„ოცნების“ შემწირველების კომპანიამ – შპს „ნოვამ“, მდინარე ჭოროხის სანაპიროზე 2 ჰექტრამდე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე უკონკურენტოდ, ერთი ბიჯით იყიდა. ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საწყისი ფასით, 6 მილიონ 050 000 ლარად და პირობით გაიტანა აუქციონზე. კომპანიამ 1 ბიჯის ოდენობა, 15 000 ლარი დაამატა და აუქციონი უკონკურენტოდ მოიგო. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა საპრივატიზებო საფასური …
Tag Archives: პარტია “ქართული ოცნება”
ვის არ აქვს გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური
საქართველოში შეიცვალა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ შეტყობინების წესი. შესაბამისად, გაიზარდა ჯარიმები და კანონში გაჩნდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი. „ბათუმელები“ დაინტერესდა, დეპუტატებს, ვინც ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა, თავად თუ ჰქონდათ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი. ასევე დავინტერესდით, მოიხადეს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური თანამდებობის პირებმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ და მხარს უჭერენ მის მიერ მიღებულ …
Continue reading “ვის არ აქვს გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური”
ღარიბაშვილი ახალ წერილში კობახიძის მმართველობისას მომხდარ საეჭვო თვითმკვლელობაზე წერს
პატიმრობაში მყოფი „ოცნების“ ექსპრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს. ღარიბაშვილი წერს, რომ მდინარაძემ და კობახიძემ „ოცნებას“ გამოუსწორებელი ზარალი მიაყენეს, იხსენებს „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს, რომელშიც კობახიძე იყო გაკრიტიკებული და აღნიშნავს, რომ ამ ინტერვიუს რესპონდენტმა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ თავი მოიკლა, რაც ეჭვებს აჩენს. „ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის …
„ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერცერთი წერილი ვერ შევიდოდა ღარიბაშვილთან“ – რა ხდება ივანიშვილის დაჯგუფებაში
„არავითარი კობახიძე და არავითარი მდინარაძე არ არსებობს. ეს არის მხოლოდ სახელი და გვარი – მეტი არაფერი. არც ირაკლი ღარიბაშვილი არსებობს – ფუღუროა, ფუტურო, ხომ ამჩნევთ? ამდენი რამის შემდეგ კიდევ სიყვარულს ეფიცება კაცი ციხიდან. არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მურმან დუმბაძე, რომელიც ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრია. მურმან დუმბაძეს ვესაუბრეთ ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებზე …
„მე არავის არ ვებრძვი, მხოლოდ საკუთარ თავს და ოჯახს ვიცავ“ – ღარიბაშვილის მესამე წერილი ციხიდან
ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 20 აგვისტოს, მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ღარიბაშვილის წერილს, რომელიც მის ვერიფიცირებულ გვერდზე გამოქვეყნდა: „მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, მათი ექსპერტების ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებები. ვუყურებ აღვირახსნილ პროპაგანდას სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ მედიაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო და მათი მიზანიც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ …
„ვსეგდა დაბრო პაჟალავაწ“ – რაზე და როგორ საუბრობს კალაძე რუსულენოვან ბლოგერებთან
ბოლო ათ დღეში სოციალურ მედიაში თბილისის მერის, კახა კალაძის რუსულ ენაზე ჩაწერილი ორი ინტერვიუ გამოჩნდა, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ინტერვიუებში კახა კალაძე საუბრობს ქართულ სუფრაზე, ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, საყვარელ კერძებზე, ავტომობილებზე, ცხოვრების სტილზე და საერთოდ არ ახსენებს რუსულ ოკუპაციას. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია იმიტომ, რომ ორივე ინტერვიუ 9-12 აგვისტოს შუალედში გამოქვეყნდა, 2008 წლის …
Continue reading “„ვსეგდა დაბრო პაჟალავაწ“ – რაზე და როგორ საუბრობს კალაძე რუსულენოვან ბლოგერებთან”
ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ბრძოლის დაწყებას აანონსებს
„ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი, ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, მორიგ განცხადებას ავრცელებს. მიმართვა მის ვერიფიცირებულ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 17 აგვისტოს გამოქვეყნებული წერილი მას ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. ღარიბაშვილის მტკიცებით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანიის მთავარი მიზანი მისი ციხეში ჩასმა და „პოლიტიკური განადგურება“ იყო და რომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ …
Continue reading “ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ბრძოლის დაწყებას აანონსებს”
„ოცნებამ“ 1,5 მილიონამდე ლარის შეწირულება მიიღო სათამაშო ბიზნესიდან – „გამჭვირვალობა“
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, სათამაშო ბიზნესის ნებართვის მიმღებ 10 კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” და მის საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 1,496,500 ლარი შესწირეს. ორგანიზაციის ცნობით, პარტიის შემწირველებს შორის 29 პირი სათამაშო ბიზნესის ლიცენზიის მქონე კომპანიების მოქმედი/ყოფილი მეწილეები და დირექტორები არიან. „გამჭვირვალობა“ წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიის სასარგებლოდ ყველაზე მსხვილი შეწირულება გაიღეს „ევროპაბეთის“ (ყოფილი …
„ასეთი არაფორმალური ჯგუფის შექმნა ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს“ – განცხადება
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 2026 წლის 27 ივლისს, MMA-ის მებრძოლ გიორგი ქართველიშვილის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას ე.წ. „სახალხო მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოძრაობის დაანონსებული მიზნები და რიტორიკა, საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ საუბარია იმგვარი არაფორმალური ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომლის მიზანიც შესაძლოა იყოს განსხვავებული აზრის მქონე პირების დაშინება, ძალადობრივი ანგარიშსწორება და თვითნებური „დასჯა“. „ისეთი არაფორმალური …
„ტიტუშკების“ ორგანიზაციის ლეგალიზაცია ხდება… რეჟიმი გადადის ღია ტერორზე“ – ინტერვიუ
„რეჟიმი გადადის ღია, ოფიციალურ, პირდაპირ ტერორზე… ამას როდესაც ერთხელ დაუშვებ – სამთავრობო იქნება, თუ ოპოზიციური, რომ არსებობდეს მსგავსი ძალადობრივი გაერთიანება – ამით შენ, ფაქტობრივად, აანონსებ სამოქალაქო ომს. ეს აუცილებლად დიდ უბედურებამდე მიგიყვანს. ესაა ჩვენი უახლესი ისტორიის გამოცდილება. სახელმწიფო, რომელიც ამას ითმენს, ძალიან საეჭვოა, რომ ის საერთოდ სახელმწიფოდ იქნას აღქმული,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, რომელსაც …
რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის საფრთხე? – ინტერვიუ
„თუ რუსეთი ცხინვალის რეგიონს შეუერთებს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკას, რომელიც რუსეთის შემადგენლობაშია, მაშინ რუსეთის ფედერაცია იურიდიულად სამხრეთ კავკასიაშიც გადმოვა. რა თქმა უნდა, ეს ეგზისტენციალური საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის და სომხური სახელმწიფოსთვისაც, რეალურად“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ტუმასიანი „ბათუმელებთან“. რამდენად რეალურია რუსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხე? – გიორგი ტუმასიანს თემაზე ვესაუბრეთ. ბატონო გიორგი, ბოლო დროს …
Continue reading “რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის საფრთხე? – ინტერვიუ”
აჭარის საარქივო სამმართველოში ახალი უფროსი და მოადგილე დანიშნეს
აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და ხელმძღვანელის მოადგილე ჰყავს. აჭარის მთავრობის ცნობით ზურაბ პატარაძემ საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე დღეს, 10 ივნისს, ბესიკ ბაუჩაძე წარადგინა, ხოლო ხელმძღვანელის მოადგილედ – ასლან ლორთქიფანიძე. „საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ბესიკ ბაუჩაძე წარვუდგინეთ – მას არქივში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის თბილი დამოკიდებულება, რომელიც მის მიმართ სამმართველოში …
Continue reading “აჭარის საარქივო სამმართველოში ახალი უფროსი და მოადგილე დანიშნეს”
„კობახიძეს თუ უსმინეთ დღეს ივანიშვილზე?“ – რეპორტაჟი ხელვაჩაურის ავტობუსიდან
„ფასები ნახეთ, როგორ ძვირდება ისევ ყველაფერი? გული არ გაიტეხოთ, ხალხო“ – ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი ქალს, #12 ავტობუსში გამოთავისუფლებული ორი ადგილისკენ რომ მიიკვლევდა გზას. მის თანმხლებ, შავებში ჩაცმულ ქალს ხელში პატარა ქოთნით ყვავილი ეჭირა და ავტობუსის დაძვრამდე სცადა სკამზე ჩამოჯდომა. #12 ავტობუსი ხელვაჩაურის ავტობუსია – მუდმივად მგზავრებით სავსე. ქალაქიდან როცა გადის და ფრიდონ ხალვაშის გამზირზე შეუხვევს, …
Continue reading “„კობახიძეს თუ უსმინეთ დღეს ივანიშვილზე?“ – რეპორტაჟი ხელვაჩაურის ავტობუსიდან”
TI: ბესიკ ბიწაძემ, თემურ ჟღენტმა და ნიკოლოზ თევზაძემ „ოცნებას“ მარტში 150 000 ლარი შესწირეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მარტში „ქართულ ოცნებას“ 73-მა შემომწირველმა 2.6 მილიონი ლარი გადაურიცხა. შემომწირველებთან დაკავშირებულმა 37-მა კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე 521 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს, აგრეთვე 49.7 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები, 4 მილიონი ლარის აგროსუბსიდია, 169 ათასი კვ.მ-ის სამშენებლო ნებართვა და წიაღისეულის მოპოვების 12 ლიცენზია მიიღეს. მაგალითად, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებულმა …
„დამიჭირეთ ახლა, ვთქვი სიმართლე!“ – რას ამბობს ხალხი ბათუმში ფეისბუქის გაკონტროლებაზე
რას ფიქრობს ხალხი ბათუმში „ოცნების“ ახალ ინიციატივაზე – შექმნას შს სამინისტროში სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში, მათ შორის ფეისბუქზეც, სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის მონიტორინგი და კონტროლი იქნება? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.
რატომ აკრიტიკებს „ოცნება“ ევროკავშირის ელჩს? – ინტერვიუ
„კოორდინირებული შეტევაა ევროკავშირის ელჩზე. სტრატეგიულად ორი ძირითადი ილეთია გამოყენებული: ვითომ, რას წარმოადგენს ასეთს ეს ელჩი, რა უფლებით ლაპარაკობს ასე და თუ ჩვენზე, მთავრობაზე, რაღაცას ამბობს, ესე იგი საქართველოს უბედავს. ევროკავშირის და შეერთებული შტატების ელჩი პრაქტიკულად არის ძალიან დიდი ძალა – ისინი აშშ-ს და ევროკავშირის სახელით ლაპარაკობენ“, – ამბობს პოლიტოლოგი, ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი. რატომ …
Continue reading “რატომ აკრიტიკებს „ოცნება“ ევროკავშირის ელჩს? – ინტერვიუ”
გახარია: საქართველო, საზიანო პოლიტიკის შედეგად, სომხეთმა ჩაანაცვლა
გიორგი გახარია X-ზე [ყოფილი ტვიტერი] ეხმიანება სომხეთში გამართულ სამიტს და „ოცნების“ პოლიტიკას აკრიტიკებს. გახარია წერს, რომ სამხრეთ კავკასიის ლიდერი ქვეყანა, საქართველო, ფაქტობრივად სომხეთმა ჩაანაცვლა. „საქართველოს მთავრობის ანტიევროპული პოლიტიკის გამო, სამიტის მონაწილე არცერთ ლიდერს თავის გამოსვლაში საქართველო არ უხსენებია. ამავდროულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც სამიტს ესწრებოდა, ქვეყნის ინტერესების დასაცავად სიტყვაც არ დაუძრავს. ოდესღაც რეგიონული ლიდერი საქართველო, დღეს, …
Continue reading “გახარია: საქართველო, საზიანო პოლიტიკის შედეგად, სომხეთმა ჩაანაცვლა”
შევეგუეთ ადამიანების დაპატიმრებას ტროტუარზე დგომის გამო? – ინტერვიუ
გასულ კვირას, 24 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, ტროტუარზე დგომის გამო საქართველოს 4 მოქალაქეს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ოთხივე საქმე ორმა მოსამართლემ განიხილა – ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ. ეს მოსამართლეები ტროტუარის საქმეებს ყველაზე ხშირად განიხილავენ. მოსამართლეებმა ყველა შემთხვევაში სასჯელის ზომად პატიმრობა გამოიყენეს. ტროტუარზე დგომის გამო დაპატიმრებულები სამოქალაქო აქტივისტს, ანი ჩრდილელს, 24 აპრილს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2-დღიანი …
Continue reading “შევეგუეთ ადამიანების დაპატიმრებას ტროტუარზე დგომის გამო? – ინტერვიუ”
„ოცნებამ“ 2028 წელს მოგცემთ ბინებსო“ – ვის შეხვდება ოზთურქის ბინები ბათუმში და სოციალური სახლები ქობულეთში
მას შემდეგ, რაც ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს „ოცნების“ მთავრობამ ბათუმში უკანონოდ აშენებული კორპუსები ჩამოართვა და განაცხადა, ამ ბინებს უსახლკაროებს გადავცემთო, უსახლკაროები ერთ ვერსიას განიხილავენ: „2028 წელს აპირებენ ბინების გადმოცემას, ასე გვითხრეს მთავრობაში, ჯერ რემონტია საჭირო, ბინების გადაკეთება და ოჯახების შერჩევაო. სინამდვილეში კი, სპეციალურად ამთხვევენ არჩევნებს. ხომ ხვდებით, რატომაც?“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა უსახლკარომ. ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, …
ბათუმის მერია ჯავახიშვილზე მიწის ნაკვეთს ყიდის, დაინტერესებულია „ოცნების“ შემწირველი
ბათუმის მერია ჯავახიშვილისა და ფიროსმანის, ასევე ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში, ერთ კვარტალში ოთხ საკადასტრო ერთეულ მიწის ნაკვეთს, ჯამში 980 კვ. მეტრს და მასზე მდებარე ძველ შენობებს გაყიდის. ოთხივე ქონება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანეს. ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, ამ ქონებას მერია აუქციონზე ცალ-ცალკე გაიტანს და, საერთო ჯამში, მათი ფასი 4 მილიონ 370 800 …
დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა
დავით გაბაიძემ დატოვა „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. ამის შესახებ დღეს, 30 მარტს, გამართულ ბრიფინგზე თავად დავით გაბაიძემ განაცხადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დავით გაბაიძის პოსტს ცოტნე ანანიძე დაიკავებს. ის აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. დავით გაბაიძემ დღეს ბრიფინგი მადლობით დაიწყო, მან, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. „დიდი ხანია …
Continue reading “დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა”
„ენმ-ს რუსი სამხედროს და პროპაგანდისტის შეურაცხყოფის გამო კრძალავენ“ – კონსტიტუციონალისტი
„რუსი სამხედროს და იტარ-ტასის ჟურნალისტის [პროპაგანდისტის] შეურაცხყოფისათვის ვკრძალავთ პარტიასო… „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსი სამხედროს და პროპაგანდისტის შეურაცხყოფის გამო კრძალავენ. ეს ჩემი აზრი არა, უფრო ფაქტზე დაკვირვებაა,“ – ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელს ფეისბუქსტატუსით ეხმაურება კონსტიტუციონალისტი გიორგი გოცირიძე. ის ხშირად წარმოადგენს სხვადასხვა მოსარჩელის ინტერესს საკონსტიტუციო სასამართლოში. „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითხოვს. სარჩელი პარტიების აკრძალვაზე არსებითად …
„თუ ბათუმს ყველაფერი დაუტოვეს, ჩვენთვისაც უნდა დაეტოვებინათ“ – სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი
„თუ ქაღალდზეც აღარ გვექნება აფხაზეთის უნივერსიტეტი და არ გვეყოლება კანონიერი ხელისუფლება, მაშინ გამოგვიცხადებია კაპიტულაცია. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რადგან ხვალ შეიძლება აფხაზეთის დევნილი მთავრობაც გააუქმონ“ – ამბობს სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი „ბათუმელებთან“. რა დარჩება სოხუმის უნივერსიტეტისგან „ოცნების“ განათლების „რეფორმით“ და რატომ არ აპირებს შეგუებას დევნილი უნივერსიტეტი? – ამ თემაზე ვესაუბრეთ ზურაბ პაპასქირს. ბატონო ზურაბ, …
„ოცნების“ კიდევ ერთი მდიდარი დეპუტატი სურსათის ფასების კომისიიდან
„ოცნების“ პარლამენტარი გელა სამხარაული ე.წ. სურსათის ფასების დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრია. მან ამ კომისიასთან ერთად პროდუქტის გაძვირების მიზეზები და მისი შემცირების შესაძლებლობები უნდა შეისწავლოს. „პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის მიზეზების შემსწავლელი“ საპარლამენტო დროებითი კომისია „ოცნების“ პრემიერის ინიციატივით შექმნეს. მანამდე ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასნამატი მოგების მაღალ მარჟას დაუკავშირა. საპარლამენტო კიმისიის გარდა სასურსათო ფასებთან დაკავშირებული …
Continue reading “„ოცნების“ კიდევ ერთი მდიდარი დეპუტატი სურსათის ფასების კომისიიდან”
კობახიძე ირწმუნება, რომ „იგლ ჰილსმა“ 267 ბინა გაყიდა კრწანისის პროექტში
„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიხე ირწმუნება, რომ „იგლ ჰილსმა“ წინასწარი გაყიდვები დაიწყო კრწანისის პროექტში და უკვე 267 ბინა გაყიდა. „გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, 12 თებერვალს მთავრობის სხდომაზე. კობახიძის თქმით, 1 კვ.მეტრის ფასი 1650 დოლარი იყო. კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ არაბული ქვეყნების …
Continue reading “კობახიძე ირწმუნება, რომ „იგლ ჰილსმა“ 267 ბინა გაყიდა კრწანისის პროექტში”
„მოსაპარი ცოტაა და რაც არის, ისიც ბიძინასთან უნდა მივიდეს“ – ინტერვიუ
„დიდებს იმიტომ იჭერენ, რომ აჩვენონ — ყველას მივწვდებით, პატარებს კი — დასაშინებლად,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი თემურ გორგაძე. მას ბათუმის ბულვარში ერთ კვირაში დაცვის ორი პოლიციელის დაკავებაზე ვესაუბრეთ. რას აჩვენებს ეს ამბავი მაშინ, როცა ყოფილ მაღალჩინოსნებს მილიონების მითვისებას ედავება პროკურატურა? როცა ყოფილი პრემიერი, თუ სუს-ის უფროსი ციხეშია? „წარმოიდგინეთ, რომ „ქართული ოცნების“ პარტაქტივმა აღმოაჩინა, რომ გაძვირდა საწვავი, …
Continue reading “„მოსაპარი ცოტაა და რაც არის, ისიც ბიძინასთან უნდა მივიდეს“ – ინტერვიუ”
1 მლნ ლარი საყიდლებსა და მოგზაურობაში – „ოცნების“ რომელი დეპუტატი ხელმძღვანელობს ფასების კომისიას
„ოცნების“ პარლამენტში გადაწყვიტეს, რომ ე.წ. ფასების კომისიას უხელმძღვანელებს დეპუტატი სამშენებლო ბიზნესიდან, რომელმაც გასულ წელს 1 მილიონამდე ლარი მხოლოდ საყიდლებისთვის დახარჯა და 300 ათას ლარამდე – მოგზაურობაში. „ოცნების“ პარლამენტმა პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისია დეპუტატ შოთა ბერეკაშვილს ჩააბარა, მილიონერ ბიზნესმენს სამშენებლო ბიზნესიდან. კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა სეფაშვილი აირჩიეს, დეპუტატი „ოცნების“ სატელიტი „ხალხის …
„ჩვენ ვუსწრებთ რუსეთს ავტოკრატიზაციის ტემპით“ – ინტერვიუ თამთა მიქელაძესთან
გადავუსწარით უკვე რუსეთს რეპრესიული კანონებით? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ იურისტს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელს, თამთა მიქელაძეს ესაუბრა. „ჩვენ ვდგავართ ცალსახად ამ ტრაექტორიაზე და ვუსწრებთ რუსეთს ავტოკრატიზაციის და პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის ტემპებში,“ – მიიჩნევს თამთა მიქელაძე. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოში ბრუტალური ძალადობის გზით დიქტატურის დამყარება რთულია, ამიტომაც, ივანიშვილის „ოცნება“ შესაბამისი კანონების მიღების გზით ცდილობს …
Continue reading “„ჩვენ ვუსწრებთ რუსეთს ავტოკრატიზაციის ტემპით“ – ინტერვიუ თამთა მიქელაძესთან”
„ოცნებასთან“ დაახლოებულმა ადიგენელმა ბიზნესმენმა სახელმწიფო შესყიდვებით 16 მლნ ლარი იხეირა – TI
ადიგენში, სოფელ ბოლაჯურის მკვიდრს, ჯაბა ჩხიტუნიძეს, რომელიც 2012 წელს, ძმასთან ერთად, საკუთარ სოფელში „ქართული ოცნების“ ოფისს ხელმძღვანელობდა (და ოფისიც საკუთარ სახლში ჰქონდათ გახსნილი), სახელმწიფოსგან ჯერ 29 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწა პირდაპირი პრივატიზების ფორმით მიიღო, შემდგომ სახელმწიფომ საწყობის ასაშენებლად – 497,961 ლარი, ნარგავებისთვის – 70,000-მდე ლარი და ოთხი შეღავათიანი აგროკრედიტი – 103,551 ლარის ოდენობით დაუფინანსა. ამის შესახებ …
„ჩვენს ხმას ვერავინ ჩაახშობს“ – ემიგრანტების განცხადება
ქართველი ემიგრანტები „ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში ხმას ვეღარ მისცემენ უცხოეთში. „ოცნება“ საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანას უახლოეს მომავალში გეგმავს. ამის შესახებ დღეს, 17 ნოემბერს „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. განცხადება „ბათუმელებს“ რუსუდან ქოროღლიშვილმა მიაწოდა. ის გერმანიაში, საუნივერსიტეტო ქალაქ მარბურგთან ახლოს ცხოვრობს. ემიგრანტებს თავიანთ განცხადებაში მოჰყავთ ამონარიდები …
Continue reading “„ჩვენს ხმას ვერავინ ჩაახშობს“ – ემიგრანტების განცხადება”
„ოცნება“ არჩევნებზე ხმის მიცემას უზღუდავს ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებს
საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში ხმას ვეღარ მისცემენ უცხოეთში – „ოცნება“ შესაბამის ცვლილებებს გეგმავს საარჩევნო კოდექსში. ამის შესახებ დღეს, 17 ნოემბერს განაცხადა „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, პარლამენტში დაინიცირდება ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელშიც, „არსებითად ტექნიკური ცვლილებები“ შევა და ერთ-ერთი ცვლილება შეეხება უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. „ცვლილება ეხება …
Continue reading “„ოცნება“ არჩევნებზე ხმის მიცემას უზღუდავს ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებს”
როგორ ებრძვის კორუფციას „ოცნება“ – ინტერვიუ
რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ დილისკიში? – ორივე მათგანი კორუფციაშია ეჭვმიტანილი. კორუფციის მკვლევარი გოჩა მჟავანაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს, რას ნიშნავს ქვეყნისთვის, როცა კორუფციაში ერთვება როგორც უმაღლესი თანამდებობის პირი, ასევე ყველაზე დაბალი რანგის საჯარო მოხელე. ბატონო გოჩა, რას ნიშნავს, როცა კორუფციის ბრალდებით იჭერენ დაბალი რგოლის საჯარო მოხელეებს, …
Continue reading “როგორ ებრძვის კორუფციას „ოცნება“ – ინტერვიუ”
„ივანიშვილი ატარებს დიდ ტრიუკს, რომ პროექტი რაღაც ეტაპზე ჩაიშალოს“ – ინტერვიუ
„გოგა ხაინდრავა რომ ამბობს, 300 წელი არაბები იყვნენ საქართველოში და გაარაბება არ მოხდაო, გოგა ხაინდრავასნაირი ქართველები არ იყვნენ და იმიტომ – 300 წლის განმავლობაში ქართველები მუდმივ წინააღმდეგობას უწევდნენ არაბებს და „აბა ომი გინდათ?“ – არ უძახიათ ჩვენს წინაპრებს. ჩვენი წინაპრები პირდაპირი მნიშვნელობით იბრძოდნენ. აი, ეს არის მიზეზი, რატომაც არ გაარაბდა ეს ქვეყანა. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც …
Continue reading “„ივანიშვილი ატარებს დიდ ტრიუკს, რომ პროექტი რაღაც ეტაპზე ჩაიშალოს“ – ინტერვიუ”
„სტუდენტებს აღარ ექნებათ ევროპულ უნივერსიტეტებში სემესტრის გავლის საშუალება“ – ინტერვიუ
„ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რომ „ქართული ოცნება“ რკინის ფარდას აყენებენ ჩვენსა და ევროპას შორის, ჩვენსა და ცივილიზაციას შორის“- ამბობს ისტორიკოსი ბეჟან ჯავახია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის საბაკალავრო და სადოქტორო და შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. ბეჟან ჯავახიას „ბათუმელები“ იმ საუნივერსიტეტო რეფორმაზე ესაუბრა, რომელსაც „ქართული ოცნება“ მომავალი წლიდან აანონსებს და საფრთხეს უქმნის არა …
კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის – განცხადება
„კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის“ – ნათქვამია სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს, 10 ნოემბერს გავრცელდა და მას ხელს საქართველოში მოქმედი 53 ორგანიზაცია აწერს. „ბათუმელები“ სრულად აქვეყნებს განცხადებას. განცხადებაში ვკითხულობთ: „სანამ „ქართული ოცნება“ აგრძელებს საქართველოს საჯარო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო რესურსების მიტაცებას, ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები გამოიყენება არა იმისთვის, რომ ამხილოს და პასუხი აგებინოს …
მიზანია არა მხოლოდ 3 პარტიის აკრძალვა, არამედ მათთვის მიუღებელი პირების პოლიტიკიდან ჩამოშორება – ინტერვიუ
„ეს ქმნის იმის საფუძველს, რომ შემდგომში უამრავ ადამიანს აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა და „ქართულმა ოცნებამ“, მსგავსად კომუნისტური პარტიისა, ერთპარტიულად შეძლოს არსებობა,“ – მიიჩნევს იურისტი გიორგი ბურჯანაძე. მას „ქართული ოცნების“ სარჩელზე ვესაუბრეთ, რომლითაც იგი სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს. გიორგი ბურჯანაძე „ოცნების“ სარჩელს ე.წ. სარჩელს უწოდებს, რადგან იგი მთლიანად პოლიტიზებულია, ამის უპირველესი დასტური კი, თავად „ოცნების“ განცხადებებია. …