დიდი ფული, შეუსრულებელი ვალდებულებები და შეღავათები – შპს „ალმა“

პოლიტიკური პარტიების 2020 წლის წლიური დეკლარაციის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“  საპარალამენტო არჩევნებზე სარეკლამო ბილბორდების ბეჭდვა-განთავსებისთვის ჯამში 900 000 ლარზე მეტი დახარჯა. აქედან ნახევარი მილიონი ლარის დაკვეთა  შპს „ალმამ“  მიიღო, ხოლო 341 000 ლარი ბანერების ბეჭდვა-განათავსებაზე „აუთდორ ჯი“-მ. ორივე „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიაა. მთავარი დაკვეთა კომპანიებს გასულ წელს, საარჩევნოდ, ძირითადად „ოცნებიდან“ ჰქონდათ. შპს „ალმა“ ბათუმის მერიის ერთ-ერთი …

„კაცი მემუქრებოდა ოჯახის მოსპობით“, – პოლიტიკოსის თქმით, მასზე თავდასხმის საქმეს არ იძიებენ

სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრებს – გენრი დოლიძეს, გიორგი გაბაიძეს, მიშა ქავთარაძესა და იზო სურმანიძეს ეგრეთ წოდებულ „ხოფის ბაზრობაზე“, ფლაერების დარიგების დროს, თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მაშინ პარტია “ლელოს” წევრმა, მიშა ქავთარაძემ თქვა, რომ „თავდამსხმელი სტეფანოვკას უბნის ეგრეთ წოდებული „მაყურებელი“ გიორგი გოგიჩაიშვილია“. „კაცი მემუქრებოდა სიცოცხლის და ოჯახის მოსპობით. …

რატომ არ უხდიან ხელფასს უმაღლეს საბჭოში ოპოზიციას

იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის წევრებისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილება არ შეუწყვეტია, ოპოზიცია ხელფასს ვერ იღებს. ოპოზიციამ უფლებამოსილების შეწყვეტა გასული წლის 21 დეკემბერს ითხოვა, თუმცა 6 დეპუტატის ეს მოთხოვნა ამ დრომდე უმაღლეს საბჭოს არ განუხილავს. გაერთიანებული ოპოზიციიდან დეპუტატის სავარძელი მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილმა დაიკავა. აჭარის უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებას ელოდებიან და სესიის პირველივე სხდომაზე …

ბათუმში ოპოზიცია რიჟვაძის გადადგომას ითხოვს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, ოპოზიციამ დღეს, 4 თებერვალს, ახალი მოთხოვნა გააჟღერა. ოპოზიციის მომხრეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომასაც ითხოვენ. დღეს დაპირისპირება მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეების მთავრობის სახლის მეორე შესასვლელთან გადანაცვლებას მოჰყვა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ თორნიკე რიჟვაძეს და მთავრობის სხვა წევრებს გადაადგილების საშუალებას. დღესვე თორნიკე რიჟვაძე შეხვდა ელგუჯა ბაგრატიონს „ერთიანი ნაციონალური …

აქცია აჭარის მთავრობის ალტერნატიულ შესასვლელთან გადმოვიდა

“დისკომფორტს შევუქმნით, თორნიკე რიჟვაძეს აქედანაც არ შევუშვებთ,” – აცხადებენ ბათუმის აქციის მონაწილეები, რომლებმაც დღეს აჭარის მთავრობის სახლის უკან მხარეს გადაინაცვლეს. აქ მთავრობის სახლის ალტერნატიული შესასვლელია. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ამ წუთებში [13:50] ენმ-ს ერთ-ერთ რეგიონულ ლიდერს, ელგუჯა ბაგრატიონს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხვდება. 2 ნოემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ბათუმში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო …

უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა დაამტკიცა – „ნაახალწლევს მეტი ვიქნებით“ 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძეს დაუჭირა მხარი. პლენარული სხდომა დღეს, 25 დეკემბერს, გაიმართა. უმაღლესმა საბჭომ თორნიკე რიჟვაძის მიერ წარმოდგენილი მინისტრობის კანდიდატებიც დაამტკიცა: ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე იქნება, ჯანდაცვის – ნინო ნიჟარაძე, სოფლის მეურნეობის – გიორგი სურმანიძე, განათლების – მაია ხაჯიშვილი. აჭარის მთავრობას უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ 14-ვე წევრმა დაუჭირა მხარი. …

ერთპარტიული პარლამენტი მხოლოდ 1 რელიგიური ჯგუფით – სად არიან სხვები

მეათე მოწვევის საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტში, არც რელიგიური მრავალფეროვნებისთვის აღმოჩნდა ადგილი. დარბაზში მხოლოდ დომინანტური, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები ისხდნენ. სხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები პირველ სხდომაზე არ მიუწვევიათ. „ეს დარბაზი ასეა აშენებულ-მოწყობილი, ვერ იტევს მეტ ადამიანს“, – გვითხრეს პარლამენტში. იქ, სადაც სიმჭიდროვის მიზეზით ადგილი ვერ გამოინახა სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს 5 სავარძელი შეხვდათ. პარლამენტის ადმინისტრაცია …

პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესარჩევად „გაერთიანებულ ოპოზიციას“ არ შეხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს თორნიკე რიჟვაძეს, გუშინ კი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ „ქართულ ოცნებას“ შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი თორნიკე რიჟვაძეს აჭარის მთავრობის მინისტრობის კანდიდატებზე ესაუბრა. გუშინდელ შეხვედრაზე კი, სალომე ზურაბიშვილს დავით გაბაიძემ უთხრა, რომ თორნიკე რიჟვაძე მისი რჩეულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. აჭარის კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტმა კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში …

ირაკლი ჩავლეიშვილი: ამხელა ბულინგი გადავიტანე ამ დღეებში, რად უნდა მიღირდეს?

ირაკლი ჩავლეიშვილი დღეს, 21 დეკემბერს, უმაღლეს საბჭოში მივიდა. დღესვე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ექვსმა წევრმა, რომლებიც არჩეული დეპუტატები არიან, აჭარის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილების მოხსნის თხოვნით მიმართეს. ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმს ცოტა ხნის წინ ირაკლი ჩავლეიშვილიც იზიარებდა და ეს წერილობითაც ჰქონდა დადასტურებული, თუმცა მან გადაწყვეტილება შეცვალა და უმაღლეს საბჭოში შევიდა. მისი ამ გადაწყვეტილებით …

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით უმაღლეს საბჭოს მიმართეს

დღეს, 21 დეკემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის ექვსმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. გაერთიანებული ოპოზიციიდან დეპუტატის მანდატზე უარს ამბობენ: ლევან ანთაძე გიორგი კირთაძე გია აბულაძე ელგუჯა ბაგრატიონი მედეა ვასაძე მამული სურმანიძე „ჩვენ არ ვაპირებ შესვლას უმაღლეს საბჭოში. ჩვენ არ ვაპირებთ ქურდულ ოცნებასთან თანამშრომლობას, ქუჩიდან ვაპირებთ ბრძოლას და აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე“, – …

ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია იქნებიან

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია გახდნენ. როგორც ნეტგაზეთს ენმ-ს პრესსამსახურში უთხრეს, ამ ორ კანდიდატს შორის პარტიის მხარდამჭერები ელქტრონული ფომით უახლოეს მომავალში თავმჯდომარეს აირჩევენ. “პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით კანდიდატები დაასახელა. მათ შორის ყველაზე მეტი მხარდაჭერა ნიკა მელიამ და ლევან ვარშალომიძემ მიიღეს. შესაბამისად, …

