ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი არ პასუხობს კითხვას, იყვნენ თუ არა სამარხების გათხრის პროცესში ჩართული სპეციალისტები. იგი ამბობს, რომ ეს არ იცის და ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხს 21 აპრილს, ნეშტების დაკრძალვის დღეს მოგვაწვდის. საუბარია 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილი ადამიანების ნეშტებზე, რომელთა აღმოჩენის შესახებაც ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 აპრილს გაავრცელა. დახვრეტილების შთამომავლებს აინტერესებთ, ჩატარდება თუ არა კვალიფიციური შესწავლა ინფორმაციის ნამდვილობის დასადასტურებლად და ასევე, თითოეული ნეშტის იდენტიფიცირებისთვის. ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ იოანე გორელიშვილი პასუხობს:
მინდა გკითხოთ ხელვაჩაურში აღმოჩენილი სამარხის შესახებ. პირველ რიგში გვაინტერესებს, იყვნენ თუ არა ამ პროცესში ჩართული სპეციალისტები, ჩატარდა თუ არა რაიმე სახის ექსპერტიზა?
ეს ინფორმაცია, რასაც თქვენ მეკითხებით, ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია. არ ვიცი ჩატარდა თუ არა რაიმე კვლევა. მე შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე წიგნში და ინტერვიუშიც არის დაფიქსირებული, რომ სწორედ ამ ადგილზე იყო ეს სამარხი გაკეთებული. გარდა ამისა, იყო ერთი პიროვნება, რომელიც მოვიდა და გვითხრა, რომ თვითონ იყო შემსწრე და იცოდა ტერიტორია, სადაც ისინი შემდეგ დამარხეს, ნახა ეს ხალხი, როდესაც ჩაყარეს მიწაში. ჩვენ გავთხარეთ სწორედ ის ადგილი და აღმოჩნდა რეალობა. ამავდროულად ჩვენ ვნახეთ, რომ ყველას აქვს ხელები უკან შეკრული და კეფაში ნატყვიარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დახვრიტეს. ჯიბეებში მათ აქვთ მონეტები, რომლებიც 1935-1936 წლების მონეტებია.
თუ სპეციალისტები არ ყოფილან ჩართული…
დნმ-ის ანალიზის ჩატარება ყველას შეუძლია, ჩვენ ამის მომხრე ვართ და ამდენი დროის განმავლობაში, სწორედ ამიტომ არ დავმარხეთ ეს მიცვალებულები. ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება და მცდელობა იმისა, რომ დნმ-ის ანალიზი ჩატარებოდა ყველას. უბრალოდ, ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ჩვენ, ეკლესიას, ეს თანხები არ გაგვაჩნია.
მთავრობასთან გქონდათ ეს მოლაპარაკებები თუ მათ შთამომავლებთან?
დიახ, მთავრობასთან და მე მგონი ახლობლებთანაც, ეს რამდენჯერმე იყო გამოქვეყნებული და დაინტერესების შემთხვევაში, თუ ვინმეს სურვილი ექნება, ჩვენ მზად ვართ სიამოვნებით, რომ დნმ-ის ანალიზი გაუკეთდეთ.
რეპრესირებულების შთამომავლები ამბობენ, რომ მხოლოდ გუშინ, 5 აპრილს გაიგეს ამის შესახებ და ის, რომ 21 აპრილს აპირებენ მათ დაკრძალვას, მათთვის მიუღებელია. მათ სურთ, რომ ჩატარდეს გამოკვლევა.
მანამდე არის კიდევ ორი კვირა, ამავდროულად თუ იქნება გამოხმაურება, შეუძლიათ რაღაც ნაწილი აიღონ, დაკრძალვის შემდეგ იქნება ნუმერაცია და მათ ეცოდინებათ, რომელი მიცვალებული, რომელ ადგილზეა დასაფლავებული. ამის შემდეგ მაინც გააკეთონ დნმ-ის ანალიზი.
მთავრობა რა სახით არის ჩართული?
უფლება მოგვცა მთავრობამ, რომ გვეწარმოებინა გათხრები, ახლა რა მონაწილეობას მიიღებს, ამაზე ვერ გეტყვით.
რაც შეეხება იმას, რომ 600 ადამიანია სიაში და ნაპოვნია მხოლოდ 150 ნეშტი?
ისინი სხვადასხვა ადგილზე არიან და გათხრები გაგრძელდება.
მთავრობამ არ აიღო პასუხისმგებლობა საქმეში სპეციალისტების ჩართვაზე?
ამ ყველაფერზე 21-ში ჩაგეწერებით და იქ გაგცემთ პასუხს.
ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარში, მდინარე ჭოროხზე წყლის დონის მომატების შედეგად, კაცი, საკუთარ ძაღლთან ერთად, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე აღმოჩნდა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით მდინარე ჭოროხიდან მეხანძრე-მაშველებმა 32 წლის მამაკაცი და ძაღლი უვნებლად გამოიყვანეს.
Phridon Khalvashi street, 9th Lane, former 25th battalion – This is the official address of more than 200 children living in an arbitrarily settled settlement in the annexed territory of Batumi. Their parents have been settled here for the sixth year. Some fled from poverty, some from homelessness, and some from a landslide and built a hut on the territory of the former 25th battalion.
According to the results of the Welfare Monitoring Survey (WMS) 2017 conducted by UNICEF, the poverty rate in Georgia has increased. According to data obtained from this study, the number of children living below the level of the minimum wage has also increased. Currently, in Georgia, 6.8% of children live below the extreme poverty line.
Children living in poverty do not have access to full nutrition. The majority of the residents of the former 25th battalion in the suburbs of Batumi have the status of socially vulnerable and their main income is the allowance that the state pays them. The diet of children living here is directly tied to the menu of free dining facility. Children know by heart the menu, and also when what dish will be on their table. No one loves Monday, because Monday means a cutlet for them, which kids do not eat. They love Tuesday because Tuesday means that the sausage is on the menu of the free dining facility, the most delicious food for kids.
Lora Photo by: Manana Kveliashvili/Batumelebi
Lora knows every nook and cranny of the 25th battalion. The place where the huts and the concrete rectangle houses are built is swampy. Some huts are attached to each other, between them there is only a narrow passage. With Lora and her “squad”, we have visited every family, where the minor children live.
So, what do children eat when they return home after school: For some, it’s lunch, for some it’s dinner, because they study in different shifts and eat food at different times.
Lora and Mate Photo by: Manana Kveliashvili/Batumelebi
Lora is 7 years old, her brother Mate two years old. Their lunch is a pilaf with meat brought from the free dining facility. Laura’s family is one of those three hundred families who live in the settlement of the 25th battalion in Batumi. Lora says that she does not have a special dish because she “loves everything”.
Luna
Luna is three years old. Her dinner is pasta soup, bread, and cutlets. Luna does not like the cutlets, as any of child from a settlement with whom I met. Instead, Niko loves the cutlets – Luna’s cat. They are friends. The cat is waiting at the door the returning of Luna from kindergarten, and then, at the dinner table, she waits for her share of the cutlet. I met Luna on Monday. Luna says she loves Tuesday the most. On Tuesdays in the social canteen, from which her family brings food, there is a sausage on the menu. Luna’s family gets three sausages. There are four members in Luna’s family, but her sister is small yet. For children under the age of 3, no free dining food is provided. Luna says that her father and mother doesn’t like sausages, so all of them remains for her.
Otiko
Otiko is 6 years old, Diana 8 years old. After returning from school for dinner they have cutlet and mashed potatoes.
Nino and Mariam
Nino and Mariam are cousins. Both are raised by the grandmother. Their dinner is bread and fried eggs.
Khatia and Marika
Khatia is five years old, Marika is 6. Their dinner is tea and bread. As well as porridge, which children do not really love. Their mother, Inga, says that she does not receive social allowance because she has obtained “high scores” as a result of inspection by the social agent. Inga says that neighbors often give them leftover food – these families also receive food from the free dining facility.
Dachi
Dachi is three years old. His dinner is bread, pasta soup and matsoni (milk product similar to yogurt). At home, they also have cutlets that Dachi is not very fond of and rarely eats.
Enrique
This is Enrique. Recently returned from school. His dinner is the same as of the other children’s – cutlets and mashed potatoes.
Ana, Mariam and Maka
Returning from school Ana, Mariam, and Maka, have soup and bread for dinner.
Aneta and Lizzy
Aneta and Lizzy are 9-year-old twin sisters. Their favorite food is bread dipped in beaten egg and fried in butter and potatoes. Also the pasta. But at home for dinner they have cutlets and bread. Aneta likes banana the most. Girls say that the last time they ate bananas “in last year”.
According to unofficial data, about 600 families live in the former 25th battalion territory. Among them, 300 minors.
„აუცილებლად უნდა დადგინდეს, არის თუ არა ეს ის სამარხი და ეკუთვნის თუ არა ნაპოვნი ნეშტები ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილ ჩვენს წინაპრებს“ – ასეთია 1937-1938 წლებში ბათუმში, სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანების შთამომავლების პოზიცია. ისინი შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარებას და თითოეული ნეშტის იდენტიფიცირებას ითხოვენ:
„ისინი ამას იმსახურებენ. ეს ისტორიაა, ჩვენ პასუხები გვჭირდება“ – ამბობენ რეპრესირებულების შთამომავლები.
სამარხის აღმოჩენის შესახებ გასული საუკუნის 37-38 წლებში ბათუმში დახვრეტილი ადამიანების შთამომავლებმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც ეს ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, 5 აპრილს, ფეისბუქზე გამოაქვეყნა. მათ დამატებითი კითხვები გაუჩინა იმანაც, რომ დახვრეტილების 600-კაციანი სია არსებობს და მხოლოდ 150 ადამიანის ნეშტია აღმოჩენილი და იმანაც, თუ რატომ აპირებენ მათ დაკრძალვას 21 აპრილს ისე, რომ რეპრესირებული ადამიანების შთამომავლებს არავინ არაფერი შეატყობინა:
„ჩემი წინაპრები არიან სიაში, თევრათ ალის ძე ჯაში და თევრათ სარიშვილი. ჩვენ არავინ შეგვხმიანებია. არც დნმ-ის დადგენაზე, არც არაფერზე. ვნახე ეპარქიის პოსტი, ჯერ ძალიან აჟიტირებული ვიყავი, შემდეგ წავიკითხე, რომ ექვსასიდან 150 ნეშტი უპოვიათ მხოლოდ, ყველას გვინდა ჩვენი მიცვალებული საპატიოდ დავასაფლაოთ საგვარეულო სასაფლაოზე. თუ საერთო სასაფლაოზე დაასაფლავებენ, დანამდვილებით უნდა ვიცოდე, რომ იქ ბაბუაჩემის საფლავია,“ – ამბობს მაია ჯაში. მისივე თქმით, მისმა ოჯახმა წლების განმავლობაში დანამდვილებით არ იცოდა მათი წინაპარი დახვრიტეს თუ ციმბირში გადაასახლეს: „ბებია ისე გარდაიცვალა, ეგონა მისი ქმარი ციმბირში იყო გადასახლებული“.
რეპრესირებულების შთამომავლები კითხვებზე პასუხებს როგორც ეპარქიიდან, ასევე მთავრობიდან ელიან, მათ შორის ზოგიერთი ამბობს იმასაც, რომ მზად არიან ექსპერტიზის ჩასატარებლად ხარჯები თვითონაც გაიღონ, თუ ამას ბიუჯეტი ვერ გაწვდება. ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ იმისათვის, რომ ნეშტები შესწავლის გარეშე არ დაკრძალონ:
„აუცილებლად უნდა მოხდეს იდენტიფიცირება, ხომ არსებობენ მემკვიდრეები. რამდენიმესიც რომ დადასტურდეს, ეს იქნება ფაქტი, რომ დახვრეტილები არიან და არა თურქი ჯარისკაცები ან სხვა. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი აქვთ საიდუმლო მასალებიდან, სადაც ადგილის მინიშნებაც იქნებოდა, თუმცა იდენტიფიცირება მაინც აუცილებელია და თუ ამას მთავრობა ვერ გააკეთებს იმიტომ რომ ბიუჯეტი ვერ გაწვდება, ჩვენ ჩაგვრთონ. ბაბუაჩემი იყო ერთ-ერთი პირველი სტუდენტი აჭარიდან, პირველივე გამოშვების ფოტოზეც არის დაფიქსირებული. პეტრე მელიქიშვილი და ივანე ჯავახიშვილი მისი ლექტორები იყვნენ. ეს არის ისტორია და ეს ისტორია მთავრობამ არ უნდა მიჩქმალოს“ – ამბობს ირინე გოგიტიძე.
რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანის შთამომავალია ქეთი გოგიტიძეც: „უკვე დამირეკა ჩემმა დამ და ვილაპარაკეთ ამ საკითხზე, გვაინტერესებს, ასევე, იდენტიფიცირების შემთხვევაში თუ მოგვცემენ მიცვალებულს. გვაინტერესებს ყველაფერი, ამათ დაკრძალვას ერთად აპირებენ? – ჩვენ არაფერი ვიცით და თქვენგან ვითხოვთ ამ ინფორმაციას. მე ვფიქრობ, მთავრობა უნდა ჩაერთოს ამ პროცესში.“
ერთ-ერთი რეპრესირებულის შთამომავლის თქმით, მისი ბაბუა ამბობდა, რომ შეძლო იმის გარკვევა, რომ მამამისი ჭოროხისპირას დაუხვრეტიათ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, გათხრებში არ ყოფილან ჩართული არქეოლოგები, ასევე უცნობია, რა კვლევები ჩაატარა ეპარქიამ სამარხის შესასწავლად. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ამ საკითხის გარშემო ბევრი კითხვა ჩნდება, მათ შორის: ჩატარდა თუ არა კვლევები, ვინ იმუშავა ამ კვლევებზე და სამარხში ნამდვილად არის თუ არა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ნეშტები.
“If you look at the geographical distribution of the Laz people you will see that they are always inhabiting in mountainous areas, close to the sea. We have no land suitable and sufficient for agriculture. Therefore, the sea for the Laz people is Kve-kana (Georgian: “Kvekana” means the country; “Kana” means harvest-field). I. e. the sea is both the harvest-field as well as the country. If the others are harvesting sustenance in the land, then God conferred to the Laz the sea. The Laz goes out to the sea and fishes,” – with these words, Mirian Numanishvili starts talking about the Laz people.
Mirian is the Laz. The famous boatwright of Georgia’s Black Sea Coast, and, perhaps, even the last boatwright too – that knowledge about the production of wooden boats, which Mirian has, no one else has in Georgia.
“The boat is not made as an apple box is made. It has its own secrets, how to hammer boards on each other, how to join beams… I was still a child when I watched how the boat was built. My grandfather was a fisherman, my father too. They were always in the sea. They have been fishing and lived by it. My father was always dreaming – if only you were born earlier and started making boats earlier, we would fish together. I studied in Tbilisi in the 70-80s. At that time a famous boatwright, Ali Khorava lived in Sarpi, when I was arriving at the weekends, I was standing and watching. Then I started too. First I made my first boat, then the second, the third and here I am … “,– says Mirian.
Mirian wanted to pass on his knowledge to the new generation, but “They are not very interested. Imagine, I’m building a boat, and a student stares at the phone. This is not the way this craftsmanship is taught“.
According to Mirian, the fishing tradition has disappeared in Sarpi. Laz no longer go out into the sea and catch fish. His house is located on the seaside, the central highway separates the house from the sea, however, for more than five years now he has not gone to sea by boat.
“Laz children are growing up in Sarpi, although they know that Laz people have been connected to the sea since time immemorial, but the interest disappears. There are no conditions to go to sea on a boat and catch fish or just take a walk on a boat. None of the harbors is located on the Black Sea coast, from Sarpi to Batumi. The government should build small harbors – if there will be no fish in the sea, the boat might be used for tourist boat trips, it will be very good. Traditions will not be lost, and the younger generation will be interested in this, as it will bring them income,” – says Mirian.
80-year-old Seyhan Ozkan is the oldest boatbuilder on the Black Sea coast of Turkey. In Hopa, the city of Turkey, whomever you’d ask about the Master Seyhan, each will show his whereabouts in the harbor.
The Master Seyhan is Laz. For 45 years now he has been making boats. At first, he was a craftsman of furniture. At the age of 35, he quit making furniture and started building boats. Everyone says that he is the best in his business. For many years, he independently has built ten boats only with his own hands. The technological progress has brought – the last two decades, with his own hands he makes only those parts that are connected with wood. The rest is the work of special equipment and knowledge of their use. The Master Seyhan is the last boatbuilder in Hopa.
“No one else is preparing boats, except me in Hopa. We used to be many, but no longer, they’ve passed away. Modern boats are now common, nobody uses wooden boats, so young people are no longer interested in building them,” – says Seyhan Ozkan.
The Master Seyhan said she wanted to pass his knowledge to the new generation but it did not worked out.
“I had five or six apprentices, but they were not very much interested in this business. Since this is not a profitable business, there is no demand for this specialty. Previously, the construction of boats could sustain a family, now it has become more like a hobby. If this continues, the culture will disappear,” – says Ozkan.
Mirian and Seyhan are both Laz, both of them are boatwrights, both speak Laz language. If Mirian will need to write a Laz word, for this he uses the Georgian alphabet, Seyhan – the Latin one. Laz language is Kartvelian language, which today, according to various sources, is spoken by more than 1.6 million people. Of these, about 2,000 Laz people live on the territory of Georgia. The main area of their resettlement is in Ajara, on the territory of Sarpi-Kvariati. As for Turkey, Laz people live in the provinces of Artvin, Rize and Trabzon. The historic Lazeti (also: Lazona, Lazistan) is now part of the Republic of Turkey. The Laz language was added to the endangered language group by UNESCO.
Turkey, Arhavi. Summer houses of the Laz fishermen from Arhavi Photo: Manana Kveliashvili / Batumelebi
The Laz people living in both countries have a common problem – the Laz language disappears. The Laz youngsters can/are no longer speaking the Laz language.
“Our young people understand the language of Laz, but they cannot speak it – they do not often deal with the language of Laz. The Laz language is no longer topical as it was before. Now five percent speaks the Laz language. Nobody speaks in Laz language at homes. Therefore, the Laz culture is almost lost. Language is the exactly what makes the culture alive. I do not think that we have any special culture left. The only thing left is that at the weddings they are singing in Laz language and that’s it. But not everyone already does that,” – says Seyhan Ozkan.
