უსუფაშვილი: სირცხვილის დერეფნის მოწყობა სახელმწიფოებრივი უკულტურობის ნიშანი იქნება

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტიკური გაერთიანება „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი, დავით უსუფაშვილი თავის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნის მოწყობა, „სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება“. „სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება… არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის, იმ მოქალაქისაც, რომელიც, ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს. ამ ერთ დღემდე 4 წელი გვქონდა …

ბათუმში ენმ-ის ოფისის შუშა ჩაამსხვრიეს – დაწყებულია გამოძიება

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ქვები ესროლეს, ჩამსხვრეულია შუშა. პარტიის წარმომადგენლის მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, ეს იმ დროს მოხდა, როცა აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია იმართებოდა, ამიტომაც ოფისში არავინ იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა. მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია და დაწყებულია გამოძიება. დღეს დილით ცეცხლი წაუკიდეს ნიკა მეილას ოფისს თბლისში, გლდანში. პროკურატურამ …

ვარშალომიძე: მეორე ტურზე უბნებთან მოვაწყოთ სირცხვილის კორიდორები

ოპოზიცია მეორე ტურის დროს საარჩევნო უბნებზე სირცხვილის კორიდორების მოწყობას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან ვარშალომიძემ ბათუმში მიმდინარე აქციაზე გაავრცელა. “373 საარჩევნო უბანია აჭარაში. არჩევნებზე მივიდეთ ყველა  უბანთან და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორები,” – უთხრა აქციის მონაწილეებს ლევან ვარშალომიძემ. ბათუმში ერთ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აქცია იმართება დღესაც. „დაიცავი შენი …

„დაიცავი შენი ხმა“ – ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [LIVE]

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „დაიცავი შენი ხმა“ – ასე ეწოდება აქციას, რომელზეც მოქალაქეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. ისინი არ გეგმავენ საქართველოს პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას …

მეორე ტურისთვის საოლქო და საუბნო კომისიები 967 ათას ლარს დახარჯავენ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი [ხარჯთაღრიცხვა] დაამტკიცა. არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 33 ოლქში უნდა გაიმართოს. უშუალოდ საოლქო და საუბნო კომისიების ხარჯები კი, ცესკომ 967 ათას 120 ლარით განსაზღვრა. მეორე ტურისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის განაწილებული თანხა: …

ვინ შედის აჭარის უმაღლეს საბჭოში „ოცნებიდან“ – უსკო

21 წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით 11 წევრი შევა, ამას დაემატება ერთი ქობულეთის მაჟორიტარი „ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე, რომელმაც ბარიერი გადალახა. ორ მაჟორიტარულ ოლქში კი მეორე ტური გაიმართება. უსკოს ინფორმაციით გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო 61 242 ხმა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდებობის 33,96 პროცენტს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ 82 700 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო …

არჩევნების მეორე ტურისთვის ბიუჯეტიდან 8,61 მილიონი ლარი დაიხარჯება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი [ხარჯთაღრიცხვა] დაამტკიცა. ამ ხარჯთაღრიცხვის მიხედვით მეორე ტურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 8 612 110 ლარი გამოიყოფა. არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. მეორე ტურისთვის ემზადება მმართველი პარტია, ოპოზიციური პარტიები კი ამ დრომდე არ ცნობენ 31 ოქტომბრის …

იზოლაციაში მყოფებმა მეორე ტურში ყუთის მოთხოვნით ცესკოს 15-17 ნოემბერს უნდა მიმართონ

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 13 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა, რომლებიც კენჭისყრის დღისთვის იქნებიან იმ მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე, სადაც რეგისტრირებულნი არიან, გადასატანი ყუთის მოთხოვნით ცესკოს 15, 16 და 17 ნოემბერს უნდა მიმართონ. „თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად …

ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში გადავიდნენ გიორგი კირთაძე და ტიტე აროშიძე – უსკო

უმღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] ინფორმაციით ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში [#28] წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატებიდან მეორე ტურში გადავიდნენ ტიტე აროშიძე „ქართული ოცნებიდან“ და გიორგი კირთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“ ტიტე აროშიძე საარჩევნო კამპანიას აგრძელებს და პერიოდულად ამომრჩეველთან შეხვედრების შესახებ ფეისბუქზეც პოსტავს, გიორგი კითაძე კი აცხადებს, რომ მეორე ტურში მონაწილეობას პროტესტის ნიშნად არ მიიღებს და ის ბრძოლას არჩევნების შედეგების ბათილად …

გაერთიანებულ ოპოზიციას აჭარის უმაღლეს საბჭოში 7 მანდატი შეხვდება – უსკო

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით აჭარის უმაღლესი საბჭო ორპარტიული იქნება და გაერთიანებულ ოპოზიციას შვიდი მანდატი შეხვდება.  უსკოს ინფორმაციით გაერთიანებულმა ოპოზიციამ აიღო 61 242 ხმა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდებობის 33, 96 პროცენტს , ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ 82 700 ხმა მიიღო,  რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  45, 86 პროცენტია. ამ მონაცმების შესაბამისად პროპორციული სიის მიხედვით …

ბათუმში უსკოს შენობასთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

ბათუმში, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] შენობასთან, ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია იმართება. პარალელურად, დღეს, 14 ნოემბერს, უსკოს სხდომაც იმართება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. უსკოს დღის წესრიგშია რამდენიმე საკითხი, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება. უსკომ უნდა მიიღოს ასევე განკარგულება – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი …

აჭარის მთავრობის შენობასთან საარჩევნო ოქმები გამოფინეს

აჭარის მთავრობის შენობის წინ, იქ, სადაც რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, დღეს, 13 ნოემბერს, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ პოლიცია აჭარის მთავრობის სახლის წინ, ხეებს შორის თოკის გაბმის საშუალებას არ აძლევდა, სადაც მათ იმ ოქმების ჩამოკიდება სურდათ, რომლებით, მათივე თქმით, გაყალბებულია. „ათეულობით ოქმი მოვიტანეთ. აჭარის …

ხელვაჩაურში „არ დათმოს“ აქტივისტზე თავდასხმას ძალადობის მუხლით გამოიძიებენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც ძალადობის გულისხმობს. შსს-ში ვერ გვითხრეს, არის თუ არა ვინმე დაკავებული ამ საქმეზე. მოძრაობა „ალტერნატივას“ ლიდერის, ხათუნა ბერიძის ინფორმაციით, საარჩევნოდ შექმნილი მოძრაობა „არ დათმოს“ აქტივისტს – ზურაბ ბოლქვაძეს 7 პირი პოლიციელების წინ თავს დაესხა მაშინ, როცა ეს მოძრაობა საპროტესტო აქციას …

ოპოზიციის ლიდერები ბათუმში არასამთავრობოებს შეხვდნენ

ოპოზიციის ლიდერები რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში დღეს, 11 ნოემბერს შედგა. „ვისაუბრეთ ძირითადად კომენდანტის საათთან დაკავშირებით, რომ ეს ზღუდავს ადამიანს და მისი გამოხატვის თავისუფლებას… მესამე სექტორი დაგვპირდა სამართლებრივ დახმარებას, თუკი ვინმეს აქციაზე ყოფნის დროს კომენდანტის საათის დარღვევის მოტივით დააჯარიმებენ. კომენდანტის საათი გასაჩივრებულია უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშიც. მნიშვნელოვანია ამ საკითხის გააქტიურება, რადგან …

ბათუმის ოლქში არჩევნების შემაჯამებელ ოქმს პროტესტის ფონზე ამზადებენ [LIVE]

დღეს, 11 ნოემბერს, ბათუმში საოლქო საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმზე მუშაობს. კომისიის მუშაობა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს, შენობის წინ ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ. საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. ისინი არ გეგმავენ საქართველოს პარლამენტში შესვლას. აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და თბილისში. ოპოზიცია …

ნახევარი მილიონი აგიტატორების ხელფასებისთვის – „ოცნების“ 1 თვის ხარჯი

ახალი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც პარტიებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინეს, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის აგიტატორების შრომის ანაზღაურებისთვის 592 207 ლარი დახარჯა. აუდიტისთვის წარდგენილი დეკლარაცია 13 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ამ დრომდე წარდგენილ დეკლარაციებში პარტიას კოორდინატორებისა და  აგიტატორებისთვის ხელფასის სახით დარიცხული თანხების შესახებ არაფერი ჩაუწერია. თუმცა „ოცნების“ კოორდინატორებმა ბათუმში, თბილისში, ოზურგეთში, ქობულეთსა და ხულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, …

იქნება შესაბამისი რეაგირება – აჭარის პოლიციის უფროსი აქციაზე

დღეს, 9 ნოემბერს, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომელიც საღამოს ათი საათის შემდეგ გადაადგილებაზე შეზღუდვის მიუხედავად მიმდინარეობს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აქციას ღამის 10 საათის შემდეგ „მოჰყვება ადეკვატური, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად არ დაუკონკრეტებია, რა სახის რეაგირებას გულისხმობს. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დღეიდან, …

გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაშია, ბათუმში აქცია გრძელდება [LIVE]

დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმში მთავრობის სახლის წინ აქცია ღამის 10 საათის შემდეგ, გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედების მიუხედავად, გრძელდება. ღამის ათ საათამდე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი არავის მოუწოდებენ აქციაზე დარჩენისკენ და ეს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ. საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. …

ვის აკლდება ბათილი ბიულეტენები

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ცესკოს ვებგვერდზე ატვირთულმა ოქმებმა, დისბალანსის და ქაოსურად ჩასწორებული ციფრების გარდა, ბათილი ბიულეტენების ოდენობითაც მიიქცია ყურადღება. შესაბამის გრაფაში ჩაწერილი ციფრები აჩვენებს, რომ ბევრ საარჩევნო უბანზე 100-ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა, შესაბამისად დაიკარგა ამდენივე ხმა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების უპრეცედენტო რაოდენობის შესახებ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. „11 665 ბათილი …

დიდ ქალაქებში საღამოს 10 საათიდან წინასაარჩევნო კამპანიაც იკრძალება

მთავრობის დადგენილებით, 9 ნოემბრიდან ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე იკრძალება საჯარო სივრცეში ყოფნა. აღნიშნული დადგენილება, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით „საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად“ მიიღო და ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეიტანა. ამ …

გახარია აქციაზე: ეს სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 8 ნოემბერს ცესკოსთან გამართულ აქციასა და იქ განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო ინსტიტუტების “ნგრევის” მოწოდებად აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას მომხდარზე მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს. საკოორდინაციო საბჭოზე გახარიამ ასევე თქვა, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილს ცესკოს შტურმით აღების მცდელობაც ჰქონდათ. “ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ჩვეულებრივი მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის …

ოპოზიციის საპროტესტო ღამე აჭარის მთავრობის სახლის წინ

ბათუმში ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია გრძელდება. ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა აჭარის მთავრობის სახლის წინ. პროტესტანტებმა ღამე სამთავრობო შენობის წინ, ქუჩაში გაათენეს. აჭარის მთავრობის სახლის წინ, გამსახურდიას ქუჩაზე, კარვებია გაშლილი. იქვეა მოწყობილი სცენა. სცენის ერთ მხარეს ბიძინა ივანიშვილის მუყაოს ფიტული ჰკიდია, მეორე …

„ექსპერტად ვერ გამოვდგები“ – ცერცვაძე პანდემიისას აქციის ცივი წყლით დაშლის საფრთხეზე

„მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები“ – უპასუხა თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „მთავარი არხის“ შეკითხვას პანდემიისას, ნოემბრის ცივ ღამეს მომიტინგეების ცივი წყლის ჭავლით დაშლის შესახებ. „ვერ გეტყვით, ეს ეპიდემიოლოგიური საკითხები NCDC-ის [დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი] კომპეტენციაა. ჩემი კომპენტენცია არის ავადმყოფის მკურნალობა. თქვენ რასაც მეკითხებით, მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები“ – …

წყლის ჭავლით დარბეული აქცია და გაფრთხილება – რა ხდება თბილისში [LIVE]

დღეს, 8 ნოემბერს, თბილისში, ცესკოს შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების ნაწილი წყლის ჭავლით, გაფრთხილების გარეშე დაშალეს, თუმცა აქცია თბილისში ისევ გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეებს გადაწყვეტილი აქვთ ცესკოს პიკეტირება. ოპოზიციური პარტიები ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას და ხელახან არჩევნებს ითხოვენ. აქციის პარალელირად განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, დაიცვან მართლწესრიგი …

აჭარის პოლიციის უფროსი აქციაზე: „ველოდებით მოვლენების განვითარებას“

დღეს, 8 ნოემბერს, აჭარის მთავრობის წინ გრძელდება ოპოზიციური პარტიების აქცია, სადაც ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. აქციაზე მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საპოლიციო ძალების მობილიზება აქციას უკავშირდება და არავის ეზღუდება გადაადგილება. ქუჩაში კარვის დადგმასთან დაკავშირებით კოტე ანანიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის „ტექნიკური გადაკეტვა“: „ველოდებით …

არ აყვეთ პროვოკაციებს – ბათუმში ოპოზიცია აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინცინდენტის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა მოწოდებით – მოერიდონ პროვოკაციებს და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ პოლიციას, რომელიც აქციაზეა მობლიზებული. მირდატ ქამადაძის განცხადებით, ხელისუფლება ახლა შეეცდება აქციის მარგინალიზაციას და აქციაზე პროვოკატორებს შემოგზავნიან. საპროტეტსო აქციაზე …

ბათუმში აქცია ღამითაც არ დაიშლება – ოპოზიცია

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციამ კარავი გზის სავალ ნაწილზე, პირდაპირ ქუჩაში გაშალა. აქციაზე აცხადებენ, რომ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ პროტესტი 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, თბილისში კი ოპოზიცია ცესკოს შენობის პიკეტირებას აპირებს. ეს გეგმა ბათუმში და თბილისში ერთდროულად მიმდინარე აქციებზე მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ამოიწურა მთავრობისთვის საღამოს 8 საათამდე მიცემული ვადა – ოპოციზია ითხოვს ცესკოს …

ოპოზიციის აქცია ბათუმში ხელახალი არჩევნების მოთხოვნით [ფოტო]

დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია იმართება. აქციაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მონაწილებენ. ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო  არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ოპოზიციის  განცხადებით, არჩევნები საქართველოში გაყალბდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს აქციიდან.

„იმოქმედე“ – აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეები სცენას აწყობენ

დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში აქცია ახლა უკვე აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარეობს. საპროტესტო აქცია ჯერ ბათუმის დრამატული თეატრის წინ მიმდინარეობდა, სადაც ოპოზიციის ლიდერებმა მიმართეს აქციის მონაწილეებს და მოითხოვეს ხელახალი არჩევნების ჩატარება, მოგვიანებით კი აქციამ აჭარის მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლა. აქციაზე ისმის შეძახილები: „იმოქმედე“, „წადი“, „მონებო“, „მიშა“. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავრობას საღამოს რვა საათამდე აქვს …

„წადი! წადი!“ – აქციამ ბათუმში მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლა

დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციამ აჭარის მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლა. „წადი! წადი“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მისამართით. ისმის სასტვენების უწყვეტი ხმა და შეძახილი: „მონებო!“. აჭარის მთავრობის სახლის წინ მობილიზებულია პოლიცია. საპროტესტო აქციაზე დღეს გაჟღერდა მოთხოვნები: ოპოზიცია ითხოვს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და არჩევნების ხელმეორედ …

მურმან დუმბაძე: მიეცეს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება

„მიხეილ სააკაშვილს მიენიჭოს პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება საქართველოში“ – ეს მოთხოვნა დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში გამართულ აქციაზე რეგიონში ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ გააჟღერა. დღეს ბათუმში მიმდინარე აქციაზე პერიოდულად ისმის შეძახილები „მიშა“, ასევე აქციაზეა ტრანსფარანტები მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნით. დღეს აქციაზე აქციაზე ასევე გაჟღერდა მოთხოვნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასა და არჩევნების ხელმეორედ …

„ჩატარდეს ხელახალი არჩევნები“ – ლევან ვარშალომიძის მოთხოვნა აქციაზე

„ეს არჩევნები არალეგიტიმურია, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში“ – ამის შესახებ დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა. აქციაზე ასევე გაჟღერდა მოთხოვნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომაზე. დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. …

ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში გაყალბდა. აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ელისაშვილი – მოქალაქეები“. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში. ბათუმში ოპოზიცია 300-ზე …

“სადავოა 597 633 ადამიანის ხმა, არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა 31 %-ის” – თამარ კორძაია

“ჩვენი პირველადი შეჯამება, რომ არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, დადასტურდა. დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც საოლქო საარჩევნო კომისიები ვერ შეძლებენ შემაჯამებელი ოქმების დაჯამებას,” – ეს განცხადება “გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” წევრმა თამარ კორძაიამ დღეს, 7 ნოემბერს გააკეთა. მას შემდეგ რაც ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ყველა ოქმი გადაამოწმეს. თამარ …

ბათუმში ოპოზიციის წევრებზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება დღეს, 7 ნოემბერს ბათუმში მომხდარ ფაქტზე. ე.წ. ხოფის ბაზრობაზე მისულ ოპოზიციის წევრებს, რომლებიც ბაზრობაზე 8 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ, მოქალაქე დაუპირისპირდა. მოგვიანებით დაპირისპირებაში ათამდე ადამიანი ჩაერთო, რა დროსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პარტია “მოქალაქეების” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს გენრი დოლიძეს, კიდევ ერთ ოპოზიციონერს …

ბათუმში, „ხოფის ბაზრობაზე“ ოპოზიციონერებს თავს დაესხნენ

ბათუმში, ეგრეთ წოდებულ ხოფის ბაზრობაზე, ოპოზიციის წევრებს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს, 7 ნოემბერს იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციური ერთობის წევრები „ხოფის ბაზრობაზე“ ფლაერებს არიგებდნენ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით. თავდამსხმელებმა პარტია „მოქალაქეების“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გენრი დოლიძეს და გიორგი გაბაიძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „სავარაუდოდ იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, იმიტომ, რომ როგორც კი შევედით და მოიკითხეს, …

Exit mobile version