კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

„ქართუმ“ ბათუმში ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო

24.07.2019
„ქართუმ“ ბათუმში ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო

ბათუმში, გამსახურდიას N35-ში მდებარე წმინდა თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ღირებულება 700 ათასი ლარია და მას  ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

პროექტის განხორციელების ინიციატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა, რომელმაც რეაბილიტაციის პროექტი 2017 წელს შეიძინა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაძარი XIX საუკუნეშია აგებული. შენობას სამლოცველოს ფუნქცია გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა შენარჩუნებული. საბჭოთა პერიოდში ეკლესია სპორტულ დარბაზად იყო გადაკეთებული. დღეს იგი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაშია.

კმდს-ს ინფორმაციით, „ქართუ“ დააფინანსებს ბათუმში ,,ღვთისმშობლის შობის‘’ სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციასაც.

სააგენტოს ინფორმაციით, ფონდ ,,ქართუსთან“ არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი ბათუმში არსებულ კიდევ რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას ჩაატარებს. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩატარდება ნოე ჟორდანიას ქ. N14-ში, მაზნიაშვილის ქN6/აბაშიძის 15-ში, კ. გამსახურდიას ქ.N13/აბაშიძის ქ.N23-ში.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ჯამში 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

მთავარი ფოტო: თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესია ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: