ხინოწმინდაში სამრეკლოს ასაშენებლად და ტაძრისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 680 ათასი ლარი დაიხარჯება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ქობულეთში მდებარე ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სამრეკლოს მოწყობისა და ტაძრის ინტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 680 ათას 317 ლარით გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ტენდერის „კლასიფიკაციის კოდებში“ მითითებულია „სამშენებლო სამუშაოების წარმოება პრეისტორიულ ძეგლებზე“, თუმცა, სამრეკლოს რაც შეეხება, დოკუმენტების მიხედვით ის ახალი ნაგებობა იქნება. პროექტის მიხედვით: „სამრეკლო წარმოდგენილია კლასიკური ქართული საეკლესიო …

„სოუქსუზე“ ეკლესიის ფასადს ბათუმის მერია 100 ათას ლარად გაარემონტებს

ბათუმში, სერგი მესხის ქ. N1-ში [„სოუქსუს“ სასაფლაოზე] მდებარე სამების ეკლესიის ფასადის რეაბილიტაციისთვის ბათუმის მერიას 100 ათას 614 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამუშაოებს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ტენდერით შეისყიდის. ტენდერს თან ახლავს პროექტიც, რომელიც ითვალისწინებს „ეკლესიის ფასადის ზედაპირებიდან არსებული საღებავის და ე.წ „ნაშხეფის“ [ზეძირკველზე] ფენების სრულ მოცილებას, არსებული ლესვითი ბზარების დამუშავებას და შევსებას სპეციალური სარემონტო …

ეკლესიას გარდაბანში 2,5 ჰექტარ მიწა 99 წლით გადასცეს – კობახიძის განკარგულება

„ოცნების“ მთავრობა გარდაბანში მდებარე 2,5 ჰექტარ სახელმწიფო მიწას, 99 წლით უსასყიდლოდ, მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცემს. „მიეცეს თანხმობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცეს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება“, – წერია 2026 წლის 11 აგვისტოს განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. ეკლესიისთვის გადასაცემი …

ქობულეთის სოფელ ქვედა სამებაში ეკლესიას ბიუჯეტის ფულით ააშენებენ – დაიხარჯება 1,9 მილიონი ლარი 

„ქობულეთის სოფელ ქვედა სამებაში მდებარე შუა საუკუნეების ნაეკლესიარის აღდგენა/რეაბილიტაციის სამუშაოებზე“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ტენდერი 1,9 მილიონი ლარით გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით კი ჩანს, რომ ნაეკლესიარზე [სადაც ძველი ტაძრის ნაშთებია] ახალი ეკლესიის აშენებაა დაგეგმილი. ტენდერს თან ახლავს პროექტი და სხვადასხვა დოკუმენტაცია. ერთ-ერთ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დაგეგმილია „ქობულეთის სოფელ ქვედა სამებაში შუა საუკუნეების …

რა ქონებას გადასცემს ბათუმის მერია საპატრიარქოს უსასყიდლოდ

ბათუმის საკრებულო 21 აგვისტოს სხდომაზე განიხილავს განკარგულებების პროექტს, რომლითაც ქალაქის მერიას საქართველოს საპატრიარქოსთვის მუნიციპალური ქონების გადაცემაზე თანხმობა უნდა მისცეს. საპატრიარქოს ქალაქის კუთვნილი გარკვეული ქონება მუდმივ სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს ქონება კი, განმარტებითი ბარათის მიხედვით სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებს მოხმარდება. კერძოდ: 1000 კვადრატული მეტრი მეორადი ქვაფენილი – ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის დედათა მონასტრისათვის; 2000 კვადრატული მეტრი მეორადი ქვაფენილი …

ვინ შეიძლება გახდეს ახალი პატრიარქი – ინტერვიუ თეოლოგთან

„თუ გაიმარჯვებს მოსაყდრე შიო და გახდება პატრიარქი, ჩვენ გველოდება წინ ძალიან ხისტი ეპოქა რელიგიური კულტურისა საქართველოში. ხისტი და მუნჯი – ერთ მონონარატივზე დაყვანილი რელიგიურობის კულტურა, როცა ყველასთვის ადგილი ეკლესიაში არ არის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მისი აზრით, მინიმალურია, მაგრამ მაინც არსებობს მოლოდინი, რომ პროევროპული ორიენტაციის პატრიარქი აირჩიოს სინოდმა. „ერთ-ერთი მთავარი საკითხი მოცემულ მომენტში არის …

ეკლესიას 1 ლარად მიჰყიდეს მიწა და შენობა სენაკსა და თიანეთში – მთავრობის ახალი განკარგულებები

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სენაკისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჯამში 5 603 კვადრატული მეტრი მიწა და შენობა პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა. განკარგულებებით, რომელსაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 28 ოქტომბერს მოაწერა, სახელმწიფო ქონება მუნიციპალიტეტებში თითო ლარად გაიყიდა, ანუ ეკლესია ჯამში 2 ლარს გადაიხდის. ეს თანხა ეკლესიამ ერთი თვის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. სენაკის …

სალიბაურის სკოლის ეზოს ნაწილი კობახიძემ ეკლესიას 1 ლარად გადასცა

საქართველოს მთავრობამ მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელიც ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის სარგებლობაში იყო, საკუთრებაში 1 ლარად გადასცა მართლმადიდებელ ეკლესიას. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ განკარგულებას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2024 წლის 17 ოქტომბერს მოაწერა. „1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 300 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, …

მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადასცა

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის განკარგულებით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული  მიწის ოთხი ნაკვეთი ეკლესიას 1 ლარად გადაეცა. ეს ნაკვეთები მდებარეობს: ოზურგეთის დაბა ნარუჯაში – 849 კვადრატული მეტრი; სოფელ ზემო ნატანებში – 929 კვადრატული მეტრი; ჩოხატაურის სოფელ გუთურში კი 2 ნაკვეთი – 345 და 859 კვადრატული მეტრი. პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ …

რას ამბობდა პატრიარქი კირიონი 105 წლის წინ, როცა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს – ინტერვიუ

„გაუმარჯოს ყველა ამ ერებს, რომელნიც ჩვენთან ერთად იცხოვრებენ თავისუფალ საქართველოში!“ – 105 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, პატრიარქ კირიონ მეორის ფრაზა ახსენდება თეოლოგ შოთა კინწურაშვილს, როცა მას საქართველოს დამოუკიდებლობაზე ვესაუბრეთ. რატომ ხდება ეს დღეს: ეკლესია ეროვნული იდენტობის დამცველად წარმოაჩენს თავს, ამ დროს კი, ცდილობს დაგვაახლოოს სახელმწიფოებრიობის მთავარ საფრთხესთან – რუსეთთან? თეოლოგი პირველ რესპუბლიკას იხსენებს …

ქობულეთის საკრებულომ ეკლესიას მიწის ნაკვეთი 99 წლით გადასცა

ქობულეთის საკრებულომ ეკლესიის მოთხოვნას კონკრეტული მიწის ნაკვეთის გადაცემაზე დადებითად უპასუხა. ეკლესიამ 99 წლის ვადით უსასყიდლოდ მიიღო მიწის ნაკვეთი ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩაზე. როგორც დოკუმენტებით, ირკვევა გადაცემულ ნაკვეთზე ეკლესიის მშენებლობა იგეგმება. ეკლესიისთვის გადაცემული ნაკვეთი 330 კვ. მეტრია და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ესაზღვრება. ნაკვეთის მოთხოვნით ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ  ქობულეთის მერს 2022 წლის მაისში მიმართა. …

ბათუმის მერია არ არის თანახმა, ეკლესიას მიწა საკუთრებაში გადაეცეს

ბათუმის მერიამ უარი უთხრა მართლმადიდებელ ეკლესიას, ბესიკის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემაზე. უფრო სწორად, ეკლესია მიწის საკუთრებაში რეგისტრაციას მერიის გვერდის ავლით ცდილობდა, საჯარო რეესტრმა კი მერიას, როგორც მიწის მესაკუთრეს მიმართა – დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია ქონების ეკლესიისთვის საკუთრებაში გადაცემაზე. მერიის უარის შემდეგ, რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ არის თანახმა, საჯარო რეესტრის ეროვნული …

დაპირისპირება მღვდელმთავრებს შორის – სხალთელ მთავარეპისკოპოსს პასუხს სთხოვენ

„ჩემი მხარდაჭერა მეუფე გიორგის!“ – ამ კომენტარით გააზიარა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსის ფეისბუქპოსტი, სადაც ის სხალთელ მთავარეპისკოპოსს აკრიტიკებს. სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა ორი დღის წინ ყველა გაკიცხა, ვინც რუსეთის პატრიარქი გააკრიტიკა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას დაუჭირა მხარი. „ჩვენ რა ჭირი დაგვეტაკა, ზოგიერთს რომ გადაუტრიალდა ჭკუა? რადგან რუსეთმა ასე გაგვიკეთა, რად გვინდა …

233 რუსი სასულიერო პირი ომის შეწყვეტას ითხოვს, განცხადებას ხელს არ აწერს პატრიარქი კირილი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 233 სასულიერო პირი უკრაინაში ომის შეწყვეტას ითხოვს. განცხადებას ხელს არ აწერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი, პატრიარქი კირილი, რომელიც პუტინის პოლიტიკის ღია მხარდამჭერია. განცხადებას ხელმოწერები ახლაც ემატება. „ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის ღვთისგან ბოძებულ თავისუფლებას და გვჯერა, რომ უკრაინის ხალხმა არჩევანი დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს და არა ავტომატების დამიზნებით, დასავლეთის ან აღმოსავლეთის მხრიდან ზეწოლის გარეშე“ …

ეკლესია ბათუმში 1926 კვ/მეტრ მიწას ითხოვს, რეესტრი მერიის დასტურს

მართლმადიდებელი ეკლესია ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე მდებარე 1926 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრებში დარეგისტრირებას ითხოვს. თუმცა, საჯარო რეესტრმა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა. რეესტრი ასევე ითხოვს ბათუმის მერიისგან, დაადასტუროს თავისი პოზიცია ეკლესიისთვის აღნიშნული ქონების საკუთრებაში გადაცემაზე. საჯარო რეესტრი თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ „დაინტერესებული პირის [ანუ ეკლესიის] მიერ არ არის წარმოდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი …

ეკლესიას ტყეების საკუთრებაში გადაცემა ჯერ არ მოუთხოვია – სამინისტრო

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კანონით უფლება აქვს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ მოითხოვოს ტყის საკუთრებაში გადაცემა – თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტარი. ეკლესიას საკუთრებაში ტყეს საქართველოს მთავრობა გადასცემს – ეკლესიის შესაბამისი განაცხადისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე. სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ზემოაღნიშნული წესით ეკლესიისთვის ტყის ფართობების გადაცემა არ მომხდარა. „ამ ეტაპზე სამინისტროს …

რატომ დაადგნენ ეპისკოპოსები „სპირიდონის გზას“ – ინტერვიუ თეოლოგთან

„რუსები ხართ ყველანი“ – ეჭვის გაქარწყლება ძალადობაში საპატრიარქოს თანამონაწილეობასა და, შესაბამისად, რუსული დაკვეთის შესრულებაზე მთავარეპისკოპოსმა იაკობმა 12 ივლისის ქადაგების მერე ჟურნალისტებთან რუსული სტრატეგიით სცადა. მანამდე ეპისკოპოსს ტაძარში ერთმა ქალმა ქადაგება შეაწყვეტინა და უთხრა: „ეს არ არის ქადაგება, ეს არ არის ქრისტიანობა…“ თეოლოგები თუ საპატრიარქოს საქმეებში კარგად გარკვეული პირები აქამდეც აღნიშნავდნენ, რომ სასულიერო იერარქიის ძირითადი შემადგენლობა …

რომელი პარტია [არ] ეუბნება უარს საპატრიარქოს დაფინანსებასა და პრივილეგიებზე

უნდა ჰქონდეს თუ არა საპატრიარქოს პრივილეგიები, რომელიც ძალადობას არათუ მხარს უჭერს, არამედ ორგანიზატორია ძალადობრივი აქციების და ამის დემონსტრირებას არც ერიდება? – ეს კითხვა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერს დავუსვით, რომ გაგვეგო, რამდენად არიან ისინი მზად დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დასაცავად? გვექნებოდა სხვა სურათი, „ოცნების“ ნაცვლად ისინი რომ იყვნენ ხელისუფლებაში? აღმოჩნდა, რომ პარტიების დიდი ნაწილი დემოკრატიული ღირებულებების …

რატომ გამოუშვეს კაცი, რომელიც ბათუმის ეპარქიის რეზიდენციაში დანით შეიჭრა

კაცი, რომელიც გუშინ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციაში დანით შეიჭრა, თავისუფალია. ეპარქიის პრესსამსახურის უფროსის, იოანე გორელიშვილის თქმით,   მიტროპოლიტ დიმიტრის თხოვნით გამოუშვეს ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორიდან. „გუშინ ღამე დაუბრუნეს ოჯახს, ეპარქია არ უჩივის,“ – გვითხრა იოანე გორელიშვილმა. იოანე გორელიშვილის თქმით, კაცმა, რომელიც  ეპარქიაში შეიჭრა, „ვერ განსაზღვრა, სად შემოვიდა  და რა უნდოდა“. „მან შემდეგ ბოდიში მოგვიხადა მომხდარის …

„რას გვაძალებთ, სიკვდილს?“ – მეუფე სპირიდონი მრევლს ვაქცინით აშინებს, რას ამბობს ეკლესია სიცრუეზე

„რას გვაძალებთ, კაცო, სიკვდილს? რა ვიცი, რა იქნება… შესაძლოა, ასეულობით მილიონის ლეტალური შედეგი გამოიწვიოს ამ ვაქცინაციამ“, – აცხადებს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი covid 19-ის ვაქცინაციის შესახებ. ეპისკოპოსის ქადაგების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში დღეს, 20 მარტს. გაავრცელეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საპატრიარქოს სთხოვა კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესში გვერდში დგომა. საპატრიარქომ მაშინ დააფიქსირა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას …

ეკლესიის გაქურდვისთვის დაკავებული კაცი: მარტში პოლიციამ ისე მცემა, ვერ დავდიოდი

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 27 წლის თემურ ღ.-ს, მას ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის გაქურდვა ედება ბრალად. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ მას პოლიციელებმა სცემეს და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა. ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი 2 ივნისს გაქურდეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ტაძარში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30-მდე ლარს და საეკლესიო ნივთებს, რაც ჯამში 1317 ლარის ღირებულების იყო. ბრალდებული სამართალდამცველებმა …

იურისტი ამბობს, რომ უჩივლებს სახელმწიფოს, რადგან ის კოვიდ 19-ისგან სათანადოდ არ გვიცავს

„ვიღაცამ უნდა უთხრას სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში, ამ შემთხვევაში კი, სასამართლომ, რომ, აი, ასე უნდა მოქცეულიყავი,“ – მიიჩნევს ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივას“ იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი, იგი პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელისუფლებისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. „გაგვწირა ერმაც და ბერმაც!… პირობას ვდებ, როდესაც გადაივლის ეს ყველაფერი, ერთ ძალიან დიდ სამართალწარმოებას დავიწყებ, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის. ძირითადი მოთხოვნა იქნება მთავრობის …

ჯანმოს რეკომენდაციები რელიგიური შეკრებების დროს – COVID 19

კოვიდ 19-ის ვირუსის გავრცელებისა და ვირუსის ფონზე სიკვდილიანობის მზარდი სტატისტიკის გამო, მთელ მსოფლიოში ფიზიკური დისტანცირებისა და იზოლაციის რეკომენდაციაა გაცემული. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც კომენდანტის საათთან ერთად აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკლესიებში ხალხმრავალი ღვთისმსახურება გრძელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ქმნის გაიდლაინებსა და საყოველთაო რეკომენდაციებს მსოფლიოში პირველი …

