განათლება,მთავარი,სიახლეები

სამინისტრო: გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხი განმეორებით კენჭისყრაზე გავა

05.04.2019
სამინისტრო: გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხი განმეორებით კენჭისყრაზე გავა

რამდენიმე წუთის წინ  განათლების მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ განცხადება გააკეთა სკოლის გამოსაშვები გამოცდების თაობაზე. მისი თქმით,  კანონპროექტი, რომელიც დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით ჩააგდო,  განმეორებით კენჭისყრაზე გავა.

ზედგინიძეს არ დაუკონკრეტებია, როდის გავა  გამოცდების საკითხი განმეორებით კენჭისყრაზე, თუმცა დასძინა რომ მისი ხელმეორედ გატანა კენჭისყრაზე, ისევ დაჩქარებული წესით მოხდება.

„პრობლემა ბავშვებს არ შეექმნებათ, დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული კანონის პროექტი გავა. ისევ დაჩქარებული წესით მოხდება განხილვა, უახლოეს მომავალში“,- განაცხადა მან ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე დღეს, 5 აპრილს.

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხს პარლამენტმა დღეს უყარა კენჭი, საკითხი ჩავარდა. მოგვიანებით, პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ დარბაზში ხმაურის გამო ვერ გაიგეს, რა საკითხს ეყრებოდა კენჭი და ამან გამოწვია ის შედეგი, რაც დადგა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: