ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის დაზიანებული ფრესკები [ფოტო]

ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ფრესკების ნაწილი დაზიანებულია. ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დღემდე უყურადღებოდაა დატოვებული. დაზიანებული ფრესკების შესახებ „ბათუმელები“ ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წერდა. „იმ შემთხვევაში, თუ  რესტავრაცია დროულად არ მოხდება, ფრესკები კიდევ უფრო დაზიანდება, მისი რესტავრაცია უფრო დიდ ხარჯებსაც მოითხოვს, ხოლო რესტავრაციის გარეშე ტაძარში კედლის მხატვრობა წაიშლება“. საპატრიარქოს დაფინანსებისა და ახალი ტაძრების მშენებლობის ზრდის …

ეკლესიის მიმდებარე სკვერში ტუალეტის მშენებლობას აპროტესტებენ

“მამულიშვილთა კავშირის” თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძე, ბათუმის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე  საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობას აპროტესტებს – “ამ ადგილზე უახლოეს მომავალში (ოსმალთა სამასწლოვანი ბატონობისგან აჭარის განთავისუფლების და  დედა–სამშობლო საქართველოსთან დაბრუნებისთვის თავდადებულ) გმირთა მემორიალი უნდა დაიდგას.  ასევე ეს ადგილი ძალიან ახლოს არის ტაძართან და აქვეა განთავსებული ბავშვთა  გასართობი ადგილიც, ამიტომ მიგვაჩნია რომ აქ საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობა დაუშვებელია. საზოგადოებრივი ტუალეტი აუცილებელია და …

რატომ დაანგრიეს მშენებარე ეკლესიის ეზოს საზიარო კედელი

ანგისას დასახლებაში  ევდემოზ კათალიკოსის სახელობის მშენებარე ტაძრის ერთ მხარეს ქვის ის ღობე დაინგრა, რომელიც მეზობელთან საზიაროა. ეკლესიის მეზობელი საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზეირბაიჯანელი ნარგიზა ბაირამ კიზია [ჰასთაოღლუ]. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ქვის ღობე პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღის წინ დაანგრია, რადგან კონკრეტული პასუხი ვერც მერიისგან მიიღო და ვერც – საპატრიარქოსგან. ნარგიზა ბაირამ კიზი ამბობს, რომ მის მიერ …

ოშკი და იშხანი რესტავრაციის მოლოდინში – რეპორტაჟი ისტორიული ტაო-კლარჯეთიდან

ოშკი-და-იშხანი-რესტავრაც

ახალი ეკლესია ძველის ანალოგიური იქნება

ქობულეთის რაიონის სოფელ ზედა სამებაში ახალი სამების ტაძარი აიგება. შუა საუკუნეებში, სოფელში ამავე სახელწოდებით ფუნქციონირებდა ტაძარი, რომელსაც მე-16 საუკუნეში, ოსმალთა შემოსევების შემდეგ, მოქმედება შეუწყვეტია. დღეისათვის ეკლესიის საძირკველიღაა შემორჩენილი. ეკლესია აშენდება ძველი ტაძრიდან მოშორებით, კერძოდ, სოფელ სამების სკოლის ეზოში. გეგმით იგი თავდაპირველი სახის, ჯვარგუმბათოვანი იქნება. პროექტი შემუშავებულია ეპარქიასთან არსებული ხუროთმოძღვრული ცენტრის არქიტექტორთა მიერ. ძველი ტაძრიდან შემორჩენილია …

ბათუმში ეკლესია გაქურდეს

  14 იანვარს ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში ღამის თევის ლოცვის შემდეგ ტაძარი გაქურდეს. მძარცველმა წაიღო ბარძიმი, საზიარებელი კოვზი, საუკუნის ვერცხლის მედალიონი წმიდა ბარბარეს გამოსახულებით და მრევლის მიერ შემოწირული თანხა. თანხის რაოდენობა დადგენილი არ არის. საქმეს იძიებს ქალაქის პოლიციის სამმართველო, სადაც აცხადებენ, რომ სამძებრო განყოფილებას აქვს გარკვეული ვერსიები, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული. მიმდინარეობს ამ ვერსიების …

Exit mobile version