მთავარი,სიახლეები

ბათუმის ოლქში არჩევნების შემაჯამებელ ოქმს პროტესტის ფონზე ამზადებენ [LIVE]

11.11.2020 • 1144
ბათუმის ოლქში არჩევნების შემაჯამებელ ოქმს პროტესტის ფონზე ამზადებენ [LIVE]

დღეს, 11 ნოემბერს, ბათუმში საოლქო საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმზე მუშაობს. კომისიის მუშაობა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს, შენობის წინ ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ.

საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. ისინი არ გეგმავენ საქართველოს პარლამენტში შესვლას.

აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და თბილისში. ოპოზიცია ითხოვს ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს.

8 ნოემბერს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა აქციის დასაშლელად, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ. 

საპროტესტო აქცია ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან. აქციის მონაწილეები შენობაზე ოქმებს აკრავენ იმის ნიშნად, რომ არჩევნები გაყალბებულია. ფოტო: „ბათუმელები“/ ჯაბა ანანიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: