„თვეში 9 ათას ლარს ვაძლევდი ვარდმანიძეს“ – ბრალდებულის ჩვენება 520 ათასის მითვისებაზე

„ამ თანხის დაახლოებით 50 – 55 პროცენტს ვაძლევდი ჯუმბერ ვარდმანიძეს. 2019 წელს თვეში ვაძლევდი 7 ათას ლარს, 2020 წელს – 8 ათას ლარს თვეში, 2021 წელს – 9 ათას ლარს თვეში“, – პირდაპირ აღწერა კორუფციის სქემა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ვლადიმერ მიქელაძემ, წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ხელვაჩაურის წყლის ყოფილმა ხელმძღვანელმა. დღეს, 3 ივლისს, მოსამართლე ლევან ყოლბაიას ჩვენება …

მაშინაც მასე იცინოდით და თურმე მერი კაზინოში თამაშობს – ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

„ჯუმბერის ვიცავდით ხომ კბილებით და აღმოჩნდა, რომ კაზინოში აგებდა ხალხის ფულებს. მე სასაცილოს არ ვამბობ, როცა რამეს ვამბობ“, – განაცხადა ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ [ენმ] რამაზ ქავთარაძემ, მას შემდეგ, როცა მის განცხადებას ხელვაჩაურის მერისა და პოლიციის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნაზე კოლეგები „ოცნებიდან“ სიცილით შეხვდნენ. „იცინოდნენ მასე და დეიჭირეს მერე ხალხი“, – დაამატა სხვამ. …

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, კახა ფუტკარაძემ, თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მან ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა. მერის მოადგილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრშიც. „ბოლო დროს ჩემ წინააღმდეგ აგორებული დაუსაბუთებელი ბრალდება მიუღებელია, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების შესახებ,“ – წერს კახა ფუტკარაძე. კახა ფუტკარაძე მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში სავარაუდოდ ხელვაჩაურში ნახევარი მილიონის მითვისების …

მერმა ფული გამოგვძალა, პოლიციის უფროსმა კი გვცემა – ხელვაჩაურის მცხოვრებლები | VIDEO

„ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე, არის კორუმპირებული – ამ სიტყვებისთვის ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა დამაკავა, პოლიციაში გადაყვანის შემდეგ კი, ფეხები მირტყა თავისა და ტანის არეში“, – გვიყვება თორნიკე ქავთარაძე, ხელვაჩაურის მცხოვრები. აქ ამბობენ, რომ კონფლიქტი მოქალაქეებსა და მერიას შორის ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ხელვაჩაურის მერიამ მოქალაქეებს აუწყა, რომ სასმელი წყლის ჭაბურღილებისთვის საჭირო ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადონ …

რა ტენდერებს იგებს ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანია – TI-ის კვლევა კორუფციაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი“ 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე 1 869 747 ლარი აქვს მიღებული. ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა. აკაკი ბერიძის ერთი ძმა, როლანდ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის არჩეული მერია. მათი კიდევ ერთი ძმა …

2-თვიანი შვებულება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს და სხვა დარღვევები – რას წერს აუდიტი

„შესაბამისად, ერთი თვის შვებულების ანაზღაურება – ჯამში 85 814 ლარი გაცემულია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერ ხარჯვას“. სახელმწიფო აუდიტმა 7 აპრილს გამოაქვეყნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც 2022-2021 წლებს მოიცავს. აუდიტის შეფასებით გამოვლინდა არაერთი დარღვევა. მაგალითად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ორგანიზაციის ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური …

აჭარის მთავრობისგან 5 000 ლარად გონიოში ნაყიდი მიწა მყიდველმა 138 000 დოლარად გაყიდა – კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აჭარის მთავრობის მიერ 2020-2021 წლებში ჩატარებული პრივატიზაციის პროცესი შეისწავლა. „გამჭვირვალობის“ ცნობით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან და საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და ჩატარებული აუქციონების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ქონების არაკონკურენტულ გარემოში გასხვისების 33 შემთხვევა, ასევე, ამგვარ გარემოში ქონების შემსყიდველთა 1 მილიონ ლარამდე პოლიტიკური შემოწირულებები მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რაც ეჭვებს აჩენს …

10 აბიტურიენტს უნივერსიტეტში ჩარიცხვას ჰპირდებოდა და ქრთამი აიღო – 1 პირს ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა, როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, ფულადი თანხების – 3000 – 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეეძლო. ასევე, ბრალდებული სარგებლობდა რა დაზარალებულების ნდობით, …

ყინულის მოედნისა და აუზის აშენებაზე 29 მილიონი დაიხარჯა – ადგილზე კი არც მოედანია, არც აუზი

ბათუმში, ლადო ასათიანის 27-ში, სადაც აჭარის მთავრობის გათვლებით, 2019 წლიდან ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზიც უნდა ყოფილიყო, გამოკეტილი შენობა დაგხვდებათ. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 29 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა, შენობაში კი ჯერ არც ყინულის არენაა გაკეთებული და არც აუზი. აქ არც სამუშაოები მიმდინარეობს. ყინულის არენის და საცურაო აუზის ასაშენებლად, ჯამში, ბიუჯეტიდან 19 990 002 აშშ დოლარი …

ანზორ ბოლქვაძის ბიძაშვილის კომპანიამ 5 მილიონამდე ლარი მიიღო ბიუჯეტიდან – TI-ის კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიების საქმიანობასა და მილიობით ლარის სარგებლის სახით მიღებაზე ახალ კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საგამოძიებო სამსახურები უნდა დაინტერესდნენ  ხელშეკრულებებით,  რომლებიც  ხულოს მუნიციპალიტეტმა ანზორ ბოლქვაძის ბიძაშვილის კომპანია „როდასთან“ გაცილებით დიდ თანხაზე გააფორმა, ვიდრე თავად კომპანია სთავაზობდა. „ამგვარი პრაქტიკა და შემთხვევათა სიხშირე გვაეჭვებს ე.წ. უკუგორების კორუფციული სქემის არსებობაზე“ – წერს …

უკრაინელმა საჯარო მოხელეებმა 5 მილიონი დოლარი გაიტანეს ქვეყნიდან – სააგენტო

უკრაინის კორუფციის პრევენციის ნაციონალური სააგენტოს ინფორმაციით, გამოავლინეს უკრაინელი საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ 5 მილიონი დოლარისა და 100 ათასი ევროს [15 მილიონზე მეტი ლარი] ოდენობის ნაღდი ფულის ქვეყნიდან გატანის ფაქტი. ოფიციალური უწყებას თანახმად, თანხის გატანის მოსურნეებმა, ფულის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ვერ წარუდგინეს. ოფიციალურმა ორგანომ გამოძიება შესაძლო უკანონო გამდიდრებისა და ფულის გათეთრების მუხლით დაიწყო. …

უკრაინაში ჩინოვნიკი სასწრაფო დახმარების მანქანებით მაქინაციის გამო დააკავეს

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ჩინოვნიკმა ხელი შეუწყო იმ სასწრაფო დახმარების მანქანების კომერციულ გამოყენებას, რომლებიც უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების სახით იტალიიდან ჩაიტანეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპიკერის, არტემ დეხტიარენკოს თქმით, მანქანები, რომლებიც იტალიიდან ჰუმანიტარული დახმარების სახით ჩაიტანეს, კონკრეტული საავადმყოფოებისთვის უნდა გადაეცათ, თუმცა ჩერნივეცკის გამგებლის მოადგილემ სასწრაფო დახმარების 5 მანქანის მიმღებად ერთ-ერთი რეგიონული სამედიცინო დაწესებულება დაასახელა. საავადმყოფოს დირექტორმა, თავის …

