაიმართა. …

არასტანდარტულ ციტრუსზე სუბსიდირება წელს 30 თეთრი იქნება – რიჟვაძე

არასტანდარტულ ციტრუსზე წელს სახელმწიფო სუბსიდია აჭარის რეგიონში 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრი იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 25 ოქტომბერს, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააჟღერა აჭარის მთავრობის სხდომაზე. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაორმაგოთ არასტანდარტულ ციტრუსზე სახელმწიფო სუბსიდია, ნაცვლად 15 თეთრისა, მეციტრუსე ფერმერებს გაუორმაგდებათ შესაბამისი სუბსიდია და ის შეადგენს 30 თეთრს. წელს ველოდებით დაახლოებით 55 ათას ტონამდე …

ბათუმში სამშენებლო ნებართვებს 150 000 – 200 000 დოლარად ყიდიან – ვის ეკუთვნის ეს „ბიზნესი“

ბათუმში სამშენებლო ნებართვები იყიდება და „დიდი ფული კეთდება“. მოგება, რაც ამ საქმიდან მშენებლობის ნებართვის მფლობელს რჩება, უმეტეს შემთხვევაში 100 ათასობით „უფასო ფულია“, რადგან ფულს იხდიან მხოლოდ შეთანხმებულ პროექტში. სამშენებლო ადგილი, მშენებლობის ხარჯი და ასე შემდეგ, ნებართვის მიმღების საზრუნავი არ არის. სქემა ასეთია – „იღებ ნებართვას, შემდეგ ამ ნებართვას ყიდი და საქმიდან გადიხარ“. უფრო მარტივად რომ …

„ლაჩრულად წაგებულ ომზე“ რიჟვაძე ციტატას აზუსტებს, მის ნათქვამს განმარტავენ დეპუტატებიც

„სხვა დროისთვის რომ იცოდეთ, კიდევ ერთხელ: ჩვენი ჯარისკაცები გმირები არიან, იყვნენ და იქნებიან, ლაჩარი თქვენი ბელადი სააკაშვილია“, – ასე გამოეხმაურა დღეს, 16 ივნისს, ფეისბუქზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მის მიმართ კრიტიკას, რომელიც გამომწვევიც გახდა 2008 წლის ომის მისამართით ნათქვამი მისივე სიტყვები „ლაჩრულად წაგებული ომი“. კერძოდ, 15 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციის მიერ …

„ბოდიში უნდა მოუხადო ყველა ნაომარ ბიჭს“ – ელისაშვილის მიმართვა რიჟვაძეს

პარლამენტარი ალექსანდრე ელისაშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძეს, რომელმაც 15 ივნისს 2008 წლის აგვისტოს ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა. „რიჟვაძეა თუ ვიღაცაა, უნდა გამოვიდეს და ბოდიში უნდა მოუხადოს 2008-ში დაღუპულთა ოჯახებს და ყველა ნაომარ ბიჭს! დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს ყეყეჩური სიტყვების გამო. ანწუხელიძეა ბიჭო შენი ლაჩარი, ჰა? შე სად იყავი ომის დროს …

„ჩინური კალაძე ხარ“ – ოპოზიციონერი დეპუტატი თორნიკე რიჟვაძეს

„ჩინური კალაძე ხარ ჩვეულებრივი“ – უთხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს, 15 ივნისს ენმ-ს დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა თორნიკე რიჟვაძეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს უმაღლეს საბჭოს ანგარიში ჩააბარა. თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციას უსაყვედურა იმ ტრანსპარანტებისთვის, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა გამოფინეს უმაღლეს საბჭოსთან სხდომის მიმდინარეობის დროს: „კადიროვის მასპინძელო“, „ჩმორნიკე“. ამ აქციაზე თორნიკე რიჟვაძეს „ნუგზარ ფუტკარაძის საქმის“ დროულად გამოძიება მოსთხოვეს. „მასე …

რიჟვაძემ 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა

დღეს, 15 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ანგარიში წარადგინა უმაღლეს საბჭოში. სიტყვით გამოსვლის შემდეგ თორნიკე რიჟვაძეს კითხვები დაუსვეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა ოპოზიციიდან. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ რაოდენობას და ამით გამოწვეულ საფრთხეებს. „ბათუმის ყოველთვის იყო მულტიკულტურული ქალაქი და კულტურული მრავალფეროვნება ჩვენ არ გვიკვირს, მით უმეტეს ტურისტი, მაგრამ აქ საუბარია იმ ადამიანების ჩვენს ქალაქში …

რიჟვაძემ ბათუმში 5 წლის წინ დაწყებული აუზის დასრულების ახალი თარიღი დაასახელა

„ვფიქრობთ, რომ 2025 წლის ბოლოს ორივე ობიექტი უნდა იყოს დასრულებული იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროექტები განახლდა და მალე მოხდება შესაბამისი შესყიდვის გამოცხადება,“ – განაცხადა დღეს, 15 ივნისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც მას ენმ-ს დეპუტატმა გიორგი კირთაძემ შეკითხვა დაუსვა ყინულის მოედნის და საცურაო აუზის მშენებლობაზე. საუბარია სპორტულ კომპლექსზე, რომლის მშენებლობაც აჭარის …

„კადიროვის მასპინძელო“ – რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოსთან აქციით დახვდნენ

დღეს, 15 ივნისს, ბათუმში, აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ. რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოსთან ენმ-ის და ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები დახვდნენ სტვენით, შეძახილებითა და პლაკატებით. „კადიროვის მასპინძელი“, „ჩმორნიკე“, „ქართული ოცნება კლავს“ – წერია პლაკატებზე. თორნიკე რიჟვაძეს აქციაზე შეახსენეს ნუგზარ ფუტკრაძის საქმეც. ბათუმის საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ენმ-მ გასული წლის 24 …

რიჟვაძე 6 საბავშვო ბაღის აშენებას აანონსებს – აქედან 3 ბაღი უკვე აშენებული უნდა იყოს

„აშენდება 6 ახალი ბაღი ბათუმის მუნიციპალიტეტში“ – განაცხადა დღეს, 22 დეკემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ საუბრისას. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმის ბიუჯეტი უკვე 300-მილიონიანი გახდა და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება არის შესაძლებელი. თორნიკე რიჟვაძეს არ უთქვამს, რომ იმ 6 საბავშვო ბაღიდან, რომელთა აშენებაც გაისად იგეგმება, 3 ბაღი …

„განვაახლებთ მშენებლობას“ – რიჟვაძე აუშენებელ აუზზე, რომელზეც 29 მილიონი უკვე დახარჯეს

„ჩვენ განვაახლებთ ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობას. შემდეგი ორი წლის განმავლობაში სრულად დასრულდება ეს პროექტი,“ – აღნიშნა დღეს, 29 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ. საუბარია იმ ყინულის მოედანსა და საცურაო აუზზე ბათუმში, სადაც აჭარის მთავრობამ 29 მილიონი ლარი უკვე დახარჯა, ადგილზე კი, არც ყინულის არენაა მოწყობილი და არც აუზი. ეს პროექტი …

რიჟვაძის განკარგულებით სეზონი გაგრძელდა – 73 000 ლარი პრაიმ შოუს კონცერტისთვის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 2022 წლის 24 აგვისტოს გამოსცა განკარგულება, რომლითაც აჭარის განათლებისა და ფინანსთა სამინისტროებს, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას და მერიას დაავალა უზრუნველყონ ტურისტული სეზონის გასახანგრძლივებლად საჭირო კულტურული და სპორტული ღონისძიებები. დოკუმენტში მითითებული არ არის, ტურისტული სეზონის რა ვადით გახანგრძლივებას ითვალისწინებს ახალი განკარგულება. ამ განკარგულების გამოცემიდან ერთ დღეში, 25 აგვისტოს, აჭარის განათლების სამინისტროს „პრაიმ …

