მარტის დასაწყისში ლატვიის სეიმის კანცელარიამ პარტია „კონსერვატორების“ წევრისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, იურის იურაშის განცხადება მიიღო. ის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვდა. იურაშმა პარლამენტარის მანდატი დატოვა და უკრაინაში მოხალისედ წავიდა. „ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის არ იბრძვის, იბრძვის ჩვენი, მათ შორის ლატვიისა და ევროკავშირის თავისუფლებისთვის. მიმაჩნია, რომ ჩვენი ვალია, საერთო გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ,“ – თქვა …
Tag Archives: გმირები
რუსეთთან ომში დაიღუპა უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი
რუსეთთან ომში დაიღუპა უკრაინელი მფრინავი ანტონ ლისტოპადი, რომელიც 2019 წელს უკრაინის საჰაერო ძალების საუკეთესო პილოტად აღიარეს. „მილიონობით უკრაინელი აღფრთოვანებითა და სიამაყით ადევნებდა თვალს საავიაციო კოლონას დამოუკიდებლობის 30 წლის აღსანიშნავ აღლუმზე. ამ კოლონას სათავეში ჩვენი ანტონი ედგა,“ – წერს ფეისბუქის გვერდზე ივანო-ფრანკოვსკის ლიცეუმი, რომლის კურსდამთავრებულიც ანტონ ლისტოპადი იყო. „ანტონის გზა გამანადგურებელი თვითმფრინავის პილოტობამდე მარტივი არ ყოფილა, …
Continue reading “რუსეთთან ომში დაიღუპა უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი”
დენის დიკი, უკრაინის ცოცხალი გმირი – „ჩვენ რომ გავქცეულიყავით, აქ ბუჩა დატრიალდებოდა“
სუმის ოლქის ქალაქ ოხტირკას ერთ თვეზე მეტხანს იცავდნენ უკრაინელი ჯარისკაცები. უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მეთაურს, პოლკოვნიკ დენის დიკის, ამ ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისთვის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა. დენის დიკის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემა „Armyinform” წერს. როგორც ის იხსენებს, 24 თებერვალს დილის 4 საათზე დაურეკა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის რაიონული განყოფილების უფროსმა და აცნობა, …
უკრაინელი პილოტის ბოლო ფრენა – გმირი, რომლის ვერტმფრენიც ოკუპანტებმა ააფეთქეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების, საზღვაო ფლოტის უფროსი პილოტი, პოლკოვნიკი იგორ ბეძაი 20 ივლისს 50 წლის გახდებოდა. მისი ვერტმფრენი პროფესიონალური მანევრის წყალობით სასწაულებრივად გაექცა რუსულ გამანადგურებელ სუ-30, რომელმაც ორჯერ გაისროლა ბეძაის ვერტმფრენისკენ. თუმცა უკრაინელი პილოტი ვეღარ გადაურჩა ამავე გამანადგურებლისგან გასროლილ მართვად რაკეტას Р-73. ეს პოლკოვნიკ ბეძაის ბოლო ფრენა იყო. ბორტზე ხუთი უკრაინელი სამხედრო პირი იმყოფებოდა. ვერტმფრენი რუსმა …
Continue reading “უკრაინელი პილოტის ბოლო ფრენა – გმირი, რომლის ვერტმფრენიც ოკუპანტებმა ააფეთქეს”
უკრაინის 27 წლის გმირი პილოტი, რომელმაც სამხედრო ლიცეუმში ნასესხები ფულით ჩააბარა
27 წლის ალექსანდრ კუკურბა უკრაინელი პილოტი იყო. ახალგაზრდა გმირი. ბოგდან ხმელნიცკის ორი ორდენის კავალერი. კუკურბა 26 ივლისს დაიღუპა. პილოტმა უკრაინის ცის დაცვას შესწირა სიცოცხლე. ომის პირველივე დღეებიდან ასზე მეტი ფრენა შეასრულა ალექსანდრეს თვითმფრინავმა. უკრაინის გმირების შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემა „Armyinform” ამზადებს მასალებს სამხედრო ჩანაწერებსა და ფრონტის მებრძოლების მონათხრობზე დაყრდნობით. როგორც გმირი პილოტის ფრონტის …
Continue reading “უკრაინის 27 წლის გმირი პილოტი, რომელმაც სამხედრო ლიცეუმში ნასესხები ფულით ჩააბარა”
„ორკებს” ცხვირწინ ხიდი აუფეთქა და გაიქცა – უკრაინის 29 წლის გმირი
ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს და სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინის 29 წლის გმირი, ოლეგ მოროზი სლავიანსკთან დაიღუპა. მოროზი 79-ე სადესანტო-საჰაერო დანაყოფის ოცეულის უფროსი სერჟანტი იყო. უკრაინის გმირის შესახებ მასალა უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა საინფორმაციო გამოცემამ, Armyinform-მა მოამზადა. ოლეგ მოროზი ჯარში მსახურებასთან ერთად აგრარულ უნივერსიტეტშიც ჩაირიცხა და იცოდა, …
Continue reading “„ორკებს” ცხვირწინ ხიდი აუფეთქა და გაიქცა – უკრაინის 29 წლის გმირი”
მტრის 40-ზე მეტი ვერტმფრენი და თვითმფრინავი Бук М1-ით გავანადგურეთ – უკრაინის ცოცხალი გმირი
პოდპოლკოვნიკი ანდრეი კრუგლოვი საზენიტო რაკეტების კომპლექს Бук-М1-ის დივიზიას ხელმძღვანელობს. ამ რაკეტებს შეუძლიათ გაანადგურონ სამიზნე 15 – 20 კილომეტრ სიმაღლეზე და 30 კილომეტრის დაშორებით. ასეთი დანაყოფის მართვას საბრძოლო ხელოვნების დიდი გამოცდილება სჭირდება. ეს ძლიერი დივიზია მრავალი საბრძოლო მანქანისგან შედგება. როგორც უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური საინფორმაციო გამოცემა armyinform წერს, ამ დანაყოფის მიერ შესრულებული სამხედრო ოპერაციები თანამედროვე საჰაერო …
ფრონტზე უკრაინული მუსიკალური არხის წამყვანი დაიღუპა
უკრაინული მუსიკალური არხის M2-ის ჰიტაღლუმის წამყვანი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. 34 წლის კარიმ გულამოვის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არხმა ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. „ამ წყეულ ომს საუკეთესოები მიჰყავს. ნათელი ხსოვნა გმირს. მშვიდობით განისვენე, მეგობარო“, – ასე დაემშვიდობა M2-ის ფეისბუქგვერდი ტელეწამყვანს. ინფორმაცია დაადასტურა უკრაინელმა მომღერალმა ოლია ციბულსკაიამაც, რომლის მშობლებსაც ოკუპირებული ირპენიდან ევაკუაციაში კარიმ გულამოვი დაეხმარა. „ჩემი ოქროს მეგობარი. გული …
Continue reading “ფრონტზე უკრაინული მუსიკალური არხის წამყვანი დაიღუპა”
ტანკისტი, რომელმაც ხერსონთან ბრძოლისთვის უკრაინის გმირის წოდება მიიღო
„ხერსონი უბრძოლველად ჩააბარეს“ – ასეთ აზრს შეიძლება წააწყდეთ სოციალურ ქსელებში. ომის მეხუთე თვესაც კი, ცოტამ თუ იცის ხერსონისთვის ბრძოლების შესახებ. უკრაინას ჰყავს რამდენიმე გმირი, რომლებმაც ეს ყველაზე მაღალი ჯილდო სწორედ რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებში, ხერსონისთვის ბრძოლებში მიიღეს. მათ შორის ერთ-ერთი დმიტრო დოზირჩია, 59-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის სატანკო ასეულის მეთაური. 24 თებერვალს დმიტრო 33 ტანკისტთან …
Continue reading “ტანკისტი, რომელმაც ხერსონთან ბრძოლისთვის უკრაინის გმირის წოდება მიიღო”
ბრძოლა, რომელიც 24 წლის აქტივისტმა სიკვდილის შემდეგ მოიგო
კიევის საქალაქო საბჭომ იზიუმთან დაღუპული სამოქალაქო აქტივისტის, რომან რატუშნის ხსოვნის პატივსაცემად მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას კიევის ცენტრში, „პროტასოვ იარის“ ლანდშაფტური პარკის შექმნის შესახებ. რომან რატუშნი, რომელიც ივნისში იზიუმთან დაიღუპა, წლების განმავლობაში იბრძოდა იმისთვის, რომ ქალაქის ცენტრში, იმ ადგილას, საცხოვრებელი თუ სასტუმრო კომპლექსების ნაცვლად პარკი გაშენებულიყო. „ეს არის რომანის ხსოვნის პატივისცემა და დასტური იმისა, რომ მისი და …
Continue reading “ბრძოლა, რომელიც 24 წლის აქტივისტმა სიკვდილის შემდეგ მოიგო”
„აზოვსტალში“ დაღუპულ პოლიციელს უკანასკნელი თხოვნა შეუსრულეს – გადაარჩინეს მისი კატა
ოკუპირებული მარიუპოლიდან გამოიყვანეს „აზოვსტალში“ დაღუპული პოლიციელის, დანილო საფონოვის კატა, რომლის გადარჩენაც დანილოს უკანასკნელი სურვილი ყოფილა. დანილოს კატა, რომელმაც საკმაოდ დიდი ხანი გაატარა ოკუპაციაში, 10 ივლისს, მარიუპოლელმა ქალმა, ოკუპირებული ქალაქიდან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანა. „დანის უკანასკნელი სურვილი ჰქონდა – ის გვეპოვა. დანი, ძმაო, ჩვენ ეს შევძელით. გვაპატიე, რომ ამდენი ხანი დაგვჭირდა. ევაკუაციის ოპერაციაში ბევრი ხალხი იყო …
ჩემი შვილი „აზოვსტალში“ დაიღუპა – დედა, რომელიც ქარხნის დაბომბვას ფანჯრიდან უყურებდა
წყარო: Hromadske.ua სათაურში გამოტანილი სიტყვებით დაიწყო ჩემი ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ნატალიასთან, „აზოველი“ ევგენი ლეპინის დედასთან. ევგენი ბოლომდე იცავდა მარიუპოლს. შვილზე მოყოლა ნატალიამ უკვე ირპენში გააგრძელა. ის იქ დასთან, ლარისასთან, ერთად ცხოვრობს. ქალები ოკუპირებული მარიუპოლიდან 15 მაისს წამოვიდნენ და ვიდრე რუსეთისა და ბელარუსის გავლით უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიამდე მოაღწევდნენ, ორი კვირა იარეს. „რა ტატუები?! ცხედრები უკვე ისეთ …
რუსები მეუბნებოდნენ, რომ არ მაცოცხლებდნენ – „ტაირა“ ტყვეობასა და ომში დაბრუნებაზე
54 წლის იულია პაევსკას უკრაინა მისი საბრძოლო მეტსახელით იცნობს – „ტაირა“. ის უკრაინის ეროვნული გმირი და ცნობილი პარამედიკოსია, რომელიც 8 წელია დონბასში სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. მარიუპოლში მისი ტყვედ ჩავარდნისა და გათავისუფლების ამბავს უკრაინასთან ერთად მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს და მის ბედზე ღელავდა. დღეს, ტელემარათონის ეთერში „ტაირამ“ თქვა, რომ ტყვეობაში სწორედ ხალხის …
Continue reading “რუსები მეუბნებოდნენ, რომ არ მაცოცხლებდნენ – „ტაირა“ ტყვეობასა და ომში დაბრუნებაზე”
„დედა, ვმუშაობთ“ – ლუგანსკში დაღუპული უკრაინის გმირის ბოლო მესიჯი დედას
2022 წლის 16 თებერვალს, როდესაც უკრაინა უკვე რუსეთის სამხედრო აგრესიის მოლოდინში იყო, სააგენტო Reuters-ის პირდაპირ ეთერში მოულოდნელად დრონი გამოჩნდა. თავისუფლების მოედანზე აფრენილ დრონს მიმაგრებული ჰქონდა მუყაო, წარწერით – „ვყიდი ავტოფარეხს“ და ტელეფონის ნომერი. როგორც კი ადამიანებმა ფარეხის მეპატრონესთან რეკვა დაიწყეს, გაირკვა, რომ ნომერი უკრაინაში რუსეთის საელჩოს ეკუთვნოდა. ალბათ, უკრაინელთა დიდ ნაწილს, პირდაპირ ეთერში თუ არა, …
Continue reading “„დედა, ვმუშაობთ“ – ლუგანსკში დაღუპული უკრაინის გმირის ბოლო მესიჯი დედას”
„შურს ვიძიებთ!“ – მეგობრები უკრაინის ეროვნულ გმირს ემშვიდობებიან
„შენ ახლა ჩვენს თავზე ცას დაიცავ,“ „აუცილებლად ვიძიებთ შურს“, „შენ იყავი მომავალი, რომელიც ბინძურმა ნაძირალამ წაგვართვა,“ – ასე დაემშვიდობნენ სოციალურ ქსელებში მეგობრები და თანამებრძოლები უკრაინის ეროვნულ გმირს, 27 წლის ანდრეი ვერხოგლიადს. 72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მაიორი, ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურის დაღუპვის შესახებ ცნობა ჯერ მისმა მეგობრებმა გაავრცელეს, შემდეგ კი ინფორმაცია ბრიგადის ოფიციალურმა ფეისბუქგვერდმა დაადასტურა. „ერთ-ერთი საუკეთესო …
Continue reading “„შურს ვიძიებთ!“ – მეგობრები უკრაინის ეროვნულ გმირს ემშვიდობებიან”