„ოცნებასთან“ დაკავშირებული ღვინის კომპანიები ბიუჯეტიდან მილიონებს იღებენ – გამჭვირვალობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) კვლევის მიხედვით, 2021 წელს ღვინის კომპანიებზე სახელმწიფომ 107 მილიონი ლარის სახელმწიფო სუბსიდია გასცა. 80 კომპანიიდან 31 კომპანია „ქართული ოცნების“ მოქმედ ან ყოფილ წევრებს ეკუთვნით ან დაკავშირებულია მათთან და მათ ოჯახებთან. კვლევის მიხედვით, აღნიშნულ 31 კომპანიაზე 30 343 512 ლარი გაიცა, რაც სუბსიდიის საერთო მოცულობის 22 პროცენტია. „კვლევის შედეგად გამოიკვეთა ტენდენცია, …

10 ჰექტარი საბადურის ტყეში ნარმანიას ცოლის კომპანიას, რომელიც ვალდებულებებს არ ასრულებს

თბილისის ყოფილი მერისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] მოქმედი თავმჯდომარის, დავით ნარმანიას მეუღლის კომპანია სახელმწიფოსთან აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს. შპს „საბადური ვილაჯეს“ თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, „საბდურის ტყის“ მიმდებარედ ტურისტული ინფრასტურქტურის მოსაწყობად 4 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს აღებული. 10 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, „საბადურის …

ცესკოს მდივნის ცოლს, თამარ კაპანაძეს მამამთილმა 140 000 დოლარი აჩუქა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] მდივნის, გიორგი ჯავახიშვილის მეუღლეს, მამამთილმა გასულ წელს 140 000 აშშ დოლარი აჩუქა. ამ სოლიდური საჩუქრის შესახებ გიორგი ჯავახიშვილმა 2021 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა. ცესკოს მდივნის მეუღლე, თამარ კაპანაძე, თავადაც ცესკოს თანამშრომელია, ის საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილებას ხელმძღვანელობს და მისი შემოსავალი 2020 წელს 45 431 ლარი იყო. კერძო კომპანიებიდან, რომელთა …

საუბრის ზუსტი ჩანაწერი – ბათუმის საკრებულოში ენმ-ს წევრის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობა

დღეს, 24 ნოემბერს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას და გადაბირებას ცდილობდა. სანაცვლოდ მას 100 000 დოლარი შეთავაზეს. პარტიამ ამის დასადასტურებლად აუდიო ჩანაწერის მოკლე ვერსიაც გაავცელა. ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი იყო ენმ-დან. იგი 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებამდე ოპოზიციას ბათუმის …

როგორ ვიშოვოთ მილიონები ჭოროხის სანაპიროზე, ანუ რას არ იმჩნევს მთავრობა – ეპიზოდი III

დასაწყისი ანუ ეპიზოდი I: როგორ იპარავენ ხრეშს კანონიერი ქურდების მონაწილეობით ეპიზოდი II: როცა კანონიერი ქურდების ჩარევით სასამართლოდან საქმე გააქვთ – ხრეშის ქურდობა გაგრძელება ქვეყნის მთავარ საფულეში – ბიუჯეტში ასობით ათასი ლარი ვერ შევიდა ჭოროხის სანაპიროზე 21 ჰექტარი მიწის  გამოყენების სანაცვლოდ. კომპანია, რომელიც ჭოროხის ნაპირზე ინერტულ მასალას მოიპოვებს, სახელმწიფო მიწას უკანონოდ იყენებს. თუმცა ამას არ ხედავს …

როცა კანონიერი ქურდების ჩარევით სასამართლოდან საქმე გააქვთ: ხრეშის ქურდობა – ეპიზოდი II

დასაწყისი: როგორ იპარავენ ხრეშს კანონიერი ქურდების მონაწილეობით – ეპიზოდი I გაგრძელება კანონიერი ქურდების შესახებ კიდევ ერთი მოქალაქე – მერაბი ესაუბრა „ბათუმელებს“. ის აგვისტოს თვეში დააკავა ფინანსურმა პოლიციამ „უკანონო სამეწარმეო საქმიანობის“ ანუ ხრეშის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებამდე, 18 მაისს, მერაბს ინციდენტი ჰქონდა ფინანსური პოლიციის შენობაში. მოტივი – უწყება მისი …

როგორ იპარავენ ხრეშს კანონიერი ქურდების მონაწილეობით – ეპიზოდი I

მდინარე ჭოროხზე და აჭარისწყალზე ყოველდღიურად ათობით ათასი ლარის ღირებულების ხრეშს იპარავენ. „ბათუმელებმა“ რამდენიმეთვიანი მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ სერიულ ქურდებს არც პოლიცია უშლის ხელს, არც ფინანსთა და არც გარემოს დაცვის სამინისტროები. კონკრეტული მაგალითებით და ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით მოგიყვებით სქემაზე, რომელშიც ჩართული არიან მძღოლები, გადამზიდავები, პოლიციელები, გარემოსდამცველები, მაღალი თანამდებობის პირები და „კანონიერი ქურდები“ თუ მათი დამხმარეები. „გლეხი …

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მილიონიანი უკანონო მშენებლობა – სასტუმროები და სხვა ქონება

თავად უარყოფს, მაგრამ ფაქტობრივად დასტურდება, რომ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი მათ შორისაა, ვინც ქობულეთში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უკანონოდ ააშენა და ექსპლუატაციაში გაუშვა 1560,5 კვ.მეტრი სასტუმრო. აღმოჩნდა, რომ ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ეს არ შეუნიშნავს. ასევე უკანონოდ დააშენა და გაზარდა მან   კიდევ ერთი შენობის მასშტაბი. 2021 წლისთვის დავით მჭედლიშვილის ოჯახის სასტუმრო და საცხოვრებელმა ფართობმა 4583 …

მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე

მილიონიანი მშენებლობა ხელვაჩაურის მერს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე მისვლასთან დაკავშირებულ ჟურნალისტის კითხვებს კი ლანძღვით პასუხობს. ნახეთ ეს სამი ამბავი ჯუმბერ ვარდმანიძეზე.  ამბავი 1 – მშენებლობა ხელვაჩაურის  მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ მახინჯაურში სამსართულიანი ფეშენებელური სახლი აიშენა ზღვის  ხედით. სახლი ტერასულ მიწის ნაკვეთზე ისეა აშენებული, რომ ყველა სართულის ყველა ფანჯრიდან, ასევე ყველა აივნიდან …

ჩემზე მარტო მამაჩემი ახდენდა გავლენას – სულიკო თებიძე ბათუმის მერისგან მიღებულ SMS-ზე

„ბათუმის მერის SMS, მისი აქტიურობა – „არ მოიღო ამბასადორი“, თქვენ, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელს, არ გიჩენთ კითხვებს, რომ  შესაძლოა მერი გარიგებული იყოს კომპანიასთან, ლობირებდეს მის ინტერესებს რაღაცის სანაცვლოდ?“ – ეს კითხვა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს მას შემდეგ დავუსვით, როცა გავრცელდა კადრი, სადაც ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე  საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომაზე წერს, არ ამოიღოს „ამბასადორი ბათუმისთვის“ …

„ბათუმის მერს შესაძლოა აქვს კორუფციული ინტერესი“ – საია ლაშა კომახიძის SMS-ზე

„ეს შემთხვევა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უნდობლობის გამოცხადების საფუძველი. ბათუმის მერს შესაძლოა აქვს კორუფციული ინტერესი…“ –  ამბობს სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. მისი შეფასებით, შესასწავლია, რის გამო მისწერა ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს, ბათუმის მერმა: „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“. დღეს, 29 მაისს, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა დათანხმდა ბათუმის ბულვარის ცენტრში „ამბასადორი …

მერის განმარტება საკუთარ SMS-ზე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის ტელეფონში გადაიღეს

„არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“, – წერია SMS-ში, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს, 29 მაისს, სხდომის მიმდინარეობის დროს მიიღო. კადრებში ნათლად ჩანს, რომ SMS ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ კომპანია „ამბასადორი ბათუმს“ ბათუმის ბულვარში 4-სართულიან მშენებლობის უფლება უკვე აქვს, თუმცა ამ შენობის საძირკველი მოაწყო უფრო მასშტაბური შენობის ასაშენებლად და გასული წლის ბოლოს ბულვარში …

34 კომპანიით პარლამენტში – დეპუტატ ივლიანე წულაიას ბიზნესი

ბიზნესმენი ივლიანე წულაია ბოლო მოწვევის პარლამენტში „ოცნების“ კვოტით მაჟორიტარ წევრად შევიდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მას განსაკუთრებული აქტიურობა არ გამოუჩენია, არც პოლიტიკური განცხადებები გაუკეთებია და ძირითადად „ოცნების“ ინიცირებულ პროექტებს ეთანხმებოდა. სამაგიეროდ, მთელი ამ წლების განმავლობაში უფრო გააქტიურდნენ და მშენებლობების მასშტაბები გაზარდეს დეპუტატის კომპანიებმა. ივლიანე წულაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 34 კომპანიას ფლობს ან თანამესაკუთრეა. ბევრ …

როგორ მოახერხა მესაკუთრემ უკანონოდ აშენებული 8 სართულის დარეგისტრირება ბათუმში

ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში, მესაკუთრემ რვა სართული უკანონოდ ააშენა. ეს საკითხი „ბათუმელებმა“ მოიკვლია და სტატიაც გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ბათუმის მერიამ საჯაროდ დადო პირობა, რომ ამ უკანონო მშენებლობის დაშლა „მისი პრესტიჟის საქმე“ იქნებოდა. ამ განცხადების შემდეგ ექვს თვეზე მეტი გავიდა, მერიის შენობასთან ახლოს მდებარე უკანონო კარკასი არ დაუშლიათ, მხოლოდ მშენებლობის შეჩერება მოახერხეს. მშენებელმა ეს კარკასი 2019 წლის …

ქობულეთის მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა 4 წელში ქობულეთის მერიისგან 18 მილიონის ტენდერი მოიგო – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, ქობულეთის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით კორუფციის რისკები იკვეთება. კვლევაში, რომელსაც ორგანიზაცია აქვეყნებს, ნათქვამია, რომ ქობულეთის მერია სატენდერო პირობებს, სავარაუდოდ, არგებს კომპანია „ჯორჯიან სტოუნის“ ინტერესებს, რაც ანტიკორუფციული სამსახურის მოკვლევის საგანი უნდა გახდეს. ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებს შპს „ჯორჯიან სტოუნი” შეასრულებს. მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2020 წლის …

ჭიკაიძემ დიდი ოდენობით ქონება საეჭვო ვითარებაში დააგროვა – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. ორგანიზაცია წერს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი ოდენობით უძრავი ქონება საეჭვო გარემოებებში დააგროვა. „იმ პირობებში, როდესაც თანამდებობის დატოვების მომენტისთვის ალექსანდრე ჭიკაიძეს არ ჰქონდა დანაზოგი ან თანხა საბანკო ანგარიშზე და ბანკის სოლიდური ვალი …

არჩილ ვანაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. არჩილ ვანაძე ერთ-ერთი ფიგურანტი იყო ბათუმელი მაღალჩინოსნების საქმეში. ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და კიდევ 6 მაღალჩინოსანი, მათ შორის, არჩილ ვანაძე, გასული წლის 30 მაისს დააკავეს. არჩილ ვანაძე აქამდეც იყო დაკავებული. მას 2017 წელს „ჟილინის არხის საქმეზე“ გამოძიება სამსახურებრივ …

„კორუფციის ფასი“ – ფილმი ბათუმის ჩაბეტონებაზე, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა [ვიდეო]

მუსიკის რიტმი ჩქარდება, იზრდება გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობაც, დაბალი სახლები უფრო ჩქარა ქრება და ბეტონის მაღლივი, ნაცრისფერი კედლები ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება. დროდადრო ამ კედლებიდან ჩამოვარდნილი ადამიანების საზარელი, განწირული ყვირილის ხმა ისმის და სიუჟეტის ფერები უფრო და უფრო მუქდება. მშენებლობის ნებართვის გამცემ პირს, რომელმაც ამ გზით დიდი ფული იშოვა და ავტორი ერთ სახეში აერთიანებს, პოლიცია აკავებს. …

„250 მილიონი დაიხარჯა განუხორციელებელ პროექტებში“ – ენმ-ს გამოფენა აჭარის მთავრობასთან

„ეს არის პროექტები, რომლებზეც ბიუჯეტიდან ჯამში 250 მილიონი დაიხარჯა და არ განხორციელებულა, ეს არის კორუფცია,“ – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რეზო ხარაზი. ამ პარტიამ დღეს, 15 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლთან „განუხროციელებელი პროექტების“ გამოფენა მოაწყო პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპის ფონზე. „მაგალითად, ეს არის ბათუმის 27-ე ბაღი, სადაც ფული დაიხარჯა, მაგრამ აქ ბავშვები დღემდე არ …

ქრთამის აღების ფაქტზე გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერი ვაჟა ბ. დააკავეს.   „გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა ბ-მ 2019 წლის აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერს იმის სანაცვლოდ, რომ მას საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მორიგეობისას არ შეემოწმებინა უკანონოდ მოპოვებული 48 კუბური …

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

კომპანია „ტოდინს“, რომელმაც ხულო-ზარზმის გზა უნდა ააშენოს [პროექტის ღირებულება 110 მილიონი], სხვა ტენდერში ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სახელმწიფო ზიანის ანაზღაურებას სთხოვს. კომპანია სამტრედია-გრიგოლეთის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის [მესამე ლოტი] გამარჯვებული იყო, რომელთანაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება შეწყვიტა. „ტოდინის“ წინააღმდეგ მთავრობა საარბიტრაჟო დავას იწყებს. „საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, დაიწყოს საარბიტრაჟო პროცესი კომპანია Todini Costruzioni …

გახდა თუ არა 5-მილიონიანი ტენდერების შეწყვეტის მიზეზი უარი „ატკატზე“ – მოპასუხე ბათუმის მერია 

ინდმეწარმე დავით სიჭინავას ბათუმის მერიამ ორი მაღალბიუჯეტიანი ხელშეკრულება ისე შეუწყვიტა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილი გადაუხადა. მერიაში ამის მიზეზად უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და პროექტის პირობების დარღვევა დაასახელეს. დაკვეთის მიმღები კი მერიის მაღალჩინოსნების მხრიდან ფინანსური სარგებლის მიღების მოლოდინზე საუბრობს. არაოფიციალურად ე.წ. ატკატის ოდენობაც დაასახელეს, რაც სოლიდური თანხაა: ჯამში ორი შეკვეთის 5-მილიონიანი ბიუჯეტიდან 10 პროცენტი, …

“ჩვენ ვყოფილვართ თურმე დამნაშავეები” – გია ერმაკოვი მოსამართლეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დილით დაიწყო და ამ დრომდე [19:45] გრძელდება “შვიდი მაღალჩინოსნის საქმის” განხილვა. მოსამართლე ლევან გელოვანმა უნდა გადაწყვიტოს, დაკავებულებს პატიმრობაში დატოვებს, თუ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებს. პროკურორ რამაზ შავაძის თქმით, გამოძიებამ ამ საქმეში აუდიტის ანგარიშის გარდა, მოიპოვა ელექტრონული ფოსტის მიმოწერებიც. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებაა მერიის სხვა თანამშრომლების ჩვენებები. ადვოკატმა რამინ პაპიძემ თავის …

ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ

ბათუმის მერიის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ – საუბარია კიდევ ერთ ტენდერზე, რომელიც ასევე 2015 წელს ჩატარდა. ამ ტენდერში გამარჯვებული “აჭარგანათებაა” და ბიუჯეტიდან 470 ათასი ლარი დაიხარჯა. “აჭარგანეთება” პროკურორმა რამაზ შავაძემ დღეს ახსენა, როცა ის დაკავებული მაღალჩინოსნებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობას ასაბუთებდა. პროკურორმა აღნიშნა, რომ დამატებით ახალი საქმე მიმალვის რისკს ზრდის. “დეტალებს ვერ …

Exit mobile version