In Turkey, in the town of Arhavi, built on the Black Sea coast, most of the population is Laz. In a densely populated town the Laz culture is preserved. When entering any institution you will definitely see some object, which is related to the Laz people. This can be a portrait of a Laz woman, made on a wood, who collects tea, the mock-up of the old Laz house or some musical instrument of Laz people. The bus station building in the center of Arhavi has the shape of the Laz house. The Laz architecture details can be found in the local cafes and on the walls of houses. The Laz have a status of ethnic minority in Turkey.
Bus station building in Arhavi, built in accordance with Laz architecture Photo by: Manana Kveliashvili / BatumelebiThe fisherman from Arhavi and his wife at the summer house of fishermen Arhavi, Turkey. Photo by: Manana Kveliashvili / Batumelebi
The Laz people, residing in Turkey, have access to various literature, written in the language of Laz. Among them, they can read the fairy tales of the Pinocchio and Puss in Boots in Laz language.
Osman Shafak Buikli is Laz. He lives in Arhavi. We came to him to talk about the Laz language. He has written three books in Laz language. He says that his children understand the Laz language, but can not speak in it. Like most of the younger generation.
“The Laz language was recently added as an elective subject from the fourth grade to the eighth grade. It exists, but it is not paid due attention. Some children choose this subject, some – not. Parents are not interested in their children learning the Laz language. How they will use it in the future? – that’s the way they think. Because of this, they do not teach children their native language, they prefer English,” – says Osman Shafak Buikli.
Osman Shafak Buikli Photo by: Manana Kveliashvili / Batumelebi
According to Osman, there are small linguistic differences between the Laz people living in Georgia and Turkey, but they understand each other. When two Laz meet each other, wherever they live, they can still talk the Laz language – he says.
As for Georgia, according to Laz, living in Sarpi, due to the fact that they do not want the state or any group to accuse them of separatism, they have not expressed an initiative of teaching the Laz language in schools, and they do not plan this for the future either. The Laz believe that the best way to preserve the language is to speak in it in the families.
Who are the Laz people
Even though in scientific circles of different countries there are different opinions regarding the Laz people, Georgian scientists consider the Laz people as one of the branches of Georgians. Chanet-Lazeti is historically known as part of the Georgian state.
Since ancient times, Chaneti belonged to the Kingdom of Colchis. In the next period, at the beginning of our chronology, for the first century, the territory in the east of Trabzon was part of Colchis, including the part of Rize, also the west of the Chorokhi Valley. Over the centuries this area was a constant battlefield. The territory of the historical Lazeti sometimes was the part of Georgia and sometimes not. The present boundaries were established in 1921.
The state border of Georgia in the village of Sarpi.
The Treaty of Kars signed between Soviet Russia and Turkey on March 16, 1921, and the Transcaucasian republics of the Soviet Union and Turkey on October 14 of the same year, has recognized the village of Sarpi as the last point of the southern borders of Georgia. Until 1926 there was no exact demarcation of the border. The border was drawn in the middle of the village of Sarpi by the Boundary Commission in 1926. One part of Sarpi turned out to be part of the Republic of Turkey, and the second part – remained in the composition Georgia.
If you ask about the identity of Laz, who lives in Georgia, he will definitely say that he is Georgian. And if you’ll ask the same question to the Laz living in the Republic of Turkey, he will tell you that he is Laz and his native language is the Laz language.
The village, divided into two parts
The demarcation of the border divided the village of Sarpi and the people of Laz living in it into two parts. The relatives were separated from each other, because Soviet Georgia had a closed border with Turkey. On the Georgian side of the village Sarpi still remember that, when someone was dying on our side, on the day of funeral, the villagers, who remained on the Turkish side, were gathering on a hill on that other side to honor the memory of the deceased.
Sarp Photo by: Manana Kveliashvili / Batumelebi
Nodar Kakabadze is the Laz. Up to 14 years his name was Raphet Kaba Oghli. His family, as well as the majority of Sarpi population, had a Turkish surname.
“When the Ottomans entered Ajaria, they decided to conduct a census of the population. They were hindered by the fact that the Laz people had Georgian surnames. So they changed the surnames to everyone. To tell you by the example of my ancestors: they were three brothers – Memed, Osman and Ali. Their descendants had surnames – Kaba Memed Oghli, or in other words, the children of thick Memed, Kaba Osman Oghli, or in other words, the children of thick Osman and Khira Ali, or in other words, thin Ali.
Lavrentiy Beria issued a decree in 1947 that prohibited Turkish names and surnames. Residents of Sarpi had to once again change their names and surnames. This time we had a choice – everyone took the name and surname they wanted to.
We, Kaba Memed Oghlis became Kakabadze. Khira Oghli became Khorava, Kaba Osman were left on the Turkish side and till present they are Kaba Osmans.
I clearly remember, I was in seventh grade when the decree was issued on changing the name and surname. My math teacher Camelia Mgeladze gave me the name. She approached each child – you will be this, that will be your name. When she came to me, she gave me the name Nodari. Thus, I Raphet Kaba Oghli became Nodar Kakabadze,” – recalls Nodar Kakabadze.
Nodar Kakabadze
The Laz toponymy
All rocks invading the sea had their names. When the fisherman caught a fish and returned home from the sea, on the way they asked where he was fishing.
And he was answering, telling the name of the rock, near which he has caught the fish. “The Kvaospao – was a big stone, it has been destroyed by the sea. 5 men could stand on the stone and fish with Chino (Chino – a long stick used for fishing). There were also a Kvachaghana, a stone of Seidoghli, a Kvachkvadei, Sumjuma. Today only part of a Kvaomkhaze is left, “- says Mirian Numanishvili. Kvaomkhaze is the only one left on the beach of Sarpi today – stepped rock invading the sea. In summer, tourists and locals gather on this rock.
“It had a total of 11 steps. We, the Laz people, as soon as we stepped on it, we were learning to swimming. When we were standing on the first step of the Kvaomkhaze, we were kicked from behind, thrown into the sea, and that’s all, we were already baptized. The eleventh step was the highest and hardest point for jumpThe one who jumped from this point with his head and made a flip, he was already a professional. Kvaomkhaze no longer has that part where the eleventh step was. The coastline was strengthened and during those works it was destroyed,” – says Mirian Numanishvili.
Kvaomkhaze – the famous rock in Sarpi Photo by: Manana Kveliashvili / Batumelebi
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს [კმდს] საბჭოს გაფართოებული სხდომა 2019 წლის 15 თებერვალს თბილისში გაიმართა. სხდომაზე „ქალაქ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტზე“ იმსჯელა. ამ დოკუმენტში, ბათუმის „რივიერას“ ტერიტორია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონიდან ამოღებულია, თუმცა ტერიტორიის ისტორიული ზონის საზღვრებიდან ამოღებას ეროვნული სააგენტოს 15-წევრიანი საბჭოს 13-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა. სხდომის ოქმის ჩანაწერის მიხედვით, „რივიერას“ ტერიტორიის ზონიდან ამოღებას მხარს დაუჭირეს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა და მისმა მოადგილემ, ოლეგ ბოლქვაძემ.
სხდომაზე „დამსწრეს“ სტატუსით იმყოფებოდა ლაშა კომახიძეც, სადაც ბათუმის მერმა თავისი პოზიცია დააფიქსირა. გთავაზობთ ოქმის ჩანაწერს, რომელიც ლაშა კომახიძის გამოსვლის მიხედვით არის შედგენილ:
2017 წელს გეოგრაფიკის მიერ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების შესამუშავებლი ამოცანა იყო, ამავე კომპანიის მიერ მომზადებული 2006 წლის ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტაციის ნაწილობრივი განახლება (2017 წ. ჯამური ღირებულება – 20 000 ლარი), იმ ძირითადი მიზნით, რომ სწრაფად გამხდარიყო შესაძლებელი ისტორიული განაშენიანების დამცავი ზონების დამტკიცება. ეს ხელს შეუწყობდა როგორც სამშენებლო პროცესების დარეგულირებას, ასევე ქალაქისთვის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.
გაიმართა არაერთი შეხვედრა და განხილვა, რომლის შედეგადაც, 2018 წლის 30 მარტს კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დადგენის პროექტი მოიწონა და მივიღეთ გადაწყვეტილება მისი კულტურის სამინისტროში გადაგზავნის თაობაზე, რათა გაგრძელებულიყო შემდგომი მსჯელობა სამინისტროსა და ეროვნულ სააგენტოში, იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია არც დამტკიცების კომპეტენცია და არც შესაბამისი მაღალი ექსპერტიზა, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
აქვე [ლაშა კომახიძემ] განმარტა ის გარემოება, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ორჯერ მოითხოვა დოკუმენტები, რომლებიც მუნიციპალიტეტს თავის მხრივ უკვე გადაგზავნილი ჰქონდა. თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო არ აისახა სამინისტროში: დოკუმენტაცია, განმარტებით ბარათთან ერთად, რომელშიც აისახა კორექტირების არგუმენტები, 2018 წლის დეკემბერში მიწოდებულ იქნა.
აქვე მან [ლაშა კომახიძემ] დააფიქსირა მერიის მზაობა დოკუმენტის განხილვისა და შემდგომი დახვეწისათვის.
შემდგომ მერმა წარმოადგინა მუნიციპალიტეტის მიერ კორექტირებული „ქალაქ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტი“ და შესაბამისი არგუმენტაცია. მან ხაზი გაუსვა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის საბოლოო, ექვემდებარება გადახედვას და მისი დახვეწის მიზნით გამოთქვა რეკომენდაციების მოსმენისა და საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტზე მუშაობის გაგრძელების მზაობა.
შემდგომ დამსწრე საზოგადოებას აჩვენა გეოგრაფიკის მიერ 2006 წელს შესრულებული ისტორიული განაშენიანების საზღვრები; განმარტა, რომ 2017 წელს გაფორმებული კონტრაქტი გეოგრაფიკს არ ავალდებულებდა წარმოდგენილი რუკების განახლებას, შესაბამისად, მასში არ შესულა ცვლილებები.
მერის თქმით, დოკუმენტზე მუშაობის პროცესში აღმოჩნდა, რომ 2006 წელს არსებული მდგომარეობა განსხვავდებოდა 2018 წელს არსებული რეალობისგან და მეტი თვალსაჩინოებისთვის შესაბამისი არეალები რუკაზე აჩვენა აუდიტორიას. მისი თქმით, 2006 წლის დოკუმენტში ბულვარის (ძეგლის) საზღვრები ვრცელდება უფრო ფართო არეალზე. თუმცა ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის საზღვრები რეგისტრირებულია მხოლოდ უნივერსიტეტის ჩათვლით. შესაბამისად, დაკორექტირდა რუკაზე ძეგლის საზღვრები.
ასევე 2006 წლის დოკუმენტში ე.წ. „ჭაჭა თაუერი“ მითითებულია როგორც ძეგლი, თუმცა რეალურად ის არ არის ძეგლი. ეს შენობა ძეგლი არასოდეს ყოფილა, ეს ალბათ ტექნიკური ხარვეზი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ისიც ამოღებული იქნა რუკიდან.
შემდეგ მან [ლაშა კომახიძემ] აჩვენა ყოფილი ბურუნთაბიეს (ფორტის) ტერიტორია, რომელსაც ჰქონდა ძეგლის სტატუსი. თუმცა დღეს მისი არსებობის კვალიც აღარ არსებობს, რის გამოც მას ძეგლის სტატუსი მოეხსნა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არსებული მდგომარეობა განსხვავდება 2006 წლისგან, რამდენადაც მას შემდეგ ბულვარის ნაწილზე განხორციელდა სხვადასხვა ახალი მშენებლობა (შერატონის, რედისონის, პორტა ბათუმის და კემპინსკის შენობები), რაც განსხვავებულ რეალობას ქმნის.
დასასრულს, მერმა აჩვენა მუნიციპალიტეტის მიერ კორექტირებული რუკის ვარიანტი, საიდანაც ამოიღეს ის ტერიტორიები, რომელიც არ იფარებოდა ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონებით, შემდეგ შემოისაზღვრა ნინოშვილისა და გოგებაშვილის ქუჩებით, რითაც, მისი განმარტებით, შემოსაზღვრულ იქნა უშუალოდ განაშენიანებული ზონა, ხოლო ბულვარი, როგორც ძეგლი, თავისთავად დაცულია, შესაძლოა უკეთესადაც, ვიდრე (ისტორიული) განაშენიანების ზონით იქნებოდა დაცული, რაც იყო მთავარი მოტივი საზღვრის ამ სახით ფორმირებისა.
დამატებით აჩვენა რამდენიმე ფოტო, რომელიც ასახავს ე.წ პორტის ტერიტორიის დღევანდელ მდგომარეობას. მან განმარტა, რომ ამ არეალს აღარ გააჩნია კავშირი ისტორიულ განაშენიანებასთან, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე საბჭოთა ჩარევას, ის დღეს მინდორია, ხოლო მიმდებარედ სხვადასხვა ახალაშენებული სასტუმროებია და ასევე თორმეტ და ხუთსართულიანი საბჭოთა შენობების მწკრივი, რომელიც კეტავს ზღვაზე და ზღვიდან ხედს, რაც განსხვავდება 2006 წლის დოკუმენტში ასახული ვითარებისგან და სწორედ ამ მიზეზით ეს ტერიტორია ამოღებულ იქნა დამცავი ზონის საზღვრებიდან.
მერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის საბოლოო და გამოთქვა მზაობა გამოთქმული მოსაზრებების მოსმენისა და გაზიარების თაობაზე.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდდა. საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი – 100 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი არ შედგა.
eauction.ge-ს მონაცემებით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო. ქონების გაყიდვაზე განაცხადს კი 500-ზე მეტი ნახვა ჰქონდა.
ნაკვეთი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის პირობით იყიდებოდა, რომელიც უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს. მთლიანობაში კი, მომავალ მყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში, აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
ამ ნაკვეთს სამინისტრო გასაყიდად აუქციონზე, ალბათ, ხელახლა გამოიტანს. სამინისტროს აქვს უფლება საწყისი გასაყიდი ფასიც შეცვალოს [შეამციროს კიდეც] და პირობაც. არც ისაა გამორიცხული, ქონება მთავრობამ სხვა ფორმით განკარგოს.
გასაყიდი ტერიტორია ქობულეთში, ფიჭვნართან ახლოს, დავით აღმაშენებლის გამზირის N379-ის მიმდებარედაა. მომიჯნავე ნაკვეთები უკვე გასხვისებულია სხვადასხვა კერძო კომპანიებზე: „სის ინვესტი“, „ელერ კომპანი“, „არგო ანურია“.
შპს „ელერ კომპანიში“ 50% წილს ფლობს და ამავე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია ლევან შერაზადიშვილი. ლევან შერაზადიშვილი, რომელიც სლოვაკეთის მოქალაქეა, შპს „გრინ რეზორტის“ ერთ-ერთი მეწილე და დირექტორიცაა. „გრინ რეზორტს“ კი აჭარის მთავრობამ გოლფის მოედნისა და ე.წ. მწვანე ქალაქის მოსაწყობად ქობულეთში 180 ჰექტარამდე მიწა 6 040 265 ლარად გადასცა. „გრინ რეზორტმა“ ამ პროექტში არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
მიწა ფიჭვნარში, რომელიც ამჯერად აუქციონზე არ გაიყიდა, იმ ნაკვეთებთანაც ახლოსაა, სადაც გოლფის მოედანი და „მწვანე ქალაქი“ უნდა გაშენდეს. „გრინ რეზორტის“ წარმომადგენლის თქმით, აუქციონზე გამოტანილი ნაკვეთის შეძენა ამ ეტაპზე მათ ინტერესებში არ შედის.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ დღეს, 5 აპრილს, ფეისბუქზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანების ნეშტებს 21 აპრილს დაკრძალავენ. ინფორმაციას თან ერთვის ფოტომასალაც. ნეშტები რამდენიმე თვის წინაა ნაპოვნი, თუმცა ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გათხრებში არ ყოფილან ჩართული არქეოლოგები, ასევე უცნობია, რა კვლევები ჩაატარა ეპარქიამ სამარხის შესასწავლად.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება, მათ შორის: ჩატარდა თუ არა კვლევები, ვინ იმუშავა ამ კვლევებზე და სამარხში ნამდვილად არის თუ არა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ნეშტები.
„არ გამოირიცხება ეჭვი, რომ ეს შესაძლოა არ იყოს რეპრესირებულ ადამიანთა ნეშტები. მსგავსი სამარხების შესწავლა უკიდურესი პროფესიონალიზმის საკითხია, სადაც ხდება სამარხების შესწავლა, გახსნა ხდება ძალიან ფრთხილად, ხდება ამ არქეოლოგიური ზონის შესწავლა, ფიქსაცია, ყველა დადგენილი წესითა და სტანდარტით, თანამედროვე პირობებში 3D სკანირებასაც აკეთებენ ამ ზონების, შემდეგ ხდება ოფიციალური, სამედიცინო-კრიმინალისტური ექსპერტიზა, ხდება შესწავლა, რა იყო გარდაცვალების მიზეზი, თუ ეს ცეცხლსასროლი ჭრილობაა – კონკრეტულად რა დაზიანებები აღინიშნება, ხდება ბალისტიკური ანალიზი და მერე ამ ყველაფრის შედარება იმ ცოდნასთან, რაც მეტ-ნაკლებად ამ სფეროში გარკვეული ადამიანებისთვის ცნობილია, თუ როგორ ხდებოდა, რა წესების და მიდგომების გამოყენებით მასობრივი დახვრეტები ამ პერიოდში“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
ირაკლი ხვადაგიანი
მისი თქმით, ეპარქიის მიერ გავრცელებული ფოტომასალაც ბადებს კითხვებს:
„რა თქმა უნდა, ყველა მასალა არ არის წარმოდგენილი, მაგრამ იმ სურათებზე, რასაც ვხედავთ, სულ ორ-სამ ადამიანს თუ აღენიშნება გარკვეული კვალი თავის ქალაზე, მაშინ, როცა ეს მკაცრად მოწესრიგებული საკითხი იყო რეპრესიული მანქანის მხრიდან, დახვრეტა ხდებოდა არა მსხვილი კალიბრის, არამედ რევოლვერის ტიპის, წვრილკალიბრიანი იარაღით, კეფაში გასროლით, ანუ ეს უნდა ყოფილიყო სიკვდილის შემცველი ჭრილობა. ეს არა მხოლოდ საბჭოთა პრაქტიკის ნაწილია, ასე ხდებოდა ყველგან, სადაც ამ ტიპის ტოტალიტარული რეჟიმი იყო, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ეს ერთგვარი, საერთო პრაქტიკაა.
ამასთან გასათვალისწინებელია, იყო თუ არა რაიმე ნივთები დაფიქსირებული ამ ადამიანების ნაშთებთან. ჩვენს შემთხვევაში, მით უმეტეს 20-30-იან წლებში, მსხვერპლთა აბსოლუტურ უმრავლესობას ყოველგვარი პირადი ნივთი და ტანსაცმელი ჩამორთმეული ჰქონდა დახვრეტის მომენტში, ანუ მხოლოდ საცვლების ამარა, ხელშეკრულებს ხვრეტდნენ, ეს აუცილებელი პირობა იყო, რომ მსხვერპლს არ გაეწია წინააღმდეგობა, და, რა თქმა უნდა, თუ კი რაიმე ნივთები აღმოჩნდა მათთან, ამ ნივთებსაც სჭირდება შესაბამისი ანალიზი. ნაშთებიდან აუცილებელია დნმ-ის ანალიზის აღება, მისი შენახვა, დაფიქსირება, რომ შემდეგ მოხდეს მისი გამოყენება და შედარება, წესით ეს უნდა ხდებოდეს.“
ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ კითხვები ჩნდება იმ ადგილთან დაკავშირებითაც, სადაც სამარხი იქნა აღმოჩენილი.
„ვიცით, რომ ეს ზონა, ბათუმის მისადგომები, იყო აქტიური საბრძოლო მოქმედებების ველი მინიმუმ ორჯერ მეოცე საუკუნეში – 1919 და 1921 წელს. სავსებით არ შეიძლება გამორიცხვა, თუ კი დასკვნა საწინააღმდეგოს არ ამბობს [თუ ასეთი დასკვნა არსებობს], რომ საქმე გვქონდეს ბრძოლაში რომელიმე მხრიდან დაღუპული ჯარისკაცების სამარხთან, უფრო სავარაუდოა ოსმალური და თურქული არმიის ჯარისკაცების საძმო სამარხთან გვქონდეს საქმე.
კვლევაა საჭირო, სადაც ეს ნაშთები იქნა ნაპოვნი, რას წარმოადგენდა ეს ტერიტორია იმ დროს, როდესაც ვვარაუდობთ, რომ ხდებოდა მასობრივი დახვრეტები, რადგან ესეც გარკვეულწილად გვკარნახობს იმ ლოგიკას, რომ საბჭოთა რეპრესიების მანქანა ასე ნაუცბათევად შერჩეულ ტერიტორიაზე მსგავს საქმიანობას არ ახორციელებდა, ამას სპეციალური ზონები სჭირდებოდა და, შესაბამისად, ესეც გამოსაკვლევია და ბევრ რამეზე შეიძლება მიუთითებდეს.
ეს არის მთელი რიგი კითხვებისა, რომელიც გაჩნდა. თუ კი დადასტურდება, რომ ეს ის არის, რაც გვგონია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომ პირველად მოხდა მსხვერპლთა მასობრივი სამარხის იდენტიფიკაცია და მით უმეტეს, თუ ეს დადასტურებულია, ასე ნაჩქარევად ამ ნაშთების ისევ დაკრძალვა, კვლევის გარეშე, არ მგონია გამართლებული ნაბიჯი“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
იგი აღნიშნავს, რომ ეკლესიას აუცილებლად უნდა აინტერესებდეს ეს თემები, მაგრამ საკითხის შესწავლაში სპეციალისტები უნდა ჩართულიყვნენ.
„უკანასკნელ ეტაპზე საჯაროვდება ინფორმაცია ამის შესახებ, რომ ნაპოვნია სამარხი და მოხდება დაკრძალვა, ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის გარეშე. არც ვიცით ჩატარდა თუ არა, ან ვინ ჩაატარა არქეოლოგიური, სამედიცინო, კრიმინალისტიკური ექსპერტიზა, რამდენად კომპეტენტური ჯგუფები მონაწილეობდნენ ამაში და რატომ გახდა ბოლო, უკანასკნელ ეტაპზე ეს ინფორმაცია საჯარო, მაშინ როცა სამუშაოს დაწყების მომენტშიც კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს ინფორმაცია ყოფილიყო ღია და ხელმისაწვდომი – ყველა დაინტერესებულ ჯგუფს ჰქონოდა საშუალება დაკვირვებოდა პროცესს და თავისი კონტრიბუცია შეეტანა ამ საქმეში.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ აჭარაში, როცა ვლაპარაკობთ დიდ ტერორსა და რეპრესიებზე, 20-30-40-იანი წლების ბოლომდეც კი და უკანასკნელ ხანებამდეც, ძირითადად, მუსლიმები ცხოვრობდნენ, ასე რომ თუ კი მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს პოზიცია, რომ გარდაცვლილების პატივისცემაა საჭირო და ის ამას აკეთებს, ზრუნავს ნაშთების პატივისცემაზე, რატომ უნდა იყოს ამ პროცესიდან გათიშული მუსლიმი თემი.
არ ვიცით რა ფორმა ექნება დაკრძალვას, ეს იქნება სამოქალაქო ცერემონია თუ რელიგიური. თუ რელიგიური იქნება, ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა, ერთის მხრივ მისასალმებელია, თუ კი მართლმადიდებლური ეკლესია ამბობს, რომ ილოცებს და პატივს მიაგებს მსხვერპლს, განურჩევლად მათი რწმენისა და თუ კი მას ასეთი პოზიცია აქვს, მაშინ თავისთავად გზა უნდა გაუხსნას სხვა კონფესიის წარმომადგენლებსაც, რომ მათ სიმბოლურად, რელიგიურად, მსხვერპლის პატივისცემა შეძლონ“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
ბათუმში დიდი ტერორის დროს დახვრეტილთა საფლავებს 2014 წლიდან ეძებენ. 2015 წელს საგანგებო კომისიაცკი შეიქმნა, რომელსაც ამ თემაზე უნდა ემუშავა, თუმცა საბოლოოდ ამ საკითხში ჩართული მხოლოდ ეპარქია აღმოჩნდა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებით, ადგილი, სადაც სამარხები აღმოჩნდა, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში, დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე და სწორედ აქ გაითხარა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო. ეპარქიის განცხადებით, ნეშტების ამოსვენება „შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით“ მოხდა.
________
მთავარ ფოტოზე: საფლავი. ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, FB
2016 წელს, როცა ქართულ მედიაში სტატიები გაჩნდა იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ასწლოვანი ხის ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადატანას აპირებდა, საზოგადოებამ ეს ამბავი უჩვეულოდ და არარეალურად მიიჩნია.
სამი წლის შემდეგ გიგანტური ხეების გადატანა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აჭარასა და სამეგრელოში, ჩვეულებრივი ამბავია. აქ აღარავის უკვირს, არც ზღვაზე გემით მცურავი ხის დანახვა და არც საკუთარ სოფელში უჩინარი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გამოჩენა.
აჭარის რეგიონიდან შეკვეთილში ხეები წაიღეს 13 ადგილიდან: ბათუმიდან, ციხისძირიდან, მწვანე კონცხიდან, მახინჯაურიდან, ჩაქვიდან, ბუკნარიდან და ქობულეთის სოფლებიდან – ცეცხლაური, კვირიკე, ზენითი, ხუცუბანი, გელაური, გვარა, ბობოყვათი.
ზღვაში გაცურა ან ხმელეთით „იმოგზაურა“ ასწლოვანმა ტიტებმა, მაგნოლიებმა, სექვოიებმა, კედრებმა, ევკალიპტებმა თუ ქაფურის ხეებმა.
ყველა ხე შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკში გადაიტანეს. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი 4,5 ჰექტარზეა გაშლილი. ოფიციალურად პარკის ტერიტორია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილის, ბერა ივანიშვილის კომპანიას – „ურეკი რეზიდენსს“ ეკუთვნის.
ხის გადატანა
როგორ აღადგინა გადამზიდავმა კომპანიამ დაზიანებული ტერიტორიები
საქართველოში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის თანახმად [ჯამში ხუთი კანონი], კომპანიები, რომლებიც ხეებს ეზიდებიან, ვალდებული არიან, ხეების ამოღების შედეგად გადათხრილი ტერიტორია – წარმოქმნილი ქვაბულები აღადგინონ. მთავარი გარემოსდაცვითი პრობლემა სწორედ ნიადაგის, მიწის ნაყოფიერი ფენის განადგურებაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ სპეციალური ღონისძიებების გატარების გარეშე გარემოს აღდგენა შეუძლებელია, თუმცა სრულად აღდგენა ვერც ღონისძიებების გატარების შემთხვევაში ხერხდება.
2018 წლის 19 მარტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან „ბათუმელებს“ ოფიციალურად აცნობეს, რომ ხეების გადამზიდავი კომპანიები დაზიანებულ ტერიტორიებს ექვს მისამართზე აღადგენდნენ [სხვა დაზიანებული ტერიტორიების აღდგენაზე არსებობს თუ არა მსგავსი შეთანხმება, „ბათუმელებისთვის“ უცნობია]. იმავე დოკუმენტში წერია, რომ სახელმწიფო და გადამზიდავი კომპანიები ამ საკითხზე უკვე შეთანხმდნენ და შესაბამისი პროექტებიც დაამტკიცეს.
“აღდგენილი” ტერიტორია ციხისძირის უღელტეხილზე. ამ ადგილიდან ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი მაგნოლია წაიღეს
კომპანიას „განზრახული აქვს ხეების ამოღების დროს წარმოქმნილი ქვაბულის და ხეებთან მისასვლელი დროებითი გზებით დაკავებული ფართობების აღდგენა/რეკულტივაცია. ამ მიზნით მომზადებული იქნა წინამდებარე რეკულტივაციის პროექტი. საბოლოო ბიოლოგიური რეკულტივაცია დამთავრდება 2018 წლის მარტში“, – გვაცნობეს სამინისტროდან ზუსტად ერთი წლის წინ. კომპანია „იღებს ვალდებულებას აღადგინოს ქვაბულის ტერიტორია პირვანდელ ან/და პირვანდელთან მიახლოებულ მდგომარეობამდე“.
რა და როგორ აღადგინეს
„ბათუმელები“ გასულ კვირას ყველა იმ ადგილზე მივიდა, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკისთვის ხეები წაიღო. უშუალოდ ხეების ამოთხრის ადგილი მხოლოდ ერთგანაა აღდგენილი – ბენზეში, ბათუმის შემოსასვლელთან. იქ, საიდანაც ასწლოვანი მაგნოლიები ამოთხარეს, ახალი ნერგები დარგეს. თუმცა მათი უმრავლესობა უკვე გამხმარია. ამასთან, ტერიტორია სანახევროდაა „აღდგენილი“. გარკვეულ მონაკვეთზე ან ისევ მიწის გორები დგას, ან გადათხრილია.
„აჭარა შთაგაგონებს სიყვარულს“ – ასეთი წარწერაა ჩაქვში, გზისპირას ახლადმოწყობილ პარკში. კომპანიამ აქ ხეები კომპენსაციის მიზნით დარგო.
ბიძინა ივანიშვილმა დასასვენებელი პარკი მოაწყო ასევე ციხისძირში, მეცამეტე ქუჩაზე. პირველი ტიტა მან სწორედ აქედან წაიღო. ადგილობრივი მოსახლეობა პარკს ფაქტობრივად ვერ იყენებს. აქ არ არის არც საბავშვო მოედანი, არც რაიმე გასართობი. ამასთან, პარკს არ აქვს ზღვაზე ჩასასვლელი.
კიდევ ერთი ადგილი – ციხისძირის უღელტეხილი ცენტრალური საავტომობილო გზიდან ჩანს. აქედან ივანიშვილმა გიგანტური მაგნოლია წაიღო. სანაცვლოდ კი 20-მდე ძირი ხე დარგეს. აქ ხეები გახარებულია, თუმცა ტერიტორიაზე ამჟამად ეროზიული პროცესი ვითარდება.
რა არ აღადგინა და სად
სხვა ტერიტორიებზე, რომლებიც ხეების ამოღების გამო დაზიანდა, იგივე სურათი დაგვხვდა, რაც ხეების ამოღების დროს: უზარმაზარი ორმოები და ქვაბულები არავის აღუდგენია. ციხისძირის უღელტეხილზე, საიდანაც ივანიშვილმა ხეები წაიღო, გორაკები 3, 4 და ზოგან ხუთი მეტრის სიმაღლეზეც კი მოჭრეს. ამ ადგილებში დღეს სიცარიელეა.
2018 წლის 30 იანვარს აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, განაცხადა, რომ კომპანიებს, რომლებსაც ხეები მიაქვთ შეკვეთილში, ამოთხრილი ადგილების რეკულტივაციისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება აქვთ. მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა და საკანონმდებლო ვალდებულებებისა, კომპანიებს ის არ შეუსრულებიათ.
შპს „ურეკი რეზიდენსის“ ხელმძღვანელს, პაატა სულაბერიძეს ვკითხეთ, რატომ არ აღადგინეს კომპანიებმა ის ტერიტორიები, საიდანაც ხეები წაიღეს. დენდროლოგიური პარკის მფლობელი კომპანიის ხელმძღვანელისგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.
ყველა ხე, რომელიც აჭარაში ითხრება და ზღვით ან ხმელეთით შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ივანიშვილს უკავშირდება იმ ხეების განადგურებაც, რომლებიც ხეების გადატანის გამო მოჭრეს.
ჭრიდნენ ან/და ჭრიან ასწლოვან ხეებს, მთლიანად გაჩეხეს ქარსაცავი ზოლი სოფელ კვირიკეში. ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, თუ რა ზიანი მიადგა ნიადაგს მიწის ნაყოფიერი ფენის მოჭრით.
ვის შეუძლია დენდროლოგიური პარკით სარგებლობა
როდესაც სოციალურ ქსელში ან საინფორმაციო გამოცემებში ხეების გადატანის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, ყოველთვის ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც წერენ, რომ პარკი საჯაროა და იქ შესვლა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. „ბათუმელებმა“ ბერა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიის, „ურეკი რეზიდენსის“ დირექტორს, პაატა სულაბერიძეს წერილობით სთხოვა, დენდროლოგიური პარკის გადაღების ნებართვა.
„დენდროლოგიურ პარკში მიმდინარეობს პარკის მოწყობის სამუშაოები, პარკს ჯერ საბოლოო სახე არ მიუღია, ამის გამო ფოტო და ვიდეოგადაღება მიზანშეწონილი არაა. გადაღება და დათვალიერება შესაძლებელი იქნება პარკის სრულად მოწყობის შემდეგ,“ – მოგვწერა პაატა სულაბერიძემ.
თუ შეკვეთილის პარკში შესვლას მაინც ეცდებით, იმედი გაგიცრუვდებათ. ტერიტორიას ორმეტრამდე სიმაღლის რკინის მესერი აქვს შემორტყმული. ხმა კი, რომელიც პარკიდან გამოდის, ჯუნგლებში ყოფნის ილუზიას შეგიქმნით. თუ პარკს ჩრდილოეთით, ზღვის მხრიდან, შემოუვლით, ღობის ერთ მონაკვეთთან საიმედოდ ჩაკეტილ ჭიშკარს იპოვით. ჭიშკრიდან მხოლოდ ეგზოტიკური თუთიყუშების ვოლიერები ჩანს. ამ ტერიტორიაზეც, ისე როგორც მთელ პერიმეტრზე, რამდენიმე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული. როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, პარკის მოწყობა 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება და ის უფასო იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.[red_box]ინტერაქტიული რუკა, სანახავად დაკლიკეთ აქ[/red_box]
ბიძინა ივანიშვილი ხეებს შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიური პარკისთვის ეზიდება. სოფელ წვერმაღალაში კი უკვე დაასრულა მსგავსი პატარა პარკის მოწყობა. ვცადეთ უკვე დასრულებულ პარკში მაინც შევსულიყავით და გვენახა, თუ როგორ გამოიყურება, თუმცა იქაურობაც შემოღობილი და ჩაკეტილია.
როგორც წვერმაღალაში ამბობენ, იმ ადგილას, სადაც ახლა პარკია, ადრე თავშეყრის ადგილი იყო ე.წ. სოფლის ბირჟა. ახლა ამ პარკში შესვლა მხოლოდ სპეციალური ნებართვით არის შესაძლებელი. პარკი დაკეტილია სოფლის მოსახლეობისთვისაც.
მოსახლეობას ვკითხეთ, შეეძლოთ თუ არა პარკით სარგებლობა, დასვენება ან სეირნობა. „იქ ვინ შეგიშვებს, ივანიშვილისაა. თავად ჰყავს მისი ხალხი იქ. ან რა გინდა, რომ შეხვიდე?“ – კითხვას კითხვითვე პასუხობს წვერმაღალას მცხოვრები მედიკო ცერცვაძე.
სოფელ წვერმაღალას კიდევ ერთი მცხოვრები ეთერ ნიკოლაიშვილი კი ამბობს, რომ პარკით სოფლის მოსახლეობას სარგებლობა შეუძლია.
„ახლა დაკეტილია, მაგრამ ის ბიჭი არაა, ვინც დარაჯობს, თორემ შეგიშვებდათ. ადრე აქ გველები იყო, მეტი არაფერი. ახლა ივანიშვილმა გააკეთა და ძალიან ლამაზი პარკია. დაკეტილი რატომაა და გახსნილი რომ იყოს, ყველა ყველაფერს მოიპარავს, კარგად ქნა, რომ დაკეტა,“ – ამბობს ის.
რეალურად, პარკში არათუ შესვლა, გადახედვაც კი შეუძლებელია.
