მთავარი,სიახლეები

ხვალ ზიარება ეკლესიის შესასვლელთან შედგება – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

21.03.2020
ხვალ ზიარება ეკლესიის შესასვლელთან შედგება – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

„ზიარება ეკლესიის შესასვლელთან შედგება, ტაძარში ღვთისმსახურებას მხოლოდ 10-კაციანი შემადგენლობა აღავლენს: მღვდელი, სტიქაროსნები და მგალობლები“, – გვითხრა ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, იოანე გორელიშვილმა.

საკვირაო ღვთისმსახურებას მრევლი ტაძრის გარე ტერიტორიიდან ხმის გამაძლიერებლით მოისმენს. ეპარქიის პრესსპიკერი ამბობს, რომ მრევლმა ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვას ლოცვის მოსმენის დროს და ტაძრის შესასვლელთან ზიარების მიღებისას.

ბათუმის და ლაზეთის ეპარქიაში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა ქვეყანაში დღეს, 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობით აიკრძალა ნებისმიერი 10-კაციანი თავშეყრა. გუშინ, 20 მარტს სინოდმა, სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, უარი თქვა ზიარების წესის შეცვლასა და მღვდელმსახურების შეჩერებაზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნის.

ამ დრომდე უცნობია, რა ფორმით შედგება საკვირაო ღვთისმსახურება სხვა ტაძრებში. „ბათუმელები“ საპატრიარქოს გადაწყვეტილებას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: