მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურში „არ დათმოს“ აქტივისტზე თავდასხმას ძალადობის მუხლით გამოიძიებენ – შსს

11.11.2020
ხელვაჩაურში „არ დათმოს“ აქტივისტზე თავდასხმას ძალადობის მუხლით გამოიძიებენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც ძალადობის გულისხმობს. შსს-ში ვერ გვითხრეს, არის თუ არა ვინმე დაკავებული ამ საქმეზე.

მოძრაობა „ალტერნატივას“ ლიდერის, ხათუნა ბერიძის ინფორმაციით, საარჩევნოდ შექმნილი მოძრაობა „არ დათმოს“ აქტივისტს – ზურაბ ბოლქვაძეს 7 პირი პოლიციელების წინ თავს დაესხა მაშინ, როცა ეს მოძრაობა საპროტესტო აქციას მართავდა ხელვაჩაურის საოლქო კომისიის შენობის წინ.

აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ.

ფოტო: „ალტერნატივა“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: