რეკლამა,სიახლეები

კადეტობიდან კაპიტნობამდე – „ანრი“ საზღვაო კარიერის ერთგული თანამგზავრი

04.04.2019
კადეტობიდან კაპიტნობამდე – „ანრი“ საზღვაო კარიერის ერთგული თანამგზავრი

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ ტრადიციულად განაგრძობს წარმატებულ მეზღვაურებთან შეხვედრას. „ანრის“ სტუდენტები თვალნათლივ ხედავენ, თუ რა შედეგი მოაქვს ხარისხიან საზღვაო განათლებას.

ამჯერად, მომავალი მეზღვაურები კაპიტნის უფროს თანაშემწეს და მათ პედაგოგს, ანზორ შარაბიძეს და ბუსსს „ანრის“ წარჩინებულ კურსდამთავრებულს, გივი ბალაძეს შეხვდნენ.

გივი ბალაძემ ბუსსს „ანრი“ 2016 წელს დაამთავრა და კაპიტნის მესამე თანაშემწის რანგში აფორმებს კონტრაქტს.  შესაბამისი ტრენინგების გასავლელად და სერტიფიკატების ასაღებად კი, ისევ მშობლიურ საზღვაო სასწავლებელს მოაკითხა.

„სწორედ ეს არის ჩვენი სასწავლებლის უპირატესობა. იგი მართლაც მშობლიური ხდება და აქ დაბრუნება გიხარია. ჩემი საზღვაო კარიერა ვერ წარმომიდგენია ანრის გარეშე. აქ მივიღე ბაკალავრის ხარისხი, სასწავლებლის დახმარებით გავიარე შორეული ნაოსნობის პრაქტიკა და პირველი კონტრაქტიც ანრის დასაქმების ცენტრის შუამავლობით გავაფორმე. ახლა როგორც ოფიცერი, მინდა, ყველას მოგესალმოთ და მინდა, გთხოვოთ, რომ გაამართლოთ თქვენი სასწავლებლის ნდობა და მზრუნველობა. ისწავლეთ კარგად და გახდით საზღვაო სფეროს გამორჩეული ოფიცრები, კაპიტნები და მექანიკოსები,“- ამბობს გივი ბალაძე.

მოქმედი მეზღვაური, კაპიტნის უფროსი თანაშემწე, ანზორ შარაბიძე, თავის სტუდენტებს საზღვაო განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან აღნიშნა მეზღვაურის როლი სამშობლოს კეთილდღეობის საქმეში და მომავალ მეზღვაურებს ზურგის ქარი უსურვა.

შეხვედრა „ანრი“-ში

შეხვედრა „ანრიში“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: