„კორუფცია სისტემურია“ – ოპოზიციის ფოტოგამოფენა ბათუმის მერიასთან

„მარტო შვიდი მაღალჩინოსანი კი არა, მთელი სისტემა კორუფციულია,“ – აცხადებს „ნაცმოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, 31 მაისს, ბათუმის მერიის წინ იმ პროექტების ამსახველი ინფორმაცია გამოფინა, რომელთა საშუალებითაც, ოპოზიციის აზრით, ფული ხელისუფლებამ მიითვისა. „აქ არის 21 პროექტი გამოფენილი… ბათუმის სასაფლაოების პროექტიდანაც მიითვისეს ფული. ჩვენ ამის შესახებ მუდმივად ვაწვდიდით ინფორმაციას პროკურატურას. ჯამში 100 მილიონზე მეტი …

ხელვაჩაურის პრობლემურ ტენდერებზე თორნიკე რიჟვაძეს პასუხს სთხოვენ

„ან თვითონ გახდა თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში არსებული კორუფციული სქემების თანამონაწილე, ან ეს იყო პიარის ნაწილი,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე. მან დღეს, 27 მაისს, რეზო ხარაზთან ერთად აჭარის მთავრობის სახლთან ბრიფინგი მოაწყო და მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, 30 აპრილს გაკეთებული განცხადება შეახსენა – 30 აპრილს მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ …

სუს-ის თანამდებობის პირის ფეშენებელური სახლი ბათუმში

2017 წლის აგვისტოში 13 წლის ჯემალ ბოლქვაძემ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა ქონება – ჯერ მიწის ნაკვეთი და შემდეგ ოთხსართულიანი სახლი კახაბრის დასახლებაში, ზღვასთან ახლოს. ამ სახლის მთლიანი ფართობი 454 კვადრატული მეტრია. შესაბამისად, პირველი სართულის ფართობი არის 103.22 კვადრატული მეტრი, მეორე სართული – 112.07 კვადრატული მეტრი, მესამე სართულის ფართობი 115.08 კვადრატული მეტრია და მეოთხე სართულის ფართობი – …

1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება აჭარაში – „გამჭვირვალობის“ კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს კიდევ ერთ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციის ბათუმის ოფისის კვლევის საგანი კვლავაც 2013-2017 [30 იანვრის ჩათვლით] წლებში 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება იყო. „2013-2017 წლებში აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად (1 ლარად) 23 ობიექტი გაასხვისა“, – წერია კვლევაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, წინ წლებთან შედარებით სახელმწიფო …

Exit mobile version