რიჟვაძე პირობას დებს, რომ დაიწყება ძველი ბათუმის რეაბილიტაცია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გვპირდება, რომ ძველ ბათუმში მშენებლობაზე „შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი“ და უახლოეს მომავალში რეაბილიტაცია-აღდგენის პროცესი დაიწყება. „საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ ძველ ბათუმთან დაკავშირებით, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იერ-სახის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მათი მოვლა. ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება ძველ ბათუმს. შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი, მოხდება მხოლოდ ძეგლების …

„სასწაული ამბავი მოვისმინეთ“ – რიჟვაძის თავდასხმა სახალხო დამცველზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, სახალხო დამცველის მიერ „ავარიული სახლების“ პროგრამასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების საკითხს გამოეხმაურა, ნინო ლომჯარია გააკრიტიკა და თქვა, რომ ის „ნაცების სახალხო დამცველი“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან შეზრდილი“ ორგანიზაციის ხელმძღვანელია. „როგორც მოგეხსენებათ, მთავარი გამოწვევა ბათუმისთვის არის ავარიული სახლები და ამ ავარიულ სახლებში მცხოვრები 3000 ოჯახის მდგომარეობა და სულ რამდენიმე წუთის …

ჩვენი ქვეყნის მტრებს ტურისტული სეზონის ჩაშლა სურთ – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ სურს მიუსამძიმროს მტრებს, რომლებსაც ტურისტული სეზონის ჩაშლა სურთ. თორნიკე რიჟვაძის კომენტარი აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. „მსურს მივუსამძიმრო ჩვენ მტრებს, რომ ჩვენი ეკონომიკა და ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. ის მიზანმიმართული კამპანია, პროპაგანდა, რაც მიმდინარეობს, მიზნად ისახავს მხოლოდ ერთადერთს, რომ როგორმე მოახდინონ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მტრებმა სეზონის …

ქართველი ჩინოვნიკების ამერიკული დიპლომები მგლის თავზე სახარების წაკითხვას ჰგავს – ინტერვიუ

„შეიძლება ადამიანი გაუშვა ევროპაში, ამერიკაში განათლების მისაღებად, წააკითხო წიგნი, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლოა მაინც ჰგავდეს მგლის თავზე სახარების წაკითხვას, რადგან მგელი მაინც გაიხედავს ტყისკენ“, – ამბობს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი. ის „ბათუმელებთან“ პრესტიჟული დიპლომებისა და ადამიანური ღირებულებების განსხვავებაზე საუბრობს და იმაზე, თუ რატომ ვერ გადავაბარებთ მაგალითად გერმანულ ან ამერიკულ უნივერსიტეტებს მოქალაქეების აღზრდას საქართველოში და „ვერ ვუსაყვედურებთ …

„არიან პირადი და ანგარების მოტივებით“ – რიჟვაძის მორიგი ბრალდება ოპონენტებს

„რა თქმა უნდა, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც ძირითადად მოტივირებული არიან პირადი და ანგარების მოტივებით, ცდილობენ ამ პროგრამის მაქსიმალურ დისკრედიტაციას,“ – აღნიშნა დღეს, 28 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ „ავარიული სახლების პროგრამის“ მიმართ კრიტიკაზე. კრიტიკულ და საქმიან მოსაზრებებზე პასუხის გაცემის, ან გათვალისწინების ნაცვლად, თორნიკე რიჟვაძემ ბრალ დასდო ადამიანებს, რომლებიც, მაგალითად, საფრთხეს ხედავენ იმაში, რომ ბათუმის მერს …

„ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა“ – რიჟვაძე სიძულვილის ენას კიდევ ერთხელ იყენებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ჰომოფობიური ტერმინით გუშინ, 3 ივლისს, თბილისში გამართულ მრავალათასიან აქციას  – „შინ, ევროპისკენ“. „გამიჭირდება შეფასება, ალბათ ვისაც არ ჰქონდა ნანახი ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენას და მითუმეტეს, მათ დაკმაყოფილებას არავინ არ აპირებს. ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას და …

