ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე „ოცნების“ წევრებს სხდომაზე გაჩუმებას აიძულებდა

რეგლამენტი და მადლობა ის სიტყვებია, რომლებიც დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ ყველაზე მეტჯერ გამოიყენა. ორივე სიტყვას ის საკრებულოს იმ წევრის გასაჩუმებლად იყენებდა, რომელმაც საუბარი ან ოპოზიციისთვის პასუხის გაცემის სურვილი გამოხატა. სულიკო თებიძე ძალისხმევას არ ზოგავდა, საკრებულოს წევრებს განსხვავებული პოზიციების გამოთქმის შემდეგ არ ეკამათათ. „არ შევიდეთ პოლემიკაში“, „ნუ შევალთ პოლემიკაში“ – ამ წინადადებით და …

დეპუტატი: ენმ-ს განცხადება სუს-ის თანაშრომლებზე არის ცრუ ბრალდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი, დღეს, 20 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებას ეხმიანება. ხარაზმა  კონკრეტული თანამდებობის  პირები დაასახელა და განაცხადა, რომ ისინი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები არიან და უხეშად ერევიან საარჩევნო პროცესში. „ეს არის გამარგინალებული, გაბანკროტებული პარტიის ცრუ ბრალდებები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხვალ ხალხი მიიღებს ძალიან სწორ გადაწყვეტილებას და ეს „ნაციონალურ …

კომახიძე: არგუმენტირებულია მერიის პოზიცია, რომ არ გასცა მეჩეთის აშენების ნებართვა

დღეს, 9 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“  ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“  თავის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია მისი როგორც მერობის კანდიდატის პოზიცია, ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე და იცნობს თუ არა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მეჩეთის პროექტს, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მეჩეთის პროექტს არ იცნობს. „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიური ტიპის დაწესებულება  რა ფულით …

„ქართული ოცნების“ სიის ათეული ხულოს საკრებულოში

ხულოში, „ქართული ოცნების“  პროპორციული სიის ათეულში, მოქმედი საკრებულოს სამი წევრი ჩაწერეს. სია ასე გამოიყურება: თამაზ აბაშიძე – ხულოს გამგებლის მოადგილე ბესიკ ბაუჩაძე – ხულოს მოქმედი გამგებელი ნარგიზ დეკანაძე – საკრებულოს მოქმედი წევრი ნოდარ მიქელაძე – ხულოს გამგებლის მოადგილე ნიკა წულუკიძე იზოლდა სურმანიძე – გამგებლის წარმომადგენელი სხალთის თემში რომან ქედელიძე – საკრებულოს მოქმედი წევრი ირაკლი ბოლქვაძე …

ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმის საკრებულოში – არჩევნები 2017

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმის საკრებულოში: 1.ჩაქვი, მწვანე კონცხი, მახინჯაური, თამარის დასახლება (ბენზე) – თამაზ სალუქვაძე. ის ამ დრომდე აჭარის უმაღლესი საბჭოს  საფინანსო-სამეურნეო და სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2.ბონი-გარადოკი, მანთაშევი -გოჩა მგელაძე. ის ამ უბანში მერის რწმუნებულად მუშაობდა. 3.ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეული (ჭაობი) – ნატალია ზოიძე. ნატალია ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრია. ურეხი, თოდოგაური, ინჯალო, სამრეწველო ზონა …

„ქართული ოცნების“ სიის ათეული ბათუმის საკრებულოში – არჩევნები 2017

„ქართულმა ოცნებამ“  ბათუმის საკრებულოს პროპორციული სია დაარეგისტრირა. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდმარის, ირაკლი ჭეიშვილის ინფორმაციით, სიის ათეული ასე გამოიყურება: სულიკო თებიძე – აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი მიქელაძე – ბათუმის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნერიმან ცინცაძე – ექიმი ლაშა სირაბიძე- მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე ბესარიონ გოგოტიშვილი – „ქართული ოცნების“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. დიმიტრი ჭეიშვილი – …

ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს პრემიერი წარადგენს

დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ელოდებიან.  პრემიერი ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობისა და საკრებულოებში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.  როგორც ცნობილია  „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძეა, ის ამ დრომდე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი [თვითმმართველობის კოდექსის ბოლოს წინა ვერსიით გამგებელი – ავტ.] ამავე მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯუმბერ …

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მესამე სექტორის რეკომენდაციები

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. გარდა ამისა, ამომრჩეველი პირადაპირი წესით ვეღარ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. პროექტზე შეფასებები გამოაქვეყნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „სამართლიანი არჩევნები“, „ საია“ და „გამჭვირვალობა საქართველო“ . ისინი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მიესალმებიან, თუმცა არ მოსწონთ ის, რომ პროპორციულობა პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მის მიერ …

შეწირე და მიიღე

ქველმოქმედება პოლიტიკურად და „ოცნების“ ხელისუფლება 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით ხუთ მილიონამდე ლარი მიიღო. სახელისუფლებო პარტიას მსხვილ თანხას ძირითადად დეველოპერები სწირავენ, შემდეგ ისინი სამთავრობო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებენ და მაღალბიუჯეტიან კონტრაქტებს აფორმებენ, ან კიდევ, ხელსაყრელი პირობებით იღებენ მიწის ნაკვეთს ქალაქის ცენტრში მრავალბინიანი კორპუსის ასაშენებლად. მათგან ბევრმა ბედი პოლიტიკაშიც სცადა ან ახლა აპირებს. დეველოპერების …

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე მაჟორიტარობის კანდიდატის წინააღმდეგ

“უნდა გამოვფხიზლდეთ ხულომ და მთლიანად აჭარამ, სანამ მედროვე ფეოდალები ყველას მოისყიდიან…” – ამ მოწოდებით სტატუსი სოციალურ ქსელში ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ ჯამბულ ხოზრევანიძემ კვირას, 14 აგვისტოს დაწერა. მან “ქართული ოცნებიდან” ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარობის კანდიდატად პარლამენტში ანზორ ბოლქვაძის ოფიციალურად წარდგენა გააპროტესტა. საკრებულოს თავმჯდომარე თვლის, რომ “ოცნებაში პორტირებული ნაციონალების ზეიმია” და ანზორ ბოლქვაძემ კონკრეტულ კითხვებს პასუხი …

შევარდნაძის დროინდელი ცესკოს მდივანი “ოცნებამ” უსკოში დანიშნა

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თავისი წარმომადგენელი უმაღლეს საარჩევნო კომისიაში შეცვალა. ფიქრია აფაქიძე მამუკა კოპალეიშვილმა ჩაანაცვლა. მამუკა კოპალეიშვილი 1999 – 2003 წლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნად მუშაობდა. ამ პერიოდის საარჩევნო დარღვევები არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა. არჩევნების გაყალბება იყო 2013 წლის „ვარდების რევოლუციის“ მთავარი მიზეზი. კანონმდებლობის მიხედვით, პარტიას ნებისმიერ დროს აქვს უფლება თავისი სურვილის მიხედვით შეცვალოს საკუთარი წარმომადგენელი …

Exit mobile version