საპროტესტო აქციაზე პოლიციელების ფოტოები გამოფინეს

დღეს, 19 დეკემბერს აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იმ პოლიციელების ფოტოები მიიტანეს, რომლებიც, მათი თქმით, მოძალადე  პოლიციელების რიგებს მიეკუთვნებიან. „ამ ადამინების შესახებ ბევრჯერ ვილაპარაკეთ. ესენი არიან პოლიციელები, რომლებიც გამოირჩევიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ აგრესიული ქმედებით. განსაკუთრებით უნდა გამოვყო პოლიციელი რეზო ხარაზი, რომელიც 22 დაკავებულიდან 15 საქმეში ფიგურირებს. ამ აქციების დროს სულ 22 ადამიანი დააკავეს …

„სიღარიბე იქნება ხოხბის ძვალი ხელისუფლების ყელში გაჩხერილი“ – ინტერვიუ სოციოლოგთან

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია ქუჩაში დარჩება, ხოლო პარლამენტში მარტო დარჩენილი „ქართული ოცნება“ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს სისრულეში მოიყვანს – პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებს? – სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დავუსვით. ბატონო იაგო, რა პოლიტიკური მოცემულობა შეიქმნება პარლამენტს შიგნით და მის გარეთ, თუკი ოპოზიციურ პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტენ?  პარტიული მოღვაწეობა უნდა …

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონ ირაკლის“ – ტიტე აროშიძე ოპოზიციის დეპუტატზე

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი არ მივიდა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს, 17 დეკემბერს, გაიმართა ბათუმში. ჩავლეიშვილი ამ დრომდე ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, მაშინ როცა ოპოზიციამ უარი განაცხადა აჭარის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე. სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო, საყვირების ხმა სხდომათა დარბაზშიც აღწევდა. ძირითადი საკითხების განხილვამდე დეპუტატებმა …

კირთაძე: „ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში მე-15 ქოცად შევიდა“

„ერთიანმა ნაციონალურმა  მოძრაობამ“ დღეს გაასაჯაროვა განცხადება ირაკლი ჩავლეიშვილის ხელმოწერით, რომლითაც დასტურდება, რომ ის ოპოზიციის სხვა წევრებთან ერთად უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს განცხადება საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველი ტურიდან მალევეა დაწერილი. გუშინ ექვსმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ მანდატის მოპოვების მიუხედავად ისინი უმაღლეს საბჭოში პროტესტის ნიშნად არ შედიან. ამ …

უმაღლესი საბჭო ოპოზიციის გარეშე, თავმჯდომარის მთავარი რეპლიკით: რა თქმა უნდა, ყველა მომხრეა

„თუ არჩევნები გაყალბდა, რატომ არ გაასაჩივრეს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, სად არის საჩივრები? – გვიპასუხა დავით გაბაიძემ, მაშინ როცა ვკითხეთ უქმნის თუ არა პირადად მას დისკომფორტს ოპოზიციის გარეშე დარჩენილი, ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო. უმაღლესი საბჭოს მეხუთე მოწვევის უკვე მოქმედი თავმჯდომარის კითხვა რიტორიკული არ ყოფილა: მოგვიანებით ტრიბუნიდანაც განმარტა, რომ, მისი აზრით, თუ უმაღლესი საბჭოს არჩევნებსაც ეხება პრეტენზია გაყალბებაზე, …

„ოცნების“ დეპუტატებს ბიუჯეტით ნაყიდი 5-ლარიანი პირბადეები უკეთიათ   

უმაღლესმა საბჭომ ამავე საბჭოს ლოგოთი ბრენდირებულ დამცავ ნიღბებზე ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან 14 დეკემბერს გააფორმა. 100 ცალ ასეთ დამცავ ნიღაბში [პირბადეში] უმაღლესი საბჭო შპს „ტვიგს“ 500 ლარს გადაუხდის, ანუ 1 ცალში 5 ლარს. ბრენდირებული პირბადეები უმაღლესმა საბჭომ გამარტივებული წესით შეისყიდა. შესყიდვების სააგენტოს პორტალის მიხედვით კომპანიისთვის თანხა ჯერ გადახდილი არ არის. ხელშეკრულების მიხედვით, უმაღლესი საბჭო კომპანიას თანხას …

