რა უნდა ვიცოდეთ გულის დაავადებების დროს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე | ექიმის რჩევები

ათეროსკლეროზით განპირობებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები,  განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადება, დღესდღეობით ავადობის, უნარების შეზღუდვის და სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია მსოფლიოში. „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ კარდიოლოგს, ელიტა ეზუგბაიას „ბათუმელები“ ესაუბრა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობასა და უშუალოდ იმ აქტივობებზე, რაც დაავადების პრევენციის ეფექტურ გზას წარმოადგენს. ქალბატონო ელიტა, რა მნიშვნელობა აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის  დაავადებების მქონე პაციენტებისთვის  სპორტულ აქტივობებს?  …

ძუძუთი კვების მხარდაჭერა – როგორ შეიქმნა „მომი“, მაღაზია ახალბედა დედებისთვის

2021 წელს, პანდემიაში, სამმა ქართველმა ქალმა: ქეთი თელიამ, ნინო ხაცაკვაძემ და ქეთა ლაბაძემ გადაწყვიტეს შეექმნათ ონლაინმაღაზია, სადაც მხოლოდ ორსულობასა და ლაქტაციასთან დაკავშირებულ ნივთებს გაყიდდნენ და პარალელურად ორსულ და მეძუძურ დედებს გაუზიარებდნენ გამოცდილებას. „მომი“  – ასე ეწოდება მაღაზიას, რომელიც უკვე მეორე წელია მუშაობს და აქ იპოვით ყველა იმ ნივთს, რაც  აუცილებელია დედისა და ბავშვის თანაცხოვრების პირველი …

რა უნდა ვიცოდეთ B ჰეპატიტისა და მისი მკურნალობის შესახებ

B  ჰეპატიტი ვირუსული ინფექციაა, რომელიც აზიანებს ღვიძლს და ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის ქრონიკული ინფექცია, რომლისგანაც შემდგომში შეიძლება განვითარდეს  ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის კიბო.  B ჰეპატიტი C-ზე არანაკლებ სახიფათო ვირუსია, თუმცა დღეის მდგომარეობით, საქართველოში, B ჰეპატიტზე სკრინინგი არ ხდება. ჯანმო-ს შეფასებით, ყოველწლიურად მსოფლიოში B ჰეპატიტით 1,5 მილიონი ადამიანი ინფიცირდება. 2019 წელს, მსოფლიოს მასშტაბით, B ჰეპატიტმა …

როგორ ავირიდოთ ზაფხულში საკვებით მოწამვლა – ექიმის რჩევები

საკვებით მოწამვლის მაჩვენებელი ზაფხულის თვეებში იზრდება, რადგან თბილ ამინდში ბაქტერიები უფრო სწრაფად მრავლდებიან. საკვებით მოწამვლა ხდება ბაქტერიით, ვირუსებით, პარაზიტებით, ან ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებით. როგორც წესი, დაბინძურება ვითარდება საკვების ან სასმელების არასათანადო მომზადების ან შენახვის მიზეზით. ბათუმის სამედიცინო ცენტრის გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს, როგორ ავირიდოთ თავიდან ზაფხულში საკვებით მოწამვლის შემთხვევები. რატომ …

„ხელოვნური განაყოფიერების მომავალი“ – ისრაელელი ემბრიოლოგის საჯარო ლექცია ბათუმში

„ხელოვნური განაყოფიერების წარსული და მომავალი“- ამ თემაზე ბათუმში საჯარო ლექციას წაიკითხავს მედიცინის დოქტორი ელენა მილნერი, ემბრიოლოგი ისრაელიდან. საჯარო ლექციაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: გადადებული მშობლობა, კვერცხუჯრედის და ემბრიონის გაყინვის ტენდენციები, რამდენად ხდება ინ-ვიტრო განაყოფიერება როცა საჭიროება არ არსებობს და რა გველოდება მომავალში. პრესრელიზის თანახმად, დოქტორი ელენა მილნერი ინოვაციური სამედიცინო კლინიკა BIRTH-ის მოწვეული ემბრიოლოგია ისრაელიდან, ის …

როგორია პირველადი დახმარება ალკოჰოლით მოწამვლის დროს | ინტერვიუ ექიმთან

სტატისტიკის თანახმად საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების დონე საკმაოდ მაღალია, ქვეყანაში მაღალია ალკოჰოლის რეგულარული მომხმარებლების რიცხვიც. STEPS – ის ბოლო კვლევის თანახმად, ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარდა გამოკითხული მოსახლეობის 39 პროცენტი (58.9% კაცი, 20.7% ქალი), მძიმე ეპიზოდური სმის პროცენტული მაჩვენებელი კი 18.3 პროცენტია. ალკოჰოლის ჭარბი მიღება ხშირად იწვევს ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას ანუ მოწამვლას, მძიმე ინტოქსიკაციის დროს კი შეიძლება განვითარდეს კომა …

დედა 11 წლის შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს

„ხუთი წელია ვაგროვებ ამ დასკვნებს, ანალიზებს, იმ იმედით,  რომ ერთ დღეს გამოჩნდება მკურნალობის საშუალება, ამ ანალიზებს მივუტან ექიმს და ექიმი მიხვდება, როგორ უნდა უმკურნალოს ჩემს შვილს,“ – ასე იწყებს შორენა იაკობაძე საუბარს და თან უზარმაზარ წითელ საქაღალდეს ფურცლავს, რომელშიც მისი შვილის ყველა გამოკვლევის შედეგს ინახავს. 38 წლის შორენა ერთადერთ შვილს, 11 წლის ქეთის მარტო ზრდის. …

ყველაფერი ცხვირის ძგიდის გამრუდებასა და გართულებებზე – ექიმის რჩევები

ცხვირის ძგიდის გამრუდება ერთ-ერთი ხშირი პათოლოგიაა, რომელსაც, „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის, პროფესორ გიორგი გოგნიაშვილის თქმით, საკმაოდ სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია, განსაკუთრებით ბავშვებში.  გიორგი გოგნიაშვილს „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა. ბატონო გიორგი, რას ნიშნავს ცხვირის ძგიდის გამრუდება? ხშირად ჩემთან მოსული პაციენტები გარეთა ცხვირს რომ უყურებენ, რომელიც გამრუდებულია ერთ ან მეორე მხარეს, ამბობენ, რომ ძგიდე გამრუდებული …

რაზე მიანიშნებს ხშირი მთქნარება და რა უნდა ვიცოდეთ სუნთქვის გაძნელებაზე

მთქნარება სხეულის ავტომატური რეაქციაა დაღლილობაზე ან სტრესზე. მიიჩნევა, რომ ადამიანი დღეში, ჩვეულებრივ, 5-10-ჯერ ამთქნარებს, თუმცა  „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი, მადონა შაინიძე ამბობს, რომ იშვიათ შემთხვევებში, ხშირი მთქნარება ასევე შეიძლება იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის ნიშანი.  ქალბატონო მადონა, რა არის მთქნარება და რა შეიძლება იყოს გახშირებული მთქნარების მიზეზები? მთქნარება უნებლიე სუნთქვითი მოძრაობაა, რომლის დროსაც ხდება …

ვისთვის და რატომ არის სასარგებლო ცხარე საკვები – ექიმის რჩევები

ზოგიერთი დაავადების მკურნალობისას პაციენტის კვების რაციონში მარილიანი და შაქრიანი საკვების გარდა ცხარე საკვებიც იზღუდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ ჯანმრთელ ადამიანს ზომიერების ფარგლებში მიღებული ცხარე საკვების არ უნდა ეშინოდეს, მეტიც, ასეთ შემთხვევაში ცხარე საკვები სარგებლის მომტანიც კია ორგანიზმისთვის. „ცხარე საკვების მოყვარულებს ხშირად ესმით, რომ ეს საზიანოა ჯანმრთელობისთვის, რომ ეს კუჭთან დაკავშირებულ პრობლემებს …

23 წლის მარიკას ავარიამ კიდურები დაუზიანა – მას თურქეთში ოპერაციისთვის 11 ათასი სჭირდება

23 წლის მარიკა ხოზრევანიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის ცხრა თვის წინ, ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც დაუზიანდა კიდურები, ფილტვი და მენჯის ძვლები. მარიკას რამდენიმე ოპერაცია სჭირდება, რომელიც თურქეთის კლინიკაში აქვს დაგეგმილი, თუმცა ოჯახს ოპერაციისთვის საჭირო რესურსები არ გააჩნია. „11 ათასი დოლარია ამ ეტაპზე საჭირო. ოჯახში მხოლოდ მამაჩემი და მე ვმუშაობდით, მაგრამ, ახლა მე ვეღარ ვმუშაობ, ეტლში …

როგორ ამოვიცნოთ ვენების გაგანიერება საწყის ეტაპზე – ექიმის რჩევები

ვარიკოზული ვენები გაფართოებული, დაგრეხილი ვენებია, რომლებიც შეიძლება სხეულის ნებისმიერ წერტილში ჩამოყალიბდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც ქვემო კიდურებში გვხვდება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ანგიოლოგი, კონსტანტინე კეკელია ამბობს, რომ ვარიკოზთან მიმართებაში ყველაზე საყურადღებო ასაკი 35 წლიდან 45 წლამდეა. ექიმის თქმით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პირველ და მეორე სტადიაში შესაძლებელია დაავადება შევაჩეროთ მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური აქტივობით, ელასტიური კომპრესით და …

რატომ არის საშიში საფაღარათო საშუალებების ხშირი გამოყენება

წონის კლების მიზნით საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენება ხშირი პრაქტიკაა კვებითი დარღვევების მქონე ადამიანებში, რადგან ბევრს შეცდომით სჯერა, რომ ლაქსატივები აჩქარებენ საკვების მოშორებას მანამ, სანამ საკვები შეიწოვება ორგანიზმის მიერ. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე ამბობს, რომ საფაღარათო საშუალებების თვითნებურმა და სისტემატურმა გამოყენებამ, თუნდაც გახანგრძლივებული შეკრულობის დროს, შესაძლოა ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. იმას, რომ კვებითი …

საქართველოში ნორმაზე მეტ მარილს მოვიხმართ – რა საფრთხეს უქმნის ეს ჯანმრთელობას

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს 8.5 მგ მარილს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ დოზას – 5 მგ დღეში. ბევრი მარილის მოხმარება არტერიული ჰიპერტენზიისა და სხვა არაგადამდები დაავადებების რისკფაქტორია. ჯანმო სპეციალურ განცხადებაში იუწყება, რომ საქართველოში არაგადამდები დაავადებების, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია მარილის მოხმარების შემცირება და ჰიპერტენზიის კონტროლის ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი მიდგომების დანერგვა. …

ინსემინაცია უშვილობის დროს – ვისთვის არის ეს მეთოდი

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას. ეს პროცედურა ხშირად გამოიყენება წყვილებში უნაყოფობის დასაძლევად ან ქორწინებაში არ მყოფი, დედობის მსურველი ქალებისთვის ორსულობის მისაღწევად. ამ მეთოდის ეფექტურობა საშუალოდ 13-17 პროცენტია, თუმცა ცალკეულ კვლევებში ნათქვამია, რომ ქალების და იმ წყვილების რეპროდუქციული პოტენციალი, რომელთაც სჭირდებათ დონორის სპერმის გამოყენება, იმ წყვილებთან შედარებით, რომლებიც უშვილობას მკურნალობენ – უკეთესია [35–57%-ია], …

მაღალმთიანი აჭარის სკოლები ექიმებსა და ექთნებს ეძებენ – ხელფასი 660 ლარი

შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლები სკოლის ექიმებსა და ექთნებს ვერ პოულობენ. 2022 წლის 21 მარტს საქართველოს განათლების და ჯანდაცვის მინისტრებმა გამოსცეს ერთობლივი ბრძანება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა სკოლებში სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტი. ეს სტანდარტი სკოლაში ექიმის ან ექთნის ყოფნას და სამედიცინო პერსონალისთვის სივრცის ან შესაბამისი კაბინეტის გამოყოფას ითვალისწინებს. შუახევში 43 საჯარო სკოლაა. მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, …

როგორ ვუმკურნალოთ ჩუტყვავილას ზრდასრულ ასაკში – ინფექციონისტის რჩევები

ზოსტერის ვირუსით (VZV) გამოწვეული, მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადება ჩუტყვავილა  ხასიათდება მაღალი გადამდებობით, უმეტესად ვრცელდება ბავშვთა ასაკში, თუმცა შესაძლებელია დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუ მას იმუნიტეტი არა აქვს. ექიმი ინფექციონისტი რეზო ნაკაშიძე ამბობს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს მოზრდილ ასაკში და განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთაც აქვთ სუსტი იმუნური სისტემა. ბატონო რეზო რა ასაკიდან ახასიათებს ჩუტყვავილას მწვავე მიმდინარეობა? …

ბათუმში პიროტექნიკით დაშავებულ კაცს ხელის თითის ამპუტაცია დასჭირდა

მინიმუმ 3 ადამიანი დაშავდა საახალწლო პიროტექნიკით ბათუმში 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს. ერთ-ერთ მათგანს, 30 წლამდე კაცს ხელის თითის ამპუტაცია დასჭირდა, იგი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება – ინფორმაცია „ბათუმელებს“ კლინიკა ბაუ-ში დაუდასტურეს. საახალწლო პიროტექნიკით ბათუმში დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, თუმცა მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. რამდენი ადამიანი დაშავდა საახალწლო პიროტექნიკით წელს საქართველოში, უცნობია. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და …

რა იწვევს ოსტეოართრიტს და როგორ ავიცილოთ თავიდან – ექიმის რჩევები

ოსტეოართრიტი ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს მთელ მსოფლიოში. დაავადება საკმაოდ გავრცელებულია საქართველოშიც. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მოწვეული რევმატოლოგი ხათუნა გერმისაშვილი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე ოსტეოართრიტის სიმპტომების მართვა არამედიკამენტური მკურნალობით, კერძოდ წონის კორექციისა და სამკურნალო ვარჯიშებითაც ეფექტურად არის შესაძლებელი, თუმცა ეს პროგრესირებადი დაავადებაა. ქალბატონო ხათუნა, რა არის ოსტეოართრიტი, რა ხდება ამ დროს ორგანიზმში? ოსტეოართრიტი …

როგორ უნდა ვიკვებოთ ჯანმრთელი ძვლების შესანარჩუნებლად | ექიმის რჩევები

ძლიერი ძვლების საშენებლად და შემდეგ მათ შესანარჩუნებლად აუცილებელია კალციუმის ჯანსაღი დონე ორგანიზმში. მისი დეფიციტის, იგივე ჰიპოკალცემიის შემთხვევაში ძვლები იფიტება და ვითარდება ოსტეოპოროზი ანუ ძვლოვანი ქსოვილის განლევა და მისი სიმკვრივის დაქვეითება. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი თეონა გოგიტიძე ამბობს, რომ კალციუმის დეფიციტი, უხშირესად, ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობასა და არასათანადო კვებას უკავშირდება. ძვლოვანი ქსოვილის განლევა და …

რა არის ცხვირის მუდმივად გაჭედვის მიზეზი და რატომ არის საშიში წვეთების ხშირი გამოყენება

ცხვირის გაჭედვის მიზეზი ცხვირის ქსოვილების გაღიზიანება ან ანთებაა, რომელიც სხვადასხვა გამაღიზიანებლით შეიძლება იყოს გამოწვეული. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ვირუსული ან ალერგიული წარმოშობის, რაც შედარებით მოკლე დროში ლაგდება, თუმცა ისეც ხდება, რომ ცხვირის გაჭედვა ხანგრძლივდება. სწორედ ამ მიზეზებსა და მათი თვითნებური მკურნალობის სახიფათო შედეგებზე ესაუბრა „ბათუმელები“ ბათუმის სამედიცინო ცენტრის ოტორინოლარინგოლოგს, ბესიკ კოკობინაძეს. ბატონო ბესიკ, რა შეიძლება …

ინსულტის შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაციას სახელმწიფო დააფინანსებს

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია დაფინანსდება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა დღეს, 9 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებს ამ დიაგნოზით 6 000-მდე პაციენტი მიმართავს წლის განმავლობაში. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის …

რა იწვევს კუნთების ტკივილს – ექიმის რჩევები

კუნთების ტკივილი, იგივე მიალგია, დროდადრო ყველას აწუხებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ტკივილი თავისით გაივლის მოკლე დროში, ზოგჯერ კი შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ თერაპევტი მადონა შაინიძე ამბობს, რომ კუნთების ტკივილი, რომელიც ხშირად ხანგრძლივდება და შემაწუხებელი ხდება, შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა პრობლემაზე მიანიშნებდეს, ამიტომ აუცილებელია ექიმისთვის დროული მიმართვა. ქალბატონო მადონა, რა არის კუნთების ტკივილის ყველაზე ხშირი …

პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ფეხითა და ველოსიპედით სიარულს – ჯანმო

ჯანმოს პროგნოზით, 2020-დან 2030 წლამდე პერიოდში მსოფლიოში თითქმის 500 მილიონ ადამიანს ემუქრება გულის დაავადება, სიმსუქნე, დიაბეტი ან სხვა არაგადამდები დაავადება, რომელიც ფიზიკურ უმოქმედობასთან არის დაკავშირებული. ჯანმოს ცნობით, ამ დაავადებების მკურნალობა ჯამში 300 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება, ყოველწლიურად კი – 27 მილიარდი აშშ დოლარი, თუ მთავრობები არ მიიღებენ სასწრაფო ზომებს ფიზიკური აქტივობის წასახალისებლად. საქართველოში სიკვდილიანობის 90% …

რა უნდა ვიცოდეთ სამწვერა ნერვის ანთებაზე – ექიმის რჩევები

სახის არეში მწვავე ტკივილის ყველაზე ხშირ მიზეზად სამწვერა ნერვის ნევრალგია მიიჩნევა. ამ დიაგნოზს ყოველწლიურად 150 000 ადამიანს უსვამენ მსოფლიოს მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, სამწვერა ნერვის ნევრალგიით გამოწვეული ტკივილი განსაკუთრებით მწვავეა. კლინიკა „მედცენტრის“ ნევროლოგი შორენა ვაშაძე ამბობს, რომ დაავადება დროული მკურნალობის გარეშე ქრონიკულ ფაზაში გადადის, რაც ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში, …

ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა

ხელვაჩაურში, სასამართლოს შენობასთან ახლოს, 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა. შემთხვევა დღეს, 17 ოქტომბერს, მოხდა. ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა კლინიკაში. დედათა და ბავშვთა სამედიცინო ჰოსპიტალში „ბათუმელებს“  [14:00 საათზე] უთხრეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებენ და მოგვაწვდიან. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, 5 წლის ბავშვი ამჟამად ბათუმში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ჰოსპიტალშია. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს. ის ქირურგიულ …

რა იწვევს ტიკებს და როგორია მკურნალობის მეთოდები – ექიმის რჩევები

ნერვული ტიკი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეულის კუნთების გარკვეული ნაწილი მოძრაობს განმეორებით, სწრაფად, მოულოდნელად და უკონტროლოდ. ტიკები და ამ სპექტრის სხვა დარღვევები საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ნევროლოგი შორენა კუნჭულია განმარტავს, რომ უმეტეს შემთხვევაში ტიკები უვნებელია და გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩარევის გარეშეც გაივლის, მაგრამ არსებობს ისეთი შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ დიფერენცირებას სხვა დაავადებებისგან. ქალბატონო შორენა, რა სახის ტიკები …

რა არის და როგორ ამოვიცნოთ სენსორული შიმშილი ბავშვებში

სენსორული შიმშილი, რომელიც ბავშვებში უცნაური ქცევებით გამოიხატება, შეიძლება გამოვლინდეს როგორც განვითარების დარღვევების, ან სპეციფიკური ნეირობიოლოგიური მდგომარეობისას, ასევე ტიპური განვითარების მქონე ბავშვებშიც. ბავშვთა განვითარების ცენტრ „მოზაიკას“ ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპევტი მარიამ ათაბაგი ამბობს, რომ სენსორული შიმშილი შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს და მნიშვნელოვან წინაღობად იქცეს ბავშვის განვითარებისთვის: „მაგალითად, ბავშვებს, რომლებსაც სენსორული შიმშილის ფონზე სჭირდებათ ბევრი გადაადგილება და …

ბათუმში უფასო სპორტული სექცია გაიხსნა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის

ბათუმის სპორტულ ცენტრში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სპორტული სექცია გაიხსნა, სადაც გაწევრიანება უფასოა. სპორტული ცენტრი ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ია, რომელიც გარდა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სპორტული სექციისა, სხვადასხვა სპორტული მიმართულების უფასო სექციას აერთიანებს, ისეთს, როგორიცაა: ფიგურული ციგურაობა და ყინულის ჰოკეი, ნიჩბოსნობა, ფუტსალი, ქვიშის ფეხბურთი, ქართული ჭიდაობა და ეზოს ფეხბურთი. ცენტრის ინფორმაციით, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სპორტულ …

„საჭმლის ფულს ვიკლებ და წამალს ვყიდულობ”- მარტოხელა შშმ ქალი ხულოდან

40 წლის შორენა ძირკვაძე ხულოდანაა. შორენას სმენისა და მხედველობის უნარები აქვს დაქვეითებული. მარტო ცხოვრობს. შორენას ექიმებთან სიარული ბათუმში უწევს. დამოუკიდებლად გადაადგილება მისთვის რთულია. ესეც რომ არა, ხულოდან ბათუმამდე და უკან, ყოველი გადაადგილებისას 20 ლარი სჭირდება. „დიდი ხანია ვითხოვ და მივმართავ მერიას, რომ შშმ პირებს გვჭირდება სპეციალური ავტობუსი ან სამარშრუტო ტაქსი, შესაძლებელია ხელმოწერებით გაკეთდესო მითხრეს, მაგრამ …

რა იწვევს მუცლის თიაქარს, იგივე გრიჟას და როგორ მკურნალობენ მას

თიაქარი, იგივე გრიჟა, საკმაოდ ხშირი დაავადებაა, მისი მკურნალობა მხოლოდ ოპერაციული გზით ხდება და შეფასებულია, რომ ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუცლის კედლის თიაქრის დაახლოებით 20 მილიონი ოპერაცია ტარდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ქირურგი, გოჩა მარკოიძე ამბობს, რომ პაციენტები სხვადასხვა სახის ბანდაჟისა და ქამრის დახმარებით ცდილობენ თვითმკურნალობას, რაც არაეფექტურია და მეტიც, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა თიაქარს ძალიან სერიოზული …

ამბავი ირაკლი ექიმზე, რომელიც ხულოში მუშაობს

მაღალმთიან სოფლებში, სადაც საავადმყოფო მხოლოდ მუნიციპალიტეტის ცენტრშია, ექიმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადამიანია, მით უმეტეს, როცა საუბარია სასწრაფო დახმარების ექიმზე. 36 წლის ირაკლი სურმანიძე სწორედ სასწრაფო დახმარების ექიმია. იგი ათი წელია ხულოში მუშაობს, 2021 წლიდან – ხულოს ცენტრში მდებარე კლინიკაში, ხოლო 2014 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის ექიმიც გახდა. ასევე, მუშაობს შუახევის კლინიკაშიც, სადაც თვის განმავლობაში 5 …

უშედეგო ოპერაციებს სხვა ორგანოებს ვეღარ შევწირავ – მომეხმარეთ, მინდა ვიცოცხლო I ვიდეო

32 წლის არჩილ შაქარიშვილს ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს. მან დაზიანება იმ დროს მიიღო, როდესაც მამის გადარჩენას ცდილობდა, რომელსაც სატვირთო მანქანამ გადაუარა სახლის წინ. ფეხების დაზიანების შემდეგ არჩილს გულის პრობლემებიც შეექმნა. მას არაერთი ოპერაცია ჩაუტარეს ბათუმში, თუმცა მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. „თებერვალში ინფარქტი მივიღე, შემდეგ უკვე გამირთულდა მდგომარეობა. კლინიკაში გულის უკმარისობა დამიდგინდა, ამიტომ ხელოვნურ ჟანგბადზე ვიყავი …

შეშუპებული და გაწითლებული სახსრები ბურსიტის სიმპტომია – ექიმის რჩევები

ბურსიტი სასახსრე ჩანთის, იგივე ბურსას ანთებაა. ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგი გიორგი ყაველაშვილი ამბობს, რომ ბურსიტი პროფესიულ დაავადებად მიიჩნევა, შესაბამისად ის ხშირად უვითარდებათ ადამიანებს, რომელთაც ხშირად უწევთ ისეთი განმეორებითი მოძრაობები ან ისეთ პოზიციებში გაჩერება, რის შედეგად ხდება ზეწოლა სახსრის გარშემო არსებულ ბურსებზე. ბურსა არის დახურული, სითხით სავსე ტომარა, რომელიც ამცირებს ხახუნს სხეულის ქსოვილებს შორის. ძირითადი ბურსა განლაგებულია მყესების …

ბათუმში „თბილისი მედიკის“ ახალი ფილიალი გაიხსნება [ანონსი]

19 ოქტომბერს თბილისი მედიკის ახალი ფილიალი უკვე ბათუმში, ბაგრატიონის 196 თ ნომერში გაიხსნება. ბათუმი მედიკის გახსნას აჭარის რეგიონში წარმოდგენილი კლინიკების დირექტორები და წარმომადგენლები დაესწრებიან. ბათუმი მედიკის შოურუმში წარმოდგენილი იქნება პაციენტის მოვლისთვის საჭირო ყველა სამედიცინო პროდუქცია როგორც კლინიკებისთვის ისე, საცალო მიმართულებით. კომპანია მომხმარებლებს ასევე შესთავაზებს საინჟინრო მომსახურებას, რომელიც გულისხმობს ბათუმი მედიკის ინჟინრების მიერ სამედიცინო აპარატურის სპეციფიკის, …

როგორ ამოვიცნოთ მენინგიტი – ექიმის რჩევები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მენინგიტით ინფიცირების ყოველი მეათე შემთხვევა – ძირითადად ბავშვებში და ახალგაზრდებში – ფატალურად მთავრდება, ხოლო ხუთიდან ერთი იწვევს უნარშეზღუდულობას, რაც გამოიხატება სმენის და მხედველობის დაკარგვის, ნევროლოგიური დარღვევებისა და კოგნიტური დარღვევების სახით. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ბაბუხადია ამბობს, რომ მენინგიტით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი, თუმცა რისკჯგუფს  მიეკუთვნებიან: ბავშვები, მოხუცები, დაბალი …

Exit mobile version