რატომ არ გაუფორმეს ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება მოთხოვნის მიუხედავად

„მოლაპარაკება არასოდეს არც კი იწყება ბრალდების მხარის მიერ პირებთან, როდესაც მათი მხრიდან არ არის აღიარება,“ – აღნიშნა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა თამარ იაკობაძემ. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მოთხოვნის მიუხედავად, რატომ არ გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება ზურაბ ჭავჭანიძეს? ზურაბ ჭავჭანიძე ერთ-ერთი მსჯავრდებულია „4 ოქტომბრის საქმეზე“, რომელსაც დღეს, 22 ივნისს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. …

ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

იმის მიუხედავად, რომ ზურაბ ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმება მოითხოვა, ბათუმელ მედროშეს ზურაბ ჭავჭანიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზურაბ ჭავჭანიძე 59 წლისაა. „მიწოდებენ ბათუმელ მედროშეს, მაგრამ მე ვარ სოხუმელი. სოხუმში მე 15 ვაჟკაცი, ვისთან ერთადაც ვიზრდებოდი, ომში დამეღუპნენ, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ყველას ბედნიერ, ერთიან საქართველოში გვეცხოვრა. ჩემი ბიჭების სულებმა არ მომცეს საშუალება, …

„თბილისში დაბადებულ სომეხს საქართველოში აღარ მაბრუნებენ“ – მოქალაქე

„თბილისში დაბადებულ სომეხს საქართველოში აღარ მაბრუნებენ. 47 წლის ვარ და 47 წელია საქართველოში ვცხოვრობ. ესაა სამართალი? უკვე 8 თვე გავიდა, რაც სომხეთიდან საქართველოში არ მიშვებენ… ქობულეთში მელოდება მოხუცი დედა, ძმა, რომელიც კლინიკაშია და მე უნდა ჩამოვიდე, რომ კლინიკიდან გავიყვანო, 4 მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე,“ – ამბობს ერნესტ ავაქიმიანი. ერნესტ ავაქიმიანს საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ შეუწყვიტეს – …

„ორშაბათს, 25 მაისს ველოდებით განაჩენს“ – ბათუმელი მედროშის საქმე

„ორშაბათს, დილის 11 საათზე ველოდებით განაჩენს… წუხელ დამირეკა, ვნერვიულობ, არ ვიცი, თუ დამასწრებენ განაჩენის გამოცხადებასო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ზურაბ ჭავჭანიძის ცოლი, მარინა გორჯელაძე. ბათუმელი მედროშის, ზურაბ ჭავჭანიძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა უკვე დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯერ განაჩენი ამ საქმეზე არ მიუღია. „თავს კარგად ვგრძნობ, მხნედ ვარო, ჯანმრთელობაზე არა მიშავსო, კარგი თანამესაკნე მყავს და ვესაუბრებიო… …

სასამართლოში თინა ხიდაშელის და გიორგი კანდელაკის გამოკითხვა დაიწყო

დღეს, 8 მარტს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „სოვლაბის“ მკვლევარი გიორგი კანდელაკი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე აძლევენ ჩვენებას. უცნობია, რა თემაზე მოითხოვა სუსმა თინა ხიდაშელის, გიორგი კანდელაკის გამოკითხვა. მათ მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე თანხმობა განაცხადეს. სუსმა გამოკითხვაზე ასევე დაიბარა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გუბაზ სანიკიძე და გივი თარგამაძე. „ტვ პირველის“ ცნობით, გივი თარგამაძე საზღვარგარეთ იმყოფება …

სახალხო დამცველს თანამშრომელმა სასამართლო დავა ნაწილობრივ მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია სახალხო დამცველის მიერ მიღებული კონკრეტული ბრძანება, რომელიც მისივე თანამშრომლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის – საყვედურის გამოცხადებას ითვალისწინებდა. სასამართლოში საქმის მოგების შემდეგაც ლევან პაპავა ისევ სახალხო დამცველის თანამშრომელია. ის სახალხო დამცველის წარმომადგენელია სამეგრელოში. თანამშრომელი რომ სახალხო დამცველს სასამართლოში უჩიოდა, ამის შესახებ „ბათუმელები“ 2024 წელს წერდა. ლევან პაპავა ამბობდა, რომ ის უშუალო ხელმძღვანელის …

ბათუმელი მედროშე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა – ის შიმშილობს

ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 27 ნოემბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ზურაბ ჭავჭანიძე პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ზურაბ ჭავჭანიძესთან ერთად დღევანდელ პროცესზე „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებული კიდევ 13 ბრალდებული დატოვა პატიმრობაში: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანიძე, ლევან ჯიქია, …

სინდისის 11 პატიმარს მოსამართლემ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სინდისის 11 პატიმარს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დღეს, 3 სექტემბერს მიიღო. ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურა სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებდა ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. …

თბილისში მიმდინარეობს სტუდენტ ზვიად ცეცხლაძისა და აქციებზე დაკავებული 7 პირის წინასასამართლო სხდომა

დღეს, 6 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული რვა პირის: ზვიად ცეცხლაძის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გიორგაძის, ისლამ ალიევის,  ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ილსამ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი …

მოსამართლე ხუსკივაძემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა საპროტესტო აქციის 8 მონაწილე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ დღეს, 11 იანვარს, წინასწარ პატიმრობაში დატოვა პროევროპული აქციების 8 მონაწილე. ხუსკივაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა დარბაზში, სადაც არც ადვოკატები იმყოფებოდნენ, არც ბრალდებულები და არც მათი ოჯახის წევრები და ახლობლები. მოსამართლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხმაურიანი და დაძაბული დღე თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლო პროცესი დილას დაიწყო. დარბაზი სხდომაზე დასწრების მსურველთათვის მცირე ზომის იყო, …

აქციებზე დაკავებულების სხდომა განახლდა ადვოკატების, ბრალდებულების და მათი ახლობლების გარეშე

11 იანვარს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 პირის პროცესი ბრალდებულების, ადვოკატებისა და ბრალდებულების ოჯახის წევრების გარეშე განახლდა. ბრალდებულების დაცვას სახაზინო ადვოკატები ახორციელებენ. „სრული ბარდაგია არანაირი სასამართლო და არანაირი სამართალი“, – ამბობს დაკავებული სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის მამა. ამ სასამართლო პროცესზე უნდა გაირკვეს ტოვებს თუ არა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე დაკავებულებს კვლავ წინასწარ პატიმრობაში. სხდომა …

საპროტესტო აქციის მონაწილეების სასამართლო სხდომა ჩაიშალა – მოსამართლემ დარბაზი არ შეცვალა

დღეს, 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაიშალა საპროტესტო აქციების 8 მონაწილის სასამართლო სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო დაკავებულების წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკითხი. სასამართლო დარბაზი ვერ იტევდა დასწრების მსურველებს. დარბაზი გადაჭედილი იყო, გარეთ ადამიანები მოითხოვდნენ სხდომაზე დასწრების უფლებას და უფრო დიდ დარბაზში სხდომის გადატანას. „შეგვიშვით, შეგვიშვით!“ – სკანდირებდნენ დარბაზთან მოქალაქეები. ერთ-ერთი დაკავებული, 19 წლის სტუდენტი, ირაკლი მიმინოშვილი …

საპროტესტო აქციების 8 მონაწილის საქმე დღეს სასამართლოში განიხილება

დღეს, 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილე 8 ადამიანის სასამართლო პროცესი. საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს, ხოლო პროკურორები ვაჟა თოდუა და გიორგი მუკბანიანი არიან. სასამართლო იხილავს შემდეგი დაკავებულების საქმეებს: თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე და ისლამ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი. გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ …

მე ვარ გლობალური ომის პარტიის დამფუძნებელი – ონისე ცხადაძის სიტყვა სასამართლოში

„მე ვარ გლობალური ომის პარტიის დამფუძნებელი და Deep State-ის 15-პროცენტიანი წილის მფლობელი ონისე ცხადაძე, იგივე ონისე მალადოი“ – ასე დაიწყო თავისი სიტყვა საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში. „თავიდან დავიწყებ ჩემი სამოქალაქო პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ რთულია პატიმრობაში ყოფნა, არავისთვის არ არის მარტივი, არ მაინტერესებს, თუ დამტოვებთ პატიმრობაში. ამ …

აქტივისტი გიორგი დუმბაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს

დღეს, 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე, აქტივისტი გიორგი დუმბაძე 5 000 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება 24 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციას, როცა აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. გიორგი დუმბაძის თქმით, მაშინ ადგილზე პოლიციაც იმყოფებოდა, რომლისგანაც არათუ წინააღმდეგობა არ ყოფილა, არამედ, პოლიციამ გზა გაუთავისუფლა აქციის მონაწილეებს. 15 მაისს …

ორი მაკლერი დააპატიმრეს, მათ ბინების „დაგირავებით“ მილიონზე მეტი ლარი იშოვეს

თაღლითობის მუხლით თბილისში ორი მაკლერი გასაამართლეს. მათ 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მაკლერებმა 36 პირი მოატყუეს და ჯამში მილიონზე მეტ ლარს დაეუფლნენ. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულებს ეცნობოდნენ როგორც მაკლერები და კონკრეტული თანხების სანაცვლოდ თბილისში მდებარე ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. ისინი დაზარალებულებს წინასწარ აჩვენებდნენ ბინებს, შემდგომ კი ორგანიზებული …

ვინ დააკავეს სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმეზე – ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა „როინ შავაძის საქმეზე“ ბრალდებულ 10 ბრალდებულს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 29 ივლისს გამართა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ. დაკავებული არიან: მამუკა ბერიძე [სპეცრაზმელი], დავით ზაქარაძე [სპეცრაზმელი], სულიკო ვარშანიძე [გამომძიებელი], მირზა კონცელიძე [სპეცრაზმელი], ზვიად ნურიძე [სპეცრაზმელი], ომარ ჭაღალიძე [სპეცრაზმელი], თემურ მგელაძე [სპეცრაზმელი], ალეკო ბალაძე [კუდ-ის უფროსისი მოადგილე აჭარაში], გიორგი არაბული, თეიმურაზ პატარიძე …

მოსამართლემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციის ძალადობა გადაიღო

„პოლიციელებმა პარლამენტთან აქციაზე ვიდეოს გადაღების გამო დამაკავეს. ვიღებდი, როგორ სცემდნენ და აწამებდნენ აქციის მონაწილეებს… მოსამართლემ 2 ათასი ლარით დამაჯარიმა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქალაქე გიორგი მექვაბიშვილი. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც პოლიციამ დააკავა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე – „არა რუსულ კანონს“. 7 და 8 მარტს პარლამენტთან აქციების დარბევის დროს პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით – წვრილმანი ხულიგნობისა და …

 4-7 წლით პატიმრობა ელით სააკაშვილის მომხრეებს, ვინც პენიტენციურის თანამშრომელს მონა დაუძახა 

„მონა, მონას ვეძახდით და ამის გამო დაკითხვაზე გვიბარებენ,“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე, ენმ-ს ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს „მონა“ დაუძახა. ახლახან [15:00 საათი] გამოკითხვაზე დაბარების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემაც. ის აცხადებს, რომ მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით მისცემს გამოძიებას ჩვენებას. 14 დეკემბერს მიხეილ …

„უშიშროება უნდა დაიკეტოს და გაიხსნას დისკოთეკა“ – მიხეილ სააკაშვილი

„მთლიანად უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უშიშროების სამსახური, გაუქმდეს უნდა, დაიკეტოს, დიდი ბოქლომი დაიკიდოს, დისკოთეკა გაიხსნას მაგის ადგილას, თუ ვინმეს მოსწონს ეგეთ ადგილზე გართობა და მთლიანად უნდა გამოიცვალოს,“ – აღნიშნა დღეს, 2 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა. მას გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ვრცლად შეეხო სახელმწიფო მოწყობის საკითხს. მისი თქმით, მაგალითად, არჩევითი …

„ეს არის სიცრუე“ – სააკაშვილი ბოტოქსის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე

„რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე,“ – აღნიშნა დღეს, 2 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ ექსპრეზიდენტს 2014 წელს წარუდგინა ბრალი. საქმის ერთი ნაწილი  ბოტოქსის დაფინანსებას ეხება. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, რეალურად სანდრა რულოვსს დასჭირდა კანთან დაკავშირებით სამედიცინო ჩარევა 2008 წლის ომის შემდეგ და ეს არ …

მოქალაქემ პროკურატურას სასამართლო დავა მოუგო

ბათუმელმა ნინო ბასილაძემ საქართველოს მთავარ პროკურატურას სასამართლო დავა მოუგო. მოსამართლე დავით წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაადგინა, რომ პროკურატურა უკანონოდ მოიქცა. ნინო ბასილაძე 2011 წლიდან მუშაობდა აჭარის პროკურატურაში. მან ეს სამსახური 2019 წელს საკუთარი სურვილით დატოვა მას შემდეგ, როცა ჯერ უფასო დეკრეტული შვებულებით, შემდეგ კი, შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა არ მიეცა. ნინო ბასილაძემ უკანონოდ მიიჩნია მისი, როგორც …

მოსამართლემ თემურ გაბაიძის საქმეზე გადაწყვეტილება 7 თვის წინ მიიღო, მაგრამ ის ოჯახს ჯერ არ ჩაჰბარებია

