„ოცნების“ მთავრობა გარდაბანში მდებარე 2,5 ჰექტარ სახელმწიფო მიწას, 99 წლით უსასყიდლოდ, მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცემს.
„მიეცეს თანხმობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცეს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება“, – წერია 2026 წლის 11 აგვისტოს განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
ეკლესიისთვის გადასაცემი მიწა, რომელიც გარდაბანში, სოფელ მარტყოფში მდებარეობს, სამ საკადასტრო ერთეულადაა დარეგისტრირებული და მათი საერთო ფართობი 25 000 კვადრატული მეტრია.

მონიშნულია მიწის ფართობი, რომელიც სახელმწიფომ ეკლესიას 99 წლით უნდა გადასცეს / გარდაბანი, სოფელი მარტყოფი
საჯარო რეესტრის მონაცემებით ჩანს, რომ ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე, რომელიც შემაღლებულ ადგილზეა, ეკლესიაა უკვე აშენებული. ასევე მოწყობილია ეკლესიამდე მისასვლელი საცალფეხო გზაც [ასასვლელი კიბე].

მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სოფელ მარტყოფში გადასაცემ სახელმწიფო მიწის ერთ ნაკვეთზე ეკლესიის შენობა უკვე დგას.
ზემოთ აღნიშნული განკარგულებით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა განახორციელოს ქონების ეკლესიისთვის გადასაცემად საჭირო შესაბამისი ღონისძიებები.






