რა მიუსაჯეს პირს, რომელიც ზურაბიშვილის შვილებს ემუქრებოდა

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პრეზიდენტობის კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის შვილებზე მუქარის განხორციელების ბრალდებით ერთი პირი გაასამართლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მუქარას მაშინ ფქონდა ადგილი, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. სასამართლოს ჩვენება მისცეს სალომე ზურაბიშვილის შვილებმა: თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებმა. თეიმურაზ გორჯესტანის თქმით, ის ლონდონში იმყოფებოდა, როცა 2018 …

სექსუალური ორიენტაციის ნიშნით პირზე თავდასხმისთვის 2 კაცი გაასამართლეს

„სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით“ პირზე ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ორი კაცი გაასამართლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთ ბრალდებულს ორი წლით, მეორეს კი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ორივე ბრალდებულს სასჯელი პირობით ჩაეთვალა. შემთხვევა გასული წლის აპრილში თბილისში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. განაჩენის მიხედვით, ლ.-მ გამოძიებით დაუდგენელ კიდევ ორ პირთან ერთად, სახის და სხეულის …

„ახალი ნაგავსაყრელი შეიცავს საფრთხეს“ – 4 მოქალაქე მთავრობას სასამართლოში უჩივის

ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა ქობულეთში შესაძლოა შეჩერდეს, თუკი სასამართლო დაადგენს, რომ მშენებლობა უკანონოა. ზვიად, თამაზ, ბადრი და მერაბ მგელაძეები სოფელ ცეცხლაურში ცხოვრობენ, სადაც ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა მთავრობამ 2019 წლის ზაფხულში დაიწყო. ეს მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მშენებლობა უკანონოა, შეიცავს საფრთხეს და არღვევს მათი საკუთრებას უფლებას. მგელაძეებმა სარჩელით უკვე მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი …

თბილისში შეაჩერეს საქმის განხილვა, რომელმაც ერმაკოვისა და სხვების ბედი უნდა გადაწყვიტოს 

„შემდეგი სასამართლო სხდომა ჩანიშნული ჯერ არ არის,“ – გვითხრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესცენტრში საქმეზე, სადაც ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ ზიანის ანაზღაურებას სთხოვს. ეს ის საქმეა, რომელზეც მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ბევრი რამ შეცვალოს „ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმეში“. ბოლო პროცესი „ბაზისბანკის“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 სექტემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა იგი მოსამართლე ნინო მამულაიშვილის ბიულეტენზე გასვლის გამო გადაიდო. …

დიდ ბრიტანეთში დასაქმების დაპირება 36 906 ლარის სანაცვლოდ – რა გადაწყვიტა სასამართლომ

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ თაღლითობაში ბრალდებული ორი პირი – თ.ა. და კ.ტ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, 2018 წლის ივლისში, თ.ა.-მ და მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა კ.ტ.-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრების მსურველი ექვსი მოქალაქე დაარწმუნეს, რომ თითქოსდა შეეძლოთ სამუშაო ვიზების მიღების უზრუნველყოფით, …

რა გაირკვა „ქობულეთში $2 800 000 ურანის გაყიდვის მცდელობის საქმეზე“

„გრძელდება სასამართლო გამოძიება. ამ ეტაპზე ბრალდების მხარე წარმოადგენს მტკიცებულებებს,“ – ამბობს ადვოკატი ირმა ჭკადუა. ის ქობულეთში $2 800 000 ღირებულების ურანის გაყიდვის მცდელობის ბრალდებით დაკავებული გოჩა გოგიტიძის ინტერესებს იცავს. სუს-მა 3 მარტს ამ საქმეზე რომან ქათამაძეც დააკავა. „პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. რამდენჯერმე ვიყავი ჩასული და გადაიდო. სხვა არაფერი ვიცი, ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრა ბრალდებულ …

მოქალაქეები: მაისურებზე საპროტესტო წარწერით სასამართლოში არ შეგვიშვეს

„მანდატურმა გვითხრა, რომ ამ მაისურით პროცესზე ვერ შეგვიშვებდა,“ – აცხადებს რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც დღეს „20 ივნისის საქმეზე“ სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვერ დაესწრნენ. აქტივისტები სასამართლოში წარწერიანი მაისურით მივიდნენ: „თავისუფლება გავრილოვის ღამის უსამართლოდ დაკავებულ პოლიტიკურ პატიმრებს“. „მანდატურმა მითხრა, ასე რომ შეგიშვათ, გამოდის, სასამართლო სხდომის დარბაზში აქცია იქნება და აქციის გამართვის უფლებას ვერ მოგცემთო. …

თბილისის საქალაქო სასამართლო: 51 პირი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით,  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ  განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის  პროტესტები, რომლის თანახმადაც, ამა წლის  21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა – პატიმრობის ვადა  51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დადგენილებების საფუძველზე,  51 პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან – აღნიშნულია სასამართლოს ვებგვერდზე. ამავე თემაზე: სააპელაციო: 20 ივნისის ღამეს დაკავებული …

რა ისმის სატელეფონო ჩანაწერში – „მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადებისთვის დაკავებულის საქმე

„ეს არის აბსურდი, რომ ადამიანი მუხიანიდან ღამით ფეხით მიდიოდა პარლამენტთან მოლოტოვის კოქტეილებით“, – ამბობს ადვოკატი მარიკა ჯანიკაშვილი. ის 21 ივნისს დაკავებული გიორგი წიქარიძის ინტერესებს იცავს. პროკურატურა აცხადებს, რომ წიქარაძე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკეს. ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ბრალდებით დაკავებულ 70 წლის გიორგი წიქარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. ბენზინით სავსე 12 ბოთლი, ნაჭრები …

ქალმა თავის მოკვლამდე 16-ჯერ მიმართა პოლიციას – შსს მის ოჯახს 25 ათას ლარს გადაუხდის

შინაგან საქმეთა სამინისტროს 25 ათასი ლარის გადახდა მოუწევს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად იმ ქალის საქმეზე, რომელმაც ქმრისგან მრავალჯერ ძალადობის და პოლიციელების უმოქმედობის შემდეგ თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე ქალმა 16-ჯერ მიმართა პოლიციას. ოჯახში მისულმა პოლიციელებმა ორჯერ შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, ერთხელ – გამოძიება დაიწყეს, თუმცა ვერაფერი დაადგინეს და ძიება შეწყვიტეს. სასამართლოს გარდაცვლილი ქალის დედამ მიმართა შსს-ს და პროკურატურის წინააღმდეგ …

4 წლით პატიმრობა ტერორიზმის მოწოდების მუხლით ფეისბუქში 2 წლის წინ დაწერილი სტატუსის გამო

ოთხი წლით პატიმრობა ორხან აბბასოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ნოემბერს მიუსაჯა, ორი წლის წინ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული სტატუსის გამო. აბბასოვის ფეისბუქ სტატუსი სასამართლომ ტერორიზმისკენ მოწოდებად შეაფასა. მსჯავრდებული ექვსი თვის წინ დააკავეს სამართალდამცველებმა და 5 ნოემბრამდე გირაოს საფუძველზე ჰყავდათ გათავისუფლებული. ორი წლის წინ, 2016 წლის აპრილში აბბასოვი აზეირბაიჯან-სომხეთის სამხედრო გადატრიალებას გამოეხმაურა. აბბასოვი ეთნიკურად აზერბაიჯანელია და ბოლნისში ცხოვრობს. …

დაპატიმრებული მოწმე, რომელმაც საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა

ბათუმში მცხოვრებ ბექა ჩიკვაიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მან საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე თქვა უარი. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილმა მიიღო. ადვოკატების თქმით, მსგავსი მიდგომა უპრეცედენტოა. საკუთარი თავის, ასევე ახლობლების წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. ადვოკატთა ასოციაცია მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილის გადაწყვეტილებას “საშიშ ტენდენციად” …

„სასამართლო გაოცებას ვერ მალავს“ – მოსამართლის შეფასება გიორგი ოქროპირიძის საქმეზე

„სასამართლო გაოცებას ვერ მალავს,“ – ამ ფრაზას გიორგი ოქროპირიძის იმ განაჩენში ნახავთ, რომელსაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა 10 ნოემბერს აწერს ხელს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცრუ დასმენასა და ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე გაამართლა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა გადაწყვეტილებაში არაერთხელ ახსენებს, რომ საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება იყო „არასრულყოფილი“ და „არაეფექტური“. ბათუმის მე-3 დაწესებულებაში ყოფნის დროს, გიორგი …

ვაჟა-ფშაველას #13-თვის სტატუსის მოხსნის საკითხს სააგენტო მომავალ კვირაში განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 30 ივნისს, ოქტომბრამდე გადადო „მომავლის სახლის“ საჩივრის განხილვა. ამხანაგობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ვაჟა-ფშაველას 13-ში მდებარე ისტორიული სახლი კომპანია „სლავა 2015“-მა უნებართვოდ დაანგრია 2015 წლის ბოლოს. ამხანაგობა კი იმ ოჯახებს აერთიანებს, რომლებიც ამ მისამართზე ცხოვრობდნენ. პროცესის გადადების მიზეზი კომპანია „სლავა …

შსს: სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით ორი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი: 1970 წელს დაბადებული ტ.ხ. და 1969 წელს დაბადებული კ.ხ. დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, გონიოს დასახლებაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაეყენეს და …

Exit mobile version