ვის აწყობს 2 არჩევნების 1 დღეში მოთავება

ყველას აწყობს. ძალაუფლებაში მყოფი, თუ ოპოზიციური პარტიები ორი არჩევნების ერთდროულად ჩატარებას ძირითადად იმით ამართლებენ, რომ ამ გზით ამომრჩეველს ნაკლებად აწუხებენ. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ორი არჩევნების – საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს, = ჩატარება ყველაზე მეტად სწორედ ამომრჩეველს აზარალებს, რომელიც პოლიტიკური მოცემულობის გამორკვევის, ანუ პრაქტიკულად, არჩევანის გარეშე რჩება. ორი ორგანოს არჩევნების ერთ დღეს არჩატარებაზე …

დაუჭერენ თუ არა მხარს დეპუტატები არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის უნდობლობის გამოცხადებას სჭირდება 14 ხმა. ამის მზაობა  უმაღლეს საბჭოში რომ არ არის, კარგად იციან ინიციატორებმაც. ჩვენი ფრაქციისგან იმპიჩმენტის მოთხოვნა ცალსახად არ იქნება გაზიარებული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ რესპუბლიკელი გიორგი მასალკინი, ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარის“ წევრი. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ზამბახიძემ განაცხადა, რომ იწყებს ხელმოწერებს არჩილ ხაბაძისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად და კონსულტაციებს „რესპუბლიკელებთანაც“ …

სახელმწიფო სამსახური, სადაც ყველა უფროსია

სახელმწიფო ორგანო, სადაც ყველა უფროსი გამოდის, აჭარის უმაღლესი საბჭოა. 21-კაციან საკანონმდებლო ორგანოში ორი დეპუტატის გარდა ყველა თანამდებობაზეა. დეპუტატებს – ეკატერინე თარგამაძესა და მიხეილ მჟავანაძეს თანამდებობა სავარაუდოდ აღარც მოუწევთ, რადგან საბჭომ ამ მხრივ ყველა ლიმიტი ამოწურა. ვაკანტური ამჟამად მხოლოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტია. უმაღლეს საბჭოში ფრაქციების შექმნის მაქსიმუმიც შეივსო. კანონის მიხედვით, ერთ ფრაქციაში 3 წევრი …

უმაღლეს საბჭოში შექმნილი მე-7 ფრაქციის დაფინანსების საკითხს ბიურო განიხილავს

უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატიდან ამჟამად თანამდებობის გარეშე დარჩენილია მხოლოდ ორი დეპუტატი – ეკა თარგამაძე და მიხეილ მჟავანაძე.  საბჭოში უკვე მე-7 ფრაქცია რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და მისი დაფინანსების საკითხს ბიურო ამ წუთებში განიხილავს. პროექტის მიხედვით, ფრაქცია „თანასწორობა“, სავარაუდოდ, 27 ათას ლარს მიიღებს, რაც მხლოდ სამი თვის ბიუჯეტი იქნება. ახალი ფრაქციის ხარჯები არ გაზრდის უმაღლესი საბჭოს …

ცვლილება კანონში „ბუნდოვანი ჩანაწერის“ დასაზუსტებლად, თუ დავით კვაჭაძის ასარჩევად?

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვერ არჩევისა და ხელახალი კონკურსის დაანონსების შემდეგ, კანონში „ბუნდოვანი ჩანაწერის“ დასაზუსტებლად, უმაღლესი საბჭოს წევრმა, ირაკლი ჯაშმა კანონპროექტი მოამზადა და უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ამ მეთოდით არჩეული უსკოს თავმჯდომარის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას უკვე ორჯერ ჩავარდნილი დავით კვაჭაძის ასარჩევი პირობები. ირაკლი …

მედეა ვასაძე: ფრაქციის შექმნით ოპოზიციურ ძალთა ბალანსს ვაძლიერებთ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსულ დეპუტატებთან, ასმათ დიასამიძესა და მურმან ბერიძესთან ერთად ფრაქციას შექმნის. მედეა ვასაძის თქმით, მისი მისამართით კრიტიკა ყოფილ „ნაციონალებთან“ თანამშრომლობის შესახებ, უსამართლოა, რადგან, მისივე თქმით, „ქართული ოცნება პრაქტიკულად ათქვეფილია ნაციონალურ მოძრაობაში.“ „რაც შეეხება მოტივაციას, რომლითაც პირადად ვიხელმძღვანელე. მე არ ვიცი რას ნიშნავს, სიმბოლურად [ასმათ დიასამიძემ „ბათუმელებთან“ …

ახალი ფრაქციის შექმნა უმაღლესი საბჭოს ხარჯებს მინიმუმ 108 ათასი ლარით გაზრდის

ახალი ფრაქციის შექმნა უმაღლესი საბჭოს ხარჯებს წლიურად მინიმუმ 108 ათასი ლარით გაზრდის. მხოლოდ ფრაქციის აპარატისთვის ყოველთვიურად 9 ათასი ლარი იხარჯება. ამ ხარჯებს ემატება ავტომანქანა (რა მანქანას გამოუყოფენ ახალ ფრაქციას, ან შეიძენენ, ჯერ უცნობია). ფრაქციას ასევე ყოველთვიურად  400 ლიტრ საწვავს გამოუყოფენ. ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი თვეში 3700 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) იქნება, რომელიც განსხვავებულია საბჭოს რიგითი წევრის …

მედეა ვასაძე და ყოფილი „ნაციონალები“ ერთ ფრაქციაში

უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა: ასმათ დიასამიძემ და მურმან ბერიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს და დამოუკიდებელ დეპუტატთან, მედეა ვასაძესთან ერთად, ფრაქცია შექმნეს. ასმათ დიასამიძემ „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში განუმარტა, რომ ისინი სხვა პარტიაში გადასვლას არ გეგმავენ და პარტია სიმბოლურად დატოვეს, რადგან ერთი პარტიის წევრებს ორ სხვადასხვა ფრაქციაში გაერთიანების უფლება არ აქვთ. ფრაქციას ასმათ დიასამიძე უხელმძღვანელებს. რატომ დათანხმდა მედეა ვასაძე იმ …

ქვორუმი არ შედგა – დავით კვაჭაძის კანდიდატურას კენჭს ვეღარ უყრიან

დღეს, 18 თებერვალს, აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატებს დავით კვაჭაძის კანდიდატურისთვის უნდა ეყარათ კენჭი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე, თუმცა ქვორუმი არ შედგა, რეგისტრაცია მხოლოდ „ოცნების” ცხრა დეპუტატმა გაიარა. აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, განმეორებითი კენჭისყრა 15 წუთის შემდეგ ისევ გამოცხადდა, თუმცა სხდომაზე რეგისტრირებულ დეპუტატთა რაოდენობა არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ, პრესსამსახურის ინფორმაციით, უმაღლეს საბჭოში …

უმაღლეს საბჭოში უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმენენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს ფრაქციები აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარეობის კანდიდატს, დავით კვაჭაძეს მოუსმენენ. კანდიდატს ფრაქციები დღეს, 2 თებერვალს, სხვადასხვა დროს შეხვდებიან. ბიუროს გადაწყვეტილებით, საბჭო დავით კვაჭაძის კანდიდატურაზე ხვალ, 3 თებერვალსაც იმსჯელებს. საკონკურსო კომისიამ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს სამი კანდიდატი წარუდგინა: პარმენ ჯალაღონია, დავით კვაჭაძე და დავით ქარცივაძე. არჩილ ხაბაძემ კი უმაღლეს საბჭოს …

აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 13 ხმით დამტკიცებულია

უმაღლესი საბჭოს 30 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე 13 ხმით აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცეს. კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში 14 დეპუტატი იმყოფებოდა. კენჭისყრის დაწყებამდე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა მედეა ვასაძემ, ხოლო ირაკლი ბარამიძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით სხდომას არ ესწრებოდნენ დეპუტატები: სულხან ღლონტი, რობერტ ჩხაიძე, პეტრე ზამბახიძე, ასმათ დიასამიძე, ეკატერინე თარგამაძე და …

არჩილ ხაბაძე უმაღლეს საბჭოში – სხდომა ერთმა დეპუტატმა დატოვა

17 დეკემბერს აჭარის უმაღლეს საბჭშო მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ანგარიშით წარსდგა. სხდომას არ ესწრებიან ორი ფრაქციის, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეები, სულხან ღლონტი და აკაკი ძნელაძე. როგორც სხდომაზე განმარტეს, სულხან ღლონტი ანგარიშის წარდგენას პროტესტის ნიშნად არ ესწრება, აკაკი ძნელაძე კი თბილისში იმყოფება. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დეპუტატმა მედეა ვასაძემ იკითხა, ხდებოდა თუ არა სხდომის ტრანსლირება …

Exit mobile version