საპროტესტო საფრთხობელა ბათუმი რივიერაზე

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა „რივიერა ბათუმის“ ტერიტორიაზე საფრთხობელა დადგეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, საფრთხობელა სიმბოლურად ინვესტორის „დასაფრთხობად“ მოიტანეს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. „დაუპატიჟებელი სტუმრების დასაფრთხობად ადრე მინდვრებში აყენებდნენ საფრთხობელებს, ამიტომაც ჩვენც გადავწყვიტეთ ამ ტერიტორიაზე სიმბოლურად საფრთხობელა განვათავსოთ“, –  ამბობს შოთა გუჯაბიძე. ბათუმში, მემედ აბაშიძის #1-ში, „იუნკერთა სკვერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები …

ძველი ბათუმის ცათამბჯენების გარეშე – 29 ივლისს ბათუმში აქცია იგეგმება

29 ივლისს, ორშაბათს, საღამოს 7 საათზე, მემედ აბაშიძის ქუჩის დასაწყისში, დრამატული თეატრის უკან, ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ცათამბჯენების აგების მოწინააღმდეგეები შეიკრიბებიან. აქცია – „ძველი ბათუმი ცათამბჯენების გარეშე“ ბათუმის კონცხზე ხუთი მაღლივი შენობის აგების წინააღმდეგაა მიმართული. „მერიამ ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის პროცედურა დაიწყო. უგულებელყო ბათუმელების მოთხოვნა – შეენარჩუნებინა ქალაქისთვის ერთადერთი გადარჩენილი სივრცე. არ გაითვალისწინა მეცნიერული კვლევა ისტორიული …

რა ისტორიას ინახავს ბათუმის რივიერა, სადაც 5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება

ბათუმის რივიერაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობის წინააღმდეგ დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს რეჟისორმა შოთა გუჯაბიძემ მიმართა. მას მიაჩნია, რომ გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა, ეს მშენებლობა ქალაქის ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს საბოლოოდ წაშლის. შოთა გუჯაბიძე: „მას შემდეგ, რაც კი არსებობს ცნება – ისტორიული ზონა, ეს ადგილი ყოველთვის არის ისტორიულ ზონაში. ისტორიული ზონა ნიშნავს იმას, რომ ამ ზონაში …

“რივიერა ცათამბჯენების გარეშე” – საპროტესტო აქცია ბათუმში [ფოტო]

„არა ბათუმის ჩაბეტონებას! დაიცავი ძველი ბათუმი! ბათუმი ცათამბჯენების წინააღმდეგია!“ – ამ წუთებში ბათუმის რივიერაზე ამ ადგილას 5 კოშკის აშენების მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა უკვე გააჟღერეს შემდეგი მოთხოვნები: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ: შეჩერდეს პროექტის „რივირას“ საქმისწარმოება, რომელიც ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. მოგიწოდებთ, გაითვალსიწინოთ ეკოლოგიური საფრთხეები, რომლის შესახებ საუბარია 2013 წლის გაკეთებულ სამთავრობო დოკუმენტში, …

უნდა აშენდეს თუ არა ცათამბჯენები ბათუმის რივიერაზე? [გამოკითხვა]

როგორ ფიქრობთ, უნდა აშენდეს თუ არა ხუთი ცათამბჯენი ბათუმის კონცხზე, ე.წ. რივიერაზე? გაიგე მეტი ამ თემაზე: რა უნდა აშენდეს ბათუმში „რივიერაზე“ „ბათუმელების“ გამოკითხვა 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობა ანონიმურია. შეგახსენებთ, გამოკითხვა არ არის რეპრეზენტატიული. უნდა აშენდეს თუ არა ცათამბჯენები ბათუმის რივიერაზე

კომახიძე გაეროს კვლევაზე, რომელიც ბათუმის კონცხზე მშენებლობას სახიფათოდ მიიჩნევს – ეს თეორიული ნაშრომია“