ვინ რა სარგებელი მიიღო ხეების გადატანით
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთი ხის მეპატრონეს 50 ათასი ლარიც კი მიუღია ხის სანაცვლოდ. ხოლო ის ხეები, რომლებიც სახელმწიფო მიწაზე იდგა, ივანიშვილს უფრო იაფი დაუჯდა. მაგალითად, 2015 წლის 31 დეკემბერს აჭარის მთავრობამ გამოსცა ბრძანება, რომლითაც შპს „ზიმოს“ საკუთრებაში გადაეცა ერთი ერთეული ტიტას ხე და ორი ერთეული ჭაობის კიპარისის ხე, ჯამში სამივე ხის ღირებულება 6 200 ლარი იყო. 2018 წლის იანვარში, ჩაქვში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მრავალწლოვანი ცრუ ქაფურის 6 ხე კი კომპანია „ზიმომ“ 19 500 ლარად იყიდა.
მაყვალა ართმელაძე ციხისძირში ცხოვრობს. ის ხეების გადატანის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებულია, რომელსაც დღემდე არანაირი კომპენსაცია არ მიუღია. 2016 წელს, როცა ციხისძირიდან, მე-13 ქუჩის გასწვრივ მდებარე ნაკვეთიდან ასწლოვანი ტიტას ხე მოთხარეს და ზღვით წაიღეს, მაყვალას დაჰპირდნენ, რომ კომპენსაციას მიიღებდა. მაყვალას იჯარით აღებულ მიწაზე ხეხილის ბაღი ჰქონდა გაშენებული და ბოლო 27 წლის მანძილზე ამ ადგილით სარგებლობდა.
„იმ პერიოდში, როცა აქ სამუშაოები მიდიოდა, ჩემი ქმარი იწვა საავადმყოფოში, ქუთაისში. აქ თავზე დადგომის და კონტროლის დრო არ მქონდა. ისე წაიღეს ხე, ვერ მოვიცალე. ყველაფერი გამინადგურეს. ჩემი ბაღიდან აღარაფერია დარჩენილი,“ – ამბობს მაყვალა ართმელაძე.
მაშინ ციხისძირში, მე-13 ქუჩის მიმდებარედ, დაახლოებით ერთი ჰექტარი მიწის ფართობი გადათხარეს. აქ ნიადაგი ახლაც მთლიანად განადგურებულია. ასწლოვანი ევკალიპტი, რომელიც ივანიშვილის გემოვნებაში არ ჩაჯდა, ხელუხლებელი დატოვეს. თუმცა ხეს ირგვლივ ნიადაგი გამოაცალეს. ხე გახმა.
კიდევ ერთი გამხმარი ევკალიპტი ციხისძირის უღელტეხილზე დგას, იმ ტერიტორიის დასაწყისში, საიდანაც ივანიშვილის დაკვეთით ორი ძირი მაგნოლია ამოთხარეს. არც ეს ტერიტორია არ აღუდგენია არავის.
ამ ადგილიდან ივანიშვილის დაკვეთით ორი ძირი მაგნოლია 2018 წელს წაიღეს. ტერიტორია ამ დრომდე არავის აღუდგენია
დაბა მახინჯაურში ხეები რამდენიმე ადგილას ამოთხარეს. მათ შორის წერეთლის ქუჩაზეც, ერთ-ერთი კერძო მოსახლის ეზოში.
„ბათუმელები“ იმ ადამიანებს შეხვდა და ესაუბრა, ვინც წერეთლის ქუჩაზე ცხოვრობს. მათ ვკითხეთ, თუ როგორ შეიცვალა მათი სოციალური მდგომარეობა ხეების გაყიდვის შემდეგ. ღიად, კამერის წინ საუბარი და ინტერვიუს მიცემა არავინ ისურვა, პირად საუბარში კი გვითხრეს, რომ ემადლიერებიან ბიძინა ივანიშვილის, რადგან ხის გადატანისთვის ერთ მოსახლეს სახლი გადაუხურა, სოფლის გზაზე – გარკვეულ მონაკვეთზე კი ასფალტის საფარი დააგო.
ჯემალ გოგიტიძე მახინჯაურში იმ უბანში ცხოვრობს, საიდანაც ივანიშვილმა ევკალიპტი წაიღო. უზარმაზარი ევკალიპტი მისი სახლის ახლოსაც დგას. ივანიშვილს ეს ხეც მოსწონებია, თუმცა იმის გამო, რომ მიუვალ ადგილას იდგა, საბოლოოდ მისი წაღება გადაუფიქრებია.
„სოფელში არავინ წინააღმდეგი არ წასულა ევკალიპტის გადატანის. თუ ვინმეს რამე ზიანი მიადგა, ყველაფერი აუნაზღაურდა – მეტრობით გაიზომა, სიგრძე, სიგანე დაზიანებული ადგილების და აუნაზღაურდა ყველას. ყველაზე მეტი თანხა გასცეს კომპენსაციად 4500 ლარი. ერთ მოსახლეს 4000 ლარი მოუწია, მეორეს – სამი და ა.შ. თავად ხის მფლობელს 50 ათასი ლარი გადაუხადეს. 100 ათასი დააფასა, მაგრამ 50-ზე ჩამოვიდა მერე. თვითონ პირადად იყო ბიძინა ორჯერ მოსული. შეხედა, შემოხედა, უზარმაზარი ევკალიპტის ხე იყო და რა ვიცი, დაუჯდა ჭკუაში და წაიღო,“ – ამბობს ჯემალ გოგიტიძე.
ტერიტორია, საიდანაც ევკალიპტი წაიღო, ბიძინა ივანიშვილს არ აღუდგენია.
ამ ადგილას გიგანტურმა ევკალიპტმა “გაიარა” ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
რამდენად კანონიერად გააქვთ ხეები
ხეების გადატანის პროცესი სამართლებრივად თავიდანვე ბუნდოვნად დაიწყო. 2015 წლის 31 დეკემბერს გიგანტური ხეების გადატანის ნებართვას პირველად ხელი აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ მოაწერა. არჩილ ხაბაძე ამ პოსტის დაკავებამდე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკი „ქართუს“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი იყო. აჭარის მთავრობამ იმ პერიოდში განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნებართვის გაცემას მოსახლეობის საკეთილდღეოდ დაგეგმილი მასშტაბური პროექტის განხორციელებით ხსნიდა.
2018 წლის იანვარში ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კომპანია „ატუმ“ ცრუ ქაფურის, წაბლისა და ფიჭვის ხეები მოჭრა. ისინი ხელს უშლიდნენ იმ ქაფურის ხეების გადატანას, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს დენდროლოგიურ პარკში გადასატანად მოეწონა.
6 ძირი ქაფურის ხის მოთხრა გადასატანად 2018 წლის 11 იანვარს უკვე დაწყებული იყო, როცა „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობიდან გამოითხოვა დოკუმენტები, თუ რის საფუძველზე ტარდებოდა სამუშაოები. აღმოჩნდა, რომ კომპანია „ატუს“ აჭარის მთავრობამ ნებართვა სხვა ხეების მოჭრა-დასაწყობებაზე მისცა. ხეების გატანის ნებართვა კი კომპანიას არ ჰქონდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხეების პირდაპირი მიყიდვით გასხვისებაზე ბრძანება 2018 წლის 18 იანვარს გამოსცა, ანუ მას შემდეგ, როცა საკითხით მედია დაინტერესდა, ხეები კი გადასატანად გამზადებული იყო.
2018 წლის მარტში ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ქარსაცავი ზოლი გაჩეხეს. მიზეზი ის ევკალიპტი გახდა, რომელსაც ამ გზაზე უნდა გაევლო და რომლის გატარებასაც ქარსაცავი ზოლი ხელს უშლიდა.
როგორ ეხმარებიან სახელმწიფო ინსტიტუციები ბიძინა ივანიშვილს
ის ადგილი, სადაც ტიტას ხე იდგა ციხისძირის უღელტეხილის დასაწყისში, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე ყოველგვარი პირობის გარეშე გაყიდეს. უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ – „ბიზნეს დეველოპმენტმა“ 1 მილიონ 99 ათას ლარად, საინვესტიციო ვალდებულების გარეშე შეიძინა.
მაშინ ხის ყიდვა უნდოდა ოპოზიციასაც. აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 2018 წლის აპრილში სახელმწიფო უწყებებს ამის შესახებ წერილობით აცნობა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ფრაქციას ტიტას მიყიდვაზე უარი უთხრა. არგუმენტად კი ის დაასახელა, რომ დეპუტატთა გაერთიანება – ფრაქცია, ვერ გახდება სახელმწიფო ქონების შემძენი.
ვინ იღებს ხეებს ოფიციალურად
აჭარიდან მრავალწლოვანი ხეების ამოთხრისა და შეკვეთილში მათი გადატანის დამკვეთი შპს „ურეკი რეზიდენსია“. ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. 2017 წლის იანვარში კი, კომპანიის წილის 100% ბერა ივანიშვილს საკუთრებაში 4 მილიონ ლარად გადასცა. „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია დღეს ის ნაკვეთები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში, სადაც მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ე.წ. დენდროლოგიურ პარკს აშენებს.
დენდროლოგიურ პარკში გადარგული ხეები შეკვეთილში
სამართლებრივი შეფასება
აჭარიდან ხეები უკვე სამი წელია გააქვთ. ამ ხნის მანძილზე პრაქტიკულად არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ შეუფასებია პროცესი სამართლებრივად თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით. საკითხს ამჟამად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სწავლობს. ორგანიზაციაში მოკვლევის დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ.
კვლევა არ მომზადებულა არც ხეების გადატანის ეკოლოგიურ შედეგებთან დაკავშირებით. ქვეყნის მასშტაბით არც ერთი გარემოსდამცველი ორგანიზაცია ამ თემაზე არ მუშაობს. ასევე არც ერთ დამოუკიდებელ ექსპერტს არ შეუსწავლია გადათხრილი ტერიტორიები. შესაბამისად, არ არსებობს მიუკერძოებელი დასკვნა, თუ რა ზიანი მიადგა ხეების გადატანით ლანდშაფტურ გარემოს.
გარემოსდაცვითი კუთხით მომუშავე არასამთავრობოები თემის შეუსწავლელობას ფინანსებისა და რესურსების სიმწირით ხსნიან.
პირველი ხის გადატანა, 2016 წელს გარემოსდამცველების მიერ გამართული აქციების ფონზე მიმდინარეობდა. რამდენიმე მათგანი დააკავეს კიდეც. დღეისათვის კი ხეების გადატანას სამოქალაქო აქტივისტები აღარ აპროტესტებენ. ყოველ შემთხვევაში, 2016 წლის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტების მიერ რაიმე აქცია, სადაც ხეების გადატანას გააპროტესტებდნენ, არ გამართულა. ხეების გადატანას ბოლო ორი წლის მანძილზე მხოლოდ ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ.
21 აპრილს, ბათუმში, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანებს ნეშტებს დაკრძალავენ – ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ ცოტა ხნის წინ [18:00] გაავრცელა.
რეპრესირებულთა საფლავი. ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, FB
ეპარქიის განცხადებით, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე ბაზა #3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე, გაითხარა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო და შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა მათი ამოსვენება.
როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, იოანე გორელიშვილმა უთხრა „ბათუმელებს“, ნეშტები რამდენიმე თვის წინ ამოასვენეს.
გათხრების ორგანიზატორი, თანამოაზრეებთან ერთად, თავდაპირველად რამაზ სურმანიძე იყო, ბათუმელი მკვლევარი, ავტორი წიგნისა – „ტრაგედია ბათუმში (1937-1938 წლები). რამაზ სურმანიძის თქმით, იგი არ ყოფილა უშუალოდ გათხრების მონაწილე.
მთავარ ფოტოზე: რეპრესირებულთა საფლავი. ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, FB
ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი“ ხელვაჩაურში 30 მაისს გაიმართება. ფესტივალი ვორქშოპებსა და ანიმაციური ფილმების ჩვენებებს მოიცავს. ხელვაჩაურს ესტუმრებიან ხულოსა და ბათუმის ანიმაციური სტუდიის მოსწავლეები და თავიანთი ფილმების პროექტების პრეზენტაციებს გამართავენ. ფესტივალს 50 მოზარდი დაესწრება. „თოფუზს“ წელს ხელვაჩაურის კულტურის ცენტრი უმასპინძლებს.
ქედაში ფესტივალი 31 მაისსა და პირველ ივნისს გადაინაცვლებს. 1-ელ ივნისს, ბავშთა დაცვის დღეს მიეძღვნება ფილმების ჩვენების ღონისძიება, რომელსაც 300-ზე მეტი ბავშვი დაესწრება.
საბავშვო ანიმაციური ფილმების ფესტივალი ,,თოფუზი“ აპრილი – ივნისისი პერიოდში წელს 13 რეგიონში გაიმართება: ბოლნისში, თელავში, მარტვილში, ხობში, ზუგდიდში, გურჯაანში, რუსთავში, ონში, ხელვაჩაურში, ქედაში, მარნეულში, დმანისსა და ნინოწმინდაში.
თოფუზი ანიმაციის განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებული რეგიონული და საერთაშორისო ფესტივალია. თოფუზი ყოველწლიურად საქართველოს 20 რეგიონში იმართება.
ანიმაციური ფონდის მიზანი ანიმაციური ფილმწარმოების საქართველოში განვითარება და შემდეგ მისი მსოფლიოში ინტეგრაციაა.
ხულოს მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ჯორბენაძე იქნება. პარტიის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მას ხულოს თეატრში ხვალ, 6 აპრილს, დღის ორის ნახევარზე წარადგენს. ირაკლი ჯორბენაძე 2014 წლიდან ხულოს საკრებულოს წევრია.
„თავდაპირველად ვიყავი მაჟორიტარი კანდიდატი, შემდეგ – პარტიული სიის პირველი ნომერი. ჩემი მთავარი გზავნილია შეჩერებული და შენელებული პროექტების ამუშავება. ამაზე დეტალურად ხვალინდელ შეხვედრაზე ვისაუბრებთ,“ – გვითხრა ირაკლი ჯორბენაძემ.
რა იგულისხმება „შეჩერებულ და შენელებულ პროექტებში“? – ირაკლი ჯორბენაძე განმარტავს, რომ ძირითადად კურორტ „გოდერძის“ გულისხმობს.
„იქ ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერებულია. ასევე აღარ განიხილება ხულო-გოდერძის გზის საკითხი… პრობლემაა ხულოს სოფლებში სასმელი წყალი. როგორც ათეული წლების წინ იყო, ახლაც ასეა – მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება და ისიც უხარისხოა,“ – ამბობს ირაკლი ჯორბენაძე.
ხულოში მერის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ხულოს მერის პოსტი მას შემდეგ გათავისუფლდა, როცა 2018 წლის 18 ოქტომბერს არჩეულმა მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობა დატოვა. მას შემდეგ ხულოს მერის მოვალეობას ვახტანგ ბერიძე ასრულებს. ის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია ხულოში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გაფართოებული სხდომა 2019 წლის 15 თებერვალს თბილისში გაიმართა. ამ სხდომაზე ეროვნული სააგენტოს სპეციალურმა საბჭომ ერთადერთ საკითხზე – „ქალაქ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტზე“ იმსჯელა. ამ დოკუმენტში, ბათუმის „რივიერას“ ტერიტორია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონიდან ამოღებული იყო, თუმცა ტერიტორიის ისტორიული ზონის საზღვრებიდან ამოღებას ეროვნული სააგენტოს 15-წევრიანი საბჭოს 13-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა, მათ შორის ერთ-ერთი იყო ნატო ცინცაბაძე – ICOMOS საქართველოს ხელმძღვანელი.
გთავაზობთ ნატო ცინცაბაძის გამოსვლის ტექსტს სხდომის ოქმის ჩანაწერების მიხედვით:
„ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის მომზადებისთვის არსებობს კანონით განსაზღვრული პროცედურა, რომლის მიხედვითაც ის შეიმუშავეს და დაიხარჯა დიდი რესურსი. აღნიშნული დოკუმენტი არ განახლებულა – მოხდა ერთგვარი კომპილაცია უკვე შესრულებული სამუშაოების.
მერიის მიერ წარმოდგენილ კორექტირებულ დოკუმენტს არ აქვს დარგობრივი დასაბუთება, ისევე როგორც სჭირდება იმას დასაბუთება, თუ რატომ არ ეთანხმება რაიმე საკითხში ისტორიულ-კულტურულ საყრდენ გეგმას. აუცილებელია წარმოდგენილ იქნას დარგობრივი დასაბუთება, რაც პროცედურული ნაწილია.
დაუშვებელია ბულვარის ამოღება დამცავი ზონიდან.
მერიის მიერ წარმოდგენილი დასაბუთება შესაძლოა მისაღები იყოს ადმინისტრაციის კომპეტენციისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთი დარგობრივ-პროფესიული არგუმენტი არაა მოყვანილი.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბათუმის ბულვარის ისტორიული განაშენიანების ზოგადი დამცავი ზონებიდან ამოღება. ასევე არ შეიძლება ე.წ. „რივიერას“ ამოღება, რადგან მისი სიხალვათე გამოწვეულია მისი საფორტიფიკაციო დანიშნულებით, შესაბამისად აუცილებელია მისი დაცვა და შენარჩუნება.
გასათვალისწინებელია ის უზარმაზარი რესურსი [მიმართვა ეროვნულ სააგენტოს], შრომა და კვლევები, რომელიც საფუძვლად უდევს „გეოგრაფიკის“ მიერ დოკუმენტის შემუშავებას; მისი ნებისმიერი ცვლილების სურვილის შემთხვევაში, აუცილებელია პროფესიულ-დარგობრივი დასაბუთების მომზადება.
„ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ თანამშრომლებმა დღეს, 5 აპრილს, თამარ მეფის გზატკეცილზე, ფერდობზე, 110 ძირი ჰორტენზია დარგეს.
ფოტო: მწვანე ბათუმი FBჰორტენზიები
2019 წლის ბოლომდე ბათუმში 4000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება.
ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების“ სამსახურის ცნობით, წელს აქცენტი მარადმწვანე ხე-მცენარეებზე გაკეთდება. მცენარეების შესაძენად ტენდერები ეტაპობრივად გამოცხადდება.
აჭარის წილობრივი მონაწილეობით არსებული 30-ზე მეტი საწარმოდან 2018 წლის ბიუჯეტში თანხა, დივიდენდის სახით, მხოლოდ ოთხმა საწარმომ შეიტანა. შემოსავლების რაოდენობა, რაც აჭარის ბიუჯეტმა ამ საწარმოებიდან მიიღო, ჯამში 2,4 მილიონი [დაგეგმილზე 1,26 მილიონით ნაკლები] ლარი იყო. აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან წელს მისაღები დივიდენდები კი, წინა წლებთან შედარებით სამჯერაა შემცირებული და 1 მილიონი ლარია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან „ბათუმელებმა“ 2019 წლისთვის თითოეული ასეთი საწარმოს მოგებიდან მისაღები დივიდენდების მოცულობა [გეგმა] გამოითხოვა. სამინისტროს ვთხოვეთ, ასევე განემარტა და დაესაბუთებინა, თუ რატომ არის სხვაობა ბიუჯეტში 2019 წელს მისაღებ დივიდენდების ოდენობასა და გასული წლის ფაქტობრივ მაჩვენებელს შორის. ასეთი ინფორმაცია სამინისტროდან ვერ მოგვაწოდეს.
„დღეის მდგომარეობით [2019 წლის 20 მარტი – ავტ.] საწარმოების მხრიდან მიმდინარეობს 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების წარმოდგენის პროცესი, რომლის შემადგენელი ნაწილია 2019 წლის ბიზნესგეგმის წარმოდგენა. ვინაიდან აღნიშნული პროცესი არ არის დასრულებული, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, წარმოგიდგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია“, – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან.
გარკვეული საწარმოებიდან მისაღები შემოსავლების ბიუჯეტში გაუთვალისწინებლობის საკითხის დასაბუთებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც ითხოვს.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, მაგალითად, „იმ პირობებში, როდესაც შპს „სავაჭრო ცენტრი 2009-ს“ [ე.წ. ხოფის ბაზრობას] 2017 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში დივიდენდის სახით გადახდილი აქვს 2,6 მილიონი ლარი, ხოლო კომპანიის საქმიანობის სფერო და მოგება-ზარალის დინამიკა 2018 წელს არსებითად არ შეცვლილა, აღნიშნული საწარმოდან მისაღები სხვა შემოსავლების ბიუჯეტში გაუთვალისწინებლობის საკითხი, საჭიროებს დასაბუთებას“.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ საწარმოთა მიერ აჭარის ბიუჯეტში ჩარიცხული დივიდენდების ოდენობა:
წყარო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
დივიდენდები აჭარის ბიუჯეტში 2016 – 2018 ფაქტი და 2019 წლის გეგმა
ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციად რჩება, რომ 2019 წლის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლები დაიგეგმოს რეგიონის ეკონომიკური განვითარების და ფაქტობრივი შემოსავლების ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით. თითოეული კომპონენტის სახით მისაღები შემოსავლების ცვლილება სათანადოდ იყოს დასაბუთებული, ყურადღება გამახვილდეს არამომგებიან საწარმოებზე, დაისახოს და განხორციელდეს კონკრეტული ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს ბიუჯეტში მეტი რესურსის მობილიზებას და მომხმარებელთა ფართო წრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას“, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის კანონში, შემოსავლები დივიდენდის სახით, 1 მილიონი ლარია დაგეგმილი.
რა ღონისძიებები გატარდა/ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედ არამომგებიან საწარმოებთან მიმართებაში?
„2019 წლის 11 მარტის მდგომარეობით, აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედ და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მართვას დაქვემდებარებულ საწარმოთა რაოდენობა შეადგენს 35 ერთეულს, რომელთაგან 9 ერთეულში მიმდინარეობს გაკოტრების პროცესი. მოცემული საზოგადოებების გაკოტრების მმართველია სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“, ხოლო ზედამხედველი – ქუთაისის საქალაქო სასამართლო. შესაბამისად, აღნიშნული საზოგადოებების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა წარმოადგენს სასამართლოს და „აღსრულების ეროვნული ბიურო“-ს უფლებამოსილებას“, – მოგვწერეს სამინისტროდან.
სამინისტროს განმარტებით, ფინანსური დოკუმენტაციის [ბალანსის] წარმოდგენის შემდგომ ფასდება კომპანიის აქტივები და ვალდებულებები. იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულებები აჭარბებს საზოგადოების აქტივებს და კომპანია გადახდისუუნაროა, საზოგადოების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას მიმართოს შესაბამის სასამართლოს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების მოთხოვნით:
„მაგალითად, სს „დასასვენებელი სახლი ნიავის“ დირექტორის 2019 წლის 18 თებერვლის წერილის შესაბამისად, დირექტორმა მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა „დასასვენებელი სახლი ნიავის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი“.
სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, გაკოტრების მმართველის – „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ საბოლოო ანგარიშის საფუძველზე, შპს „აჭარმშენტრანსი“-ს გაკოტრების საქმის წარმოება გამოცხადდა დასრულებულად, რაზედაც რეესტრმა შპს „აჭარმშენტრანსის“ რეგისტრაციის გაუქმებაზე [ლიკვიდაციის] გადაწყვეტილება მიიღო.
„ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მართვას დაქვემდებარებული საზოგადოებების რაოდენობა, წლების მიხედვით გამოირჩევა კლებადი სტატისტიკით, რაც მართვაში არსებული კომპანიების მუდმივი ოპტიმიზაციის შედეგია“, – აცხადებენ სამინისტროში.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედია 11 კომპანია, მოქმედი [პასიურია] – 14, გაკოტრება-ლიკვიდაციის რეჟიმშია – 9 კომპანია, ხოლო ერთი – შპს CRYSTAL-ი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოზე გადაცემულია მართვის უფლებით.
ბათუმში, რუსთაველის ქუჩის #20-ში, ათსართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ. სამშენებლოდ მოაზრებული ტერიტორია სასტუმრო „ინტურისტს“ ესაზღვრება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. საკითხი უკვე განიხილა კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ, თუმცა, ჯერჯერობით, გადაწყვეტილების შესახებ არაფერია ცნობილი.
პროექტის რენდერის მიხედვით, რომელიც ზონალური საბჭოს სხდომაზე წარმოადგინეს, დაგეგმილი ათსართულიანი სასტუმროს პროექტი ითვალისწინებს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი შენობის ათვისებას, სადაც 1840-1921 წლებში ბრიტანეთის საკონსულო ფუნქციონირებდა.
ბათუმი, რუსთაველის #20პროექტის რენდერი რუსთაველის #20-ში
პროექტი ითვალისწინებს ასევე ამ სახლის უკან გამწვანებული ეზოსა და ერთსართულიანი შენობების ათვისებას [სადაც ადრე რესტორანი „ტალღა“ იყო].
ბათუმი, რუსთაველის #20 – შიდა ეზო
საჯარო რეესტრის მონაცმების მიხედვით, რუსთაველის #20-ში მდებარე 1043 კვადრატული მეტრი ტერიტორია შენობა-ნაგებობების ჩათვლით შპს “ORIX”-ს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი ნათია გოგიძეა, ხოლო კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი შპს „Anuria“ -ა, რომელსაც რუსეთის მოქალაქე კლიმენტი ქასრაძე ფლობს.
მთავარი ფოტო: არსებული შენობა რუსთაველის #20-ში, სადაც გასული საუკუნის 20-იან წლებში ბრიტანეთის საკონსულო იყო და რენდერი სასტუმროსი, რომელიც შეიძლება არსებულის ნაცვლად აშენდეს.
რამდენიმე წუთის წინ განათლების მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ განცხადება გააკეთა სკოლის გამოსაშვები გამოცდების თაობაზე. მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით ჩააგდო, განმეორებით კენჭისყრაზე გავა.
ზედგინიძეს არ დაუკონკრეტებია, როდის გავა გამოცდების საკითხი განმეორებით კენჭისყრაზე, თუმცა დასძინა რომ მისი ხელმეორედ გატანა კენჭისყრაზე, ისევ დაჩქარებული წესით მოხდება.
„პრობლემა ბავშვებს არ შეექმნებათ, დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული კანონის პროექტი გავა. ისევ დაჩქარებული წესით მოხდება განხილვა, უახლოეს მომავალში“,- განაცხადა მან ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე დღეს, 5 აპრილს.
სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხს პარლამენტმა დღეს უყარა კენჭი, საკითხი ჩავარდა. მოგვიანებით, პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ დარბაზში ხმაურის გამო ვერ გაიგეს, რა საკითხს ეყრებოდა კენჭი და ამან გამოწვია ის შედეგი, რაც დადგა.
დღეს, 5 აპრილს, მაჭახელას ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის ჯგუფი, ბათუმის ცენტრალურ პარკში აქციას მართავს. აქციის ორგანიზატორი მაჭახელაში დაარსებული მოძრაობა „სიტყვის კაცებია“, რომელიც ხეობაში ჰესების აშენებას ეწინააღმდეგება. დღეს ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობის წევრები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელზე მიმართვას გაგზავნიან, რომელსაც თან ხელმოწერები ერთვის არა მხოლოდ ხელვაჩაურიდან, მაჭახელას ხეობიდან, არამედ აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც. ხელმოწერები მაჭახლელებმა კოლონადებთანაც შეაგროვეს.
აქციაზე გაიმართა მცირე კონცერტიც, სადაც მაჭახლელებმა ადგილობრივი ფოლკლორი წარმოადგინეს.
„როგორც ლექსშია – მაჭახელა მხოლოდ მდინარე არ არის, ეს ხალხია. მე ვუსურვებ დღევანდელ თაობას, მიეცეს ისეთი მხნეობა, რომ შეძლონ მაჭახელას ხეობის დაცვა,“ – გვითხრა ლუთფიე მალაყმაძემ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქცია ბათუმის კოლონადებთანაქცია ცენტრალურ პარკთან
„მემორანდუმის თანახმად დაგეგმილია 30 მგვ. ჰესის მშენებლობა გვირაბული ტიპის, 7 კმ. გვირაბის გაყვანა და მდინარე მაჭახელას შენაკადებითურთ მოქცევა გვირაბში, მაშინ, როდესაც ხეობის სიგრძე სულ რაღაც 15 კმ-ა. ასევე სხვადასხვა კომპანიის მიერ იგეგმება მდინარე მაჭახელას შენაკადებზე პატარა ჰესების მშენებლობები.
მიზანშეუწონლად მიგვაჩნია მაჭახლის ხეობის მდგრადი განვითარების, მოსახლეობის ჯანსაღი, უსაფრთხო საცხოვრებელი და სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით აღნიშნული პროექტის განხორციელება მდინარე მაჭახელზე,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც მაჭახლელებმა პრემიერ-მინისტრთან გასაგზავნად მოამზადეს.
ჰესის აშენებას მაჭახელას ხეობაში მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კომპანია „მაჭახელა ჰესი“ გეგმავს.ამ კომპანიის 100-პროცენტიან წილს „სილქ როუდ ენერჯი“ ფლობს. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „მიმდინარეობს კონცეპტუალურ პროექტზე მუშაობა, რომელიც საჭიროებს წინასაინჟინრო კვლევების წარმოებას [ტოპოგრაფია, ჰიდროლოგია, გეოლოგია]. „სილქ როუდ ენერჯიში“ ირწმუნებიან, რომ ჰესი დაცული ტერიტორიისგან მოშორებით აშენდება.
მაჭახელას ხეობაში ჰესების აშენების წინააღმდეგ უკვე არაერთი აქცია გაიმართა. 20 თებერვალს ჰესების მშენებლობა გააპროტესტეს ხეობაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, უფრო ადრე, 9 თებერვალს, მაჭახელას ხეობაში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობა “სიტყვის კაცები” დაფუძნდა, 8 თებერვალს კი მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებს მხარდაჭერა გამოუცხადა ეთნიკურად ქართველმა მომღერალმა ბაიარ შაჰინმა [გუნდარიძე]. მომღერალმა ფეისბუქზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და ჰესების საწინააღმდეგო აქციას შეუერთდა.
დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უყარა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის პროექტს. აღნიშნული პროექტი სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას გულისხმობს. პარლამენტის წევრების უმრავლესობამ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა. ეს იმას ნიშნავს, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საატესტატო გამოცდების ჩაბარება, შესაძლოა, ისევ მოუწიოთ.
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 4 აპრილს მიმართა და ითხოვა დაჩქარებული წესით განეხილა გამოცდებთან დაკავშირებული საკითხი.
„იმ შემთხვევაში, თუკი საკითხი სასწავლო წლის დასრულებამდე არ გადაწყდება, 2019 წელს საჭირო გახდება სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარება. ამ შემთხვევაში გამოცდების ორგანიზება სკოლებმა აპრილის თვიდან უნდა დაიწყონ“, – ნათქვამი იყო საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.
აპირებს თუ არა მთავრობა ხელმეორედ მიმართოს პარლამენტს აღნიშნული საკითხის განსახილველად, ამის შესახებ განათლების სამინისტროს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა გ.-მ.-ს. ის „პისტოლეტის მსგავსი საგნით“ ჯიხურიდან 10 693 ლარის ოდენობის სხვადასხვა ვალუტის წაღებას ცდილობდა, როცა დააკავეს.
საუბარია 2018 წლის 4 მაისს მომხდარ შემთხვევაზე – „ხოფის ბაზრობის“ შესასვლელთან სავალუტო ჯიხური „თაიმის“ დაყაჩაღება სცადეს. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრალდებული ჯიხურთან, „ცხელ კვალზე“ დააკავეს. თვითმხილველების თქმით კი, ბრალდებული იქვე მყოფმა მოქალაქემ, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებული წარსულში ძარცვისთვის იყო ნასამართლევი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 5 აპრილის 21 საათიდან 6 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 12 – 17 გრადუსი
ღამით: 2 – 7 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 0-5 გრადუსი სითბო
ღამით: 5-10 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე დააკავეს პირი, რომელიც ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით ცდილობდა საქართველოდან საბაჟო კონტროლისგან მალულად, თურქეთის რესპუბლიკაში გადაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული 1 139 ცალი მაჯის საათი, რომლის საბაჟო ღირებულება 17 199 ლარს შეადგენს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
არადეკლარირებული მაჯის საათები. ფოტო: ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური
„შინაური გამოცდილების სააგენტო“ – ასე ეწოდება სააგენტოს, რომლის მიზანია ტურისტებს არა ტურისტულად შეფუთული, არამედ ნამდვილი ბათუმი აჩვენოს, ბათუმელებით, ბათუმური შიდა ეზოებით, ამ ეზოებში მზეს მიფიცხებული კატებით, გასაშრობად გაფენილი ჭრელა-ჭრულა სარეცხის მწკრივებით, მეწაღეებით, მესაათეებით და ნაცნობი ქუჩის ძაღლებითაც კი. ერთი სიტყვით, ეს არასტანდარტული ტურისტული სააგენტოა, რომელსაც ერთი მიზანი აქვს – ბათუმში ჩამოსულ ადამიანებს შინაურად, „ჩუსტებში“ აგრძნობინოს თავი და აჩვენოს ქალაქის ხასიათი. სწორედ ამ „შინაურობის“ ხაზგასასმელად სააგენტოს ლოგო ჩუსტებია.
„შინაური გამოცდილების სააგენტოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი ბათუმელი გაბრიელ ღვინიანიძეა, სტუდენტი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. გაბრიელი ამბობს, რომ სააგენტო მეგობრებთან ერთად დაარსა, მარკეტინგული კომპანია „შინდის“ მხარდაჭერით. მისი თქმით, „შინაური გამოცდილების სააგენტოში“ იერარქიული დაყოფა არ აქვთ – მეგობრები ვართ, ზოგი დიზაინს აკეთებს, ზოგი ტექსტებს და საბოლოო ჯამში ერთობლივად გამოგვდის პროდუქტიო, – ამბობს გაბრიელი.
„ბოლო დროს მსოფლიოში არის მზარდი ტენდენცია ე.წ. გამოცდილების ტურიზმის. ტურისტები ეძებენ უფრო ღრმა, ემოციურ დონეზე დატვირთულ აქტივობებს. ბათუმელმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ყოველდღიურობის კომერციალიზაცია იქნებოდა ძალიან საინტერესო და ასე შევძლებდით ჩვენი ქალაქის უნიკალური გარემოს ტურისტებისთვის გაზიარებას. ბათუმი გვაძლევს ამის საშუალებას, ისევე როგორც ნებისმიერი ქალაქი, რადგან ნებისმიერ ქალაქში არიან უნიკალური პერსონაჟები, არის ტრადიციები, რაც იქნება ტურისტისთვის საინტერესო. სტანდარტულ ტურისტულ რუკებზე, ბროშურებში, ასეთი ინფორმაცია ნაკლებად გვხვდება“, – ამბობს გაბრიელი.
„შინაური გამოცდილების სააგენტო“ ამ ზაფხულიდან გეგმავს მუშაობას, მანამდე კი რამდენიმე არასტანდარტული, შინაურული ტური უკვე მოამზადეს. ერთ-ერთ ტურს „გიზო“ ჰქვია და მისი გიდი ბათუმელი ფოტოგრაფი გიზო ჩიგოგიძე იქნება.
„ბატონ გიზოს შეჰყავს ტურისტები ეზოში, სადაც თავად ცხოვრობს. ეზოში იქნება მიმოფანტული მის მიერ სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები, არა როგორც საგამოფენო დარბაზში, არამედ ძალიან შინაურულ გარემოში. ამ სივრცეში, ტრადიციულ ბათუმურ ეზოში, სადაც ვიღაც „კოფეს“ ადუღებს, სადაც ისმის სახასიათო ბათუმური დიალოგები, ბატონი გიზო ყვება თავის ფოტოებზე, ისეთ ამბებზე, რომელსაც ვერ წაიკითხავთ ვერსად, ეს ამბები მხოლოდ მას ახსოვს. ამ ტურის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ ყოველ ჯერზე, ყოველ ტურისტულ ჯგუფთან, ეს სხვა ტური იქნება, რადგან ყველა ტურისტს ექნება სხვადასხვა კითხვა, სხვადასხვა კითხვას კი მოჰყვება სხვადასხვა ისტორია“ – ამბობს გაბრიელი.
ფოტო: შინაური გამოცდილების სააგენტო FB
„შინაური გამოცდილების სააგენტოს“ ექნება უფასო ტურიც: „ყველა ქალაქში მოიძებნება ადამიანი, რომელიც თუნდაც ენთუზიაზმზე თანახმაა თავისი ქალაქის სტუმრებს ჩაუტაროს უფასო ტური და მოკლედ გააცნოს ტურისტებს ქალაქის ისტორია. გიდი იქნება ბათუმელი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქალაქი და გააჩნია გარკვეული ცოდნა და გამოცდილება“, – ამბობს გაბრიელი.
ბათუმელი ახალგაზრდების სააგენტოს კიდევ ერთი პროექტია „შინაურის“ რუკა, ერთგვარი გზამკვლევი იმ ტურისტებისთვის, რომელთაც უნდათ, რომ ბათუმი უფრო კარგად გაიცნონ.
„ამ რუკაზე არ იქნება დატანილი ისეთი ობიექტები, რომლებსაც ტურისტები თავისით პოულობენ. რუკაზე იქნება, მაგალითად, ერთ-ერთი ძველი ბათუმელი მეწაღის მისამართი და ისტორია, ანუ რას ნიშნავდა ბათუმისთვის მეწაღეები, რატომ იყვნენ მნიშვნელოვანი, იგივე მესაათე, ასევე სიგარეტების ღერებით გაყიდვის ფენომენი, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები, დაბომბვის საწინააღმდეგო თავშესაფრები, რომელიც საბჭოთა დროიდან შემოგვრჩა ქალაქში… ასევე, ამ რუკაზეა ჩვენი ცნობილი ბათუმელი ჯონსონა და ძაღლიც კი, რომელიც ევროპის მოედანზე გვხვდება ხშირად და რომელსაც ყველა ბათუმელი ლამის მისალმებით იცნობს.
რუკა თავიდან ალბათ არ გაიყიდება და ცნობადობის გაზრდის მიზნით დარიგდება. როცა ნახავს მეწაღის მისამართს ტურისტი რუკაზე, მხოლოდ ის კი არ არის მიზანი, რომ მივიდეს მეწაღესთან, უბრალოდ, ამ ობიექტებზე წაკითხვის შემდეგ მას ექმნება წარმოდგენა, რომ ამ ქალაქში არსებობს ისეთი ადგილები, ისეთი სანახაობები, რომელიც მისთვის შეიძლება საინტერესო იყოს“, – გვიყვება გაბრიელი.
„შინაური გამოცდილების სააგენტოს“ უკვე აქვს ვებგვერდი – shinauri.ge, სადაც ტურების შესახებ ინფორმაციის გარდა ძველი ბათუმის შესახებ მოკლე, საინტერესო ცნობებსაც ნახავთ. „შინაურს“ ტურები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე აქვს მომზადებული, თითოეული ტურის ფასი დამოკიდებული იქნება ტურისტული ჯგუფის წევრების რაოდენობაზე.
ფოტო: შინაური გამოცდილების სააგენტო
სააგენტოს უკვე ჰქონდა საცდელი ტურები, ტურების დასახვეწად რეკომენდაციები რომ მიეღოთ. გაბრიელი ამბობს, რომ შეფასება დადებითი იყო და ახლა ზაფხულს ელიან, რომ დაინტერესებულ ტურისტებს „შინაურმა“ ბათუმი გააცნოს.
ჩვენ მოგვწონს და გვიყვარს, რასაც ვაკეთებთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანიაო, ამბობს გაბრიელი და იმედოვნებს, რომ სეზონი წარმატებული იქნება მათთვის.
დღეს, 4 აპრილს, მიუსაფარი ცხოველების დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია გააერთიანოს მოქალაქეების ძალისხმევა არა მარტო შინაური, არამედ მიუსაფარი ცხოველების უფლებების დასაცავად და მოუწოდოს ადამიანებს ჯიშიანი ცხოველების გარდა, შეიფარონ ქუჩის ცხოველები და იზრუნონ მათზე.
ბათუმში მიუსაფარი ცხოველების დღის აღსანიშნავად დღეს ევროპის მოედანზე ოცამდე ადამიანი გამოვიდა. აქცია მოხალისეებმა გაყიდეს ცხოველების საკვები, გაყიდვიდან შემოსული თანხა კი, აქციის მონაწილეების განცხადებით, მიუსაფარ ცხოველებს მოხმარდება.
აქცია ევროპის მოედანზე. ფოტო: „ბათუმელები“აქცია ევროპის მოედანზე. ფოტო: „ბათუმელები“აქცია ევროპის მოედანზე. ფოტო: „ბათუმელები“აქცია ევროპის მოედანზე. ფოტო: „ბათუმელები“აქცია ევროპის მოედანზე. ფოტო: „ბათუმელები“
აქციას მხოლოდ რამდენიმე მიუსაფარი ძაღლი შეუერთდა:
აქცია ევროპის მოედანზე. ფოტო: „ბათუმელები“აქცია ევროპის მოედანზე. ფოტო: „ბათუმელები“
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ივანე ჩხაიძე, 6 წლის საბა კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, 6 წლის პაციენტს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა, თუმცა დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვს ჰქონდა იშვიათი თანდაყოლილი დაავადება და დროული მკურნალობის შემთხვევაშიც კი, პაციენტების 80 პროცენტი ამ დაავადებით იღუპება პირველივე თვეებში.
„საბა კიწმარიშვილი ინფექციური პათოლოგიის ცენტრიდან გადმოიყვანეს, ჩატარებულია ბევრი კვლევა ინფექციური დაავადებების გამორიცხვის მიზნით. გამოირიცხა ისეთი დაავადებები, როგორიცაა ლეიშმანიოზი, ბრუცელოზი, შიდსი, ჰეპატიტები და ა.შ. როცა ბავშვის ზოგადი მდგომარეობა შეფასდა როგორც არაინფექციური, ამის შემდეგ, როგორც საეჭვო სისხლდენურ დაავადებაზე, ბავშვი გადმოყვანილი იქნა იაშვილის კლინიკაში,“ – ამბობს ივანე ჩხაიძე.
ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვის მდგომარეობა კლინიკაში შესვლისთანავე იყო მძიმე, „შესაბამისად, რამდენჯერმე მოვიწვიეთ კონსილიუმი, მათ შორის სხვა კლინიკის სპეციალისტებიც, ჰეპატოლოგი, ონკოლოგი, ფტიზიატრი, რევმატოლოგი, პედიატრი, ინფექციონისტი ყველა რესურსი, რაც ჰქონდა კლინიკას, გამოვიყენეთ და ჩატარდა ყველა ლაბორატორიული და გამოსახულებითი კვლევა, ჩატარდა ძალიან ფართო მკურნალობა. ასევე, აგრესიული ანტიობიოტიკოთერაპია, ჰორმონების სისტემური თერაპია, სისხლის კომპონენტების გადასხმა სჭირდებოდა, რადგან დაავადების დინამიკა განვითარდა სხვადასხვა დაავადებით, თირკმლის, ღვიძლის უკმარისობა და ა.შ.“
ექიმის თქმით, 6 წლის ბავშვის საბოლოო დიაგნოზი დადგინდა განმეორებითი ძვლის ტვინის ფუნქციის შემდეგ, დიაგნოზი იყო ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი, რომელიც დადასტურდა სპეციალური კვლევით. „ეს კვლევა უტარდება ლეიკოზით და მსგავსი დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებს“.
ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ აღნიშნული კვლევები 6 წლის პაციენტს იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა და გერმანიაში კვლევა არ ჩატარებულა.
„ჩვენ არანაირი ინფორმაცია გერმანელი ექიმებისგან არ გვაქვს, არც მასალა გადაგვიგზავნია. რა თქმა უნდა, ჩვენ მშობლებს მივეცით რეკომენდაციები, მათ მიმართეს რამდენიმე კლინიკას და ყველა კლინიკამ უარი თქვა ამ პაციენტის მიღებაზე,“ – ამბობს ივანე ჩხაიძე.
„ბათუმელების“ კითხვაზე, დიაგნოზი, რომელიც ბავშვს დაუსვეს, რამდენად ხშირია და ექიმი უნდა ხვდებოდეს თუ არა სიმპტომებით, რა დაავადებასთან აქვს საქმე ან რა დრო სჭირდება ზუსტი დიაგნოზის დასმას? – ივანე ჩხაიძე პასუხობს, რომ საქართველოში სულ რამდენიმე ექიმია, ვისაც ამ დიაგნოზის შესახებ სმენია.
„ეს დიაგნოზი ისმება ერთეულ კლინიკებში, სადაც გენეტიკურ და სისხლის დაავადებებზე მკურნალობის გამოცდილება აქვთ. მსოფლიოში ამ დაავადების მკურნალობის შანსი 20 პროცენტია, რადგან იშვიათი დაავადებაა, რომლის დიაგნოსტიკას ძალიან დიდი დრო სჭირდება და ეს დიაგნოზი სიცოცხლესთან შეუთავსებელია. 80 პროცენტი პაციენტების ამ დიაგნოზით იღუპება, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც“.
6 წლის საბა კიწმარიშვილი 19 იანვარს თბილისში, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მშობლების აზრით, ბავშვს დროულად არ დაუსვეს დიაგნოზი, რის გამოც მკურნალობა არასწორად მიმდინარეობდა.
გარდაცვლილი ბავშვის მშობლებმა დღეს, 4 აპრილს, კლინიკის წინ ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონების ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ საზღვრებში მშენებლობის სტანდარტების დადგენაზე ალაპარაკდნენ. ზონების საზღვრებში მშენებლობის სტანდარტების დადგენის შემდეგ, ნებართვის გამცემი ვალდებული იქნება ამ წესებით იხელმძღვანელოს. ამ დოკუმენტმა გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს წევრების სუბიექტური გემოვნებისგან დაზღვევა უნდა უზრუნველყოს.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტის მოსაზრებით, დოკუმენტშივე მკვეთრად უნდა იყოს განსაზღვრული, კონკრეტულ ისტორიულ გარემოსთან მიმართებაში რა იქნება დასაშვები და რა – არა. ამ ყველაფრისთვის კი ისევ კვლევებია საჭირო.
„ამიტომაც მივესალმებით, თუ ამ კვლევებს გააგრძელებს ბათუმის მუნიციპალიტეტი და თითოეულ ზონაში შეიმუშავებს რეგლამენტს. ეს განსაზღვრავს შესაძლებელია თუ არა პოზიციონირება კონკრეტულ ისტორიულ არეალში, იმისთვის, რომ დასაბუთებულად გაიცეს ნებართვა. ასევე დაინტერესებულმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ ისტორიული დაცვის ზონა არ კრძალავს მშენებლობას. კრძალავს გარკვეულ პარამეტრებს. ეს პარამეტრები კი შესამუშავებელია“, – განმარტავს ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ვარძელაშვილი.
სპეციალისტის ამ განმარტებას ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში ეთანხმებიან. სამსახურის ხელმძღვანელის, მირიან მეტრეველის თქმით, „უნდა განისაზღვროს კონკრეტული ზონისთვის, კონკრეტული რეგულაცია და სიმაღლე, რომ არ იყოსაუ გგებრობა“.
ისტორიული ზონის საზღვრებს შიგნით მშენებლობის სტანდარტების დაწესების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ეროვნული სააგენტოს გაფართოებულმა საბჭომ ბათუმის მერიას დაუწუნა მის მიერ დაკორექტირებული ისტორიული ზონის საზღვრები. მისი რეკომენდაციაა, მერიამ „გეოგრაფიკის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგენილი საზღვრებით იხელმძღვანელოს.
მშენებლობის დასაშვებ სტანდარტებს როგორც ისტორიული განაშენინების, ასევე განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების საზღვრებში „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებულ კვლევაში ცალ-ცალკე თავი ეთმობა [ეს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას ეყრდნობა].
„გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში დასაშვებია მხოლოდ შემდეგი სახის მშენებლობა:
თუ სამშენებლო ობიექტი ენაცვლება მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ, ისტორიულ და მხატვრულ ღირებულებას მოკლებულ შენობას, ნაგებობას ან საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელს;
თუ სამშენებლო საქმიანობამ უნდა გააუმჯობესოს დეგრადირებული ურბანული ქსოვილი [შეავსოს ისტორიულ განაშენიანებაში ნგრევის შედეგად გაჩენილი სიცარიელეები, შეცვალოს ღირებულ შენობებს შორის მოქცეული არაღირებული ნაგებობები, გამოათავისუფლოს სივრცე ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში დისონანსის შემტანი ნაგებობებისაგან, აღადგინოს მისი ისტორიული გარემო თავდაპირველი სახით და სხვა].
საპროექტო ობიექტის კონფიგურაცია, პროპორციები და გეგმარებითი სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტიპს. შენობა ორგანულად უნდა ეწერებოდეს განაშენიანების ტრადიციულ ფორმებში და გარემოში, არ უპირისპირდებოდეს ისტორიული განაშენიანების იერსახეს, მორფოლოგიასა და მასშტაბს, ლანდშაფტურ გარემოს.
ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში დაუშვებელია ისეთი ტერიტორიების განაშენიანება, რომლებიც ისტორიულად არ ყოფილა განაშენიანებული.
ტერიტორიებზე, სადაც მეცნიერული კვლევის საფუძველზე დასტურდება არაუმეტეს 50 წლის წინ მაღალი ისტორიულ-კულტურული ღირებულების არქიტექტურული ობიექტის არსებობა, მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ სათანადო კვლევის საფუძველზე დამუშავებული, ამ ობიექტთან მაქსიმალურად მიახლოებული პროექტით.
ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში ისტორიულად ჩამოყალიბებული ქუჩათა ქსელის შეცვლა, გაფართოება, ნიშნულების ამაღლება, დაწევა ან სხვა ცვლილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი გეგმარებითი და მეცნიერული დასაბუთების საფუძველზე, ისტორიულ იერსახესთან მაქსიმალურად მიახლოებით.
რაც შეეხება განაშენიანების რეგულირების ზონას
„გეოგრაფიკის“ განმარტებით, ამ ზონაში უზრუნველყოფილ უნდა იქნას ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცითი დომინანტების განმტკიცება და აღდგენა გარემოს არქიტექტურულ-სივრცობრივ ორგანიზაციაზე, ძეგლებისათვის და კულტურული ღირებულების მქონე სხვა უძრავი ობიექტებისთვის არქიტექტურული და სივრცითი გარემოს, ისტორიულად ჩამოყალიბებული დაგეგმარების სტრუქტურის ან მისი ფრაგმენტების შენარჩუნება.
განაშენიანების რეგულირების ზონაში, ისტორიული ნაწილის დაცვის ზონაში დაშვებული მშენებლობების გარდა, ასევე დასაშვებია ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ამ ზონისთვის დაწესებულ მოთხოვნებს. ძეგლთა უკეთ წარმოჩენის, ასევე ისტორიულად ჩამოყალიბებული და ახალი განაშენიანების ჰარმონიულად შერწყმის უზრუნველყოფის მიზნით, განაშენიანების რეგულირების ზონაში აუცილებელია დადგინდეს აღქმის განსაკუთრებულად ხელსაყრელი წერტილები, შენარჩუნებულ იქნას პანორამებისა და ცალკეულ ძეგლთა ხილვის შესაძლებლობა ახალ მშენებლობათა რეგლამენტირების და ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში შეუსაბამო ობიექტების აღების გზით.
ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ ტრადიციულად განაგრძობს წარმატებულ მეზღვაურებთან შეხვედრას. „ანრის“ სტუდენტები თვალნათლივ ხედავენ, თუ რა შედეგი მოაქვს ხარისხიან საზღვაო განათლებას.
ამჯერად, მომავალი მეზღვაურები კაპიტნის უფროს თანაშემწეს და მათ პედაგოგს, ანზორ შარაბიძეს და ბუსსს „ანრის“ წარჩინებულ კურსდამთავრებულს, გივი ბალაძეს შეხვდნენ.
გივი ბალაძემ ბუსსს „ანრი“ 2016 წელს დაამთავრა და კაპიტნის მესამე თანაშემწის რანგში აფორმებს კონტრაქტს. შესაბამისი ტრენინგების გასავლელად და სერტიფიკატების ასაღებად კი, ისევ მშობლიურ საზღვაო სასწავლებელს მოაკითხა.
„სწორედ ეს არის ჩვენი სასწავლებლის უპირატესობა. იგი მართლაც მშობლიური ხდება და აქ დაბრუნება გიხარია. ჩემი საზღვაო კარიერა ვერ წარმომიდგენია ანრის გარეშე. აქ მივიღე ბაკალავრის ხარისხი, სასწავლებლის დახმარებით გავიარე შორეული ნაოსნობის პრაქტიკა და პირველი კონტრაქტიც ანრის დასაქმების ცენტრის შუამავლობით გავაფორმე. ახლა როგორც ოფიცერი, მინდა, ყველას მოგესალმოთ და მინდა, გთხოვოთ, რომ გაამართლოთ თქვენი სასწავლებლის ნდობა და მზრუნველობა. ისწავლეთ კარგად და გახდით საზღვაო სფეროს გამორჩეული ოფიცრები, კაპიტნები და მექანიკოსები,“- ამბობს გივი ბალაძე.
მოქმედი მეზღვაური, კაპიტნის უფროსი თანაშემწე, ანზორ შარაბიძე, თავის სტუდენტებს საზღვაო განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან აღნიშნა მეზღვაურის როლი სამშობლოს კეთილდღეობის საქმეში და მომავალ მეზღვაურებს ზურგის ქარი უსურვა.
ბავშვობიდან ვამბობდი, რომ ქორწილი არ მექნებოდა. რომ გავიზარდე, ამაზე ხმამაღლა საუბარი შევწყვიტე. არ მინდოდა ეკითხათ რატომ? მიზეზებზე არასოდეს მიფიქრია. ისე, ზედაპირულად მეგონა, რომ ცერემონიალურობა და სიყალბე არ მომწონდა. მერე ფულის უაზრო ხარჯვად მიმაჩნდა, მერე… დავფიქრდი.
მოგონება N1. ლეილა
მე 4-ის ვარ, ჩემი და 5-ის. გვითხრეს, რომ ჩვენმა მეზობელმა ცოლი მოიყვანა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეზობელ სახლში თეთრ კაბაში გამოწყობილი ოქროსთმიანი პრინცესა გვეგულებოდა. პატარძალი ჩვენს წარმოდგენაში ასეთი იყო. მეზობელთან არ გვიშვებდნენ. წესები მკაცრი იყო. იქ სტუმრები ჰყავდათ და ჩვენებს არ უნდოდათ ვინმეს ფეხებში მოვდებოდით. ბევრი ვიწუწუნეთ. ბოლოს უფროსებს თავი მოვაბეზრეთ და გაგვიშვეს.
ჩვენ პირობა დავდეთ, რომ პატარძალს მხოლოდ შევხედავდით და მაშინვე უკან წამოვიდოდით. წავედით. მეზობლის სახლის პირველი სართულის ფანჯრებს ძლივს მივწვდით და შიგნით შევიხედეთ. იქ პრინცესას მაგივრად ჩვენთვის ბებერი, ისე კი 35 წლამდე შავგვრემანი, მოკლეთმიანი ქალი დავინახეთ, მწვანე ზედა ეცვა. გულგატეხილები დავბრუნდით უკან, პატარძალი არ მოგვეწონა. ის არ იყო, რაც წარმოგვედგინა.
მაშინ ძალიან პატარები ვიყავით, მაგრამ ლეილა მახსოვს, მთელი ბავშვობა ვხედავდი მას ან მესმოდა მისი ამბები. იმ საბედისწერო ღამეს იმ ოჯახის წევრებსაც გაუცრუვდათ იმედები, სადაც ქმარმა მიიყვანა. ისინიც სხვანაირს ელოდნენ. მახსოვს, ერთხელ დედაჩემს სთხოვა, მისი აკვანში ჩაკრული ბავშვი დაეტოვებინა, სანამ თვითონ პოლიციას მოიყვანდა, რადგან ეს-ესაა მისი დედამთილი ბავშვს მეორე სართულის აივნიდან უპირებდა გადაგდებას. ჩვენ ხშირად ვთამაშობდით მათი სახლის ახლოს გადაყრილი, მორიგი ჩხუბისას დამტვრეული ჭურჭლის ნამსხვრევებით. ვაკითხავდით მე და ჩემი და იმ ერთ ოთახში, რომელიც დიდი სახლიდან გამოუყვეს და სადაც იატაკზე ელაგა თეფშები და ჭიქები, რადგან კარადა არ მისცეს. ლეილაზე მოგონებები ბევრია, მაგრამ ყველა მძიმე. მარტომ გაზარდა თავისი გოგო, რომლისთვისაც მამას ერთი თეთრი არ გადაუხდია იმ ალიმენტიდან, სასამართლომ 50 ლარის სახით რომ დააკისრა.
მოგონება N2. ხათუნა
5 ან 6 წლის ვარ. მითხრეს, რომ ჩემმა მაღალმა მეზობელმა ცოლი მოიყვანა, ისიც მაღალი გოგოაო ამბობდნენ, 16 წლის. ხათუნა ქორწილში ნამდვილ პრინცესას ჰგავდა. გრძელი გაშლილი ოქროსფერი თმით. მთელი ბავშვობა მახსოვს ეს თმა. იმ ქორწილიდანაც თეთრ კაბაზე დაშვებული გრძელი ოქროსფერი თმები მახსოვს. მერე ბევრჯერ მინახავს ეს თმები, ხან ეზოში ეყარა ბლომად, ხან გზაზე. ქმარი ძალიან მარტივად იხვევდა ხელზე. ისიც მახსოვს, მისი პატარა ბიჭი როგორ ეთამაშებოდა დედის თმებს. ერთხელ ვნახე, როგორ ცდილობდა ეს 3 წლის ბავშვი დედის დაცვას იმ ჯოხისგან, მისი გაგიჟებული მამა გამეტებით რომ ურტყამდა. მერე წავიდა ხათუნა, პატარა ბიჭი მამამ დაიტოვა და ყველაფერი გააკეთა იმის ჩასაგონებლად, რომ მისი დედა ბოზი და ცუდი ქალი იყო, გამოუვიდა კიდეც. მაგრამ იმ ბიჭის ისტორია სხვა ისტორიაა.
მოგონება N3. ნატო
9 ან 10 წლის ვარ. მამიდამ მითხრა, რომ იმ დიდმა და განიერმა ბიჭმა – ზურიკო რომ ერქვა, ცოლი მოიყვანა, მაგრამ ,,მოყვანა“ ამ ამბავში პირობითად ითქვა. ნატო მოიტაცეს. მას ზურიკო არ უყვარდა და არც მისი ცოლობა უნდოდა. ყველა ღელავდა. ათიოდე ბიჭს შეიძლებოდა ციხე დამუქრებოდა. ნატო არავის იკარებდა, მშობლებმაც იმავე დღეს მოაგნეს ზურიკოს ნათესავებთან გადამალულს.. დაღამებამდე.
სიტუაცია საშიში გახდა და ნატო ხელმეორედ გაიტაცეს. სადღაც მთაში გადამალეს. ხმა დააგდეს მოსახდენი მოხდაო.
ნატო მე-6 დღეს ნახეს მშობლებმა, ეხვეწებოდა აქ ნუ დამტოვებთო, მაგრამ მაინც დატოვეს. ცრემლიანი თვალებით უმტკიცებდა ყველას არაფერი მომხდარაო, მაგრამ არავის სჯეროდა.
ქორწილში ძალიან ლამაზი იყო. არამარტო ქორწილში, ისედაც. დიდი სუფრა იყო, ფართოდ გაშლილი თეთრი კაბა ეცვა. არ ვიცი მერე შეუყვარდა თუ არა ქმარი, მაგრამ ახლახან გავიგე, რომ ზურიკო სასჯელს იხდის და კიდევ დიდხანს მოუწევს ციხეში ყოფნა. ნეტავ, ბედნიერად ახსენდება ნატოს ის დღე, ის დიდი ქორწილი და დიდი კაბა, მისი მოტაცების კომპენსაციას რომ ჰგავდა?
მოგონება N4. ნანა
14 წლის ვარ. მითხრეს, რომ თაზომ ცოლი მოიყვანა. ნანა არ გამოყოლია თაზოს. იმ ღამეს საერთოდ არც ფიქრობდა გათხოვებაზე. მეზობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აკუმულატორზე მიერთებული ტელევიზორით სერიალს უყურებდა. სახლში შეუვარდნენ. ვერავინ მიხვდა რა ხდებოდა. ხელი სტაცეს და ჭიშკართან მდგარი მანქანისკენ გაათრიეს. მისმა ძმამ თაზოს მეგობარს დანა ჩაარტყა. ყაჩაღი ეგონა.
ნანას არ უნდოდა დარჩენა თაზოს ოჯახში. ეს 20 წლით უფროსი კაცი სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი. უთხრეს, რომ თუ პოლიცია ჩაერეოდა საქმეში, მის ძმასაც მოუწევდა პასუხისგება. კიდევ ბევრი რამე უთხრეს და ნანაც დარჩა. ისიც ლამაზი იყო ქორწილში, რომელიც მალე დამთავრდა. უჭირდათ. დიდხანს იხდიდნენ ქორწილიდან შემორჩენილ ვალებს.
ერთხელ ვნახე, ზამთარში სუსტი ხელებით როგორ ჩეხავდა შეშას. სხვა დროსაც ვნახე, მაგრამ ძლივს ვიცანი. ახლა იტალიაშია ნანა, იქედან არჩენს 4 არასრულწლოვან შვილს და ასაკით ბევრად უფროს, ავადმყოფ ქმარს.
მოგონება N 5. მზია
მზიას ქორწილში სიძის მხრიდან ვიყავი. ხელს აწერდნენ. ცერემონია მიმდინარეობდა.
„გსურთ, ფიცი მისცეთ პატარძალს თქვენი ახლობლებისა და მეგობრების წინაშე?“- კითხულობს ქალი, – „გაქვთ ფიცის სიტყვა?“
გიგა თავიდან იბნევა, მაგრამ ცოტა ხნით, სწრაფად კოცნის პატარძალს ტუჩებში, რაზეც ყველას ეცინება და უხერხულობაც იფარცხება. მოხერხებული ბიჭია. ცოლიც იმიტომ მოჰყავს, რომ ჯარში არ უნდა წასვლა. ნეტავ იცის ეს ამბავი მზიამ? გულში ვფიქრობ და პატარძალს ვუყურებ. ასე შორიდან არაფერი ეტყობა, ლამაზი და ბედნიერი ჩანს. მზია მაშინ 26 წლის იყო და ბევრჯერ ჰქონდა მოსმენილი იგავები გაუთხოვარი ქალის ბედზე. ახლა მზია და გიგა ესპანეთში არიან, გიგას კაზინოში სიარული უყვარს და მისი დაგროვილი ვალების გასტუმრებას ცდილობენ…
მოგონება N6. თეა…
მოგონება N7. ინგა...
მოგონება კიდევ ბევრია, რამდენიც გინდა… ყველას უბრალოდ ვერ ჩამოწერ…
ვამბობს სიტყვა ,,ქორწილს“ და თვალწინ მიდგება:
პატარძლის ხელზე ასხმულ ბეჭდებზე აფრიალებული ფასები; დაქირავებული თამადა, რომელსაც ფურცელზე აქვს ჩამოწერილი სადღეგრძელებლად გამზადებული ახლობლების და ნათესაობის სახელ-გვარები; ყველას საჩვენებლად გამოფენილი მზითვად მოტანილი საბნები და ლეიბები.
როცა თეთრ, ფართოდ გაშლილ კაბას ვხედავ, ყველა მოგონება ერთად ცოცხლდება და ნაცვლად იმისა ვიღიმოდე, იმაზე ვფიქრობ, რა დგას ამ კაბების მიღმა? რამდენი ქალისთვის იყო და არის ეს დღე სინამდვილეში მათი არჩევანი? არის კი ეს კაბების ასეთი უცოდველად, თეთრი და სპეტაკი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს? იქნებ ცრემლი ისე გამჭვირვალეა, რომ არც ეტყობა ამ ლამაზ კაბებს? არც სხვების საკეთილდღეოდ მიჩქმალული საკუთარი ნება ეტყობა სადმე. მაინც რისთვის მოიგონეს ეს ცერემონიები? შეიძლება უნდოდათ სათანადოდ გაეფორმებინათ დღე, რომელსაც უნდა გადაეფარა სხვა ყველა მძიმე მოგონება, მანამდე არსებულიც და შემდგომიც. ერთგვარი კომპენსაცია.
და არის კიდევ ერთი
ყველა ამ ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ მაინც მსგავსი ამბის უცვლელი პერსონაჟი. მამაკაცი სუფრის (უმეტესად ქორწილის სუფრის) თავში (ან სადმე იქვე) ყანწით (ან ნებისმიერი ნივთით, რომელშიც რაიმე ფორმით შეიძლება ღვინის ჩასხმა) ხელში, რომელიც მაღალფარდოვნად ამბობს მანდილოსნების სადღეგრძელოს და ძალიან თავმომწონედ ამატებს, რომ აქ საქართველოში ვის გაუგია ქალებზე ძალადობა, აქ ქალებს აღმერთებენ და ეთაყვანებიან…
ცირა ჯგერენაია
ავტორის შესახებ: ცირა ჯგერენაია პროფესიით იურისტია. სამართლებრივ დახმარებას უწევს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 6 წლის საბა კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა არ დაუწყია, რადგან ოჯახს სააგენტოსთვის არ მიუმართავს – უთხრეს „ბათუმელებს“ სააგენტოს პრესსამსახურში.
დღეს, 4 აპრილს, 6 წლის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა იაშვილის კლინიკის წინ. მშობლები და ახლობლები სამედიცინო პერსონალს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ და ითხოვენ, ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყოს მოკვლევა ბავშვის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი კონკრეტულ მოქალაქეს/პაციენტს პრეტენზია აქვს რომელიმე სამედიცინო დაწესებულებასთან ან კონკრეტული მედპერსონალის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, პაციენტმა ან პაციენტის კანონიერმა წარმომადგენელმა (დედა/მამა/მეურვე) წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს რეგულირების სააგენტოს, რომ დაიწყოს მოკვლევა სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით.
სააგენტოს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი პრეტენზიის მქონე პირი სააგენტოს ოფიციალური განცხადებით არ მიმართავს, სააგენტო ცალკეულ შემთხვევებზე მოკვლევას ვერ დაიწყებს.
________________
მთავარ ფოტოზე: გარდაცვლილი საბა კიწმარიშვილის ოჯახის წევრების აქცია
დღეს, 4 აპრილს, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრთან 6 წლის საბა კიწმარიშვილის მშობლები და ახლობლები არიან შეკრებილი. ისინი ბავშვის გარდაცვალების მიზეზად არასწორ მკურნალობას ასახელებენ.
გარდაცვლილი ბავშვის დედა თამარ ჩხიკვაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი შვილი 2018 წლის 25 დეკემბერს მაღალი ტემპერატურით მიიყვანეს აღნიშნულ საავადმყოფოში, სადაც, მისივე თქმით, 31 დეკემბრამდე ბავშვს დიაგნოზი არ დაუსვეს.
„გადასხმებს უკეთებდნენ და არ იცოდნენ რაზე მკურნალობდნენ. როცა ბავშვი ძალიან ცუდად გახდა, მოვითხოვეთ რეანომობილით თბილისში გადაყვანა იაშვილის ბავშვთა კლინიკაში, თუმცა გადაგვიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. იქ კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა. შეშუპებული იყო სულ, რადგან დღეში სამ გადასხმას უკეთებდნენ.
დიაგნოზი არ უთქვამთ, თუ რა სჭირდა ბავშვს და ასე უდიაგნოზოდ მკურნალობდნენ. რა იწვევდა სიცხეს, ეს ვერ დაადგინეს“, – გვეუბნება დედა.
გარდაცვლილი საბა კიწმარიშვილის ოჯახის წევრების აქცია
დედის თქმით, როცა 6 წლის ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ის თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც ბავშვის მონაცემები გერმანიაში გადააგზავნეს.
საბა კიწმარიშვილის მშობელი ამბობს, რომ საბას მდგომარეობა 19 იანვარს კიდევ უფრო დამძიმდა, რეანიმაციაში გადაყვანის შემდეგ კი მალე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები ბავშვის გარდაცვალების მიზეზების მოკვლევას ითხოვენ. მათი თქმით, აუცილებლად უნდა დადგეს იმ სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი ვალდებულებაც იყო დროული დიაგნოზის დასმა და სწორი მკურნალობის ჩატარება.
„მაღალტექნოლოგიური დანადგარები და აპარატები გვაქვსო და დიაგნოზის დასმა ხომ უნდა შეეძლოთ. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის დაუდევრობით გამოწვეული და არ ვაპირებთ გავჩერდეთ. აუცილებლად ლიცენზია უნდა შეუჩერდეს ყველა იმ პირს, ვისაც ბავშვის გარცვალებაში მიუძღვის წვლილი“, – ამბობს თამარ ჩხიკვაძე.
„ბათუმელები“ აღნიშნულ თემაზე კლინიკიდან კომენტარს ელოდება.
10 მილიონი ლარი – ეს ის თანხაა, რომელიც აჭარის მთავრობამ გააჟღერა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის ახალი კორპუსების ასაშენებლად. მთავრობას ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია, რა დაჯდება მთლიანობაში „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების უზრუნველყოფა – „ბათუმელები“ თორნიკე რიჟვაძესთან ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, სადაც იგი „ოცნების ქალაქის“ ხარჯებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ საუბრობს.
ბატონო თორნიკე, „ოცნების ქალაქის“ დასახლებიდან რამდენი განაცხადია ამ დროისთვის შემოსული და ამ ოჯახებიდან დაახლოებით რამდენი მიიღებს ბინას?
1000-ზე მეტი განცხადებაა შემოსული ამ დროისთვის და მუშავდება ადმინისტრაციული წესით, რომ გამოირიცხოს იურიდიული ან ფაქტობრივი შეცდომა. უკვე წარმატებით შედგა შესყიდვა საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. დეტალური პროექტის წარმოდგენის შემდეგ, გადავალთ აქტიურ სამშენებლო ფაზაზე. რაც შეეხება გადანაწილებას, გეტყვით, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულ ჯგუფად ვთვლით ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ სახლ-კარი. სანამ ყველა განცხადება არ იქნება მიღებული და დამუშავებული, ბუნებრივია, პროცენტობაზე გამიჭირდება საუბარი.
აჭარის მთავრობამ სოფელ ვაშლოვანში 72-ბინიანი სოციალური სახლის ასაშენებლად 3 მილიონზე მეტი ლარი დახარჯა. ამ ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, ყველა ოჯახის უზრუნველსაყოფად, ვინც ახლა „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს, ამ პროექტს მინიმუმ 80 მილიონი ლარი დასჭირდება. თქვენი გათვლებით, რა დაჯდება „ოცნების ქალაქში“ ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენება?
არ ვთვლი, რომ ამ ორი კონკრეტული ობიექტის შედარება სწორია. იქ სხვა გეოგრაფიაა, სხვა ტერიტორია, კლიმატიც სხვა არის და სტანდარტიც, ამას ჩანართად გეუბნებით, ეს ჩემი შეფასებაა. რაც შეეხება თანხებს, პირველ ეტაპზე 10 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. ეს იქნება პირველი ეტაპი და საბოლოოდ, ტენდერებში შეიძლება გვქონდეს ეკონომიები. 2019 წელს ეს იქნება 10 მილიონი ლარი. ვნახავთ, რამდენი საცხოვრებელი ფართი იქნება შემოთავაზებული, როგორ იქნება ეს გადანაწილებული და შემდეგ გვეცოდინება. საბოლოო ჯამში. რა თანხაზეა საუბარი. მერწმუნეთ, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.
საზოგადოების ნაწილს ჰქონდა კრიტიკული შეფასება თქვენს ამ გადაწყვეტილებაზე. მათ დაასახელეს კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ იქნება საფრთხე იმ მოქალაქეების საცხოვრებლით დაკმაყოფილება სახელმწიფოსგან, რომლებმაც, თავის დროზე, სახელმწიფო ქონება თვითნებურად დაიკავეს. მთავარი არგუმენტი პრეცედენტია, რომელიც თქვენ შექმენით…
ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ კონკრეტულ ორგანიზაციებს მარტივი კითხვა მინდა დავუსვა: ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომლის მთავარი ორიენტირი არის ადამიანი, განსაკუთრებით ბავშვები, რა უნდა გვექნა? დაახლოებით 1000 ბავშვი ცხოვრობს იმ დასახლებაში. რა თქმა უნდა, რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არის ის 1000 ბავშვი, რომელთა სიცოცხლე ყოველდღიურ რეჟიმში არის საფრთხის ქვეშ, მინიმალური ჰიგიენის პრობლემები და გამოწვევები, რაც არის იქ… ამ შემთხვევაში გულზე ხელის დაკრეფა არის დანაშაული.
ადასტურებთ თუ არა იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლების უმოქმედობით დადგა ეს შედეგი – 2012 წელს იქ დაახლოებით 200 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა – 2 ათასია. უნდა დამდგარიყო თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი?
მე მინდა გკითხოთ: მაშინ ვინ უნდა აგოს პასუხი, როცა ჩვენმა დაქირავებულმა ხელისუფლებამ აჭარაში ორჯერ გაზარდა ბიუჯეტი ბოლო 5 წელიწადში?
ამადლით მოსახლეობას, რომ ბიუჯეტი გაიზარდა?
არა, მაგრამ ამავე კონტექსტში გიპასუხებთ: ხელისუფლება ვალდებულია, ბიუჯეტი გაზარდოს, შეასრულოს… ხელისუფლებას რომ აქვს პასუხისმგებლობა, სწორედ ამიტომ გამონახა რესურსი და მიიღო გადაწყვეტილება.
მაგრამ არავისი პასუხისმგებლობა არ დამდგარა უმოქმედობის გამო.
შედეგობრივად იგივე „ქართული ოცნების“ დროს მოგვარდა ეს პრობლემა… პასუხისმგებლობაში რას გულისხმობთ, ვის უნდა ეგო პასუხი? ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. სამართლებრივი პასუხისმგებლობა რა ჭრილში უნდა დამდგარიყო? მე ვამბობ, რომ ყველას ჩვენი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს და ჩემმა წინამორბედებმაც ეს გაიზიარეს. პერსონიფიცირებულად პასუხისმგებლობა დადგება, თუკი არსებობს სამართლებრივი გადაცდომა.
თორნიკე რიჟვაძესთან ვრცელი ინტერვიუ „ბათუმელებმა“ პირველ აპრილს ჩაწერა. ინტერვიუს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.
ოჯახი „ოცნების ქალაქში“, მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან“
ბათუმის ახალი მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავა 10 აპრილს, 10 საათზე განახლდება. ბოლო სხდომა ამ საქმეზე 2018 წლის 20 თებერვალს გაიმართა. მას შემდეგ სასამართლო განხილვა გაურკვეველი ვადით იყო შეჩერებული.
2018 წლის 20 თებერვალს სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბათუმის მერიის მიმართვა გახდა, რომლის მიხედვითაც, მერი ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან მოლაპარაკებას გამართავდა. მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა და ამის შესახებ სასამართლოს გასული წლის აპრილში ეცნობა, თუმცა ამ დრომდე სასამართლოს მორიგი სხდომა არ ჩაუნიშნავს.
„ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა კვლავ ჭიანურდება, რაც სასამართლო გზით მუსლიმი თემის დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას არსებითად ართულებს,“ – აღნიშნა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა EMC-მა 2019 წლის 19 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში.
მუსლიმმა თემმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისს მიმართა, მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ უარი თქვა ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე. მუსლიმი თემი მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობისა და დისკრიმინაციულობის კუთხით სასამართლოში დავობს. სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC-ი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI წარმოადგენენ.
მთავარი ფოტო: პარასკევის ლოცვა ბათუმის ორთაჯამეში, მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
„ქობულეთი-ბათუმის ტრასაზე, მემედ აბაშიძის ქუჩის მონაკვეთში, წყალი დგება, ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ავარიებიც ხშირად ხდება… ამას წინათ ავარიის შედეგად ადამიანიც დაიღუპა. არავინ გვაქცევს ყურადღებას. მივმართეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტს, საგზაო დეპარტამენტს. მოვიდნენ, დახედეს, შეგვპირდნენ და არჩევნების შემდეგ დაივიწყეს,“ – ეს შეტყობინება სოციალურ ქსელში ქობულეთიდან სულეიმან ბოლქვაძემ მოგვწერა.
ქობულეთის მერიაში ადასტურებენ პრობლემას, რასაც მოქალაქე ასახელებს. „მაგრამ მოვლა-პატრონობა საქართველოს გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა. ჩვენ მივმართეთ წერილით და უახლოეს მომავალში მოგვარდება ეს საკითხი,“ – გვითხრეს ქობულეთის მერიის პრესცენტრში. აქ ვერ გვიპასუხეს, კონკრეტულად როდიდან აღარ დაიტბორება ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზა.
„ველოდებით საპროექტო ჯგუფს, რომელმაც უნდა მოამზადოს დასკვნა და შემდეგ გამოცხადდება ტენდერი,“ – განმარტავს ირაკლი მაჩალიძე, საქართველოს გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში. მისი თქმით, პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, როცა ერთ-ერთმა მოქალაქემ კერძო ნაკვეთში გამავალი ღია სანიაღვრე არხი ჩაკეტა.
„აღმოჩნდა, რომ კერძო ნაკვეთში გადიოდა მანამდე ეს წყალი. მოქალაქემ დააყარა სილა, ხრეში, არ მინდა, წყალი აქ დგებოდესო… მანამდე როგორ იყო, არ ვიცი. ახლა წყალი უნდა გადავიყვანოთ მოპირდაპირე მხარეს, ქუჩა უნდა გადაიკვეთოს და ჩაიდოს მილი. ეს არხი მდინარე დეხვას უნდა მიუერთდეს. ამ სამუშაოების გაკეთებამდე, ჩვენ იქ განვათავსეთ სიჩქარის შემზღუდავი ნიშნები,“ – გვითხრა ირაკლი მაჩალიძემ.
მთავარი ფოტო: ქობულეთი-ბათუმის გზის დატბორილი მონაკვეთი
„ეს არის ფოტოები, რომლებიც მოგზაურობის დროს გადავიღე, მათ შორის, აფრიკაში, ტანზანიაში… გამოვფენ აჭარის მაღალმთიან სოფლებში გადაღებულ ფოტოებსაც,“ – ამბობს გურბეთ ქართალმიში. ის თურქეთიდანაა და მეორე წელია ბათუმში ცხოვრობს. გურბეთი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურას ამთავრებს და ერთ-ერთ კერძო სკოლაში ინგლისურს ასწავლის.
გურბეთ ქართალმიშის ფოტოების გამოფენა-გაყიდვა ხვალ, 5 აპრილს, საღამოს ხუთ საათზე გაიხსნება სამხატვრო სკოლაში [ბათუმი, ფიროსმანის 16]. ეს საქველმოქმედო ღონისძიებაა. გურბეთი ფოტოების გაყიდვიდან შემოსული ფულით მაღალმთიან სოფლებში საბავშვო ბაღებისთვის სათამაშოების შეძენას აპირებს.
„ამ ღონისძიების ორგანიზატორია ქალთა სოლიდარობის პლატფორმა. ორგანიზაციის მიზანია სოლიდარობის, საქართველოს და თურქეთს შორის მეგობრობის, ასევე ქალთა გაძლიერება. ჩემთან ერთად იქნება ჯემილე ჩეთინქაია. ის ჩაატარებს სამუშაო შეხვედრას „ებრუზე“, ანუ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკულად ნახონ, როგორ კეთდება თურქული არტი წყალზე,“ – გვიყვება გურბეთ ქართალმიში.
ფოტოების ფასი სხვადასხვაა. გურბეთის თქმით, თითო ფოტოს საშუალოდ 30 ლარად გაყიდის.
„შეხედე სამყაროს სიყვარულის თვალით,“ – გურბეთმა ასე დაარქვა საკუთარ გამოფენას, რომელიც 6 აპრილს, ანუ შაბათს, ხუთ საათამდე გაგრძელდება. იგი დარწმუნებულია, რომ განსაკუთრებულ ინტერესესს ტანზანიაში გადაღებული ფოტოები გამოიწვევს. ტანზანიაში გურბეთმა გასულ ზამთარს იმოგზაურა. ის ერთ-ერთი პროექტის მოხალისე იყო და იქ სოციალურად დაუცველ ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლიდა.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის შედეგად გამოვლინდება წლის საუკეთესო ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებელი.
„კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად,“ – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. კონკურსში მონაწილეობა ნაბაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს კანდიდატად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაციის ვადები განსაზღვრულია 2019 წლის 3 აპრილიდან – 17 აპრილის ჩათვლით.
საკონკურსო პირობების მიხედვით, გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) საგნის და მისი სწავლების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა – რაც გამოვლინდება წერილობით (მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შემოწმება) და ზეპირად (ვიდეოჩანაწერი) წარმოდგენილი „ჩემი პედაგოგიური კრედოს“ საშუალებით, ასევე, მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დასწრებით;
ბ) შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება – რაც გამოვლინდება მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული მასალებით (წერილები, მეთოდური და სასწავლო ლიტერატურა, ბლოგი);
გ) მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა – რაც დადასტურდება მოსწავლეების ქცევის, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ამსახველი მასალით;
დ) სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება – რაც დადასტურდება გაკვეთილზე დასწრებით და სხვა გაკვეთილების გეგმების გაცნობით;
ე) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სწავლება – რაც გამოვლინდება ეთნიკური, კულტურული, რელიგიური განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით;
ვ) საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა – რაც გამოვლინდება მასწავლებლის მონაწილეობით სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი რეპუტაციით და აღიარებით თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, კოლეგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ფართო საზოგადოების მიერ.
ზ) პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება – რაც დადასტურდება მასწავლებლის მუდმივი ზრუნვით როგორც საკუთარ, ისე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე (ჩართულობა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში; პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა; დამწყები და მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა კონსულტაციის, მენტორინგის ან სხვა საშუალებებით; სხვა სახის საქმიანობა პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით).
თ) სამომავლო განვითარების გეგმები – რაც გამოვლინდება სამომავლო გეგმების შეფასებით, თანმიმდევრულობისა და მრავალფეროვნების მიხედვით.
როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გვეუბნებიან, კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები საჩუქრად ტიხრული მინანქრის ვერცხლის გულსაბნევს მიიღებს წარწერით – „საუკეთესო მასწავლებელი“. „ასევე, ცენტრი გადასცემს ტექნიკას. კერძო სექტორს აქვს მათ მიერ დაწესებული საჩუქრები“-გვეუბნებიან ცენტრში.
აჭარაში ინვესტორს, რომელიც ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს, შეუძლია მიმართოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, წარუდგინოს საბანკო გარანტია და მოითხოვოს პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება. ასევე ვალდებულების შესრულების გადავადება. ინვესტორის განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი აჭარის საინვესტიციო საბჭო და მთავრობა მიიღებს.
გაათავისუფლოს ან არა გაათავისუფლოს ინვესტორი ჯარიმის გადახდისგან გარკვეული პირობით და შეიტანოს ცვლილებები ვალდებულებებში, ეს აჭარის მთავრობის ექსკლუზიური უფლებაა. თუმცა მთავრობამ ის რეგულაციებში მოაქცია და შესაბამისი წესიც შეიმუშავა. ამ წესით, აუცილებელია ინვესტორმა საბანკო გარანტია სამინისტროში ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე, ან ამ ვადის გასვლიდან ორი თვის განმავლობაში წარადგინოს.
მიუხედავად საბანკო გარანტიისა, მთავრობა იტოვებს უფლებას დააკმაყოფილოს ან არ დააკმაყოფილოს ინვესტორის თხოვნა.
„ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესი“, აჭარის მთავრობამ 2019 წლის 29 მარტის სხდომაზე დაამტკიცა. ეს წესი 2020 წლის პირველ იანვრამდე იმოქმედებს. ასეთი წესი გასული წლის სექტემბრიდან დეკემბრის თვის ჩათვლითაც მოქმედებდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ინვესტორს, რომელსაც ნაკისრი ვალდებულებები ახალი წესის დამტკიცებამდე არ ჰქონდა შესრულებული და 2018 წლის 31 დეკემბრამდე არც საბანკო გარანტია ჰქონდა წარდგენილი, უფლება აქვს ეს გარანტია 2019 წლის პირველ ივნისამდე წარადგინოს სამინისტროში [იმ განცხადებასთან ერთად, რომლითაც ინვესტორი ვალდებულების შესრულების ვადის გახანგრძლივებას და პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებას ითხოვს].
ახალი წესის მიხედვით:
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ხელშეკრულებაში ცვლილების, ინვესტორისთვის დამატებითი ვადის მიცემისა თუ პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ წარმოებას ინვესტორის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე იწყებს;
განცხადებას თან უნდა ახლდეს საბანკო გარანტია დაკისრებული პირგასამტეხლოს 2%-ის, ხოლო თუ ინვესტორი მხოლოდ გადავადებას ან ვალდებულებების ცვლილებას ითხოვს, მაშინ ქონების საპრივატიზებო საფასურის – 5%-ის ოდენობით [მაგრამ, ორთავე შემთხვევაში არანაკლებ 10 ათასი და არაუმეტეს 200 ათასი ლარისა];
საბანკო გარანტიის სამინისტროში წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება იმ ინვესტორზე, რომელსაც მხოლოდ პირგასამტეხლო აქვს გადასახდელი, ხოლო ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული აქვს. ანუ, ასეთ შემთხვევაში მთავრობას შეუძლია ინვესტორი უბრალოდ გაათავისუფლოს პირგასამტეხლოს გადახდისგან;
ის ინვესტორი კი, რომელსაც პირგასამტეხლო დაეკისრა საპრვატიზებო თანხის გადაუხდელობისთვის, არ გათავისუფლდება და ვალდებულია პირგასამტეხლო გადაიხადოს სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში. თუმცა, ასეთ შემთხვევაში ინვესტორს შესაძლოა საპრივატიზებო თანხის გადახდისთვის დამატებითი ვადა მისცენ;
თუ ინვესტორი გათავისუფლდა პირგასამტეხლოს გადახდისგან საბანკო გარანტიის საფუძველზე და მიეცა დამატებითი დრო ვალდებულების შესასრულებლად, აღარ იხდის პირგასამტეხლოს, თუ დამატებით დროში შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. თუმცა, საბანკო გარანტიას სამინისტრო მაინც გამოითხოვს და ეს თანხა აჭარის ბიუჯეტში ჩაირიცხება.
„თუ ინვესტორი დამატებით დროშიც ვერ შეასრულებს ვალდებულებებს და კვლავ გვთხოვს გადავადებას, გამოვითხოვთ საბანკო გარანტიას და ამასთან მოვთხოვთ გაორმაგებულ საბანკო გარანტიას. თუ არ დათანხმდება საინვესტიციო საბჭო ხელახლა გადავადებას, ინვესტორი გარანტიას დაკარგავს და დაიწყება საქმის წარმოება ხელშეკრულების გაუქმებაზე.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს, რომლისგანაც ის ერთხელ გათავისუფლდა, საქმე გაიგზავნება სასამართლოში და სასამართლოს ძალით დაეკისრება მისი გადახდა. ამ შემთხვევაში, დაკისრებულ პირგასამტეხლოს გამოაკლდება საბანკო გარანტიით გამოთხოვილი თანხა და რაც დარჩება ის უნდა გადაიხადოს ინვესტორმა“, – განმარტავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
2019 წლის 29 მარტის სხდომაზე, ვიდრე ახალ წესს მიიღებდა, აჭარის მთავრობამ „ორბი ჯგუფი მილენიუმი“ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დაკისრებული 2 152 950 ლარის ჯარიმის გადახდისგან პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლა და ვადებიც გადაუვადა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ორბმა საბანკო გარანტია წარმოადგინა 2018 წლის 31 დეკემბრამდე, ამიტომ იმ წესით გადაუვადდა ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა, რომელიც გასულ წელს მოქმედებდა და გათავისუფლდა ჯარიმის გადასახდელისგან ამ ვალდებულებების შესრულების პირობებით. შემოსული წერილები ეტაპობრივად განიხილებოდა და ამიტომ მოხდა ამ საკითხის განხილვა 29 მარტის სხდომაზე“.
ხელშეკრულებაში ცვლილებებს, გადავადებას, თუ პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებას სამინისტროსგან დღეის მდგომარეობით ათზე მეტი კომპანია ითხოვს. ერთ-ერთი მათგანია „კორაქსესი“, რომელსაც ბათუმში, გამსახურდიას 12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობაზე მანსარდის მოწყობის ნებართვა უკვე მიღებული აქვს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2019 წლის 20 მარტის მდგომარეობით, ადმინისტრაციული წარმოება ხელშეკრულების გაუქმებაზე დაწყებული იყო 18 იურიდიულ და ფიზიკურ პირთან მიმართებაში [მათ შორის „მეტრო ატლას ჯორჯიასთან“].
ახალი წესის მიღებამდე სამინისტროში ბათუმელებს განუცხადეს, რომ „ეს წესი, რომელიც აჭარის მთავრობამ უნდა მიიღოს, საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ხელშესაწყობად იქნება მიღებული. აქ გაწერილია, რომ ვისაც შეუსრულებელი ვალდებულებები აქვს სამინისტროს წინაშე, ყველას მიეცემა შანსი ერთი თვის ვადაში საბანკო გარანტიის წარმოსადგენად. ამ გარანტიის საფუძველზე კი მათ, ვალდებულებების შესასრულებლად, დამატებით ვადებს მივცემთ“.
2017 და 2018 წლებში კი 39 იურიდიული და კერძო პირი, რომლებმაც სახელმწიფო ქონების შეძენის თუ სარგებლობის სანაცვლოდ, ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, აჭარის მთავრობამ ჯამში 20 167 860 ლარისა და 2 108 003 აშშ დოლარის ჯარიმის გადახდისგან გაათავისუფლა.