„თითქმის 7 თვე გავიდა გადაწყვეტილების მიღებიდან და წერილობით გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია. კანონით, ერთ თვეში უნდა ჩაგვბარებოდა… კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება რადგან არ არსებობს, ეს ექიმები, ვისაც ვედავებოდით, დაბალ პოზიციებზე, მაგრამ მაინც განაგრძობენ მუშაობას,“ – ამბობს თამილა გაბაიძე. ის 2017 წლის იანვარში კურორტ „გოდერძიზე“ დაღუპული თემურ გაბაიძის დაა და ოჯახის ინტერესების დამცველიც სასამართლოში. ამ საქმეზე …

თურქეთის მოქალაქე, რომელიც გუშინ დააკავეს, პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა – ადვოკატი

ბათუმში დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 ივნისს გაიმართა. სპეცოპერაცია ბათუმში გუშინ ჩატარდა და გამოძიება დაიწყო საზღვრის უკანონო კვეთის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების მუხლებით, თუმცა ადვოკატი დავით მოდებაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ დრომდე ბრალდებულებისთვის გამოძიებას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილში არ წარუდგენია. …

მახინჯაურში დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდეს

მახინჯაურში 23 მაისს დაკავებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 25 მაისს, გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პოლიციელი მამუკა დიასამიძეა, იგი პოლიციის მახინჯაურის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. პოლიციელი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გამოძალვის ფაქტზე დააკავეს. „დააკავეს ოპერატიული ინფორმაციების საფუძველზე, ბრალდებული არ აღიარებს და არ ეთანხმება ბრალს, ჩვენ აღკვეთის ღონისძიებას გავასაჩივრებთ,“ – …

ქურდული სამყაროს წევრობის საქმეში ტაქსის 3 მძღოლია დაკავებული

„ქურდული სამყაროს წევრობის საქმეში“ სამი ტაქსის მძღოლია, ამ საქმეზე სულ 13 პირი დააკავეს. კიდევ ერთ პირს, რომელიც პროკურატურის ვერსიით, კანონიერი ქურდია და ქურდულ გარჩევებში „საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებდა“, ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინეს – ის საზღვარგარეთ ცხოვრობს და მასზე ძებნა გამოცხადდა. 14-ივე ბრალდებულს დღეს, 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა აღკვეთი ღონისძიების სახით. „ჩემი დაცვის …

ვინ არის კანონიერი ქურდი, რომელიც „საბოლოო გადაწყვეტილებას“ იღებდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 14 ბრალდებულს, რომლებიც „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ დააკავეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 22 მაისს, ჩატარდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესს მხოლოდ ერთი ბრალდებული არ ესწრებოდა, რომელიც, პროკურატურის ვერსიით, ქურდული გარჩევების დროს საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებდა. ეს ბრალდებული საზღვარგარეთ იმყოფება და მასზე ძებნა უკვე გამოაცხადეს. გამოძიების ვერსიით, 14-დან ერთ-ერთი ბრალდებული საზღვარგარეთ …

სარფის საბაჟოზე ქრთამის აღებისთვის მებაჟეს 6 წელი მიუსაჯეს

ქრთამის აღებისთვის სარფის საბაჟოზე დასაქმებულ მებაჟეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. განაჩენის მიხედვით, მებაჟემ 3 ათასი ლარი აიღო კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლისგან, რომელსაც რეგულარულად სამშენებლო მასალები თურქეთიდან შემოჰქონდა. ბრალდებული 2017 წლიდან ტვირთს ამოწმებდა და სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის ერთიან ბაზაში ამუშავებდა. სასამართლოს ჩვენება მისცა მოწმემ, რომელიც ბათუმში მებაჟეს …

5 და 7 წლის ბავშვებთან გარყვნილი ქმედებისთვის კაცს 9 წელი მიუსაჯეს

თბილისში 5 და 7 წლის გოგონებთან გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის დ.ძ.-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. იგი წარსულშიც არასრულწლოვნებთან გარყვნილი ქმედებისთვის გაასამართლეს. შემთხვევა 2019 წლის ივლისში მოხდა. დ.ძ. სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით გაასამართლეს, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას …

სასამართლო გადაწყვეტილება თემურ გაბაიძის საქმეზე – დავა ექიმებთან

თემურ გაბაიძის დაღუპვის საქმეზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ხელახლა უნდა დასაჯოს ექიმი, რომელმაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ მეშველიანმა გუშინ, 23 მარტს მიიღო. საუბარია 2017 წლის 13 იანვარს კურორტ „გოდერძიზე“ მომხდარ შემთხვევაზე, რომლისა დროსაც  თემურ გაბაიძე გარდაიცვალა. იგი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო. გადაწყვეტილება …