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ კვლევაში ნაკლებად ეყრდნობოდა პრაქტიკულ გეოლოგიურ და გეოდეზიურ კვლევებს, რისი გაკეთებაც ახლა არის კომპანიისთვის დავალებული. ასე რომ, გვაქვს 2013 წლის თეორიული ნაშრომი და, მეორე მხრივ, ჩვენ გვექნება პრაქტიკული კვლევები. ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად სანდო იქნება,“ – გვიპასუხა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მომზადებულ კვლევაზე, სადაც წერია, რომ ბათუმის კონცხზე …

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ რივიერას მშენებლობას ნაციონალებისგან მართული ადამიანები აპროტესტებენ

ბათუმში მყოფ ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებმა ბათუმში, რივიერაზე დაგეგმილი 5 კოშკის მშენებლობაზე ჰკითხეს. ივანიშვილს მიაჩნია, რომ ქალაქში არსებული საპროტესო განწყობა, რაც ამ მშენებლობას უკავშირდება, „ნაციონალური მოძრაობისგან“ არის მართული: „აბა, ნახეთ პანორამაზე რა დღეში იყვნენ, უნიკალურ პროექტს ვაკეთებ მე თბილისში, არარენტაბელურს. რა დღეში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და რა დღეში იყვნენ მათგან მართული ენჯეოები. მათ უნდათ, რომ …

რივიერაზე მშენებლობის მოწინააღმდეგის თქმით, პოლიციამ მათი აქტივისტი „შეცდომით“ დააკავა

დღეს, 16 ივლისს, ძველი ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა ჯგუფის ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც საკრებულოს სხდომას უნდა დასწრებოდა, პოლიციამ საკრებულოს შენობასთან დააკავა – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, ექიმი ზეინაბ დიასამიძე წერს ფეისბუქზე: „დღეს ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბრუნდებოდა სხდომაზე გამოცხადებული 1-საათიანი შესვენების შემდეგ, მუნიციპალიტეტის შენობასთან აიყვანეს… პოლიციის მანქანით პოლიციის შენობამდე მიიყვანეს და გადმოსვეს, თანაც …

სიტყვა მომეცით, რატომ მოიყვანეთ დაცვა და არტილერია – გუჯაბიძე

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში გამოსვლა დაასრულა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. მან თქვა, რომ მხარს უჭერს ბათუმში „რივიერას“ ტერიტორიაზე მაღლივი კოშკების მშენებლობის პროექტს.  როგორც მან განაცხადა, ამაყია, რომ ეს პროექტი მისი მერობის პირობებში დაიწყება. ლაშა კომახიძემ ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ ბათუმში ამ მშენებლობით ერთმილიარდიანი ინვესტიცია შემოვა. მერის გამოსვლის შემდეგ ტრიბუნასთან მივიდა რეჟისორი შოთა გუჯაბიძე, რომელიც საზოგადოება …

რა გზავნილები დაუტოვეს ბათუმის საკრებულოს წევრებს აქტივისტებმა შესვენებაზე [ფოტო]

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულო „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების საკითხს განიხილავს. ამ წუთებში [13:30] საკრებულოს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა და წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს, სამოქალაქო აქტივისტები კი საკრებულოს წევრებს მაგიდაზე ბარათებს უტოვებენ.    

საკრებულო ბათუმში 6 თაუერის აშენებაზე სამართლებრივ პროცედურებს იწყებს 

დღეს, 15 ივლისს, ბათუმის საკრებულოს ბიურომ საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხაში კიდევ ერთი საკითხი დამატებას დაუჭირა მხარი – ხვალ, 16 ივლისს, საკრებულო დაიწყებს მსჯელობას „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში განსახილველ საკითხთა ნუსხას ახლახანს [19:30] დაამატეს და მეორე საკითხად შეიტანეს მუხლი: „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ …

„რივიერაზე“ მშენებლობის ნებართვას ბათუმის მერია არ გასცემს – მერიის განმარტება

ბათუმის საკრებულო 16 ივლისის სხდომაზე, სავარაუდოდ, „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე იმსჯელებს. შესაბამისი პროექტები ბათუმის მერიამ საკრებულოში უკვე გადააგზავნა. მერიამ „რივიერას“ [იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიის] გრგ-ზე მუშაობა შპს „ბათუმი რივიერას“ მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. კომპანია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილია, ამ ტერიტორიაზე 42-სართულიანი „სილქ თაუერისა“ და კიდევ რამდენიმე შენობის აშენებას გეგმავს. გრგ საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, …

„დაიცავი ბათუმის“ ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

საინიციატივო ჯგუფი, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ ღია წერილით მიმართავს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს „ბათუმი რივიერაზე“ დაგეგმილი ექვსი კოშკის მშენებლობის შესახებ.  წერილში აღნიშნულია, რომ პროექტს ახორციელებს კომპანია ”სილქ-როუდ ჯგუფი“, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით და სწორედ ეს გახდა ამ წერილის დაწერის მიზეზიც. ღია წერილის შესახებ მოძრაობის წევრებმა დღეს, 6 მაისს, რივიერასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. სწორედ ამიტომ, თავს …

„სილქ როუდ ჯგუფის“ ბრიფინგი ძველი ბათუმის დამცველების ბრიფინგის საპასუხოდ

დღეს, 29 მარტს, „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ, ბრიფინგი გამართა. იგი საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ბათუმისა“ და საზოგადოება „ბათომის“ მიერ დღეს გავრცელებულ ბრიფინგს გამოეხმაურა. მისი თქმით, „ბათუმი რივიერას“ პროექტთან დაკავშირებით ვრცელდება არასწორი ან არასაკმარისი ინფორმაცია და მან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მედიას ამ თემაზე დისკუსიის გამართვა შესთავაზა. „ბათუმი რივიერას“ დირექტორის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი …

ბათუმი რივიერა – ისტორია, დეტალები და „სილქ როუდ ჯგუფის“ გეგმები

„სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში „ბათუმი რივიერას“ პროექტის განხორციელება იგეგმება. ეს იქნება თანამედროვე, მაღალი დონის არქიტექტურის ნიმუში, რომელიც გამორჩეულ ადგილზე მდებარეობს. კომპლექსი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და ადგილობრივ მცხოვრებლებს დასაქმების საშუალებას მისცემს. პირველი ფაზის მშენებლობა 2019 წელს იგეგმება და დაახლოებით სამ წელიწადს გაგრძელდება. მისი სრული ღირებულება დაახლოებით 73.5 …

არა ჩაბეტონებას! – ნაძვის ხესთან აჭარის მთავრობას ტრანსპარანტებით დახვდნენ

31 დეკემბერს, ზუსტად 12 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, იქ, სადაც საახალწლო გალა-კონცერტი იმართება, საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა და ასევე სხვა სამოქალაქო აქტივისტებმა გამართეს საპროტესტო აქცია – „არა ჩაბეტონებას!“ აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ქალაქში მიმდინარე ქაოტური მშენებლობები. აქტივისტები აპროტესტებენ, ბათუმში, ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი  ექვსი თაუერის მშენებლობას. „ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ გადაწყდა აქციის გამართვა ახალი წლის …

6 მაღლივი კორპუსის პრეზენტაცია – „სილქ როუდ ჯგუფის“ გეგმები პროტესტის მიუხედავად არ იცვლება

კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში, ჭაჭის თაუერის გვერდით, ექვს შენობის აშენებას გეგმავს. მათგან ყველაზე მაღალი  130 მეტრი სიმაღლის 42-სართულიანი აპარტოტელი „სილქ თაუერი“ იქნება, რომელსაც 2012 წელს დაანონსებული „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ააშენებენ. გარდა ამისა კომპანია გეგმავს სასტუმროს, ბინებისა და სავაჭრო ობიექტების მშენებლობას. ამის შესახებ დღეს, 17 დეკემბერს, პროექტის პრეზენტაციაზე ბათუმში, კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი მარიმ ისაუბრა. პრეზენტაციას „რედისონში“ „სილქ …

ექსკავატორი „რივიერაზე“ – კომპანია დავალებას ითხოვს, მერია – დუმს

ექსკავატორი, რომელიც ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას, ნაკვეთის მესაკუთრის თქმით, მათ არ დაუქირავებიათ და იქ ამ დროისთვის რაიმე სამუშაოებს არ ახორციელებენ. ეს ტერიტორია, სადაც 6 შენობის აშენებაა დაგეგმილი, „სილქ როუდის“ შვილობილი კომპანიის – „ბათუმი რივიერას“ საკუთრებაშია. ექვსი შენობიდან ყველაზე მაღალი – „სილქ თაუერი“ კი, სავარაუდოდ, 42-სართულიანი იქნება. პროექტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით …

მიეცეს „რივიერას“ ტერიტორიაზე გეგმარებითი დავალება კომპანიას – მოსაზრებების წარდგენის ვადა იწურება 

ადმინისტრაციული წარმოების ვადა საკითხზე – მიეცეს თუ არა კერძო კომპანიას ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით გეგმარებითი დავალება, იწურება. ადმინისტრაციული წარმოება 29 სექტემბერს დაიწყო და მოსაზრებების წარდგენა მერიაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო. როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, კომპანიისთვის გეგმარებითი დავალების მიცემა-არმიცემის საკითხს ქალაქის საკრებულო უახლოეს სხდომაზე გადაწყვეტს. „მანამდე კი, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აღნიშნულთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები მერიაში …

თორნიკე რიჟვაძე პროექტ რივიერაზე: არაფერია წინასწარ გადაწყვეტილი

„..ყველა ასეთ პროექტთან დაკავშირებით, პრინციპი არის შემდეგი, ეს არის ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი, კაბინეტებში არცერთი გადაწყვეტილება არ მიიღება. ჩვენ საზოგადოების სამსჯავროზე გაგვაქვს ეს პროექტები, ვიღებთ რეაქციებს, ზოგჯერ პოზიტიურს, ზოგჯერ ნეგატიურს. მინდა ვთქვა, რომ ყველა ასეთი განვიხილავთ საჯაროობის პრინციპის დაცვით“,  – ასე პასუხობს თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედ დაგეგმილ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოების პროტესტს. თუმცა, …

„ტრამპ თაუერი“ 44 სართული, „სილქ თაუერი“ – 42? -„რივიერას“ ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევა დაიწყო

ბათუმის იახტკლუბისა და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიადაგის გეოლოგიური კვლევა დაწყებულია. ეს ტერიტორია, სადაც 6 შენობის აშენებაა დაგეგმილი, „სილქ როუდის“ შვილობილი კომპანიის – „ბათუმი რივიერას“ საკუთრებაშია. ექვსი შენობიდან ყველაზე მაღალი – „სილქ თაუერი“, სავარაუდოდ, 42-სართულიანი იქნება. პროექტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით იგეგმება. ამ თემაზე: რა გეგმები აქვს ივანიშვილს ბათუმის „იახტკლუბთან“ დაკავშირებით …

„ბათუმი-რივიერას“ გენგეგმაში ჭაჭის კოშკი არ არის – იახტკლუბთან 6 შენობის აშენება იგეგმება

ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიას „სილქ როუდ ჯგუფის“ დაკვეთით კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ დააგეგმარებს, ლანდშაფტური დიზაინის პროექტში კი ჭაჭის კოშკი გათვალისწინებული არ არის. გენერალური გეგმის მიხედვით, იახტკლუბთან, ხელოვნური ტბისა და ექვსი შენობის – საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების აშენებაა დაგეგმილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების გენერალური გეგმა წარდგენილია ბათუმის მერიაშიც, რომელმაც პროექტის – „ბათუმი რივიერა“ საბოლოო ვარიანტი უნდა …

Exit mobile version