„ლიბერასტები“ – რიჟვაძის ჰომოფობიური ლექსიკა სამოქალაქო მოძრაობის მიმართ

„ლიბერასტები“ უწოდა დღეს, 28 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამოქალაქო მოძრაობას „შინ ევროპისკენ,“ რომელიც ეროვნული ერთობის,  ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვს. ეს მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასულ კვირას საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. თორნიკე რიჟვაძე, რომელიც აქამდე უმაღლესი საბჭოს ტრიბუნიდან ქურდული მენტალიტეტისთვის დამახასიათებელ ლექსიკას იყენებდა: „ვერავის ვერ გადაუღუნოთ“, „დავაი, დაახვიეთ“ და ასე …

„ოცნების“ შემწირველ ბიზნესმენს გზას უგებენ, გზის დაგებისთვის მოგებაც მასვე დარჩება

„მე ვინ მიკეთებს გზას? ეს არის ხალხის ბიზნესი, სოფლის ბიზნესი,“ – გვიპასუხა ბიზნესმენმა გიორგი ჭყონიამ, რომელმაც ქობულეთში, სოფელ ზედა კვირიკეს ტყეში კოტეჯები ააშენა და ამჯერად კოტეჯებამდე მისასვლელ გზას აკეთებს ბიუჯეტის ფულით. გზას ზედა კვირიკეში კომპანია „გზა“ აგებს. ეს კომპანია ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას ეკუთვნის ისევე, როგორც კომპანია „შატო კვირიკე“, რომლის საკუთრებაცაა 20 კოტეჯი კვირიკეს ტყეში. გიორგი …

როგორ ამართლებს ტიტე აროშიძე რიჟვაძეს – „დიახ, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა დაახვიოს“

„დიახ, მე ვფიქრობ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოდან უნდა დაახვიოს“, – ასე დაასრულა აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა, ტიტე აროშიძემ ბრიფინგი და დატოვა ტრიბუნა იმის ნიშნად, რომ კითხვებს აღარ უპასუხებდა. მას არ უთქვამს, რა უნდა ქნას 29 065 ამომრჩეველმა ბათუმში, რომელმაც ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა ნაციონალურ მოძრაობას მისცა – უნდა „დაახვიონ“, თუ დარჩენა შეუძლიათ. ტიტე აროშიძემ დღეს, …

„დავაი, დაახვიეთ… თქვე ჭორიკნებო“ – თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს

„შემეხებით, შეგეხებით,“ „ბანდიტი ხართ, ყაჩაღი“, „დავაი, დაახვიეთ“ „ჭორიკნები ხართ“, „ლოთები ხართ“ – ეს ფრაზები დღეს, 7 ივნისს, თორნიკე რიჟვაძემ თქვა სხდომაზე, რომელსაც წესით და რეგლამენტით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში ერქვა აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე. იმისთვის, რომ თორნიკე რიჟვაძეს ანგარიშვალდებულების და კრიტიკული კითხვების გამო რამე უხერხულობა არ შეჰქმნოდა, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრები დაირაზმნენ, ოპოზიციის პოზიციები აბუჩად …

„ოცნების ქალაქის მცხოვრებლების განსახლების პროცესი კვლავ ბუნდოვანია“ – განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებას „ოცნების ქალაქის“ – მცხოვრებლებისთვის ბინების გადაცემის კრიტერიუმების განსაზღვრის საკითხზე და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა, მოსახლეობის პროაქტიული ინფორმირება განსახლების პროცესის შესახებ და პროცესის ისე წარმართვა, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა მოსახლის მოწყვლადობა და საჭიროებები. ცენტრის ცნობით, „მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კრიტერიუმები, რომელთა შესახებაც მედიასაშუალებებიდან შეიტყვეს, არ არის ცხადი, განმარტებას მოითხოვს …

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – აჭარის მთავრობამ კრიტერიუმები განსაზღვრა

„კომისიამ მთავრობის და ასევე, სხვა მხარეების ჩართულობით შეიმუშავა განაწილების საბოლოო კრიტერიუმები, რომელიც ადგენს საკმაოდ სამართლიან სტანდარტს,“ – განაცხადა დღეს, 30 მაისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით. მანამდე კი, მან ბათუმის საკრებულოს პირველ შეკრებაზე გააკეთა აქცენტი. ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ასეულობით ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხი კიდევ ერთხელ …

„მაქსიმალური სიმკაცრე“ – რიჟვაძე კონტრაქტორ კომპანიებსა და სეზონის გახსნის სამზადისზე

დღეს, 28 აპრილს, აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ბათუმის ბულვარი ტურისტული სეზონის გახსნისთვის საგანგებო რეჟიმში უნდა მოემზადოს: „ჩვენ კარგად გვესმის, რომ ტურისტებს უნდა დავხვდეთ მაქსიმალურად მომზადებული. მინდა დავავალო შესაბამის უწყებებს, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, ისე ტურიზმის დეპარტამენტს და პირველ რიგში, ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელობას, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე, სერვისების ნაწილში შემდეგი სამი კვირა …

აჭარაში კიდევ 670-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლის გადასახადი

დღეს, 28 აპრილს, აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 670-ზე მეტი სტუდენტისთვის შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამიდან სწავლის საფასურის დაფინანსება დააანონსა. „ მთავრობის გასულ სხდომაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც 1000-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის საფასური. ასევე მინდა გაგაცნოთ სიახლე, რომლის ფარგლებშიც 670-ზე მეტი სტუდენტი შეძლებს მიიღოს სწავლის დაფინანსება შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამიდან. დაფინანსდებიან სტუდენტები როგორც მაღალმთიანი აჭარიდან, ასევე …

არ აშენდება – თქვა ერთხელ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ

დღეს, 2022 წლის 31 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, თქვა ის, რაც ადრე არასდროს უთქვამს. არც მაშინ, როცა ამას ბათუმელი ამომრჩეველი დაჟინებით ითხოვდა, არც მაშინ, როცა სასამართლოში იჩივლეს კონკრეტული სამშენებლო პროექტების წინააღმდეგ, არც მაშინ, როცა საპროტესტო აქციებს აწყობდნენ, ღია მიმართვებს ავრცელებდნენ და სთხოვდნენ, „რამე ეღონა“, „არ დაეშვა…“ „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ –  ასეთი იყო …

აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკას და  მკურნალობას დავაფინანსებთ – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 29 მარტს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აჭარაში ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამუშავდება,  რომლის ფარგლებშიც უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაფინანსდება. რიჟვაძის თქმით, ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ ამ მიმართულებისთვის დაახლოებით მილიონი ლარი გამოიყოფა. „ახალი ბიუჯეტის დაგეგმარებისას გვაქვს ახალი ინიციატივები, რომლებიც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებს. არაერთი მოქალაქე მოგვმართავდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში …

ოპოზიცია ბათუმში რიჟვაძის გადადგომას ითხოვს – იმპიჩმენტი არ იქნება

ოპოზიცია ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. „კითხვაზე – ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს წევრს პასუხი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებისას არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი, როგორც აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა,”- აღნიშნულია ოპოზიციური ერთობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამავე თემაზე: ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? – თორნიკე …

თორნიკე რიჟვაძე კიევის უნივერსიტეტის განცხადებას პასუხობს

„მოიცალეს“ ჩემი საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებისთვის,“ – დაწერა დღეს, 9 მარტს, ფეისბუქში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. თორნიკე რიჟვაძე ვრცელი განმარტებით ეხმიანება კიევის უნივერსიტეტის განცხადებას იმის შესახებ, რომ რიჟვაძის სწავლა კიევის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში არ დასრულებულა სამეცნიერო ხარისხის მიღებით, რადგან სწავლა შეწყდა. ასევე, მედიაში 7 მარტს გავრცელებულ მისსავე კომენტარს, როცა ჟურნალისტის კითხვაზე – …

კიევის უნივერსიტეტის განცხადება რიჟვაძეზე: ვწუხვართ, რომ ვერ შეიყვარა უკრაინა

ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, უნივერსიტეტი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არ მიუღია კიევის უნივერსიტეტის დიპლომი და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიჟვაძეს აქვს დოქტორის ხარისხი, სიმართლეს არ შეესაბამება. „2015 წელს ჩააბარა კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამაში, ხოლო 2017 წელს ოჯახური გარემოების …

Exit mobile version