სასამართლომ გააბათილა დოკუმენტი, რის საფუძველზეც ბათუმში ქიმიურ ტერმინალს აშენებენ

„სასამართლომ ბათილად მიიჩნია ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა დაიწყო“, – აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩემი ბათუმის“ წარმომადგენელი ზაალ ლუხუტაშვილი. მისი ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 თებერვალს დააკმაყოფილა ამ ორგანიზაციის სარჩელი საქართველოს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. „სამინისტრომ გასული წლის 23 იანვარს გამოსცა ე.წ. სკრინინგის დოკუმენტი. ამ დოკუმენტის საფუძველზე ბათუმის მერიამ 12 …

მამა შვილს უცხოეთიდან დედის მიერ გამოგზავნილ ფულს სძალავდა – განაჩენი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა კაცს, რომელიც შვილს ფულს სძალავდა და სახლის გადაწვა სცადა. განაჩენის მიხედვით, თბილისში მცხოვრები ლ.ჯ.  მუქარით საკუთარ შვილს ისრაელიდან დედის მიერ გამოგზავნილი ფულის გადაცემას აიძულებდა. მას შემდეგ, რაც შვილმა მამას ფული არ მისცა, ბრალდებულმა სახლის გადაწვა სცადა. გამოძიება ბრალდებულს ასევე ედავებოდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შეძენა-შენახვას …

„ძირს ეგდო დანა და დამტვრეული ხატი“ – სასჯელი ორსული ცოლის ცემისთვის

„…ხისჩარჩოიანი სარკის წინ, იატაკზე ყრია ორი ცალი სამზარეულოს დანა, ერთი მოშავო ფერის ტარითა და პირით, მეორე – მუქი ფერის, მოვერცხლისფერო პირით. ასევე იატაკზე ყრია დამსხვრეული ხატის ჩარჩოს ნამსხვრევები, დახეული ათლარიანი კუპიურა…“ –  ეს გამომძიებლის ჩანაწერია დათვალიერების ოქმში თბილისში მომხდარი მორიგი ოჯახში ძალადობის შემდეგ. შემთხვევის ადგილზე შუაღამისას მისულ სამართალდამცველებს მეზობლის ოჯახში მყოფმა ქალმა უთხრა, რომ ფეხმძიმედაა …

2 წელი გამოსაცდელი ვადა 2 წლით ქალზე ადევნებისთვის

თბილისში მცხოვრებ კაცს ბ.ბ.-ს 2 წლით გამოსაცდელი ვადა შეუფარდეს ქალზე ადევნებისთვის. განაჩენის მიხედვით, ის ორი წლის განმავლობაში „ახორციელებდა ადევნებას“. განაჩენის მიხედვით, ბრალდებული 2018 წლის მარტიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით „ახორციელებდა ადევნებას ე.პ.-ს მიმართ. არ აძლევდა ამ უკანასკნელს ნორმალური ცხოვრების საშუალებას, სისტემრატრად მიდიოდა და უთვალთვალებდა, როგორც სამუშაო ადგილას, ასევე საცხოვრებელ სახლთან… ტელეფონის საშუალებით ასევე ამყარებდა არასასურველ …

6 წელი მიუსაჯეს მამას, რომელიც ფსიქოლოგიურად და სექსუალურად ძალადობდა შვილებზე

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.ა., რომელიც 2013 წლიდან არასრულწლოვან ქალიშვილებთან ნ.ა-სთან და ბ.ა-სთან ერთად საქართველოში ცხოვრობს, 2018 წლიდან მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და ლანძღავდა, აიძულებდა ემუშავათ …

კაცმა ცოლს 7-ჯერ დაარტყა დანა და 112-ში სხვისი სახელით დარეკა – განაჩენი

სხვადასხვაგვარად აღწერეს ის დღე ბრალდებულმა და დაზარალებულმა, როცა ქალს დანა შვიდჯერ დაარტყეს. ქალს დანა თავისმა ქმარმა დაარტყა, შემდეგ კი სახლიდან გავიდა, ხუთ წუთში 112-ში სხვისი სახელით დარეკა და თქვა: „ქალი მოკლეს, მისამართი…“ ქალი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გადარჩა. პროკურატურამ ქმარს ბრალი წარუდგინა „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში …

Exit mobile version