უკრაინის გმირი პილოტი, რომელმაც რუსეთს მძიმე დარტყმა მიაყენა

ასამდე საომარი გაფრენით პილოტმა ვადიმ ბლაგოვესტნიმ რუსულ მხარეს მძიმე დარტყმა მიაყენა, ოკუპანტებს გაუნადგურა 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 80-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება, საწვავის და საპოხი მასალების 40-ზე მეტი ცისტერნა. უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform-ის ცნობით, პილოტმა ბლაგოვესტნიმ 800-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი გაანადგურა. ეს უკრაინული სამხედრო გამოცემა პერიოდულად აქვეყნებს ცნობებს უკრაინის გმირების შესახებ სამხედრო ჩანაწერებზე, თავდაცვის ძალების …

უკრაინის გმირი, რომელმაც იზიუმის ალყიდან ბატალიონი გამოიყვანა და გადაარჩინა

2022 წლის 21 ნოემბერს ცალკეული საავიაციო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურემ, მაიორმა დენის მაკაროვსკიმ უკრაინის გმირის ჯილდო და ოქროს ვარსკვლავის ორდენი მიიღო. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოხვედრაზე, რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმისას პირველ საბრძოლო დავალებებზე, იზიუმის დაცვაზე, „შერვუდის ტყეში“ ბრძოლებზე დენის მაკაროვსკი უკრაინის თავდაცვის ძალების გამოცემა „Armyinform“-ს ესაუბრა. 2015 წელს ჩააბარა ოდესის სამხედრო აკადემიაში. ოთხი წელი ისწავლა და ამის შემდეგ …

ხელზე ძმის სახელის პირველი ასოს ტატუ ჰქონდა, ასე ამოიცნეს – უკრაინის გმირის ბოლო ბრძოლა

ახალგაზრდა სერჟანტი, ვადიმ ბლიშჩიკი თავისი საჯარისო ქვედანაყოფის ყველაზე გამოცდილი ოფიცერი იყო. რუსეთ-უკრაინის ომში გამოჩენილი სიმამაცისა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მას უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა. ვადიმისთვის ბოლო, საბედისწერო ბრძოლის დროს რუსები მის ქვედანაყოფს ისე შემოერტყნენ გარს, რომ სანგრების გათხრაც სანახევროდ მოასწრეს ჯარისკაცებმა. გათხრას ცდილობდნენ იარაღით, ხელებით, ყველაფრით, რაც ხელთ ჰქონდათ. ვადიმსაც სხვების მსგავსად მაზოლები ჰქონდა ხელებზე …

უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გმირი ომში დაბრუნდა

22 წლის იყო ვასილ ტარასიუკი, როცა უკრაინის გმირი გახდა, ახლა 29 წლისაა. ფრონტზე მას მეტსახელად „ტაიფუნი“ შეარქვეს. ზედმეტსახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ: ტანკთან ორთაბრძოლაში მარტო აღმოჩნდა. მაშინ არც ჯაველინები ჰქონდა უკრაინის არმიას და არც ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები. შეტაკება 2016 წელს იყო ავდეევკასთან ახლოს, როცა რუსული ტანკი და ვასილი ბრძოლის ველზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. ამ ორთაბრძოლაში ვასილმა …

მტერი ჩვენგან ასეთ თავხედობას არ ელოდა – რას ჰყვება უკრაინის გმირი პილოტი

„რაც თავი მახსოვს ყოველთვის მინდოდა ცასთან დამეკავშირებინა ჩემი ცხოვრება. სამხედრო სპორტული ლიცეუმის დამთავრების შემდეგ ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნულ უნივერსიტეტში გადავწყვიტე ჩაბარება. ფრენის ინჟინერიაშიც მინდოდა მეცადა ძალები. ვერტმფრენები მიყვარს. ყოველთვის მაოცებდა, როცა უზარმაზარი მანქანა ფრინდებოდა და ამარცხებდა მიზიდულობის ძალას“, – ამბობს რომან დროგომირეცკი. მისი ბავშვობის ოცნება ახდა – 2019 წელს რომანმა პირველი ოფიცრის წოდება და ვერტმფრენის …

„ჩაფხუტს სისხლს არ მოვაშორებ, ისტორიას შევუნახავ“ – უკრაინის ცოცხალი გმირი მფრინავი

27 წლის ვადიმ ვოროშილოვი უკრაინის ცოცხალი გმირია. ის სასწაულებრივად გადარჩა: აალებული თვითმფრინავიდან გადახტა – ისე, რომ მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. მწყობრიდან გამოსულ თვითმფრინავში მჯდომმა, ისიც კი მოახერხა, თვითმფრინავისთვის მიმართულება შეეცვალა და დასახლებული პუნქტიდან შორს მიემართა, ხალხი რომ არ დაშავებულიყო. ეს ყველაფერი კი სულ რაღაც 40 წამში მოხდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, 5 დეკემბერს ვადიმ ვოროშილოვს …

უკრაინის 29 წლის გმირი, რომელმაც აფეთქებისას სხვა გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა

უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმის სადაზვერვო ასეულის მეთაურს, სერგეი ბარსუკოვს, ფრონტზე „ბარსის“ ეძახდნენ. ბარსუკოვს ლეიტენანტის წოდება ჰქონდა. ცხრა წლის განმავლობაში ჯერ წვევამდელი ჯარისკაცი იყო, მერე – ოფიცერი და ქვედანაყოფის მეთაური. ჯარისკაცის კარიერა ბარსიმ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ლუგანსკის პოლკიდან დაიწყო. სერგეი ბარსიუკოვი 1993 წელს დაიბადა ლუგანსკის ოლქში. 2014 წელს დონბასში განვითარებულმა მოვლენებმა მასზე …

მტრის ცეცხლს ზურგით გადაეფარა და სხვები გადაარჩინა – უკრაინის გმირი ვადიმი

უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმის სამხედრო მოსამსახურეებს უნივერსალურ ჯარისკაცებს უწოდებენ, რადგან მათ მრავალმხრივი სამხედრო უნარები აქვთ. ამ ისტორიის გმირიც, კაპიტანი ვადიმ მანკო ასეთი პროფესიონალი იყო. ვადიმი ტაქტიკური მედიცინის ოფიცერი იყო აღმოსავლეთის ტერიტორიული ადმინისტრაციის ცალკეული სპეცდანიშნულების რაზმში. მის შესახებ ვრცელ მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform-ი აქვეყნებს. ვადიმმა 2017 წელს ეროვნული გვარდიის აკადემია დაამთავრა და …

რაკეტა რომ მომცენ, კრემლს დავცხებდი – უკრაინის გმირი, რომელიც ბახმუტთან იბრძვის

როგორია ზამთარი ფრონტზე? – იმეორებს ჟურნალისტის შეკითხვას მაიორი კირილო ვერესი, უკრაინის გმირი, „ოქროს ვარსკვლავის“ მფლობელი და ბოგდან ხმელნიცკის ორდენის სრული კავალერი. ვერესი 34 წლისაა და 54-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საბრძოლო ჯგუფ K2-ს მეთაურობს. დანაყოფს, რომელმაც უკრაინაში სახელი ჯერ კიდევ დონბასის ბრძოლებიდან გაითქვა. სწორედ ამ ჯგუფის მებრძოლებმა დაატყვევეს 2015-ში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები – ევგენი ეროფეევი …

ჯამბულათ ხოფერიას მამა ღარიბაშვილის განცხადებაზე – „რა გვჭირს ვინმეს წასაყვანი“

უკრაინაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია, ფეისბუქზე პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. „მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს. სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ, უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე. უბრალოდ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე… არ მინდოდა მეთქვა ან რა სათქმელია, უბრალოდ იცოდეთ, ჩემი შვილი, როცა ომი დაიწყო, თბილ მიუნჰენში იყო. დილის 9 საათზე დამირეკა და მითხრა, რომ მიდიოდა. …

„ომის შვილის“ გზის დასასრული – უკრაინის 22 წლის გმირი მფრინავი

უკრაინაში რუსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დღიდან 22 წლის მფრინავმა, დენის ლუკოვმა ნახა ყველაფერი, ომი, სიკვდილი, სასოწარკვეთა, გმირობა და სიყვარული. მას არასოდეს უოცნებია ოფიცრის ეპოლეტებზე – მშობლების თქმით, დენისი ჩვეულებრივი ბავშვი იყო. სკოლაშიც ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტდა სწავლით. მშვიდ, თავაზიან და მორცხვ ბიჭად იცნობდნენ. სულ ტანკებით თამაშობდა და ემალებოდა მშობლებს, რომლებიც არ იწონებდნენ მის გატაცებას კომპიუტერული თამაშებით. …

დიანოვმა მისთვის შეგროვებული ფულიდან 3 მილიონი „აზოვსტალში“ დაღუპულთა შვილებს გადაურიცხა

საზღვაო ქვეითმა მიხაილო დიანოვმა მისი მკურნალობისთვის შეგროვებული ფულის ნაწილი „აზოვსტალის“ დაღუპული დამცველების შვილებს გადასცა. როგორც დიანოვმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, „აზოვსტალის“ დამცველთა ოჯახების ასოციაციის ანგარიშზე მან უკვე გადარიცხა 3 მილიონი გრივნა. „როგორც დაგპირდით, ვიწყებ შემოწირული თანხების იმ ადამიანებისთვის განაწილებას, ვისაც ეს სჭირდება. როგორც მანამდე ვთქვი, თქვენი ფული ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ორგანიზაციას, რომელსაც 3 მილიონი გრივნა გადავურიცხე, …

25 წლის მფრინავის ბოლო მესიჯი: გამანადგურებელი გავიტყუე დასახლებიდან, რუსები ახლა მე მოსმდევენ

სამხედრო გამანადგურებლის მფრინავი ტარასი და ფრენების გაშიფვრის სპეციალისტი ეკატერინა ორი თვის წინ დაქორწინდნენ. ორივე მუდმივ მივლინებებში იყო, სხვადასხვა ქალაქში. 2022 წლის 25 სექტემბერს ეკატერინას დაურეკეს და უთხრეს, რომ ტარასი დაიღუპა. მან მტრის გამანადგურებელი დასახლებული პუნქტიდან გაიტყუა. ეს დასახლება დაბომბვას გადაურჩა, მაგრამ რუსი პილოტის წინ მფრინავი უკრაინელი პილოტი და მისი გამანადგურებელი ვეღარ გადარჩა. ეკატერინას ტარასის სიკვდილი …

20-ზე მეტი დაჭრილის გამოყვანა მოვახერხე. ღირდა თუ არა რისკის გაწევა? ღირდა! – უკრაინის გმირი

სამხედრო მფრინავი, ევგენი სოლოვიოვი უკრაინის ცოცხალი გმირია. გმირის წოდება მფრინავს უკრაინის პრეზიდენტმა 14 ოქტომბერს მიანიჭა ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვისას გამოჩენილი სიმამაცისთვის. სოლოვიოვმა ოკუპანტებისგან მიტაცებული ტერიტორიის 100 კილომეტრის სიღრმეში შეაღწია ვერტმფრენით, მარიუპოლელებისთვის მედიკამენტები, საბრძოლო მასალები რომ მიეწოდებინა. იქიდან კი დაჭრილები უსაფრთხოდ გამოიყვანა. ამ დავალებების შესასრულებლად ოკუპირებულ მარიუპოლში შეღწევის მისი პირველი მცდელობა კრახით დასრულდა: ვერტმფრენს ოკუპანტებმა …

უკრაინის გმირი, რომელიც თანამებრძოლს გადაეფარა და თავად დაიღუპა

სერგეი ჟერჟევსკი 26 წლის იყო, როცა 2014 წელს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, სერგეი ომის დაწყებისთანავე მოხალისედ ჩაეწერა ბატალიონ „დონბასში“. ბატალიონი „რუსი მშვიდობისმყოფელებისგან“ დონბასის გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობდა, კერძოდ, ლისიჩანსკის, პოპასნაიასა და კურახოვას გასათავისუფლებლად იბრძოდა. 2014 წლის 29 აგვისტოს მწვანე კორიდორის ტრაგედია მოხდა უკრაინაში, როცა რუსული დანაყოფების ცეცხლის ქვეშ მოექცნენ უკრაინის მცველები, ბატალიონიდან ბევრი იმ დღეს დაიღუპა, …

პილოტი, რომელმაც 5 დრონი ჩამოაგდო და ცეცხლმოდებულ თვითმფრინავს თავი დააღწია

უკრაინელმა პილოტმა 12 ოქტომბერს 5 კამიკაძე დრონი გაანადგურა ვინიცას რეგიონში. პილოტს, მეტსახელით KARAYA, თავადაც მოუწია კატაპულტირება – მისიის შესრულების დროს მისი თვითმფრინავი დაზიანდა. 12 ოქტომბერს დრონების განადგურება ნამდვილ შოუ იყო. ირანული დრონების – „შაჰიდ 136“-ის განადგურებას ვინიცას ოლქის მოსახლეობა ფაქტობრივად „ლაივ რეჟიმში“ ადევნებდა თვალს. მათ შორის იმ მომენტსაც, როცა პილოტმა განადგურებულ თვითმფრინავს თავი დააღწია. მფრინავის …

მარიუპოლის დამცველი მისი მკურნალობისთვის მოგროვილ 23,4 მილიონს თანამებრძოლებს ჩუქნის

მარიუპოლის დამცველი, ტყვეობიდან დაბრუნებული მიხაილო დიანოვი მისი მკურნალობისთვის საზოგადოებისგან შეგროვილ ქველმოქმედებას, 23 მილიონ 430 ათას გრივნას ($ 634 000) თანამებრძოლებს ჩუქნის. ამის შესახებ დიანოვმა ფეისბუქგვერდზე დაწერა. „თქვენი შემოწირულება მხოლოდ ზრუნვა არ ყოფილა – ეს იყო ასევე დიდი პასუხისმგებლობა. ამ თანხას სწორი და პატიოსანი გამოყენება უნდა მოეძებნოს,“ – წერს მიხაილო დიანოვი. მიხაილო ტყვეობიდან ურთულესი მდგომარეობით დაბრუნდა. …

უკრაინის 23 წლის გმირი, რომელმაც ბატალიონი ალყისგან იხსნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სექტემბერში ალექსანდრე ტიმჩენკო გმირის ოქროს ვარსკვლავით დააჯილდოვა. ჯილდო ტიმჩენკოს ოჯახმა მიიღო. უკრაინის გმირი სამშობლოს დაცვისას, სასტიკ ბრძოლაში დაიღუპა ჯერ კიდევ თებერვალში, უკრაინაში რუსების სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე. ტიმჩენკოს ოჯახი მის დაკარგვას დიდხანს ვერ ეგუებოდა და მისი გადარჩენის იმედი ჰქონდათ, მაგრამ ამაოდ. ტიმჩენკოს შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform-ი წერს. ალექსანდრე ტიმჩენკო …

დედა, არ ინერვიულო, რამდენიმე დღე არ ვიქნები – 26 წლის „აზოველის“ ბოლო შეტყობინება  

„დედა, არ ინერვიულო, რამდენიმე დღე არ ვიქნები. წვრთნებზე ვარ,“ – 30 მარტს მისწერა ვოლოდიმირმა, 26 წლის „აზოველმა“ დედამისს, კატერინა ბიკოვას. ეს მისი უკანასკნელი შეტყობინება იყო. დედა შვილს ყველგან ეძებდა. ამშვიდებდნენ: „სწავლებაზეა, სადღაც დარბის, ალბათ“. აპრილის ბოლოს კატერინამ შეიტყო, რომ ვოვა დაიღუპა. მაშინ, მარტში, ის არა სამხედრო წვრთნებზე, არამედ მარიუპოლში, „აზოვსტალში“, გაფრინდა მეგობრებთან. ვოვას ისტორიას გამოცემა Hromadske-სთან …

ვასილი „ბარადა” – მეთაური, რომელიც უკრაინული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით იბრძვის

ვასილი უკრაინის მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფის მეთაურია. მისი საბრძოლო სახელია „ბარადა“. სამხედრო სამსახურს ჯერ კიდევ 2016 წელს შეუდგა. მსახურობდა უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-9 სპეცდანიშნულების რაზმში „გეპარდი“, მანამდე კი 2 წელი პოლიციაში მუშაობდა. მეთაურ ბარადას შესახებ მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალების საინფორმაციო გამოცემა Armyinform ავრცელებს. ვასილი მეშვიდე თვეა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს. ჯერ დონეცკში …

მე ვერ ვირჩევ, როდის მოვკვდები, მაგრამ ვირჩევ, როგორ ვიცხოვრო – მებრძოლი ცნობილი ფოტოდან

ფოტოზე ჩანს კაცი, გაბურძგნილი თმითა და წვერით, სახეს ღიმილი და მოლურჯო-მომწვანო თვალები უნათებს. ცალ ხელში, რომელიც შეხვეულ-ჩამოკიდებული აქვს და ზედ რკინის აპარატი უკეთია, ჭიქა უჭირავს, მეორეში – კოვზი და თან ფოტოგრაფს ორ თითს უჩვენებს –  გამარჯვების ნიშანს. ეს კაცი მიხაილო დიანოვია, რომელიც უკრაინამ პირველად მაშინ გაიცნო, როდესაც ევაკუაციამდე ორიოდ დღით ადრე, დმიტრო კოზაცკის „აზოსვტალში“ გადაღებული …

ბატალიონის 28 წლის მეთაური, რომელსაც უკრაინის გმირის წოდება მიანიჭეს

ბოგდან დრონოვი 21 წლის ასაკში გახდა ასეულის მეთაური, 28 წლის დაბადების დღეს კი ცალკე ბატალიონს ხელმძღვანელობდა და ფრონტის ხაზზე მაიორის სამხედრო წოდება მიიღო სასტიკი საბრძოლო შეტაკებების შემდეგ. ბოგდან დრონოვმა 2011 წელს დაამთავრა ლვოვის სახელმწიფო ლიცეუმი გაძლიერებული სამხედრო-ფიზიკური მომზადებით. დრონოვის შესახებ მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური გამოცემა „Armyinform” აქვეყნებს. სახმელეთო ჯარების ეროვნულ აკადემიაში ქვეითთა ოფიცრის საქმე …

„არტილერიის ღმერთი ომში” – უკრაინის გმირი რომან კაჩური

„თუ არტილერია ომის ღმერთია, რომანი არტილერიის ღმერთია – ასე ამბობენ მასზე მისი ქვეშევრდომები“, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური გამოცემა „Armyinform“. უკრაინის გმირი, პოლკოვნიკი რომან კაჩური ბოგდან ხმელინცკის ორდენის რაინდია. რომან კაჩური გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ მან ჰობი აქცია პროფესიად: „იმ ბედნიერთა რიცხვში ვარ, ვინც სიამოვნებას იღებს საკუთარი საქმისგან. მიყვარს არტილერია და ყველაფერს ვაკეთებ მის …

„ვამაყობ ჩემი გოგოთი“ – ტყვეობაში მყოფ აზოვსტალელ „პტაშკას“ დედა გამოეხმაურა

„ვამაყობ ჩემი გოგოთი, ასე რომ უჭირავს თავი, რომ არ ნებდება. ძალიან ყოჩაღი მყავს და ძალიან, ძალიან მიყვარს. მჯერა, აუცილებლად დაბრუნდება შინ,“ – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ეკატერინა პოლიშჩუკის დედამ, რომელმაც „აზოვსტალის“ ევაკუაციის შემდეგ ტყვედ ჩავარდნილი შვილი პირველად დაინახა რუსი პროპაგანდისტების ვიდეოში. 21 წლის მოხალისე პარამედიკოსს, ეკატერინა პოლიშჩუკს „პტაშკად“ იცნობენ. მას „აზოვსტალის რკინის ჩიტი“ იმ სიმღერების გამო …

მიხაილო და მისი ასეული – როგორ შეაჩერეს უკრაინელებმა ჩერნიგოვზე რუსების თავდასხმა

საბრძოლო მომზადების ასმეთაური მიხაილო, უკრაინას რუსების შემოსევის პირველი დღიდანვე იცავს. „24 თებერვალს, 4:20 საათზე, ოფიცერმა მიიღო შეტყობინება რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე და მაშინვე მივიდა სამხედრო ნაწილში იარაღის მისაღებად, სამშობლო რომ დაეცვა. მისი მოვალეობა ქვეშევრდომების ყველა საჭირო ინვენტარით მომარაგება და უზრუნველყოფა იყო“, – წერს უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა „Armyinform“-ი, რომელიც მიხაილოს შესახებ აქვეყნებს მასალას. ოფიცრის …

დონეცკში უკრაინის ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე დაიღუპა

დონეცკში, მაიორსკთან ბრძოლებში დაიღუპა უკრაინის ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე და უკრაინის დამსახურებული არტისტი, ოლექსანდრ შაპოვალი. კოლეგის დაღუპვის შესახებ 12 სექტემბერს, სოციალურ ქსელებში, ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლებმა დაწერეს. „გულს არ უნდა დაიჯეროს… დღეს მტერმა ოლექსანდრ შაპოვალის სიცოცხლე მოსპო, უკრაინის დამსახურებული არტისტის, პედაგოგის, გამორჩეული მოცეკვავის… ჩვენი ყველა პარტია სიცოცხლით იყო სავსე… ის სცენით ცხოვრობდა… ახლა მისი ცეკვა …

როგორ ჩამოაგდეს 11 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი, 2 რაკეტა და 13 დრონი – უკრაინის გმირი

იაროსლავ მელნიკი – Buk M1 საზენიტო სარაკეტო დანაყოფის მეთაურია. მან მტრის 28 სამიზნე გაანადგურა: სხვადასხვა ტიპის 11 საბრძოლო თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი, 2 ფრთოსანი რაკეტა და 13 უპილოტო ფრთოსანი აპარატი. ნახევარი წელია იაროსლავ მელნიკის დანაყოფი ხარკოვის რეგიონში რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს იგერიებს. ამ დანაყოფმა აიძულა რუსი პილოტები დაეტოვებინათ ხარკოვის რეგიონი და შეეწყვიტათ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა. იაროსლავ მელნიკს …

მე უკრაინელი ჯარისკაცი ვარ და მე ჩემს სიკვდილს შევეგუე – წერილი The New York Times-ში

არტემ ჩეხის წერილი The New York Times-ში. არტემ ჩეხი უკრაინელი ჯარისკაცი და მწერალია, ავტორი წიგნისა „აბსოლუტური ნული“, რომელშიც მან დონბასის ომი აღწერა. ის ახლა ჩერნობილის აკრძალულ ზონაში მსახურობს. ______________________ ივანკივი, უკრაინა – ახლახან, ჩვენი ბატალიონის ერთ-ერთი ასეული აღმოსავლეთ უკრაინაში მისიიდან დაბრუნდა. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, წასვლამდე, ჩვენი მეგობრები მხნედ იყვნენ, იღიმოდნენ. ახლა ერთმანეთსაც კი არ …

მზვერავი 93-ე მექანიზებული ბრიგადიდან – უკრაინისთვის დაღუპული გმირი ჩემპიონი

წყარო: Hromadske.ua კრასნოპოლიეს სასაფლაო დნეპრში. ორივე მხარეს ხეივანია და ჯვრები წარწერით: „უცნობი გმირი“. იქვეა სერგეი კარნაუხოვის საფლავიც, უკრაინისთვის ბრძოლაში დაღუპული მსოფლიო ჩემპიონის. ალინა პლასტმასის გვირგვინებს შორის ცოცხალ ყვავილებს აწყობს. ყელზე ჩამოკიდებულ ჯაჭვზე უკეთია, რაც ქმრისგან დარჩა  – ჟეტონი, საქორწინო ბეჭედი და გაჭეჭყილი ტყვია. „ტომარას, რომელშიც სერგეი იწვა, ეწერა: „უცნობი მზვერავი 93-ე მექანიზებული ბრიგადიდან“. შემდეგ იყო …

28 წლის უკრაინელი, რომელიც „აზოვსტალში“ დაიღუპა – „ფოლადის მკლავებში“ სამუდამოდ

„აზოვში“ ექვსწლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, 2022 წლის იანვარში, 28 წლის ალექსანდრ გრიანიკმა პოლკი დატოვა და გადაწყვიტა, სამოქალაქო ცხოვრებით ეცხოვრა. ერთ თვეში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მისი ბრძოლა უკრაინის დასაცავად 24 თებერვალს კიევის ოლქში დაიწყო და 8 მაისს „აზოვსტალში“ დასრულდა. ცხედარი დღემდე არ უპოვიათ. მშობლები, და და მეგობრები გლოვობენ, თუმცა იციან, რომ მას სხვაგვარად არ შეეძლო – …

უკრაინის გმირი, რომლის დანაყოფმაც მტრის 200 მანქანა ააფეთქა და ჩაიგდო ხელში

23 თებერვალს სერგი ბურკოვსკის მეთაურობით დამხმარე საინჟინრო ბაზის ჯარისკაცებმა საბრძოლო ბრძანება მიიღეს. მათ ჩერნობილისკენ წასვლა და სამი საგზაო ხიდის აფეთქება დაევალათ. როგორც ბურკოვსკი ჰყვება, დაზვერვის დროს აღმოჩნდა, რომ იქ მეოთხე ხიდიც იყო, ძველის პარალელურად აშენებული. საღამოს სამხედრო დანაყოფმა ასაფეთქებელი ნივთიერებები მიიღო. ჯარისკაცები ჩასაფრდნენ… სერგი ბურკოვსკისა და მისი დანაყოფის მიერ ჩატარებულ ოპერაციებზე უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო …

ჩვენ გავრბოდით, უკან ჭურვები ფეთქდებოდა, რაკეტამ ფეხი წამაცალა – ბოლო 40 დღე აზოვსტალში

როდესაც მარიუპოლის მოვლენები დაიწყო და მისი მეგობრები „აზოვსტალში“ გამაგრდნენ, რუსლანი იქ არ იმყოფებოდა – ის უკვე ალყაშემორტყმულ მარიუპოლში ჩავიდა. ევაკუაციის წინა დღეს დაიჭრა, სხვა მებრძოლებთან ერთად ჩაბარდა და თვე-ნახევარი ტყვეობაში გაატარა. ახლა რეაბილიტაციას გადის, ძალებს იკრებს და პროთეზისთვის ემზადება – ფეხი დაკარგა, მაგრამ მისი მოსმენისას ნამდვილად ვერავის გაუჩნდება აზრი, რომ ის გადაწყვეტილებას წამით მაინც ნანობს. …

100 კილომეტრი მტრის ზონაში „აზოვსტალისთვის“ – რას ჰყვება უკრაინის დაზვერვის ოფიცერი

სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ახალგაზრდა კაცს სახეზე მწვანე ბალაკლავა უკეთია, მხოლოდ თვალები მოუჩანს. ინტერვიუს დროს ხმაც შეცვლილი აქვს. ტიტრში მარტო მისი საბრძოლო მეტსახელი იწერება –  „ფლინტი“. ის იმ პირველ ვერტმფრენში იჯდა, რომელიც დნეპრიდან გაფრინდა, მტრის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 100 კილომეტრი იფრინა, ოკუპირებულ მარიუპოლში შეაღწია და „აზოვსტალში“ ჩაიტანა „ჯაველინები“, „სტარლინკები“, მედიკამენტები და საკვები, იქიდან კი დაჭრილები წამოიყვანა. …

როგორ ჩამოაგდო დმიტრი შუმაკოვმა 3 წუთში 6 რუსული რაკეტა – უკრაინის გმირი

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო დივიზიას პოლკოვნიკი დმიტრი შუმაკოვი ხელმძღვანელობს. ის უკრაინის ცოცხალი გმირია. ამ დივიზიამ უკვე მტრის 30 საჰაერო სამიზნე გაანადგურა. ცოტა ხნის წინ კი დანაყოფმა უმაღლესი პროფესიონალიზმი გამოავლინა: დმიტრიმ და მისმა დივიზიამ რუსების 6 საბრძოლო ფრთოსანი რაკეტა ერთდროულად ჩამოაგდო სამ წუთში. შუმაკოვს უკრაინის გმირის წოდება და ოქროს ვარსკვლავი პირადი სიმამაცის გამოვლენისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის …

„აზოვსტალის“ ცნობილი ფოტოების ავტორი დმიტრო კოზაცკი ცოცხალია

დმიტრო კოზაცკი, მეტსახელად „ორესტი“, რომელიც მთელმა მსოფლიომ „აზოვსტალში“ გადაღებული ფოტოებით გაიცნო, მაისის შემდეგ რუსების ტყვეობაშია. ბოლო თვეების განმავლობაში ახლობლებს მის შესახებ არანაირი ცნობა არ ჰქონდათ. დმიტრომ ოჯახს ოლენოვკაში მომხდარი აფეთქების შემდეგ დაურეკა და მთავარი ამბის თქმა მოასწრო – რომ ცოცხალია. მისი და, დარია იურჩენკო, იხსენებს, რომ 2 აგვისტოს მის მობილურზე რუსული ნომრიდან დარეკეს. თავიდან იფიქრა, …

90-დან 26 გადავრჩით – „აზოვის“ ყაზახმა მებრძოლმა უკრაინის დაცვისთვის სიმამაცის ორდენი მიიღო

ყაზახეთის მოქალაქე დიუსემბინ ჟასულანი, საბრძოლო მეტსახელით „ჯაზი“, „აზოვის“ წევრია. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 2021 წელს შეუერთდა, ჯერ საარტილერიო დივიზიონში იბრძოდა, შემდეგ უკვე „აზოვში“. თუკი რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ყველასთვის 24 თებერვალს დაიწყო, მისთვის ეს 17 თებერვალს მოხდა, როდესაც რუსებმა დონეცკში განლაგებულ მის დანაყოფს ცეცხლი „გრადებიდან“ გაუხსნეს. დიუსემბინ ჟასულანი, რომელმაც ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის უკრაინის სახელმწიფო ჯილდო მიიღო, თავის …

Exit mobile version