თუ აუქციონს არ შეაჩერებთ, ქობულეთიდან ხმებს ვერ მიიღებთ – მოქალაქე უმაღლეს საბჭოს

აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, სადაც 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანაა დაგეგმილი. საკითხის განხილვის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა კითხვები დასვეს ბობოყვათში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით. დეპუტატების განცხადებით, თუ ბიუჯეტში ცვლილება შევა, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს ბობოყვათში მიწის გაყიდვა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, მიწა, რომელზეც ბობოყვათში მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათი კერძო საკუთრებაა, …

„მოსახლეობა უნდა დაგხვედროდათ ნეხვით“ – უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ოპოზიციას

„სიძულვილის ენა კი არა, საერთოდ შემოსაშვები არ იყავით, არც უმაღლეს საბჭოში და არც პარლამენტში და მოსახლეობა უნდა დაგხვედროდათ სწორედ ნეხვით გატენილი ნაგვის ურნებით. თქვენ იმდენად საშინელი სახე აჩვენეთ საზოგადოებას, თქვენ საქართველოს სახე არა ხართ, თქვენ საქართველოს ოპოზიცია არა ხართ. თქვენ ხართ მოსახლეობის და ქვეყნის მტრები… თქვენ საერთოდ უნდა გიხაროდეთ, რომ ხალხში დადიხართ… ისე უნდა მოგექცეთ …

აჭარის უმაღლესი საბჭო მოქალაქეთა პეტიციების მიღებას იწყებს – საჭიროა 200 ხელმოწერა

აჭარის უმაღლესი საბჭო მოქალაქეთა პეტიციების მიღება-განხილვას იწყებს. „სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხების გადასაჭრელად მოქალაქეთა არანაკლებ 200-კაციან ჯგუფს შესაძლებლობა აქვს წერილობითი პეტიციით მიმართოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს,“ – აღნიშნულია უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მოქალაქეებს პეტიციის წარდგენა ამ ეტაპზე მხოლოდ წერილობით შეუძლიათ. რაც შეეხება პეტიციის ელექტრონულად წარდგენას, რეგლამენტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელექტრონული პეტიციის …

„სასაფლაოზე შესვლამდე დამაკავეს, ვიდრე წესს დავარღვევდი“ – დეპუტატი

„პოლიციელს ვუთხარი, რომ დემონსტრაციულად დავარღვევდი წესს და შევიდოდი სასაფლაოზე, მაგრამ ტელევიზიები ვიდრე მოვიდოდნენ, დამაკავეს,“ – ამბობს უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონი. ის ადმინისტრაციული წესით დღეს, 2 მაისს, ურეხის სასაფლაოსთან დააკავეს. 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოზე შესვლა აკრძალულია – ჯარიმა 2 ათასი ლარია. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, მას პოლიციელებთან კამათი მას შემდეგ მოუხდა, …

რატომ აჭიანურებს უმაღლესი საბჭო ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას

აჭარის უმაღლესი საბჭო ისევ არ განიხილავს ოპოზიციისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. უმაღლესი საბჭო ხვალ, 18 მარტს, პლენარულ სხდომას გამართავს, თუმცა დღის წესრიგში ისევ არ არის ოპოზიციონერი დეპუტატების საქმე. 2020 წლის 21 დეკემბერს, არჩევნების შემდეგ,  ექვსმა დეპუტატმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით უმაღლეს საბჭოს მიმართა, მოთხოვნა საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს. უფლებამოსილების შეწყვეტა „გაერთიანებული ოპოზიციის“ პროპორციული სიით გასულმა …

როგორ შეძლებენ მოქალაქეები აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის პეტიციით მიმართვას

აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგლამენტში შეიტანა ცვლილება, რომლითაც მოქალაქეებს შეეძლებათ საბჭოს პეტიციით მიმართონ. რეგლამენტით, „პეტიცია არის არანაკლებ 200 პირის მიმართვა, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს“. ახალი ცვლილებით, „პეტიციის განაცხადი წერილობით ან/და ელექტრონულად წარედგინება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და აღირიცხება შესაბამის რეესტრში. პეტიციის ელექტრონულად წარსადგენად პირი ავსებს და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ადასტურებს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე …

უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა დაამტკიცა – „ნაახალწლევს მეტი ვიქნებით“ 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძეს დაუჭირა მხარი. პლენარული სხდომა დღეს, 25 დეკემბერს, გაიმართა. უმაღლესმა საბჭომ თორნიკე რიჟვაძის მიერ წარმოდგენილი მინისტრობის კანდიდატებიც დაამტკიცა: ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე იქნება, ჯანდაცვის – ნინო ნიჟარაძე, სოფლის მეურნეობის – გიორგი სურმანიძე, განათლების – მაია ხაჯიშვილი. აჭარის მთავრობას უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ 14-ვე წევრმა დაუჭირა მხარი. …

ხვნა-თესვის “რეკორდული ათვისება” – თემა უფლებების კომიტეტის სხდომაზე

არაფერ შუაშია, მაგრამ ხვნა-თესვა ადამიანის უფლებების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავარ თემად იქცა. დღეს, 24 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ამ ორი კომიტეტის წევრებს თორნიკე რიჟვაძე ცალკე შეხვდა. ხვნა-თესვაზე ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ გაამახვილა. არაერთი უფლებრივი პრობლემის არსებობის მიუხედავად, …

ვინ იქნება მოდარაჯე, ვის გაახსენდა სტალინი და კოლექტივი – უმაღლეს საბჭოში რიჟვაძეს უსმენენ

დღეს, 24 დეკემბერს, აჭარის უმაღლეს საბჭოში კომიტეტები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. კითხვები დეპუტატებმა თორნიკე რიჟვაძესაც დაუსვეს და მინისტრობის კანდიდატებსაც, თუმცა არა კრიტიკული. ერთპარტიულ უმაღლეს საბჭოში დეპუტატები კითხვის დასმამდე ძირითადად მადლობას უხდიდნენ თორნიკე რიჟვაძეს. კითხვები ძირითადად იმ პროგრამებს ეხებოდა, რაც ბიუჯეტში უკვე გაწერილია და რის ამოქმედებასაც რიჟვაძის მთავრობა აპირებს. დღევანდელ …

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის არჩევა შესთავაზა აჭარის უმაღლეს საბჭოს. განკარგულება პრეზიდენტმა დღეს, 23 დეკემბერს, გამოსცა. პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა უყაროს კენჭი. თუ პრეზიდენტის კანდიდატს ზედიზედ ორჯერ უმაღლესი საბჭო მხარს არ დაუჭერს, პრეზიდენტს ამ ორგანოს დათხოვნის უფლება აქვს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევასთან ერთად უმაღლესმა საბჭომ უნდა …

ირაკლი ჩავლეიშვილი: ამხელა ბულინგი გადავიტანე ამ დღეებში, რად უნდა მიღირდეს?

ირაკლი ჩავლეიშვილი დღეს, 21 დეკემბერს, უმაღლეს საბჭოში მივიდა. დღესვე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ექვსმა წევრმა, რომლებიც არჩეული დეპუტატები არიან, აჭარის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილების მოხსნის თხოვნით მიმართეს. ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმს ცოტა ხნის წინ ირაკლი ჩავლეიშვილიც იზიარებდა და ეს წერილობითაც ჰქონდა დადასტურებული, თუმცა მან გადაწყვეტილება შეცვალა და უმაღლეს საბჭოში შევიდა. მისი ამ გადაწყვეტილებით …

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით უმაღლეს საბჭოს მიმართეს

დღეს, 21 დეკემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის ექვსმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. გაერთიანებული ოპოზიციიდან დეპუტატის მანდატზე უარს ამბობენ: ლევან ანთაძე გიორგი კირთაძე გია აბულაძე ელგუჯა ბაგრატიონი მედეა ვასაძე მამული სურმანიძე „ჩვენ არ ვაპირებ შესვლას უმაღლეს საბჭოში. ჩვენ არ ვაპირებთ ქურდულ ოცნებასთან თანამშრომლობას, ქუჩიდან ვაპირებთ ბრძოლას და აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე“, – …

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონ ირაკლის“ – ტიტე აროშიძე ოპოზიციის დეპუტატზე

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი არ მივიდა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს, 17 დეკემბერს, გაიმართა ბათუმში. ჩავლეიშვილი ამ დრომდე ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, მაშინ როცა ოპოზიციამ უარი განაცხადა აჭარის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე. სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო, საყვირების ხმა სხდომათა დარბაზშიც აღწევდა. ძირითადი საკითხების განხილვამდე დეპუტატებმა …

უმაღლესი საბჭო ოპოზიციის გარეშე, თავმჯდომარის მთავარი რეპლიკით: რა თქმა უნდა, ყველა მომხრეა

„თუ არჩევნები გაყალბდა, რატომ არ გაასაჩივრეს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, სად არის საჩივრები? – გვიპასუხა დავით გაბაიძემ, მაშინ როცა ვკითხეთ უქმნის თუ არა პირადად მას დისკომფორტს ოპოზიციის გარეშე დარჩენილი, ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო. უმაღლესი საბჭოს მეხუთე მოწვევის უკვე მოქმედი თავმჯდომარის კითხვა რიტორიკული არ ყოფილა: მოგვიანებით ტრიბუნიდანაც განმარტა, რომ, მისი აზრით, თუ უმაღლესი საბჭოს არჩევნებსაც ეხება პრეტენზია გაყალბებაზე, …

„თუ ივანიშვილს ჰგონია შექმნის აჭარის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, არ გამოუვა“ – ოპოზიცია

დღეს ოპოზიციამ უარი განაცხადა აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე,  რაც მათ ოფიციალურად დაადასტურეს ხელმოწერილი დოკუმენტით აჭარის მთავრობის სახლთან. აჭარის 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის 7-მა წევრმა მიიღო მანდატი. აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს, 15 დეკემბერს, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების თანდასწრებით გაიხსნა. ერთპარტიული უმაღლესი საბჭოს შეკრება დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა შეაფასეს ივანიშვილის მცდელობად – შექმნას „აჭარის საბჭოთა სოციალისტური …

„უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე აჭარაში“ – ოპოზიციის მემორანდუმი

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს შეკრების პარალელურად ოპოზიციამ უარი განაცხადა უმაღლეს საბჭოში შესვლაზე. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, 21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატი ოპოზიციის 7-მა წევრმა მიიღო. დღეს ოპოზიცია აჭარის მთვრობის სახლთან შეიკრიბა და მემორანდუმს მოაწერა ხელი. „ჩვენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების უსკო-ს შედეგების მიხედვით აჭარის ა.რ. …

„ოცნებამ“ აჭარის ახალ უმაღლეს საბჭოში თანამდებობები გადაინაწილა

დღეს, 14 დეკემბერს, ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისში განცხადება გააკეთა მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ტიტე აროშიძემ. უმაღლეს საბჭოში უმრავლესობამ თანამდებობები გადაინაწილა. ტიტე აროშიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ისევ დავით გაბაიძე იქნება წარდგენილი, მისი მოადგილის ანუ ვიცე-სპიკერის პოსტს კი ტიტე აროშიძე დაიკავებს. რაც შეეხება ფრაქციებსა და კომისიებს, თანამდებობები შემდეგნაირად გადანაწილდა: ფრაქცია „ქართული ოცნების“ …

აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 15 დეკემბერს გაიმართება

აჭარის ახალარჩეული  უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 15 დეკემბერს გაიმართება. სხდომა დღის 12 საათზე გაიხსნება. აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 14 დეკემბერს, გამოსცა. [toggle title=”სხდომის დღის წესრიგი ნახეთ აქ:“] 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა; 2. უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა; 3. უმაღლესი საბჭოს …

ვინ იქნება დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნებიდან“ [სია]

დღეს, 3 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის ათეულიდან სამმა მომავალმა დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა. კერძოდ, უმაღლეს საბჭოში არ შევლენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და მისი მოადგილე თინა ზოიძე. არჩევნების შედეგების მიხედვით 21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით „ქართული ოცნების“ 11 წევრი უნდა შევიდეს. სიის …

ბათუმში უსკოს შენობასთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

ბათუმში, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] შენობასთან, ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია იმართება. პარალელურად, დღეს, 14 ნოემბერს, უსკოს სხდომაც იმართება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. უსკოს დღის წესრიგშია რამდენიმე საკითხი, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება. უსკომ უნდა მიიღოს ასევე განკარგულება – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი …

ოპოზიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზეც უარს ამბობს

დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმში ოპოციზიამ განაცხადა, რომ უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებენ. ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ ლევან ვარშალომიძე, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს. „არჩევნების შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის რეალურ ნებას. დარღვეულია მთავარი კონსტიტუციური უფლება – უმრავლესობამ აირჩიოს ხელისუფლება. ამის გათვალისწინებით, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენი პოლიტიკური გუნდი …

რა მოხდა ქობულეთში, სადაც ცოტნე ანანიძეს საოლქომ 22 ხმა დაუმატა?

22 ხმით ცოტნე ანანიძემ ქობულეთში არჩევნები მოიგო. ხმების დათვლა ქობულეთში გუშინ საღამოს დაასრულეს და აღმოჩნდა, რომ გამარჯვებული არავინ იყო – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ცოტნე ანანიძეს ზუსტად 50 პროცენტი ჰქონდა, მეორე ადგილზე კი, ელგუჯა ბაგრატიონი გავიდა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. მან უსკოს მონაცემებით, ამომრჩევლის ხმების 36.6 პროცენტი მიიღო. მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ამომრჩევლის ხმების 50 %-ს …

ვინ იქნება მაჟორიტარი უმაღლეს საბჭოში – უსკო-ს წინასწარი მონაცემები

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის შესარჩევად ქობულეთში გაიმართება. აქ 50-პროცენტიანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა. ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა კიდევ ორ მაჟორიტარულ ოლქში. უსკო-ს მონაცემებით, ქობულეთის 73 საარჩევნო უბანში სულ 41 918-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მეტი ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა – ცოტნე ანანიძემ დააგროვა – 49.06 პროცენტი. …

აჭარის უმაღლეს საბჭოში, სავარაუდოდ, მხოლოდ ორი პარტია შევა – უსკო

დღეს, პირველ ნოემბერს, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 31 ოქტომბრის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები გამოაცხადა. პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, ამ დროისათვის [09:00 სთ] დათვლილია 118 მაჟორიტარული და 106 პროპორციული უბანი. უსკოს მონაცემებით, ამ დროის მონაცემებით, 5% ბარიერი გადალახა მხოლოდ  ორმა საარჩევნო სუბიექტმა: „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ და საარჩევნო ბლოკი „ერთიანი …

რას ნანობს პეტრე ზამბახიძე პოლიტიკური წარსულიდან – „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი

„ახალი სტილის მმართველობაზე“ აქცენტი პეტრე ზამბახიძემ ინტერვიუს დასაწყისშივე გააკეთა, თუმცა შემდეგ კითხვებზე პასუხით ნათლად გამოჩნდა, რომ პეტრე ზამბახიძეს სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი უმაღლესი საბჭო მოსწონს და უმაღლეს საბჭოს არ ეხებოდა ის, რაც „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა – არმაზ ახვლედიანმა თქვა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ყველაზე უკეთ გაიაზრეს წარსულის შეცდომებიო. პეტრე ზამბახიძე არაფერს ნანობს სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი …

3 ქალი „პატრიოტთა ალიანსის“ ათეულში – უმაღლესი საბჭოს სია

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში მურმან თურმანიძეა. იგი სააქციო საზოგადოება „ავტომობილისტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. პარტიული სიის მეორე ნომერი ჯუმბერ ტაკიძეა, რომელიც ახლა შპს „ხიდის“ დაცვის სამსახურის უფროსია. პარტიულის სიის მესამე ნომერი ლევან ლორთქიფანიძეა – ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე. სიის მეოთხე ნომერი გულნარა ბასილაძეა, იგი შპს „ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ დირექტორის …

„ოცნების“ სიის ათეული უმაღლეს საბჭოში – პირველი ნომერი თორნიკე რიჟვაძეა

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი თორნიკე რიჟვაძეა, იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა. პარტიული სია „ქართულმა ოცნებამ“ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დღეს, პირველ ოქტომბერს წარადგინა. პარტიული სიის მეორე ნომერია უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მესამეა – ჯაბა ფუტკარაძე, რომელიც ამ დრომდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი იყო, მეოთხე თინათინ ზოიძეა, რომელიც ამ დრომდე …

„გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი ლალი ანთიძე – „ვიქნები აქტიური მასწავლებელიც“

„ქალს რა უნდა გირჩში“ – ეს კომენტარი ლალი ანთიძეს დაუწერეს, როცა ცნობილი გახდა, რომ იგი „გირჩის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერი იქნებოდა. ლალი ანთიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და „ზოგადი უნარების“ ცნობილი მასწავლებელი ბათუმში. რას ფიქრობს ლალი ანთიძე მოქალაქეების ერთი ნაწილის აგრესიაზე, როცა ქალები პოლიტიკურად აქტიურდებიან და თან იმ ფონზე, როცა თავად …

მოვითხოვთ, მიიღონ გადაწყვეტილება მოვაჭრეების გადასარჩენად – მიმართვა აჭარის მთავრობას

დღეს, 10 ივლისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია აბულაძემ ბრიფინგი გამართა. მან მოვაჭრეთა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა. გია აბულაძის თქმით, ფრაქციამ მაისის დასაწყისში წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მეთექვსმეტე პუნქტი ითვალისწინებდა ბაზრებსა და ბაზრობებზე დასაქმებული მოვაჭრეების გათავისუფლებას გადასახადებისგან და ამ თანხის სუბსიდირებას ბიუჯეტიდან, რაც არ გაითვალისწინეს ბიუჯეტის განხილვისას. მისი თქმით, მოვაჭრეები მძიმე …

აჭარის უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციური ცვლილებების კანონი მიიღო

დღეს, 5 ივლისს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სესიაზე, კონსტიტუციური კანონის ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილება ითვალისწინებს 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატის პროპორციული წესით, ხოლო სამი დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას. სამაჟორიტარო  ოლქების საზღვრები კი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის განსაზღვრულ საზღვრებს დაემთხვევა. აჭარის კონსტიტუციაში ცვლილება არჩევნების შერეული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ 15 ხმით დაამტკიცა. მაჟორიტარები: ბათუმი …

15 ხმით აჭარის კონსტიტუციაში ცვლილება დაამტკიცეს, ოპოზიცია სხდომას არ ესწრებოდა

აჭარის კონსტიტუციაში ცვლილება არჩევნების შერეული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ 15 ხმით დაამტკიცა, სხდომას  ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია. ცვლილება ითვალისწინებს 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატის პროპორციული წესით, ხოლო სამი დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას. სამაჟორიტარო  ოლქების საზღვრები კი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის განსაზღვრულ საზღვრებს დაემთხვევა. მაჟორიტარული ოლქების საზღვრები: ბათუმი -1, ქობულეთი/მახინჯაური -1, ხელვაჩაური, …

18 დეპუტატი პროპორციული წესით და 3 მაჟორიტარი – აჭარის უმაღლესი საბჭოს პროექტი

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, შესაბამისი ცვლილების აჭარის კონსტიტუციაში შეტანის პროექტზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ დღეს, 25 ივნისს, განაცხადა. საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა შეჯერდა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წელს პროპორციულ სისტემასთან „მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარდეს“. ამ ცვლილებით უმაღლესი საბჭო გეგმავს ასარჩევი მაჟორიტარების რაოდენობა საპარლამენტო არჩევნებისთვის …

აჭარა TV-ის ჟურნალისტების გათავისუფლებით უმაღლეს საბჭოში არც დღეს დაინტერესდნენ

„თხოვნა იქნება, რომ ამ ადამიანების ანგარიში არ დაიჯეროთ და თავად გადაამოწმოთ.. 2019 წელს რა ხდებოდა, არავის აინტერესებს, უკვე აღარ დარჩა სივრცე კრიტიკული კითხვებისთვის,” – ანგარიშის მოსმენის დაწყებამდე ასე მიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის ტელევიზიიდან გაშვებულმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელმა მალხაზ რეხვიაშვილმა და სხდომა დაწყებამდე დატოვა. დღეს, 18 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა …

რის თქმას აპირებდა გარემოვაჭრე, რომელიც დეპუტატის სავარძელში 5 წუთით აღმოჩნდა

„გონებაში მუდმივად ვალაგებდი, როგორ დამესვა კითხვა, რა მეკითხა, როგორ დამელაგებია სიტყვები…“ – იხსენებს ნანა კინწურაშვილი. ის გარემოვაჭრეა და 9 ივნისს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დეპუტატის სავარძელში აღმოჩნდა. გარემოვაჭრეს სავარძელი დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა მას შემდეგ დაუთმო, როცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ გარემოვაჭრეებს სხდომაზე დასწრებაზე უარი უადგილობის გამო უთხრა. 9 ივნისს უმაღლეს საბჭოს ანგარიშს თორნიკე რიჟვაძე აბარებდა, …

გარემოვაჭრე დეპუტატის სავარძელში – უმაღლეს საბჭოში რიჟვაძეს უსმენენ

ბათუმელმა გარემოვაჭრე ნანა კინწურაშვილმა დღეს, 9 ივნისს, მას შემდეგ დაიკავა აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატის სავარძელი, როცა სხდომათა დარბაზი დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა დატოვა. დღეს უმაღლეს საბჭოს ანგარიშს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აბარებს. მას გარემოვაჭრეები უმაღლეს საბჭოსთან აქციით დახვდნენ, მათ გამოფინეს ტანსაცმელი, რომლის გაყიდვის შესაძლებლობა არ ეძლევათ. „ჩვენ გვქონდა სხვადასხვა ალტერნატივა, თუ როგორ უნდა შეგვენარჩუნებინა სამსახური, …

გარემოვაჭრეები რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოსთან გასაყიდი ტანსაცმლით დახვდნენ

ბათუმელი გარემოვაჭრეები, რომლებსაც მუშაობის უფლებას ფალავანდიშვილის და წერეთლის ქუჩებზე არ აძლევენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოსთან დახვდნენ. დღეს, 9 ივნისს, თორნიკე რიჟვაძე უმაღლეს საბჭოს ანგარიშს აბარებს. „აქ გამოვფინეთ ჩვენი ტანსაცმელი, გვითხრან, სად წავიღოთ და რა ვქნათ? 500 ლარით დაგვაჯარიმეს, რამდენიმეს ტანსაცმელი ჩამოართეს,”- აცხადებენ გარემოვაჭრეები, რომლებსაც თორნიკე რიჟვაძე არ შეხვდა. რამდენიმე გარემოვაჭრემ საჯარო სხდომაზე …

Exit mobile version