მთავარი,სიახლეები

სააგენტოს 6 წლის საბას გარდაცვალებაზე მოკვლევა ჯერ არ დაუწყია – განმარტება

04.04.2019
სააგენტოს 6 წლის საბას გარდაცვალებაზე მოკვლევა ჯერ არ დაუწყია – განმარტება

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 6 წლის საბა კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა არ დაუწყია, რადგან ოჯახს სააგენტოსთვის არ მიუმართავს – უთხრეს „ბათუმელებს“ სააგენტოს პრესსამსახურში.

დღეს, 4 აპრილს, 6 წლის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა იაშვილის კლინიკის წინ. მშობლები და ახლობლები სამედიცინო პერსონალს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ და ითხოვენ, ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყოს მოკვლევა ბავშვის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი კონკრეტულ მოქალაქეს/პაციენტს პრეტენზია აქვს რომელიმე სამედიცინო დაწესებულებასთან ან კონკრეტული მედპერსონალის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, პაციენტმა ან პაციენტის კანონიერმა წარმომადგენელმა (დედა/მამა/მეურვე) წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს რეგულირების სააგენტოს, რომ დაიწყოს მოკვლევა სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით.

სააგენტოს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი პრეტენზიის მქონე პირი სააგენტოს ოფიციალური განცხადებით არ მიმართავს, სააგენტო ცალკეულ შემთხვევებზე მოკვლევას ვერ დაიწყებს.

________________

მთავარ ფოტოზე: გარდაცვლილი საბა კიწმარიშვილის ოჯახის წევრების აქცია

ამავე თემაზე: 

6 წლის გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები კლინიკის წინ აქციას მართავენ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: