აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 15 დეკემბერს გაიმართება. სხდომა დღის 12 საათზე გაიხსნება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 14 დეკემბერს, გამოსცა.
სხდომის დღის წესრიგი ნახეთ აქ:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა;
2. უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა;
3. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების შესახებ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციის მოსმენა;
4. უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის მოხსენება უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგების შესახებ;
5. უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა;
6. უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის მოხსენება უმაღლესი საბჭოს ფრაქციების რეგისტრაციის თაობაზე;
7. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა;
8. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
9. უმაღლესი საბჭოს კომიტეტების წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცება;
10. უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.
არჩევნების შედეგების მიხედვით, 21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით „ქართული ოცნების“ 11 წევრი უნდა შევიდეს, ხოლო 3 „ოცნების“ მაჟორიტარი იქნება.
უმაღლესი საბჭოს დანარჩენი 7 წევრი საარჩევნო ბლოკიდან – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – არიან არჩეულები, თუმცა, ოპოზიცია უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებს.
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი 4 დეკემბერს გამოაქვეყნა.
ვინ აირჩიეს უმაღლეს საბჭოში ნახეთ აქ:
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“:
1. ბაგრატიონი ელგუჯა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“);
2. კირთაძე გიორგი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“);
3. აბულაძე გია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“);
4. ვასაძე მედეა („უპარტიო“);
5. ანთაძე ლევან („უპარტიო“);
6. ჩავლეიშვილი ირაკლი (საქართველოს რესპუბლიკური პარტია);
7. სურმანიძე მამული („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“).
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“:
1. გაბაიძე დავით („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);
2. მანველიძე გიორგი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);
3. ჭეიშვილი ირაკლი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);
4. ხალვაში ფატი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);
5. ვარშანიძე ნადიმ („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);
6. თედორაძე დავით („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);
7. მგალობლიშვილი ვლადიმერ („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);
8. გვიანიძე მარინე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);
9. ბაციკაძე დავით („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);
10. ვერძაძე ილია („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);
11. სირაბიძე ლაშა („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);
12. აროშიძე ტიტე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) – №28 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;
13. ანანიძე ცოტნე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) – №29 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;
14. ფუტკარაძე ფრიდონ („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) – №30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის ათეულიდან სამმა მომავალმა დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა. კერძოდ, უმაღლეს საბჭოში არ შევლენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და მისი მოადგილე თინა ზოიძე.
ამ თემაზე:
ვინ იქნება დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნებიდან“ [სია]
2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებს არ აღიარებს ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი. საპროტესტო აქციები ბათუმში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ამ დრომდე გრძელდება.