„თუ ივანიშვილს ჰგონია შექმნის აჭარის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, არ გამოუვა“ – ოპოზიცია

დღეს ოპოზიციამ უარი განაცხადა აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე,  რაც მათ ოფიციალურად დაადასტურეს ხელმოწერილი დოკუმენტით აჭარის მთავრობის სახლთან. აჭარის 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის 7-მა წევრმა მიიღო მანდატი. აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს, 15 დეკემბერს, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების თანდასწრებით გაიხსნა. ერთპარტიული უმაღლესი საბჭოს შეკრება დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა შეაფასეს ივანიშვილის მცდელობად – შექმნას „აჭარის საბჭოთა სოციალისტური …

აქციაზე ბათუმში 7 პირი დააკავეს

დღეს, 15 დეკემბერს, დილიდან პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს – „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ალტერნატივას“ წევრებიდან უკვე დააკავეს მზია ქედელიძე, ხათუნა ბერიძე, ანა კონცელიძე და ნუგზარ ხოზრევანიძე. „ბათუმელებისთვის“ უცნობია სხვა სამი დაკავებულის ვინაობა. ამ დროისთვის უკვე დაკავებულია აქციის 7 მონაწილე. სტიკერებზე, რომელთა გაკვრასაც აქციის მონაწილეები ცდილობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის ღობეზე, წერია – „მონობა ტეხავს“. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის …

ხათუნა ბერიძე ისევ დააკავეს [ფოტო]

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭო საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა. პოლიციამ უკვე დააკავა „ალტერნატივას“ თავმჯდომარე ხათუნა ბერიძე. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხათუნა ბერიძე უმაღლესი საბჭოს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს. გარდა ხათუნა ბერიძისა, დაკავებულია კიდევ ერთი აქტივისტი, ნუგზარ ხოზრევანიძე. „ლაივში“ ისმის აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილის, ირაკლი ჭედიშვილის ხმა, რომელიც აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ მათ არ მისცემენ უმაღლესი საბჭოს …

„უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე აჭარაში“ – ოპოზიციის მემორანდუმი

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს შეკრების პარალელურად ოპოზიციამ უარი განაცხადა უმაღლეს საბჭოში შესვლაზე. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, 21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატი ოპოზიციის 7-მა წევრმა მიიღო. დღეს ოპოზიცია აჭარის მთვრობის სახლთან შეიკრიბა და მემორანდუმს მოაწერა ხელი. „ჩვენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების უსკო-ს შედეგების მიხედვით აჭარის ა.რ. …

აჭარის უმაღლეს საბჭოშიც მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევიდა

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭო პროტესტის ფონზე შეიკრიბა. როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე აჭარის უმაღლეს საბჭოშიც, სავარაუდოდ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტაცია შედის. უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა საბჭოს უხუცესმა წევრმა, დავით თედორაძემ გახსნა. „მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, მასმედიის წარმომადგენლებს მივესალმები, მივესალმები დარბაზში მსხდომ ამხანაგებს! გილოცავთ ახალი უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დაწყებას. უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, …

აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 15 დეკემბერს გაიმართება

აჭარის ახალარჩეული  უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 15 დეკემბერს გაიმართება. სხდომა დღის 12 საათზე გაიხსნება. აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 14 დეკემბერს, გამოსცა. [toggle title=”სხდომის დღის წესრიგი ნახეთ აქ:“] 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა; 2. უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა; 3. უმაღლესი საბჭოს …

ბათუმში საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს

დღეს, 13 დეკემბერს, აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქციაზე პოლიციამ კიდევ 6 პირი დააკავა – ყველა მათგანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. აჭარის პოლიციის უფროსის, კოტე ანანიაშვილის ინფორმაციით, ინციდენტის დროს ერთი პოლიციელი შეუძლოდ გახდა. ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, ბოლო დღეებში პოლიცია ბევრად აგრესიული გახდა, ვიდრე აქამდე იყო. „ანანიაშვილის [აჭარის პოლიციის უფროსი] მიღმა, ვიღაც სხვა პოლიციელები გამოჩნდნენ, …

„კომუნიზმი დასრულდა“ – ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა გახსნა

„კომუნიზმი დასრულდა“ – თქვა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმის მიუხედავად, რომ დღეს, 11 დეკემბერს პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია შეუდგა მუშაობას. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში 8 ოპოზიციურ პოლიტიკური ძალას შეხვდა ადგილი, თუმცა ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა. ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში  …

„შეიძლება ახალ წელსაც აქ შევხვდეთ“ – აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან

პროტესტის დაწყებიდან 33-ე დღეს აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან ვიდრე შედეგს არ  მიაღწევენ. აქციის მონაწილეების თქმით არჩევნები გაყალბდა, „ჩვენ მათ  ხმები მოგვპარეს“, ამიტომაც მთავრობა დათმობაზე უნდა წავიდეს. „ჩვენ შეიძლება ახალ წელსაც აქ შევხვდეთ“ – განაცხადა დღეს, 6 დეკემბერს, აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ. აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია უკვე ერთ …

უსკო-ს თავმჯდომარეს „ივანიშვილის სერტიფიკატი“ მიუტანეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენენ და მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. დღეს, 4 დეკემბერს, უსკო 31 ოქტომბრის არჩევნებზე შემაჯამებელ ოქმს მიიღებს. საპროტესტო აქცია სხდომის პარალელურად იმართება. აქციის მონაწილეებმა უსკო-ს თავმჯდომარეს, პარმენ ჯალაღონიას „ივანიშვილის სერტიფიკატი“ მიუტანეს და პირადად მისი გადაცემა ითხოვეს, თუმცა დაცვის სამსახური მათ ამის საშუალებას …

ვინ იქნება დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნებიდან“ [სია]

დღეს, 3 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის ათეულიდან სამმა მომავალმა დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა. კერძოდ, უმაღლეს საბჭოში არ შევლენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და მისი მოადგილე თინა ზოიძე. არჩევნების შედეგების მიხედვით 21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით „ქართული ოცნების“ 11 წევრი უნდა შევიდეს. სიის …

რიჟვაძე ისევ მთავრობის თავმჯდომარე იქნება, დეპუტატობაზე უარი თქვეს ზოიძემ და ფუტკარაძემაც

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატზე უარი თქვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იყო. ის აცხადებს, რომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე გააგრძელებს მუშაობს. მანდატზე უარი თქვა ასევე ჯაბა ფუტკარაძემ, ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს. ჯაბა ფუტკარაძე პარტიული …

ირაკლი ჩხვირკია 7 დღით დააპატიმრეს

ბათუმის საპროტესტო აქციაზე გუშინ, 2 დეკემბერს, დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიას მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ირაკლი ჩხვირკია აქციაზე მას შემდეგ დააკავეს, როცა მას და აქციის სხვა მონაწილეებს აჭარის მთავრობის სახლის წინ ბუშტების განთავსების საშუალება არ მისცეს. გუშინვე გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ირაკლი ჩხვირკია პოლიციელებს მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებს. ამ ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ირაკლი ჩხვირკიას …

ბუშტების აქცია აჭარის მთავრობის სახლთან | LIVE

დღეს, 2 დეკემბერს აჭარის მთავრობის სახლთან ოპოციზია და საინიციატივო ჯგუფები „ბუშტების აქციას“ მართავენ. „არა ქოცებს“, „მონობა ტეხავს“ – ასეთი წარწერებია ჰელიუმის ბუშტებზე, რომელიც აქციის მონაწილეებმა აჭარის სახლთან მოიტანეს. აჭარის მთავრობის სახლის წინ მიიტანეს ზვიგენისა და ზებრის ფორმის ბუშტებიც. ბოლ ორი დღეა აქციაზე ჰელიუმის ბუშტების გაშვება აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების …

აქციის მონაწილე ამბობს, რომ პოლიციელებმა თავში ჩაარტყეს – აქცია აჭარის მთავრობასთან

დღეს, პირველ დეკემბერს, ბათუმში, მთავრობის სახლის წინ მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. აქციის მონაწილემ, ანა კონცელიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას პოლიციელებმა ჩაარტყეს თავში. იგი აქციიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გაიყვანა. დღეს საპროტესტო აქციაზე აჭარის მთავრობასთან სამი პირი დააკავეს. აქტივისტებმა მთავრობის სახლთან ჰელიუმის ბუშტები მიიტანეს და მის გაშვებას ცდილობდნენ, როცა დაპირისპირება დაიწყო. __________________ …

“პოლიციამ ჰელიუმის ბუშტი გაუხეთქა და დააკავა” – დეპუტატი კიდევ ერთ დაკავებულზე

აჭარის მთავრობის სახლის წინ დღეს, პირველ დეკემბერს, აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს. „კითხვა დაუსვა ახალგაზრდამ პოლიციელს, მაქვს თუ არა ბუშტის გაშვების უფლებაო. ამან გააღიზიანა პოლიციელი, ნუ მელაპარაკები, ნუ შემოდიხარ კონფლიქტშიო. პოლიციელმა ჰელიუმის ბუშტი ცხვირწინ გაუხეთქა და შემდეგ დააკავა,“ – ჰყვება ოპოზიციონერი დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ. აჭარის პოლიციის უფროსი კოტე ანანიაშვილი, აქციის მონაწილეების …

რიჟვაძემ აქციის მონაწილეებს 20-კაციანი „ბანდა“ უწოდა და „უკადრებელს ნუ იკადრებთო“ მოუწოდა

დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში მთავრობის სხდომა საყვირების ფონზე დაიწყო. ოპოზიციონერი აქტივისტები უკვე 20 დღეზე მეტია მთავრობასთან აქციას მართავენ. თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ აქციის მონაწილეებს „ბანდა“ უწოდა და მოუწოდა, რომ „უკადრებელს ნუ იკადრებენ“. „ალბათ არ ღირდა ამ საკითხით შეწუხება, თუმცა ვინაიდან გუშინ ერთი რიგითი, წესიერი ბათუმელი შეწუხდა ეგრეთ წოდებული მარგინალების ზღვარგადასული ეგრეთ წოდებული …

ორი პირი დააკავეს აქციაზე აჭარის მთავრობის სახლთან

აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე აქციის ორი მონაწილე  დააკავეს. აქტივისტებმა მთავრობის სახლთან ჰელიუმის ბუშტები მიიტანეს და მის გაშვებას ცდილობდნენ, რა დროსაც, დაპირისპირებისას, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა. „მეჭირა ბუშტი და რატომ მომვარდა 50 პოლიციელი?“ – ჰკითხა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აჭარის პოლიციის უფროსს კოტე ანანიაშვილს. „გაუშვი ბუშტები, არ არის პრობლემა“, – უპასუხა  ანანიაშვილმა მას. თუმცა …

ოპოზიციონერი „ბუშტების აქციისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა სასამართლომ

წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა – ამ ბრალდებით დღეს სასამართლომ ბათუმის აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააჯარიმა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებით, ირაკლი ჩხვირკიას ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა მოუწევს. ირაკლი ჩხვირკია დღეს პოლიციამ მას შემდეგ დააკავა აჭარის მთავრობის სახლთან, რაც მოძრაობა „იმოქმედეს“ წევრებმა ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს თორნიკე რიჟვაძის სამუშაო კაბინეტისკენ. ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები აცხადებდნენ, რომ …

Exit mobile version