ქორეპისკოპოსი იაკობი: აღდგომის დღესასწაულის განრიგში არაფერი შეიცვლება

დღეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ აღდგომის დღესასწაულის განრიგში არაფერი შეიცვლება. პატრიარქი აღდგომის ღამეს, 19 აპრილს, სამებაში შეხვდება. სააღდგომო ლიტურგიის განრიგი წელსაც ისეთია, როგორც გასულ წელს – ლიტურგია დაიწყება ღამის 10 საათზე, 11 საათზე სამებაში მივა ილია მეორე. ქორეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ ეკლესია სწორად მოიქცა, როცა განრიგში არაფერი შეცვალა: „შემოსული რომ იყო შაჰ აბაზი, …

შსს: ოზურგეთში ეკლესია არასრულწლოვანმა ძმებმა გაქურდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი ძმები – 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ოზურგეთში ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ …

როდის შეიძლება დააჯარიმონ ეკლესიის მრევლი – იურისტის განმარტება

კორონავირუსის  პანდემიის გამო და კომენდანტის საათის ამოქმედების მიუხედავად, ხელისუფლება ამ დრომდე თავს არიდებს იმას, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას კანონით შეუზღუდოს ღვთისმსახურება, რაზეც თავად ეკლესია, მსოფლიო სასულიერო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, კატეგორიულ უარს ამბობს. კომენდანტის საათმა, რომელიც 31 მარტიდან ამოქმედდა, ამჯერად მორწმუნეებისთვის მხოლოდ ის შეცვალა, რომ ისინი იმ შემთხვევაში დაჯარიმდებიან, თუკი საღამოს 9-დან დილის 6-მდე ქუჩაში იმოძრავებენ, მათ შორის, …

ნიუ იორკში კიდევ ერთ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა – ეპისკოპოსი საბა

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი აცხადებს, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მაგრამ ინფიცირებულია ნიუ იორკში მყოფი სასულიერო პირი – სპირიდონ ნარსია. „სამწუხარო ინფორმაცია მინდა გითხრათ იმ კუთხით, რომ მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული. თქვენთვის ყველასათვის კარგად ცნობილი, ნიუ იორკში მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. იცით, რომ ნიუ იორკი არის ეპიცენტრი. არ …

„თანამოსაყდრის ქადაგება შესაძლოა, გახდეს ძალადობის შთაგონების წყარო“ – თეოლოგი

„ყველაფერში დამნაშავე ისევ ქალები და გეები ვყოფილვართ“, – ასეთი ან მსგავსი შინაარსის პოსტი ფეისბუქში ბევრი შეგხვდებოდათ. მწვავე რეაქცია პატრიარქის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის გუშინდელ ქადაგებას მოჰყვა, როცა მან კორონავირუსის გავრცელება დაუკავშირა არა, მაგალითად, ქალების კვლას, ან ზოგადად მკვლელობას, არამედ აბორტს და „სოდომის გამოცხადებას“. „…ეს ის ცოდვებია, ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის …

მოსკოვი ტაძრებსა და მეჩეთებში ვიზიტებს ზღუდავს

მოსკოვში გამოცხადებული არასამუშაო კვირის პერიოდში, კორონავირუსის გავრცელების გამო, ეკლესიებში, მეჩეთებში, სამლოცველო სახლებსა და სხვა რელიგიურ დაწესებულებებში ვიზიტები შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ДОЖДЬ-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქის მერი სერგეი სობიანინი შესაბამის ბრძანებას ხელს დღეს მოაწერს. რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო მიმართვის შემდეგ, რომელშიც კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, მან 28 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით პერიოდი არასამუშაო კვირად გამოაცხადა, “მოსკოვის მერმა …

ხვალ ზიარება ეკლესიის შესასვლელთან შედგება – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

„ზიარება ეკლესიის შესასვლელთან შედგება, ტაძარში ღვთისმსახურებას მხოლოდ 10-კაციანი შემადგენლობა აღავლენს: მღვდელი, სტიქაროსნები და მგალობლები“, – გვითხრა ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, იოანე გორელიშვილმა. საკვირაო ღვთისმსახურებას მრევლი ტაძრის გარე ტერიტორიიდან ხმის გამაძლიერებლით მოისმენს. ეპარქიის პრესსპიკერი ამბობს, რომ მრევლმა ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვას ლოცვის მოსმენის დროს და ტაძრის შესასვლელთან ზიარების მიღებისას. ბათუმის და ლაზეთის ეპარქიაში ეს გადაწყვეტილება …

„ეკლესია ჯიბრში ჩაუდგა პანდემიას“ – ინტერვიუ თეოლოგთან ზიარების წესის შეცვლაზე 

ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ზიარების წესს არ ცვლის. ამ თემაზე ვირუსის შიშით სახლში გამოკეტილი ადამიანები ხშირად კამათობენ სოციალურ ქსელებში, თუმცა საპატრიარქო,  სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, არ ცვლის კონკრეტულ რელიგიურ რიტუალს, რომელიც ვირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნის. სინოდი ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას 20 მარტის სხდომაზე გეგმავს. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ კორონავირუსთან დაკავშირებით ეკლესიებში, პირადი ლოცვების …

„ქართუმ“ ბათუმში ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო

ბათუმში, გამსახურდიას N35-ში მდებარე წმინდა თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ღირებულება 700 ათასი ლარია და მას  ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. პროექტის განხორციელების ინიციატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა, რომელმაც რეაბილიტაციის პროექტი 2017 წელს შეიძინა. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაძარი XIX საუკუნეშია აგებული. შენობას სამლოცველოს ფუნქცია გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა შენარჩუნებული. საბჭოთა …

რა მოხდება, თუ დეკანოზი მამალაძე ვა-ბანკზე წავა და „გუდას თავს მოხსნის“ – თეოლოგის შეფასება

დეკანოზ გიორგი მამალაძის საავადმყოფოში მოხვედრამ და შემდეგ მისმა ზიარებამ სასულიერო იერარქების საჯარო გამოსვლები გააქტიურა. ისინი ღიად საუბრობენ ციხიდან დეკანოზის მუქარაზე და მის მიერ გამოგზავნილ „მამხილებელ წერილეებზე“. ეპისკოპოსები არ ამბობენ, კონკრეტულად რის მხილებით ემუქრება გიორგი მამალაძე საპატრიარქოს, თუმცა ამ ფრაზებით აღწერენ ციხიდან მიღებულ წერილს: „საეკლესიო ბედუკაძეობა“, „მკვლელობაზე უფრო დიდი დანაშაული,“ „მორალურ-ზნეობრივი ხასიათის დანაშაული,“ „ყურში არ შეიშვება“, …

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოს წინ [ფოტო]

მარიხუანას ლეგალიზაციის საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოს წინ, რომლის ორგანიზატორიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაა:

ბათუმის ეკლესიები ადრე და ახლა [ფოტომანიპულაცია]

  ამავე თემაზე: ძველი და ახალი ბათუმი [ფოტომანიპულაცია] საბჭოთა და თანამედროვე ბათუმი ოთხ ფოტოზე [ფოტომანიპულაცია]

აჭარაში ცნობილ ადამიანებს ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ

აჭარაში პანთეონი არ არსებობს, თუმცა რამდენიმე ცნობილი ადამიანის საფლავი ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოშია. ბათუმში, ეკლესიის ეზოში გამოჩენილი ადამიანების დაკრძალვის იდეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ეკუთვნის. ამჟამად ეკლესიის ეზოში დაკრძალულია ფრიდონ ხალვაში, ზურაბ გორგილაძე და ანდრია [აზიზ] ახვლედიანი. „ეს იყვნენ გამორჩეული პირები, რომელთაც ღვაწლი გასწიეს ჩვენი კუთხისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის. ეკლესიამ და კომისიის წევრებმა …

Exit mobile version