ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი (ზარალა) დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი (იგივე „ზარალა“). შსს-ს ინფორმაციით, გიორგი რამიშვილი სსკ-ის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გიორგი რამიშვილი „სილქ როუდ“ ჯგუფის დამფუძნებელია. რამიშვილი ევრონიუსი-საქართველოს დამფუძნებელი კომპანიის – „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა. გარკვეულ პერიოდში გიორგი რამიშვილი ბათუმის კონცხზე ბიძინა ივანიშვილის …

ბათუმის კონცხზე 5-ის ნაცვლად 3 თაუერი აშენდება – ყველაზე მაღალი 240 მეტრი იქნება

ბათუმის კონცხზე „რივიერა“ 5 თაუერის ნაცვლად 3 თაუერის აშენებას გეგმავს, რის გამოც საპროექტო ტერიტორიისთვის შეიცვალა განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ]. 2023 წელს განახლებული გრგ-ს მიხედვით, სამი თაუერიდან ყველაზე მაღალი 240 მეტრი სიმაღლის იქნება [70 სართული], მეორე – 205 მეტრი [55 სართული] და მესამე – 150 მეტრი [39 სართული]. ადრინდელი პროექტით აქ 5 თაუერიდან ყველაზე მაღალი 200 …

„რივიერას“ მშენებლობა მოსამართლე ციცინო როხვაძემ ისევ არ შეაჩერა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს „ბათუმი რივიერას“ მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერებაზე განმეორებით იმსჯელა. მოსამართლე ციცინო როხვაძემ გადაწყვეტილება არ შეცვალა და მოსარჩელის მოთხოვნას, ვიდრე სასამართლო საქმეს არსებითად არ განიხილავს შეჩერდეს ნებართვის მოქმედება, ისევ უარით უპასუხა. მოსამართლემ ეს საქმე კიდევ ერთხელ სააპელაციო სასამართლოს დავალებით განიხილა. შპს „ბათუმი რივიერამ“ სანაპიროზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ, საკუთარ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა სსიპ …

„რივიერას“ მშენებლობა შეიძლება შეჩერდეს – სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება

„ბათუმის რივიერას საქმეზე“ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შედეგადაც შესაძლოა „რივიერას“ პროექტის მშენებლობა ბათუმში სასამართლო დავის დასრულებამდე შეჩერდეს. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საკითხის ხელახალი განხილვა დაავალა. საუბარია უზრუნველყოფის ღონისძიებაზე – მოსარჩელე, ბათუმელი აქტივისტები, დავის დასრულებამდე მშენებლობის შეჩერებას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თავის დროზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა. „თეორიულად შესაძლებელია …

მოსამართლემ „რივიერას“ საქმეზე სხდომა სარჩელის შეტანიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ჩანიშნა

შპს „ბათუმი რივიერას“ სამშენებლო პროექტთან დაკავშირებული სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ჯუმბერ ბეჟანიძეს წელიწად-ნახევრის განმავლობაში თაროზე ჰქონდა შემოდებული. ამ სარჩელით მოსარჩელე – ორგანიზაცია „ბათომი“, საქართველოს იურისტთა ასოციაციასთან [საია] ერთად, ბათუმის საკრებულოს მიერ განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] ბათილად ცნობას ითხოვს. მოსამართლეს მომჩივანმა ორჯერ ოფიციალურად, წერილობით შეახსენა სარჩელის შესახებ და მოუწოდა დროულად ჩაენიშნა სხდომა, თუმცა უშედეგოდ. მოსამართლე …

ფულის ძალა სასამართლოში – უთანასწორო ბრძოლა საჯარო სივრცისთვის

მშვიდობიანი პროტესტი აზრს კარგავს! – ეს განცდა აქვთ მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი სივრცეების მშენებლებისგან დასაცავად ჯერ ქუჩაში გავიდნენ, შემდეგ კი სასამართლოს მიმართეს. სასამართლომ თქვა, რომ ამ საქმეებს განიხილავს, მაგრამ საქმის განხილვამდე სადავო მშენებლობებს არ აჩერებს, რასაც მომჩივანი მხარე დაჟინებით და დასაბუთებულად ითხოვს. ამის შემდეგ კი  მოსამართლეებმა ეს საქმეები თაროზე შემოდეს, ანუ მათი არსებითი განხილვა ჯერაც არ …

ყველა, ვინც რივიერას მშენებლობას ასაჩივრებს, ბაჟის სახით 100 ლარს გადაიხდის – მოსამართლე როხვაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო როხვაძემ 13 მოქალაქისა და ორგანიზაცია „ბათომის“ საჩივარი „რივიერა ბათუმის“ პროექტის წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო იქამდე, ვიდრე თითოეული მოსარჩელე არ გადაიხდის ბაჟის მოსაკრებლის სახით 100-100 ლარს. სარჩელით სასამართლოს 14-მა მოქალაქემ მიმართა. განჩინების მიხედვით, ბაჟი თოთხმეტივე მოსარჩელემ უნდა გადაიხადოს, რადგან  სარჩელის მიხედვით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ზიანი თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად ადგება. „სარჩელში მიუთითებენ, …

საიამ „ბათუმი რივიერას“ საქმეზე სასამართლოს მიმართა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „ბათუმი რივიერას“ საქმეზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საია მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობასთან ერთად გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას მოითხოვს. საიას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა „ბათუმი რივიერას“ საქმეზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ და ორგანიზაცია „ბათომმა“  საიას დახმარებით შეიტანეს. „დღეიდან დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლებს. სასამართლოში მშენებლობის ნებართვის ბათილად …

საია „რივიერა ბათუმის“ პროექტის ნებართვას ასაჩივრებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტზე ნებართვას ასაჩივრებს. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ნებართვასთან დაკავშირებულ კონკრეტულ დარღვევებზე იურისტმა გიორგი ანთაძემაც ისაუბრა, უშუალოდ ის მუშაობს ამ საქმეზე. სულხან სალაძის განმარტებით, საია პირველ ეტაპზე ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავს ნებართვის გამცემს – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. იმ შემთხვევაში, თუ  სამინისტრო გააგრძელებს ტრადიციას …

მიმართვა ტურისტებსა და ბათუმელებს  – “სანამ თქვენ ისვენებთ, ბათუმი ბეტონდება”

დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, “ახალგაზრდა მწვანეების” წევრებმა და ბათუმელმა აქტივისტებმა „რივიერა ბათუმის“ მშენებლობა და ბათუმის ჩაბეტონება გააპროტესტეს. აქცია-პერფორმანსის მონაწილეებმა საგანგაშო სირენების ფონზე ქალაქში ჩამოსულ დამსვენებლებს მიმართეს – “სანამ თქვენ ისვენებთ, ბათუმი ბეტონდება…” “სანამ თქვენ ისვენებთ, ბათუმი ხდება ბეტონის ქალაქი და მალე აქ შეუძლებელი იქნება ცხოვრება თუ დასვენება”, – ამ სიტყვებით მიმართა “ახალგაზრდა მწვანეების” წევრმა, მარიამ …

საკრებულოს პასიური წევრი „ოცნებიდან“ „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა

„საკრებულოში მე ვიყავი პასიურ მდგომარეობაში და ეს იყო იმის ნიშანი, რომ ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმებოდი ხელისუფლებას,“ – ასე ახსნა თემურ კახიძემ თავისი სიჩუმე ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში. ის 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრია და ბოლოს ბათუმის საკრებულოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო. დღეს, პირველ ივლისს, თემურ კახიძე „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა. ვიდრე „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ბრიფინგზე …

„ბათუმი რივიერა“ გენგეგმაში ცვლილებას ითხოვს

შპს „ბათუმი რივიერა“ დამტკიცებულ  გენგეგმაში ცვლილებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით კომპანიამ მერიას უკვე მიმართა. მერიაში საკითხი განიხილეს და დასამტკიცებლად საკრებულოში გადააგზავნეს. მოთხოვნა დაგეგმილი ხუთი თაუერის ფუნქციის ცვლილებას ითვალისწინებს. კომპანია საცხოვრებლების ნაცვლად სასტუმროებს ააშენებს. არსებული შეთანხმების თანახმად კომპანიას ხუთი თაუერი უნდა აეშენებინა. ორ თაუერში სასტუმრო უნდა განთავსებულიყო, ხოლო სამი თაუერის ფუნქცია საცხოვრებელი იქნებოდა. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში ხუთივე …

„რივიერა ბათუმის“ შემოღობილი ტერიტორიის შესასვლელთან ხეები დარგეს

„ადამიანები და არა კედლები ქმნიან ქალაქს“,  „არა ჩაბეტონებას“, „ნუ მპარავ მზეს“, „ მე ვირჩევ ხეს“ – ამ ტრანსპარანტებით დღეს, 15 თებერვალს ბათუმში შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას კომპანიას ალტერნატიული ადგილი შესთავაზოს მშენებლობისთვის: „ჩვენ არ ვართ ბიზნესის წინააღმდეგ, მაგრამ აქ არ უნდა აშენდეს, ეს ადგილი არ უნდა ჩაბეტონდეს“, – …

„არა ჩაბეტონებას“ – დღეს ბათუმში „რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

დღეს, 15 თებერვალს, ბათუმში, შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტის წინააღმდეგ აქციაა დაგეგმილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 15 საათზე „რივიერას“ ტერიტორიის მიმდებარედ, ილია ჭავჭავაძის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს დაიწყება. აქციის ორგანიზატორებმა ფეისბუქზე გამოაქვეყნეს რამდენიმე განმარტება იმაზე, თუ რატომ აპროტესტებენ „რივიერას“ ტერიტორიაზე ცათამჯენების მშენებლობას და დაწერეს ასევე იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც აქციაზე გააჟღერებენ. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, მშენებლობას აპროტესტებენ იმის გამო, რომ: …

სამინისტრომ „რივიერაზე“ ხელოვნური ლაგუნას მოწყობის ნებართვაც გასცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შპს „ბათუმი რივიერას“ მიმართვის საფუძველზე, მრავალფუნქციური, მაღალსართულიანი შენობის გარდა, ხელოვნური ლაგუნას მოწყობის პროექტიც შეითანხმა. ხელოვნური ლაგუნას მოწყობა ერთ-ერთი საკითხია მათ შორის, რაც „რივიერა ბათუმის“ პროექტთან მიმართებაში ტექნიკური მომზადების თვალსაზრისით კითხვებს იწვევდა. პროექტის მიხედვით, ახალი ხელოვნური ლაგუნა არსებულ ბუნებრივ ლაგუნას არხით უნდა დაუკავშირდეს. კომპანია ირწმუნება, რომ ხელოვნური ლაგუნას გავლენა კოშკების …

კომპანიამ $25 მილიონად, იპოთეკით დატვირთა რივიერა, სადაც ცათამბჯენების აშენებას გეგმავს

ბათუმში, რივიერას ტერიტორია, სადაც „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს, იპოთეკითაა დატვირთული. იპოთეკარი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებული კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგია“. ამ კომპანიისგან, რომელიც ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოშია რეგისტრირებული, „ბათუმი რივიერამ“ 25 მილიონი აშშ დოლარის სესხი აიღო. „ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, სასესხო ხელშეკრულება ითვალისწინებს მასში ცვლილებების …

„ვისია ეს ქალაქი?“ – აქცია და მსვლელობა ბათუმში რივიერას დასაცავად

დღეს, 26 იანვარს, ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა რივიერას გადასარჩენად. ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, შპს „ბათუმი რივიერა“ გეგმავს სამშენებლო პროექტის განხორციელებას, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ მაღლივი შენობების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე. ბათუმში რივიერას დასაცავად არაერთი აქცია გაიმართა. „დღეს აქციის ორგანიზატორები ვართ სამი მოძრაობა: …

არა „ ბათუმი რივიერას“ პროექტს – „ახალგაზრდა მწვანეები“ ბათუმში აქციას გამართავენ

„ახალგაზრდა მწვანეები“ ხვალ ბათუმში „ბათუმი რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია დღის 3:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება, შემდეგ კი უშუალოდ რივიერას ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მიშო ჯიბლაძის ინფორმაციით აქციას ორგანიზაცია „ბათომიც“ შეუერთდება. ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, შპს „ბათუმი რივიერა“ გეგმავს კომპლექსის სამშენებლო პროექტის განხორციელებას,, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. ბათუმელი აქტივისტები …

„წაგვართვით მწვანე ზონები, თქვენ ხართ ზარალას მონები“ – სიმღერა აჭარის მთავრობის სახლთან

დღეს, 21 იანვარს, ბათუმის მთავრობის სახლთან „ახალგაზრდა მწვანეების“ რამდენიმე წევრმა აქცია-პერფორმანსი გამართა. ისინი აპროტესტებენ ბათუმის რივიერაზე დაგეგმილ სამშენებლო პროექტს, რომლის ფარგლებშიც რივიერაზე 5 ცათამბჯენი უნდა აშენდეს. აქტივისტები სტვენით მივიდნენ აჭარის მთავრობის სახლთან და იმღერეს კიდეც. „წაგვართვით მწვანე ზონები, თქვენ ხართ ზარალს მონები“, „გამოდი ბათუმისთვის, გამოდი გარემოსთვის“, „ბათუმი გადაშენდა, ცათამბჯენები აშენდა“ – ისმოდა სიმღერისას. აქციის მონაწილეებმა …

„არა ჩაბეტონებას“ – ბათუმის რივიერას გადასარჩენად აქცია თბილისში გაიმართება

20 იანვარს, ორშაბათს, 11:00 საათზე, თბილისში, იუსტიციის სახლთან, სადაც ეკონომიკის სამინისტრო მდებარებს, „ახალგაზრდა მწვანეების“ ინიცატივით სოლოდარობის აქცია იგეგმება. სწორედ ეკონომიკის სამინისტრომ გასცა ბათუმი რივიერაზე პირველი 42-სართულიანი მშენებლობის ნებართვა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ბათუმის რივიერას მცველებს და სოლიდარობის აქციას ვმართავთ! არა ბათუმის ჩაბეტონებას!“ – აღნიშნულია ფეისბუქზე შექმნილი ღონისძეიბის გვერდზე. ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, შპს „ბათუმი …

რივიერაზე ნებართვის გაცემით ხელისუფლება ბათუმს ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის – განცხადება

საზოგადოებრივი ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბათუმი რივიერაზე 42-სართულიანი კორპუსის ჩადგმის ნებართვა გასცა. დღეს, 16 იანვარს, ბათუმი რივიერასთან შემოღობილ ტერიტორიაზე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. „რივიერასთან დაკავშირებული დანაშაულების სერია გრძელდება და ამ პროცესში ჩართულია ხელისუფლების ყველა რგოლი. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ …

აქტივისტების ბრახუნით პროტესტს „რივიერას“ დაცვამ აგრესიულად უპასუხა

„მწვანე მომავალი“ ეძებს მწვანე მომავლისთვის მებრძოლ ხალხს, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოლებენ ბათუმი რივიერასა და სხვა საჯარო სივრცეების გადასარჩენად!“, – ამ გზავნილით აგროვებენ ფეისბუქზე მხარდამჭერებს მწვანე მომავლის წევრები, რომლებიც დღეს „ბათუმი რივიერას“ ლითონის მაღლივ ღობეზე აბრახუნებდნენ და კარების გახსნას ითხოვდნენ. აქტივისტების ხელებით ბრახუნის საპასუხოდ ღობის შიგნიდან მძიმე საგნები ისროლეს. აქტივისტები აცხადებენ, რომ მათ აუცილებლად უნდა გაიგონ, …

10 წელში შეიძლება ბინების ნახევარზე მეტი დაკეტილი იყოს – ხაზარაძე ბათუმის განაშენიანებაზე 

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბათუმსა და თბილისში ქაოსური მშენებლობების მთავარი მიზეზი ხედვის არარსებობა და პრობლემის გადაწყვეტის მოკლე გზაა, რაც არაეფექტურია. მამუკა ხაზარაძე დღეს ბათუმში იმყოფებოდა, „ბათუმელებმა“ მას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე დაუსვა შეკითხვა, მათ შორის, ბათუმის განაშენიანებასა და „ბათუმი რივიერას“ პროექტზეც. „ჩემთვის არგუმენტი არ არის, ისტორიულ უბანს სახე შევუცვალოთ იმიტომ, რომ აქ უნდა …

რისთვის სჭირდება იახტკლუბს 1 ჰექტარი ზღვა, რომელიც სახელმწიფომ მიწად დაირეგისტრირა

კომპანია „ბათუმის იახტ კლუბში“, რომელიც სახელმწიფოსგან ზღვის 1 ჰექტარამდე ფართობის 2037 წლამდე სარგებლობაში გადაცემას ითხოვს, აცხადებენ, რომ ეს ტერიტორია მათ იახტების მოძრაობის უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ. ბათუმის იახტკლუბთან ზღვის აკვატორიის ნაწილი, სახელმწიფომ 2019 წელს მიწის ნაკვეთად, სწორედ ამ კომპანიის მიმართვის შემდეგ დაირეგისტრირა. „სახელმწიფოს მივმართეთ იმიტომ, რომ ეს ტერიტორია ჩვენ გვჭირდებოდა უსაფრთხოებისთვის. მაქ არანაირი მშენებლობა არ იგეგმება. აკვატორიის …

მიწად დარეგისტრირებულ 1 ჰექტარ ზღვას „ბათუმის იახტ კლუბი“ 2037 წლამდე ითხოვს

სახელმწიფომ ბათუმის იახტკლუბთან ზღვის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაირეგისტრირა. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ნაკვეთის რეგისტრაცია შპს „ბათუმის იახტ კლუბის“ წერილის საფუძველზე, იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით განხორციელდა. ამჯერად „ბათუმელებმა“ ოფიციალურად მოიპოვა წერილი, რომლითაც ჩანს, რომ კომპანია აღნიშნული ნაკვეთის 2037 წლის დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემას ითხოვს. სახელმწიფო ქონების პრივატიზების …

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს. „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ იახტკლუბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რომელიც მოიცავს: …

„ბათომი“ საკრებულოს გადაწყვეტილებას რივიერას გენგეგმის დამტკიცებაზე, სასამართლოში გაასაჩივრებს

„ვიცი, რომ მე თქვენ გადაწყვეტილებას ვერ შეგაცვლევინებთ, მაგრამ ეს ყველაფერი იწერება ოქმში და ჩვენ დაგვჭირდება ეს მომავალში სამართლებრივი დავისას“, – ასე დაასრულა დღეს საზოგადოება „ბათომის“ წევრმა შოთა გუჯაბიძემ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლა. „ბათომი“ და რივიერას პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტები, როგორც საკრებულოს, ისე მერიის გადაწყვეტილებებს შპს „ბათუმი რივიერას“ პროექტთან დაკავშირებით, სასამართლოში გაასაჩივრებენ. „ბევრი დარღვევაა და ჩვენ ამ საკითხებს …

„რივიერას“ გეგმა 19/2 წინააღმდეგ დამტკიცეს – მხარდამჭერების სახელობითი სია

დღეს ბათუმის საკრებულომ, მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირა შპს „რივიერას“ მიერ წარდგენილ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას. საკრებულოს „ოცნების“ უმრავლესობამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, საკითხის დამტკიცებას მხარი დაუჭირა ასევე დამოუკიდებელმა წევრმა რაულ თავართქილაძემ და არჩილ მამულაძემ – „პატრიოტთა ალიანსიდან“. წინააღმდეგი მხოლოდ საკრებულოს ორი წევრი – ნოდარ დუმბაძე და გელა დეკანაძე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“. გადაწყვეტილება 19 ხმით 2-ის …

„1000 ბათუმელი დასაქმდება“ – საკრებულოს თავმჯდომარე რივიერას გეგმის დამტკიცებაზე

„1000 ბათუმელი დასაქმდება“, – ასე დაიწყო ჟურნალისტებთან თავისი მოკლე კომენტარი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ. სულიკო თებიძე აცხადებს, რომ „რივიერას“ პროექტი საფრთხეს არ წარმოადგენს ბათუმისთვის. „მე გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, დასკვნას, იკვეთება, რომ იქ ის რისკები არ არის მოსალოდნელი, რასაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი აცხადებს“, – თქვა სულიკო თებიძემ. საკრებულომ დღეს დაამტკიცა „ბათუმი რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმა. ეს კომპანია …

სეისმოლოგი, რომელმაც რივიერას ტერიტორია შეისწავლა: „არ არის იქ კარგი გრუნტი“

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა ბათუმის კონცხის გეოფიზიკური კვლევა ჩაატარა. შესაბამისი დაკვეთა ინსტიტუტმა  შპს „რივიერა ბათუმისგან“ მიიღო. კომპანია ამ ტერიტორიაზე 5 თაუერის მშენებლობას გეგმავს. ინსტიტუტის დირექტორს, თეა გოდოლაძეს ვკითხეთ, როგორ აფასებს ტერიტორიის მდგრადობას პროექტთან მიმართებაში, იმ ფონზე, როდესაც კონცხთან ახლოს მიწისქვეშა კანიონია. კონცხის სათავესთან მდინარე ჭოროხის მიერ გადატანილი ნატანის ოდენობა კი …

ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში – სანაპიროზე 200 მეტრი სიმაღლის კოშკის აშენება იგეგმება

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შპს „რივიერა ბათუმის“ ერთ-ერთი კოშკი ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა იქნება. კომპანიის მიერ ბათუმის მერიაში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, ხუთი თაუერიდან ერთ-ერთი კოშკის სიმაღლე 200.60 მეტრი იქნება. სწორედ ეს 56-სართულიანი კოშკი იქნება ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა შპს „რივიერას“ ტერიტორიის მიმდებარედ არსებული პორტა …

რა წერია „რივიერა ბათუმის“ კვლევაში და ვინ ჩაატარა ის – 5 კოშკის მშენებლობა

ორი კვლევა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციით, ისევ ტოვებს კითხვებს „რივიერა ბათუმის“ ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით. რისკებზე საუბრისას სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს ბათუმის კონცხთან დაგროვილ ნატანი მიმდებარედ, ზღვაში არსებულ კანიონზე. საუბარია მდინარე ჭოროხის მიერ შემოტანილ მასებზე, რაც ბათუმის კონცხთან გროვდება. ამ მიმართულებით კვლევა 10 წელზე მეტია არავის ჩაუტარებია. შესაბამისად,  აქ დაგროვილი ნატანის სავარაუდო ოდენობაზეც …

აშენდეს თუ არ აშენდეს – 5 პარლამენტარი აჭარიდან „რივიერა ბათუმის“ პროექტზე

„უნდა აშენდეს“ – ასეთია საქართველოს პარლამენტის წევრის, სვეტლანა კუდბას პოზიცია „რივიერა ბათუმის“ პროექტზე, რომლის თანახმადაც ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე  ხუთი თაუერის მშენებლობა იგეგმება. „… იმიტომ, რომ მაქ იყო მშენებლობა და ასლან აბაშიძის დროს დაინგრა, უნდა აშენებულიყო სხვა, ამიტომ ეს პროექტი ახალი არ არის არც ბათუმისთვის და არც მოსახლეობისთვის. იმ შემთხვევაშიც მასშტაბური იგეგმებოდა, ბატონი ასლანი …

ბათუმის მერი რივიერაზე: „შემაფერხებელ ფაქტორს ვეღარ ვხედავ“

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ „ბათუმი რივიერას“ პროექტის განხორციელებისთვის შემაფერხებელ ფაქტორს ვეღარ ხედავს. მერის თქმით, შპს „რივიერა ბათუმმა“ ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევები წარადგინა. გარდა ამის, მას აქვს „გეოგრაფიკის“ წერილი, რომლითაც დგინდება, რომ ახალი პროექტი ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებს არ დაფარავს. „გეოგრაფიკის პასუხი ნიშნავს, რომ პროექტი არ შედის რაღაც კონფლიქტში ახალომახლო არსებულ ისტორიულ …

ზონალური საბჭო „რივიერაზე“: იდეა მისაღებია, არქიტექტურა – დასახვეწი

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ შპს „რივიერა ბათუმის“ მიერ  წადგენილი გრგ [განაშენიანების რეგულირების გეგმა] განიხილა. საბჭოს თავმჯდომარის, ზაურ ახვლედიანის თქმით, საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მომზადებულ გრგ-ზე მოსაზრების დაფიქსირების უფლებას კანონი აძლევს, მის დამტკიცებაზე კი საბოლოო გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო მიიღებს. სხდომაზე საბჭოს წევრებს პროექტის მიმართ საბოლოო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, მათ მხოლოდ არქიტექტურულ ნაწილზე …

„რივიერას“ საკითხზე პოზიციის დასაფიქსირებლად 3 წუთი გექნებათ – გრგ-ს საჯარო განხილვა

2019 წლის პირველ აგვისტოს, დღის 11 საათზე, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ („რივიერას“) პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. „ფორმატით გათვალისწინებულია: კომპანია შპს „ბათუმი-რივიერას“ წარმომადგენლის მიერ პროექტის პრეზენტაცია [20 წუთი]; საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოსაზრების წარდგენა [10 წუთი]. საზოგადოებრივი …

Exit mobile version